სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ვიზრუნოთ გარემოზე? – "თეგეტა გრინ პლანეტის" ინფორმაციული ვიდეორგოლები
როგორ ვიზრუნოთ გარემოზე? – "თეგეტა გრინ პლანეტის" ინფორმაციული ვიდეორგოლები

რა როლი გვა­კის­რია უსაფრ­თხო გა­რე­მოს შექ­მნის პრო­ცეს­ში? რამ­დე­ნად გან­სა­ზღვრავს ჩვენ მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ჩვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და მო­მა­ვალს? - სწო­რედ ამ კი­თხვებს პა­სუ­ხობს „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტის“ მიერ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად შექ­მნი­ლი ანი­მა­ცი­უ­რი ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი გრა­ფი­კუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბის თე­მა­ტი­კა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის არა­სა­თა­ნა­დო გა­და­მუ­შა­ვე­ბაა და მიზ­ნად ისა­ხავს, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რონ რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე, რო­მე­ლიც გა­რე­მოს ემუქ­რე­ბა, თუ ნარ­ჩე­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­მუ­შა­ვე­ბას არ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ.

კრე­ა­ტი­უ­ლი და მარ­ტი­ვად აღ­ქმა­დი ვი­დე­ო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით მა­ყუ­რებ­ლის­თვის ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი ხდე­ბა, რო­გო­რია ამ პრო­დუქ­ტე­ბის სა­სი­ცო­ცხლო ციკ­ლი, რო­გორ გა­და­მუ­შავ­დე­ბა ისი­ნი და მი­ი­ღე­ბა ახა­ლი პრო­დუქ­ტი.

შალ­ვა ახვლე­დი­ა­ნი, „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტის“ დი­რექ­ტო­რი: „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტის­თვის გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უმ­თავ­რე­სი საზ­რუ­ნა­ვია, რაც სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვას გუ­ლის­ხმობს და მათ რე­ციკ­ლი­რე­ბას, გა­და­მუ­შა­ვე­ბა­სა და აღ­დგე­ნას მო­ი­ცავს. ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იყო, შეგ­ვექ­მნა ვი­დე­ორ­გო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ვი­ზუ­ა­ლუ­რად და ვერ­ბა­ლუ­რად მარ­ტი­ვად გად­მოს­ცემ­და სათ­ქმელს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­აწ­ვდი­და ინ­ფორ­მა­ცი­ას. ნარ­ჩე­ნი აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის, ზე­თე­ბის ნი­ა­დაგ­ში ან წყალ­ში მოხ­ვედ­რა, სა­ბუ­რა­ვე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაყ­რა ან მათი დაწ­ვა სე­რი­ო­ზულ ზი­ანს აყე­ნებს გა­რე­მოს და ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას უქ­მნის საფრ­თხეს.

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ოს­თვის სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნარ­ჩე­ნე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მარ­თვის სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლო­შიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მაა. ეს ნარ­ჩე­ნე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ იმარ­თე­ბა ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის კო­დექ­სი­სა და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად.

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია ამ ნარ­ჩე­ნე­ბის მავ­ნებ­ლო­ბი­სა და მათი სწო­რი მარ­თვის შე­სა­ხებ. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ნარ­ჩე­ნე­ბი უნდა გა­და­მუ­შავ­დეს კა­ნო­ნის, ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად“.

„თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია, „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი“, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვას უზ­რუნ­ველ­ყოფს მათი გა­და­მუ­შა­ვე­ბი­სა და რე­ციკ­ლი­რე­ბის გზით. ორ­გა­ნი­ზა­ცია ეკო­სის­ტე­მის გა­ჯან­სა­ღე­ბის მიზ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აგ­რო­ვებს აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის ნარ­ჩე­ნებს. ეს ნარ­ჩე­ნე­ბი პარტნი­ორ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ სა­წარ­მო­ებ­ში იგ­ზავ­ნე­ბა, სა­დაც ტექ­ნი­კუ­რი რეგ­ლა­მენ­ტის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­მუ­შავ­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც მი­ი­ღე­ბა პლასტმა­სა, ტყვია და მჟა­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თაც სურთ, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ უკე­თე­სი სამ­ყა­როს შექ­მნა­ში, მხა­რი და­უ­ჭი­რონ მწვა­ნე ინი­ცი­ა­ტი­ვებს და იზ­რუ­ნონ გა­რე­მო­ზე, შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, ნარ­ჩე­ნე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად „თე­გე­ტა გრინ პლა­ნეტს“ და­უ­კავ­შირ­დნენ.

ნარ­ჩე­ნი ზე­თე­ბის შეგ­რო­ვე­ბა „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტის“ საქ­მი­ა­ნო­ბის კი­დევ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბაა. ნარ­ჩე­ნი ზე­თე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რად დაღ­ვრა მი­წა­სა თუ წყალ­ში, ან დაწ­ვა გა­რე­მოს­თვის სა­ზი­ა­ნოა. „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტის“ მიერ აგ­რო­ვე­ბუ­ლი ნარ­ჩე­ნი ზე­თე­ბიც პარტნი­ორ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ სა­წარ­მო­ში გა­და­მუ­შავ­დე­ბა და შე­დე­გად მი­ი­ღე­ბა სხვა­დას­ხვა სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტი, მათ შო­რის სა­ბა­ზი­სო ზეთი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გი­ის წყა­რო და სხვ.

გა­რე­მოს­თვის არა­ნაკ­ლებ სა­ზი­ა­ნოა სა­ბუ­რა­ვე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რად გა­დაყ­რა ან დაწ­ვა. „თე­გე­ტა გრინ პლა­ნე­ტი“ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით აგ­რო­ვებს სა­ბუ­რა­ვე­ბის ნარ­ჩე­ნებს და პარტნი­ორ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ სა­წარ­მო­ში სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ა­მუ­შა­ვებს მათ, რის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი სა­ი­ზო­ლა­ციო სის­ტე­მე­ბის, ვე­ლო­ბი­ლი­კე­ბის, მო­ედ­ნე­ბის, რე­ზი­ნის, ქვა­ფე­ნი­ლი­სა და სხვა პრო­დუქ­ტე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის, ზე­თე­ბი­სა და სა­ბუ­რა­ვე­ბის გა­და­მუ­შა­ვე­ბით მი­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს. ნარ­ჩე­ნე­ბის სწო­რი მარ­თვა პირ­და­პირ აი­სა­ხე­ბა ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე.

--

Tegeta Green Planet „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში“ შე­მა­ვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მე­ლიც 2022 წლი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მელ­მაც გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა­გან ავ­ტო­რი­ზა­ცია მო­ი­პო­ვა მწარ­მო­ებ­ლის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ფარ­გლებ­ში ნარ­ჩე­ნი სა­ბუ­რა­ვე­ბის, ზე­თე­ბი­სა და აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის მარ­თვა­ზე. ორ­გა­ნი­ზა­ცია პირ­ველ ეტაპ­ზე ახ­დენს ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სპე­ცი­ფი­კუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის რეგ­ლა­მენ­ტის მი­ხედ­ვით შეგ­რო­ვე­ბას, ტრან­სპორ­ტი­რე­ბას, გა­და­მუ­შა­ვე­ბას, შემ­დგომ კი მათ მარ­თვას ცირ­კუ­ლა­რუ­ლი ეკო­ნო­მი­კის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორ ვიზრუნოთ გარემოზე? – "თეგეტა გრინ პლანეტის" ინფორმაციული ვიდეორგოლები

როგორ ვიზრუნოთ გარემოზე? – "თეგეტა გრინ პლანეტის" ინფორმაციული ვიდეორგოლები

რა როლი გვაკისრია უსაფრთხო გარემოს შექმნის პროცესში? რამდენად განსაზღვრავს ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ჩვენს კეთილდღეობასა და მომავალს? - სწორედ ამ კითხვებს პასუხობს „თეგეტა გრინ პლანეტის“ მიერ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შექმნილი ანიმაციური ვიდეორგოლები. სოციალურ ქსელში განთავსებული გრაფიკული ვიდეოების თემატიკა საავტომობილო ნარჩენების არასათანადო გადამუშავებაა და მიზნად ისახავს, მოქალაქეებმა გააცნობიერონ რეალური საფრთხე, რომელიც გარემოს ემუქრება, თუ ნარჩენების შესაბამისად გადამუშავებას არ უზრუნველვყოფთ.

კრეატიული და მარტივად აღქმადი ვიდეოების საშუალებით მაყურებლისთვის ადვილად გასაგები ხდება, როგორია ამ პროდუქტების სასიცოცხლო ციკლი, როგორ გადამუშავდება ისინი და მიიღება ახალი პროდუქტი.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „თეგეტა გრინ პლანეტისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა უმთავრესი საზრუნავია, რაც სპეციფიკური ნარჩენების მართვას გულისხმობს და მათ რეციკლირებას, გადამუშავებასა და აღდგენას მოიცავს. ჩვენი სურვილი იყო, შეგვექმნა ვიდეორგოლები, რომლებიც ვიზუალურად და ვერბალურად მარტივად გადმოსცემდა სათქმელს და საზოგადოებას მიაწვდიდა ინფორმაციას. ნარჩენი აკუმულატორების, ზეთების ნიადაგში ან წყალში მოხვედრა, საბურავების არალეგალურად გადაყრა ან მათი დაწვა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.

თანამედროვე მსოფლიოსთვის სპეციფიკური ნარჩენებისგან მიღებული ზიანის შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა და საავტომობილო ნარჩენების არაკეთილსინდისიერი მართვის საკითხი საქართველოშიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ეს ნარჩენები ხშირ შემთხვევაში არ იმართება ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროპული სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ნარჩენების მავნებლობისა და მათი სწორი მართვის შესახებ. საავტომობილო ნარჩენები უნდა გადამუშავდეს კანონის, ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად“.

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია, „თეგეტა გრინ პლანეტი“, საავტომობილო სპეციფიკური ნარჩენების მართვას უზრუნველყოფს მათი გადამუშავებისა და რეციკლირების გზით. ორგანიზაცია ეკოსისტემის გაჯანსაღების მიზნით საქართველოს მასშტაბით აგროვებს აკუმულატორების ნარჩენებს. ეს ნარჩენები პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოებში იგზავნება, სადაც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება, რის შედეგადაც მიიღება პლასტმასა, ტყვია და მჟავა. მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, წვლილი შეიტანონ უკეთესი სამყაროს შექმნაში, მხარი დაუჭირონ მწვანე ინიციატივებს და იზრუნონ გარემოზე, შესაძლებლობა აქვთ, ნარჩენების ჩასაბარებლად „თეგეტა გრინ პლანეტს“ დაუკავშირდნენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/VpymTLoB-6I?si=sKNwPtMFTuSsQZ7R" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

ნარჩენი ზეთების შეგროვება „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის კიდევ ერთი მიმართულებაა. ნარჩენი ზეთების არალეგალურად დაღვრა მიწასა თუ წყალში, ან დაწვა გარემოსთვის საზიანოა. „თეგეტა გრინ პლანეტის“ მიერ აგროვებული ნარჩენი ზეთებიც პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოში გადამუშავდება და შედეგად მიიღება სხვადასხვა საბოლოო პროდუქტი, მათ შორის საბაზისო ზეთი, ალტერნატიული ენერგიის წყარო და სხვ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/0IqjYJCtDes?si=IlKeg1O48qERmHpY" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

გარემოსთვის არანაკლებ საზიანოა საბურავების არალეგალურად გადაყრა ან დაწვა. „თეგეტა გრინ პლანეტი“ მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებს საბურავების ნარჩენებს და პარტნიორ ლიცენზირებულ საწარმოში სტანდარტის შესაბამისად გადაამუშავებს მათ, რის შედეგად მიღებული რესურსები საიზოლაციო სისტემების, ველობილიკების, მოედნების, რეზინის, ქვაფენილისა და სხვა პროდუქტების დასამზადებლად გამოიყენება.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/CbaYDe5iO_E?si=TXDeD90SJmMCObSs" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

აკუმულატორების, ზეთებისა და საბურავების გადამუშავებით მიღებული მასალების ხელახალი გამოყენება საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს. ნარჩენების სწორი მართვა პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

--

Tegeta Green Planet „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი ორგანიზაციაა, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ავტორიზაცია მოიპოვა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების მართვაზე. ორგანიზაცია პირველ ეტაპზე ახდენს ზემოაღნიშნული სპეციფიკური ნარჩენების რეგლამენტის მიხედვით შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გადამუშავებას, შემდგომ კი მათ მართვას ცირკულარული ეკონომიკის წესების შესაბამისად.

NS