მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინის რჩეულის "ზეციური გრაცია" და (არა)სპორტული ვნებები: ალინა კაბაევას საჯარო სივრცეში გამოჩენას ყოფილ მწვრთნელთან სკანდალური დაპირისპირება მოჰყვა
პუტინის რჩეულის "ზეციური გრაცია" და (არა)სპორტული ვნებები: ალინა კაბაევას საჯარო სივრცეში გამოჩენას ყოფილ მწვრთნელთან სკანდალური დაპირისპირება მოჰყვა

ტან­მო­ვარ­ჯი­შე ალი­ნა კა­ბა­ე­ვა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბაა რუ­სე­თის ელი­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, ბოლო თვე­ებ­ში სა­ჯა­რო სივ­რცეს დაბ­რუნ­და. ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი, რო­მელ­საც რუ­სე­თის პრე­ზი­დენტ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბით აკავ­ში­რე­ბენ, აქ­ტი­უ­რად ავი­თა­რებს თა­ვი­სი მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის აკა­დე­მი­ას "ზე­ცი­უ­რი გრა­ცია“ - ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტა­ტუ­სი აქვს.

ეს სტა­ტუ­სი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს აკა­დე­მი­ას, თუნ­დაც სა­კუ­თა­რი წე­სე­ბით ჩა­ა­ტა­როს შე­ჯიბ­რე­ბე­ბი. აკა­დე­მი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ჩანს, კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზად იქცა იმ მწვრთნელ­თან, რო­მელ­მაც მას დი­დე­ბა მო­უ­ტა­ნა. ირი­ნა ვი­ნე­რი 20 წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­ზღვრავ­და რუ­სე­თის მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის მი­მარ­თუ­ლე­ბას.

  • ჩრდი­ლი­დან გა­მოს­ვლა

2024 წლის ივ­ნი­სის ბო­ლოს ყა­ზან­ში გრან­დი­ო­ზუ­ლად გა­იხ­სნა "ბრიკ­სის“ ქვეყ­ნე­ბის სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი. იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც რუ­სე­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბე­ბი­დან უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რის გამო მოკ­ვე­თი­ლია, კრემ­ლი ამ თა­მა­შებს პა­რი­ზის ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ა­დის ალ­ტერ­ნა­ტი­ვად მი­იჩ­ნევ­და.

ტურ­ნირს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას მა­ტებ­და ის, რომ მო­ნა­წი­ლე­თა სი­ა­ში, რუ­სე­თის, ბე­ლა­რუ­სის, ყა­ზა­ხე­თის, ტა­ი­ლან­დის, სერ­ბე­თი­სა და სხვა ქვეყ­ნე­ბის ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ებ­თან ერ­თად, ცალ­კე იყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი "ზე­ცი­უ­რი გრა­ცი­ის“ რუ­სუ­ლი კლუ­ბის სპორ­ტსმე­ნე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბის შე­ჯიბ­რე­ბე­ბის­თვის ეს უჩ­ვე­უ­ლო ვი­თა­რე­ბაა: სპორ­ტსმე­ნე­ბი, რო­გორც წესი, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბე­ბის სა­ხე­ლით გა­მო­დი­ან და არა ცალ­კე­უ­ლი სკო­ლე­ბი­სა თუ კლუ­ბე­ბის. მი­ზე­ზი გა­სა­გე­ბია, რა­ტომ სარ­გებ­ლობ­და "ზე­ცი­უ­რი გრა­ცია“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის ასე­თი მხარ­და­ჭე­რით: კლუ­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ხელ­მძღვა­ნე­ლი ალი­ნა კა­ბა­ე­ვაა.

კა­ბა­ე­ვა რუ­სე­თის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სპორ­ტსმე­ნია, თუმ­ცა ბოლო წლებ­ში და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დია მას­ზე უფრო მე­ტად წერს არა სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის, არა­მედ ვლა­დი­მირ პუ­ტინ­თან კავ­ში­რის გამო. გა­მო­ცე­მე­ბი კა­ბა­ე­ვას რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის უმ­ცრო­სი შვი­ლე­ბის დე­დას უწო­დე­ბენ. 2022 წელს Wall Street Journal-მა, ამე­რი­კელ ანო­ნი­მურ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზე დაყ­რდნო­ბით, ამის შე­სა­ხებ სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. 2024 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე "დო­სი­ეს" ცენ­ტრმა გა­მო­ძი­ე­ბა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ კა­ბა­ე­ვა­სა და პუ­ტინს ორი ვაჟი ჰყავთ.

2022 წელს აშშ-მა, ბრი­ტა­ნეთ­მა და ევ­რო­კავ­შირ­მა კა­ბა­ე­ვას სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სეს. ამე­რი­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს მისი "პუ­ტინ­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბით“ ახ­სნა. ბრი­ტა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­შიც მი­თი­თე­ბუ­ლი იყო კა­ბა­ე­ვა­სა და პრე­ზი­დენტს შო­რის "ახლო პი­როვ­ნუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი“.

პუ­ტინს კა­ბა­ე­ვას­თან კავ­ში­რი არას­დროს უღი­ა­რე­ბია. 2008 წელს, რო­დე­საც ხმე­ბი გავ­რცელ­და ალი­ნას­თან ქორ­წი­ნე­ბა­ზე, პუ­ტინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ყო­ველ­თვის ცუ­დად ექ­ცე­ო­და მათ, ვინც თა­ვი­სი ცხვი­რი­თა და ერო­ტი­კუ­ლი ფან­ტა­ზი­ე­ბით სხვის ცხოვ­რე­ბა­ში ერე­ო­და.“ 2015 წელს, რო­დე­საც მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს კა­ბა­ე­ვა­სა და პუ­ტინს შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, კრემ­ლმა ეს უარ­ყო.

2007 წელს, სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კა­ბა­ე­ვა რუ­სე­თის ელი­ტის ზედა ფე­ნა­ში სწრა­ფად დამ­კვიდ­რდა. შვი­დი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის დე­პუ­ტა­ტი იყო, შემ­დეგ კი "ეროვ­ნუ­ლი მე­დია ჯგუ­ფის“ (НМГ) დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და. კა­ბა­ე­ვა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩრდილ­ში რჩე­ბო­და - იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბო­და სა­ჯა­როდ და თით­ქმის არ ურ­თი­ერ­თობ­და მე­დი­ას­თან. პრი­ა­ლა გა­მო­ცე­მე­ბი მას "თით­ქმის მი­უწ­ვდო­მელ“ ფი­გუ­რად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

2022 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. კა­ბა­ე­ვამ გა­ნა­ცხა­და სა­ერ­თა­შო­რი­სო მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის კლუ­ბე­ბის ასო­ცი­ა­ცია "ზე­ცი­უ­რი გრა­ცი­ის“ შექ­მნის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი სოჭ­ში, პუ­ტი­ნის ინი­ცი­ა­ტი­ვით შექ­მნილ ცენ­ტრში "სი­რი­უ­სი,“ იგი­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის აკა­დე­მია გა­იხ­სნა. სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, "გა­ზპ­რომ­მა“ უფა­სოდ გა­დას­ცა შე­ნო­ბა, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 2 მი­ლი­არდ რუბლს აღე­მა­ტე­ბო­და.

აკა­დე­მი­ის გახ­სნის შემ­დეგ, და­სავ­ლე­თის სან­ქცი­ე­ბის ქვეშ მყო­ფი კა­ბა­ე­ვა, სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბა­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად დაბ­რუნ­და.

  • ტურ­ნი­რე­ბი სა­კუ­თა­რი წე­სე­ბით

"ზე­ცი­უ­რი გრა­ცია“ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. აკა­დე­მი­ის "ტე­ლეგ­რა­მარხზე" ხში­რად ვხვდე­ბით ვი­დე­ო­ებს, რო­მელ­შიც ჩანს კა­ბა­ე­ვას მოს­წავ­ლე­ე­ბის ვარ­ჯი­ში. ვი­დე­ო­ებ­ში თა­ვად კა­ბა­ე­ვა აძ­ლევს რჩე­ვებს. ყვე­ლა ვი­დეო ისეა გა­და­ღე­ბუ­ლი, თით­ქოს მან არ იცის რომ უღე­ბენ. თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ ალი­ნა კა­ბა­ე­ვას არ­ცერ­თი ფოტო და ვი­დეო მისი ნე­ბის გა­რე­შე ინ­ტერ­ნეტ­ში არ მოხ­ვდე­ბა.

რუ­სე­თის სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრომ აკა­დე­მი­ას მის­ცა უფ­ლე­ბა, და­მო­უ­კი­დებ­ლად შე­ედ­გი­ნა თა­ვი­სი ტურ­ნი­რე­ბის კა­ლენ­და­რი, ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა შე­ჯიბ­რე­ბე­ბი სა­კუ­თა­რი წე­სე­ბით და სპორ­ტსმე­ნებ­სა და მწვრთნე­ლებს და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ა­ნი­ჭოს სპორ­ტუ­ლი ტი­ტუ­ლე­ბი.

მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თის სხვა სპორ­ტუ­ლი სკო­ლე­ბი სა­ერ­თო წე­სებს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან, "ზე­ცი­უ­რი გრა­ცია“ ფაქ­ტობ­რი­ვად, ცალ­კე სპორ­ტულ ავ­ტო­ნო­მი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­და.

"ზე­ცი­უ­რი გრა­ცი­ის“ გა­ჩე­ნამ­დე, რუ­სე­თის მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­ში წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ეყ­რდნო­ბო­და ირი­ნა ვი­ნე­რის წე­სებს. ის არის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი და მწვრთნე­ლი, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, მათ შო­რის კა­ბა­ე­ვა, აღ­ზარ­და. თუმ­ცა, კა­ბა­ე­ვას მიერ შექ­მნილ­მა აკა­დე­მი­ამ ეს ტრა­დი­ცია, ფაქ­ტობ­რი­ვად, შეც­ვა­ლა.

  • მწვრთნე­ლი და მოს­წავ­ლე

ვი­ნე­რი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მწვრთნე­ლია რუ­სეთ­ში და სპორ­ტში 1992 წლი­დან მუ­შა­ობს. 2001 წელს მან რუ­სე­თი მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ითა­ვა, ხოლო 2008 წლი­დან რუ­სე­თის მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­და. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, ვი­ნერ­მა მთლი­ა­ნად გა­ა­კონ­ტრო­ლა რუ­სე­თის მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის სფე­რო.

რო­გორც მისი საყ­ვა­რელ­მა მოს­წავ­ლე კა­ბა­ე­ვამ, ვი­ნერ­მაც ელი­ტა­ში და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი. იგი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნი ფა­ვო­რი­ტი გახ­და და დიდ­ხანს იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში მი­ლი­არ­დერ ალი­ე­შერ უზ­მა­ნოვ­თან (რო­მელ­თა­ნაც 2022 წელს გან­ქორ­წინ­და).

ვი­ნე­რის სტა­ტუ­სი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით საგ­რძნობ­ლად შე­ირ­ყა, რო­დე­საც რუ­სე­თის ტან­ვარ­ჯი­შის სკო­ლამ პირ­ვე­ლად 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ი­გო ოქრო ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე. ხოლო 2023 წელს რუ­სეთს სა­ერ­თოდ აუკ­რძა­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

რუ­სე­თის შიგ­ნით ვი­ნე­რის პო­ზი­ცი­ას, რო­გორც ჩანს, არა­ფე­რი ემუქ­რე­ბო­და. ის თბი­ლად გა­მო­ეხ­მა­უ­რა კა­ბა­ე­ვას მიერ სა­კუ­თა­რი აკა­დე­მი­ის შექ­მნის იდე­ას, თუმ­ცა მა­ლე­ვე კა­ბა­ე­ვა­სა და ვი­ნერს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა და­ი­ძა­ბა, რო­დე­საც "ზე­ცი­უ­რი გრა­ცია“ "ბრიკ­სის“ თა­მა­შებ­ზე გა­მო­ვი­და რო­გორც ცალ­კე ორ­გა­ნი­ზა­ცია.

"ბრის­კის“ თა­მა­შებ­ზე გა­მარ­ჯვე­ბა მო­ი­პო­ვა ვი­ნე­რის მოს­წავ­ლემ, ლალა კრა­მა­რენ­კომ, ხოლო მა­რია ბო­რი­სო­ვამ, რო­მე­ლიც "ზე­ცი­უ­რი გრა­ცი­ის“ წევ­რია, მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. კა­ბა­ე­ვას სპორ­ტსმე­ნებ­მა ოქრო მო­ი­პო­ვეს ჯგუ­ფურ ვარ­ჯი­შებ­შიც.

თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყო, ვი­ნე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერ­და, რომ "ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი იყო“, რომ კა­ბა­ე­ვა შეხ­ვდა: "ჩვენ თით­ქმის არ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს, რად­გან ალი­ნას თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი აქვს, ხოლო მე - ჩემი. "ბრიკ­სის" თა­მა­შე­ბი დაგ­ვეხ­მა­რა იმა­ში, რომ ისევ ერ­თად ვი­ყოთ!“

შე­ჯიბ­რე­ბი და­ძა­ბუ­ლი იყო. სა­ბო­ლო­ოდ ტურ­ნი­რი ვი­ნე­რის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჩივ­რით დას­რულ­და. წე­რი­ლი მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ დეგ­ტი­ე­ვის სა­ხელ­ზე მთა­ვა­რი მსაჯ­მა აისელ გა­სა­ნო­ვამ შე­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია. გა­სა­ნო­ვა წერ­და, რომ რო­დე­საც ერთ-ერთ სა­ჩი­ვარს გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ვი­ნე­რი, რო­მე­ლიც უკ­მა­ყო­ფი­ლოდ იყო თა­ვი­სი მოს­წავ­ლის შე­ფა­სე­ბით, მსა­ჯე­ბის მა­გი­დას­თან მი­ვი­და და გა­სა­ნო­ვას უთხრა: "თუ "ზე­ცი­უ­რი გრა­ცია“ დაგ­პა­ტი­ჟებს, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მათ­თვის ყვე­ლა­ფერს უნდა აკე­თო“.

  • ვი­ნე­რი და კა­ბა­ე­ვა: უთან­ხმო­ე­ბე­ბი და ცვლი­ლე­ბე­ბი მხატ­ვრუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შის სამ­ყა­რო­ში

"ბრიკ­სის" თა­მა­შებ­ზე ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ვი­ნე­რის კა­რი­ე­რა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი მოხ­და. 2024 წლის ივ­ლის­ში სპორ­ტის მი­ნის­ტრმა ქალს წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა და მოს­თხო­ვა, გა­ე­ა­ნა­ლი­ზე­ბი­ნა ტურ­ნირ­ზე მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვე­ბი. ვი­ნერ­მა ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რი არ გა­ა­კე­თა, თუმც და­ი­წყო სა­უ­ბა­რი თა­ვი­სი მემ­კვიდ­რის შე­სა­ხებ და მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ა­სა­ხე­ლა კი­დევ ერთი ყო­ფი­ლი სპორ­ტსმე­ნი, ოლგა კაპ­რა­ნო­ვა. 2024 წლის იან­ვარ­ში ვი­ნე­რი ამ­ბობ­და, რომ "გული კარ­ნა­ხობ­და", რომ "მისი მემ­კვიდ­რე ალი­ნა კა­ბა­ე­ვაა, მაგ­რამ ის ამის­თვის ჯერ მზად არ არის...“

2024 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა იგი გა­ა­ძე­ვა ფი­ზი­კუ­რი კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭო­დან და მისი ად­გი­ლი კა­ბა­ე­ვას თა­ნა­მო­აზ­რემ, მა­რი­ამ შპეხტმა და­ი­კა­ვა. ვი­ნერს კი მხო­ლოდ მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა დარ­ჩა, რაც სპორ­ტულ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა "ყვე­ლა ფრონტზე წა­გე­ბა" უწო­დეს.

ამა­ვე დროს, კა­ბა­ე­ვა აგ­რძე­ლებს აკა­დე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის რან­გში პო­ზი­ცი­ებს იკა­ვებს. ნო­ემ­ბერ­ში ყა­ტარ­ში გა­მარ­თულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში მან დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო. კა­ბა­ე­ვას თქმით, "სპორ­ტში არ არ­სე­ბობს მტრე­ბი, არ­სე­ბო­ბენ მხო­ლოდ კონ­კუ­რენ­ტე­ბი და მთა­ვა­რია სა­კუ­თა­რი თავი და­ა­მარ­ცხო". წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

პუტინის რჩეულის "ზეციური გრაცია" და (არა)სპორტული ვნებები: ალინა კაბაევას საჯარო სივრცეში გამოჩენას ყოფილ მწვრთნელთან სკანდალური დაპირისპირება მოჰყვა

პუტინის რჩეულის "ზეციური გრაცია" და (არა)სპორტული ვნებები: ალინა კაბაევას საჯარო სივრცეში გამოჩენას ყოფილ მწვრთნელთან სკანდალური დაპირისპირება მოჰყვა

ტანმოვარჯიშე ალინა კაბაევა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული პიროვნებაა რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შორის, ბოლო თვეებში საჯარო სივრცეს დაბრუნდა. ყოფილი სპორტსმენი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სასიყვარულო ურთიერთობით აკავშირებენ, აქტიურად ავითარებს თავისი მხატვრული ტანვარჯიშის აკადემიას "ზეციური გრაცია“ - ორგანიზაციას, რომელსაც განსაკუთრებული სტატუსი აქვს.

ეს სტატუსი საშუალებას აძლევს აკადემიას, თუნდაც საკუთარი წესებით ჩაატაროს შეჯიბრებები. აკადემიის საქმიანობა, როგორც ჩანს, კონფლიქტის მიზეზად იქცა იმ მწვრთნელთან, რომელმაც მას დიდება მოუტანა. ირინა ვინერი 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განსაზღვრავდა რუსეთის მხატვრული ტანვარჯიშის მიმართულებას.

  • ჩრდილიდან გამოსვლა

2024 წლის ივნისის ბოლოს ყაზანში გრანდიოზულად გაიხსნა "ბრიკსის“ ქვეყნების სპორტული თამაშები. იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან უკრაინაში შეჭრის გამო მოკვეთილია, კრემლი ამ თამაშებს პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის ალტერნატივად მიიჩნევდა.

ტურნირს განსაკუთრებულობას მატებდა ის, რომ მონაწილეთა სიაში, რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ტაილანდის, სერბეთისა და სხვა ქვეყნების ტანმოვარჯიშეებთან ერთად, ცალკე იყვნენ აღნიშნული "ზეციური გრაციის“ რუსული კლუბის სპორტსმენები. საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრებებისთვის ეს უჩვეულო ვითარებაა: სპორტსმენები, როგორც წესი, ეროვნული ნაკრებების სახელით გამოდიან და არა ცალკეული სკოლებისა თუ კლუბების. მიზეზი გასაგებია, რატომ სარგებლობდა "ზეციური გრაცია“ ორგანიზატორების ასეთი მხარდაჭერით: კლუბის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ალინა კაბაევაა.

კაბაევა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტსმენია, თუმცა ბოლო წლებში დამოუკიდებელი მედია მასზე უფრო მეტად წერს არა სპორტული მიღწევების, არამედ ვლადიმირ პუტინთან კავშირის გამო. გამოცემები კაბაევას რუსეთის პრეზიდენტის უმცროსი შვილების დედას უწოდებენ. 2022 წელს Wall Street Journal-მა, ამერიკელ ანონიმურ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ამის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. 2024 წლის შემოდგომაზე "დოსიეს" ცენტრმა გამოძიებაში განაცხადა, რომ კაბაევასა და პუტინს ორი ვაჟი ჰყავთ.

2022 წელს აშშ-მა, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა კაბაევას სანქციები დაუწესეს. ამერიკის ხელისუფლებამ ეს მისი "პუტინთან ახლო ურთიერთობით“ ახსნა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაშიც მითითებული იყო კაბაევასა და პრეზიდენტს შორის "ახლო პიროვნული ურთიერთობები“.

პუტინს კაბაევასთან კავშირი არასდროს უღიარებია. 2008 წელს, როდესაც ხმები გავრცელდა ალინასთან ქორწინებაზე, პუტინმა განაცხადა, რომ "ყოველთვის ცუდად ექცეოდა მათ, ვინც თავისი ცხვირითა და ეროტიკული ფანტაზიებით სხვის ცხოვრებაში ერეოდა.“ 2015 წელს, როდესაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს კაბაევასა და პუტინს შვილი შეეძინათ, კრემლმა ეს უარყო.

2007 წელს, სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ, კაბაევა რუსეთის ელიტის ზედა ფენაში სწრაფად დამკვიდრდა. შვიდი წლის განმავლობაში იგი სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო, შემდეგ კი "ეროვნული მედია ჯგუფის“ (НМГ) დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახდა. კაბაევა წლების განმავლობაში ჩრდილში რჩებოდა - იშვიათად ჩნდებოდა საჯაროდ და თითქმის არ ურთიერთობდა მედიასთან. პრიალა გამოცემები მას "თითქმის მიუწვდომელ“ ფიგურად მოიხსენიებდნენ.

2022 წლის შემოდგომაზე ვითარება შეიცვალა. კაბაევამ განაცხადა საერთაშორისო მხატვრული ტანვარჯიშის კლუბების ასოციაცია "ზეციური გრაციის“ შექმნის შესახებ. რამდენიმე თვეში კი სოჭში, პუტინის ინიციატივით შექმნილ ცენტრში "სირიუსი,“ იგივე სახელწოდების აკადემია გაიხსნა. სკოლის განვითარების მიზნით, "გაზპრომმა“ უფასოდ გადასცა შენობა, რომლის ღირებულება 2 მილიარდ რუბლს აღემატებოდა.

აკადემიის გახსნის შემდეგ, დასავლეთის სანქციების ქვეშ მყოფი კაბაევა, საჯარო ცხოვრებაში მეტ-ნაკლებად დაბრუნდა.

  • ტურნირები საკუთარი წესებით

"ზეციური გრაცია“ სოციალური ქსელებში აქტიურობით გამოირჩევა. აკადემიის "ტელეგრამარხზე" ხშირად ვხვდებით ვიდეოებს, რომელშიც ჩანს კაბაევას მოსწავლეების ვარჯიში. ვიდეოებში თავად კაბაევა აძლევს რჩევებს. ყველა ვიდეო ისეა გადაღებული, თითქოს მან არ იცის რომ უღებენ. თუმცა ფაქტია, რომ ალინა კაბაევას არცერთი ფოტო და ვიდეო მისი ნების გარეშე ინტერნეტში არ მოხვდება.

რუსეთის სპორტის სამინისტრომ აკადემიას მისცა უფლება, დამოუკიდებლად შეედგინა თავისი ტურნირების კალენდარი, ჩაეტარებინა შეჯიბრებები საკუთარი წესებით და სპორტსმენებსა და მწვრთნელებს დამოუკიდებლად მიანიჭოს სპორტული ტიტულები.

მაშინ, როდესაც რუსეთის სხვა სპორტული სკოლები საერთო წესებს ემორჩილებიან, "ზეციური გრაცია“ ფაქტობრივად, ცალკე სპორტულ ავტონომიად ჩამოყალიბდა.

"ზეციური გრაციის“ გაჩენამდე, რუსეთის მხატვრული ტანვარჯიში წლების განმავლობაში ეყრდნობოდა ირინა ვინერის წესებს. ის არის ფედერაციის ხელმძღვანელი და მწვრთნელი, რომელმაც არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი, მათ შორის კაბაევა, აღზარდა. თუმცა, კაბაევას მიერ შექმნილმა აკადემიამ ეს ტრადიცია, ფაქტობრივად, შეცვალა.

  • მწვრთნელი და მოსწავლე

ვინერი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწვრთნელია რუსეთში და სპორტში 1992 წლიდან მუშაობს. 2001 წელს მან რუსეთი მხატვრული ტანვარჯიშის გუნდის ხელმძღვანელობა ითავა, ხოლო 2008 წლიდან რუსეთის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობების გაერთიანებით, ვინერმა მთლიანად გააკონტროლა რუსეთის მხატვრული ტანვარჯიშის სფერო.

როგორც მისი საყვარელმა მოსწავლე კაბაევამ, ვინერმაც ელიტაში დაიმკვიდრა ადგილი. იგი ვლადიმირ პუტინი ფავორიტი გახდა და დიდხანს იყო ქორწინებაში მილიარდერ ალიეშერ უზმანოვთან (რომელთანაც 2022 წელს განქორწინდა).

ვინერის სტატუსი მსოფლიო მასშტაბით საგრძნობლად შეირყა, როდესაც რუსეთის ტანვარჯიშის სკოლამ პირველად 20 წლის განმავლობაში ვერ მოიგო ოქრო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. ხოლო 2023 წელს რუსეთს საერთოდ აუკრძალეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობა.

რუსეთის შიგნით ვინერის პოზიციას, როგორც ჩანს, არაფერი ემუქრებოდა. ის თბილად გამოეხმაურა კაბაევას მიერ საკუთარი აკადემიის შექმნის იდეას, თუმცა მალევე კაბაევასა და ვინერს შორის ურთიერთობა დაიძაბა, როდესაც "ზეციური გრაცია“ "ბრიკსის“ თამაშებზე გამოვიდა როგორც ცალკე ორგანიზაცია.

"ბრისკის“ თამაშებზე გამარჯვება მოიპოვა ვინერის მოსწავლემ, ლალა კრამარენკომ, ხოლო მარია ბორისოვამ, რომელიც "ზეციური გრაციის“ წევრია, მეორე ადგილი დაიკავა. კაბაევას სპორტსმენებმა ოქრო მოიპოვეს ჯგუფურ ვარჯიშებშიც.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ვინერი სოციალურ ქსელებში წერდა, რომ "ძალიან ბედნიერი იყო“, რომ კაბაევა შეხვდა: "ჩვენ თითქმის არ ვხვდებოდით ერთმანეთს, რადგან ალინას თავისი საქმეები აქვს, ხოლო მე - ჩემი. "ბრიკსის" თამაშები დაგვეხმარა იმაში, რომ ისევ ერთად ვიყოთ!“

შეჯიბრები დაძაბული იყო. საბოლოოდ ტურნირი ვინერის წინააღმდეგ საჩივრით დასრულდა. წერილი მინისტრ მიხეილ დეგტიევის სახელზე მთავარი მსაჯმა აისელ გასანოვამ შეადგინა, რომელიც აზერბაიჯანის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის ხელმძღვანელია. გასანოვა წერდა, რომ როდესაც ერთ-ერთ საჩივარს განიხილავდნენ, ვინერი, რომელიც უკმაყოფილოდ იყო თავისი მოსწავლის შეფასებით, მსაჯების მაგიდასთან მივიდა და გასანოვას უთხრა: "თუ "ზეციური გრაცია“ დაგპატიჟებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათთვის ყველაფერს უნდა აკეთო“.

  • ვინერი და კაბაევა: უთანხმოებები და ცვლილებები მხატვრული ტანვარჯიშის სამყაროში

"ბრიკსის" თამაშებზე ინციდენტის შემდეგ, ვინერის კარიერაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 2024 წლის ივლისში სპორტის მინისტრმა ქალს წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა, გაეანალიზებინა ტურნირზე მომხდარი შემთხვევები. ვინერმა ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა, თუმც დაიწყო საუბარი თავისი მემკვიდრის შესახებ და მოულოდნელად დაასახელა კიდევ ერთი ყოფილი სპორტსმენი, ოლგა კაპრანოვა. 2024 წლის იანვარში ვინერი ამბობდა, რომ "გული კარნახობდა", რომ "მისი მემკვიდრე ალინა კაბაევაა, მაგრამ ის ამისთვის ჯერ მზად არ არის...“

2024 წლის ოქტომბერში, ვლადიმერ პუტინმა იგი გააძევა ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საბჭოდან და მისი ადგილი კაბაევას თანამოაზრემ, მარიამ შპეხტმა დაიკავა. ვინერს კი მხოლოდ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დარჩა, რაც სპორტულმა ჟურნალისტებმა "ყველა ფრონტზე წაგება" უწოდეს.

ამავე დროს, კაბაევა აგრძელებს აკადემიის განვითარებას და საერთაშორისო ასოციაციის რანგში პოზიციებს იკავებს. ნოემბერში ყატარში გამართულ საერთაშორისო ტურნირში მან დიდი ყურადღება მიიპყრო. კაბაევას თქმით, "სპორტში არ არსებობს მტრები, არსებობენ მხოლოდ კონკურენტები და მთავარია საკუთარი თავი დაამარცხო". წყარო

წაიკითხეთ ასევე: