მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დებატები ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით: რა განაცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა?
დებატები ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით: რა განაცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა?

"უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, ძა­ლა­დო­ბის აქ­ტე­ბი უნდა გა­მო­ი­ძი­ოს და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა უნდა იყოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში", - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა და მიგ­რა­ცი­ის ევ­რო­კო­მი­სარ­მა, მაგ­ნუს ბრუ­ნერ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"50 დღე­ზე მე­ტია ქარ­თვე­ლე­ბი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ქუ­ჩებ­ში გა­მო­დი­ან უპ­რე­ცე­დენ­ტო პრო­ტეს­ტით, იბ­რძვი­ან თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის წევ­რი იქ­ნე­ბა, და იყე­ნე­ბენ ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც ძა­ლა­დობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბით, და­ში­ნე­ბი­თა და და­კა­ვე­ბე­ბით დახ­ვდნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს მზარ­დი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ვარ­დნა რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან სა­გან­გა­შოა. ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა ბოლო დროს რიგი კა­ნო­ნე­ბის შეს­წო­რე­ბე­ბი აა­მოქ­მე­დეს, რომ­ლე­ბიც ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს ზღუ­და­ვენ და ძირს უთხრი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბას. ძა­ლა­დო­ბა და სი­ძულ­ვი­ლის ენა მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი, ისე­ვე, რო­გორც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მუ­ქა­რე­ბი სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია.

ბევ­რი და­კა­ვე­ბუ­ლი პა­ტიმ­რო­ბა­ში რჩე­ბა და სის­ხლის სა­მარ­თლით გა­სა­მარ­თლე­ბა ემუქ­რე­ბათ, თუმ­ცა დღემ­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის არ­ცერ­თი წარ­მო­მად­გენ­ლის მი­მართ ბრალ­დე­ბა წა­ყე­ნე­ბუ­ლი არ არის პრო­ტეს­ტე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვი დარ­ბე­ვე­ბი­სა და და­კა­ვე­ბუ­ლი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წა­მე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რაც სა­ქარ­თვე­ლოს ომ­ბუდსმენ­მა გა­აჟ­ღე­რა.

მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მქო­ნე ქვე­ყა­ნას. ევ­რო­კავ­ში­რი სო­ლი­და­რო­ბას უცხა­დებს ქარ­თველ ხალ­ხს და მო­ვუ­წო­დებთ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, სწრა­ფი ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ, რათა და­ძა­ბუ­ლო­ბა გან­მუხ­ტონ. უსა­მარ­თლოდ და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლე­ბი უნდა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ, ძა­ლა­დო­ბის აქ­ტე­ბი უნდა გა­მო­ი­ძი­ოს და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა უნდა იყოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ ამ უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ბრუ­ნერ­მა.

  • "მო­ვუ­წო­დებ ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებს, წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, თავი შე­ი­კა­ვონ ყვე­ლა ქმე­დე­ბის­გან, რაც მო­ახ­დენს თვით­და­ნიშ­ნუ­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას, - ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ველ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა, რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნემ გა­ნა­ცხა­და.

"მა­მა­ცი ქარ­თვე­ლე­ბი 50 დღე­ზე მე­ტია აპ­რო­ტეს­ტე­ბენ თა­ვი­ან­თი ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მო­პარ­ვას მი­უ­ხე­და­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან სი­სას­ტი­კი­სა და ძა­ლა­დო­ბი­სა. სხვა­თა შო­რის, ქუ­ჩა­ში გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მათ "კრემ­ლის ოც­ნე­ბის“ "რუ­სე­თის ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ას ეძა­ხის. მა­შინ, როცა ქარ­თვე­ლე­ბი იბ­რძვი­ან ევ­რო­პუ­ლი გზის­თვის, ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ვი­ყოთ მკა­ფიო ჩვენს მხარ­და­ჭე­რა­ში: პირ­ვე­ლი - ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ერ­თა­დერ­თი ნამ­დვი­ლი და ლე­გი­ტი­მუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და ერ­თა­დერ­თი აღი­ა­რე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი არის სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, მე­ო­რე - "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი არ არის ლე­გი­ტი­მუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მო­ვუ­წო­დებ ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებს, წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს და სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, თავი შე­ი­კა­ვონ ყვე­ლა ქმე­დე­ბის­გან, რაც მო­ახ­დენს თვით­და­ნიშ­ნუ­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­დო­ბა ხალ­ხის, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცი­ის და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძლი­ერ­დე­ბა.

"ოპო­ზი­ცი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი, გი­ორ­გი გა­ხა­რია სას­ტი­კად სცე­მეს, თავს და­ესხნენ თა­ვი­სუ­ფალ ჟურ­ნა­ლის­ტებს, მათ შო­რის მზია ამაღ­ლო­ბე­ლი, რო­მელ­საც ორ­თვი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ევ­რო­პამ ამას უნდა უპა­სუ­ხოს პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, წი­ნა­აღ­მდეგ პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბით. ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი კრი­ზი­სი­დან არის ახა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი, ყო­ველ­გვა­რი და­ყოვ­ნე­ბის გა­რე­შე“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

  • "სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა უნდა შე­წყვი­ტოს, მათ ქარ­თვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცენ, რომ თა­ვი­ან­თი სი­ტყვა ახალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­ში გა­მო­ხა­ტონ", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ტო­ბი­ას კრა­მერ­მა (გერ­მა­ნია) ეგა­ნა­ცხა­და.

"გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბან­დი­ტე­ბის ჯგუ­ფი თავს სას­ტი­კად და­ეს­ხა, მათ შო­რის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ე.წ. დე­პუ­ტა­ტი. გა­ხა­რია სის­ხლდე­ნით და ძვლე­ბის მო­ტე­ხი­ლო­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ არის იზო­ლი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ბოლო კვი­რე­ბი­სა და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში 400-ზე მეტი ქარ­თვე­ლი, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სი, ჟურ­ნა­ლის­ტი და რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს და აწა­მეს. მათი და­ნა­შა­უ­ლი კი უკვე 55-ე დღეა ევ­რო­პუ­ლი მო­მავ­ლის მო­თხოვ­ნით ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლაა. მე ხალ­ხის გამ­ბე­და­ო­ბა დე­კემ­ბერ­ში ჩვე­ნი ვი­ზი­ტი­სას ვნა­ხე. ყვე­ლა ასა­კის ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში ევ­რო­კავ­შირ­ში მო­მავ­ლის­თვის და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნის­თვის გა­მო­დის. ამას აკე­თე­ბენ მა­შინ, როცა იცი­ან რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რეპ­რე­სი­ე­ბის­გან და­ცუ­ლი არა­ვინ არ არის, მათ შო­რის არც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რი და არც პრე­ზი­დენ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და კრა­მერ­მა.

  • კრა­მე­რის შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პა­ნი­კა­შია.

"ქარ­თვე­ლე­ბი თავს შე­ში­ნე­ბის უფ­ლე­ბას არ აძ­ლე­ვენ, რად­გან ძა­ლა­დო­ბის ეს­კა­ლა­ცია ძლი­ე­რე­ბის ნი­შა­ნი არ არის, არა­მედ იმის ნი­შა­ნია, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პა­ნი­კა­შია. მათ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნება და ევ­რო­პუ­ლი იდე­ის სიძ­ლი­ე­რე სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ა­ფა­სეს. იფიქ­რეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბას შეძ­ლებ­დნენ, რუ­სუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მით იმოქ­მე­დებ­დნენ, და­ში­ნე­ბით ძა­ლა­უფ­ლე­ბას გა­იმ­ყა­რებ­დნენ, მაგ­რამ მიხ­ვდნენ, რომ ეს ეშ­მაკ­თან გა­რი­გე­ბაა. პუ­ტი­ნი პარტნი­ო­რებს არ ეძებს. ჯერ კი­დევ არის დრო, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ეს კოშ­მა­რი და­ას­რუ­ლოს. ევ­რო­პი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის კარი კვლავ ღია რჩე­ბა, მაგ­რამ ამის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა უნდა შე­წყვი­ტოს. მათ ქარ­თვე­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა მის­ცენ, რომ თა­ვი­ან­თი სი­ტყვა ახალ და სა­მარ­თლი­ან არ­ჩევ­ნებ­ში გა­მო­ხა­ტონ“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

  • "სა­ქარ­თვე­ლო ბრი­უ­სე­ლის კო­ლო­ნია არ გახ­დე­ბა", - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა ტი­ე­რი მა­რი­ა­ნიმ (საფ­რან­გე­თი) გა­ნა­ცხა­და.

"ბრი­უ­სელ­მა მეტი უნდა გა­ა­კე­თოს - ეს ბუნ­დეს­ტა­გის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ თქვა. მაგ­რამ რა­ტომ უნდა მო­ვახ­დი­ნოთ გავ­ლე­ნა სუ­ვე­რე­ნუ­ლი ხალ­ხის დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე? ჩვენ ერებს შო­რის ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა გვჭირ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხალ­ხს აქვს. 20 დე­კემ­ბერს გა­მოქ­ვეყ­ნდა დას­კვნა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ უცხო­უ­რი ჩა­რე­ვა არ ყო­ფი­ლა. ჩა­რე­ვას ბრი­უ­სე­ლი აძ­ლი­ე­რებს. მა­გა­ლი­თად, იქ ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლი და­შავ­და და ბრი­უ­სე­ლი ქა­ო­სის მო­ნა­წი­ლეა. ეს თა­ვი­სუ­ფა­ლი ქვე­ყა­ნაა. სა­ქარ­თვე­ლოს სურს ევ­რო­პა, რო­მე­ლიც მათ არ­ჩე­ვანს პა­ტივს სცემს. სა­ქარ­თვე­ლო ბრი­უ­სე­ლის კო­ლო­ნია არ გახ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ა­ნიმ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დებატები ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით: რა განაცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა?

დებატები ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით: რა განაცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა?

"უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"50 დღეზე მეტია ქართველები ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოდიან უპრეცედენტო პროტესტით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც ევროპული ოჯახის წევრი იქნება, და იყენებენ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებსაც ძალადობრივი რეპრესიებით, დაშინებითა და დაკავებებით დახვდნენ.

საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარები სრულიად მიუღებელია.

ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არცერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა.

მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში“, - განაცხადა ბრუნერმა.

  • "მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა.

"მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა შორის, ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ "კრემლის ოცნების“ "რუსეთის ოცნების“ პარტიას ეძახის. მაშინ, როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი - ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი, მეორე - "ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისი თქმით, საქართველოში ძალადობა ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძლიერდება.

"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გახარია სასტიკად სცემეს, თავს დაესხნენ თავისუფალ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნები, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • "საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა (გერმანია) ეგანაცხადა.

"გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ხელისუფლების ბანდიტების ჯგუფი თავს სასტიკად დაესხა, მათ შორის "ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატი. გახარია სისხლდენით და ძვლების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს და აწამეს. მათი დანაშაული კი უკვე 55-ე დღეა ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლაა. მე ხალხის გამბედაობა დეკემბერში ჩვენი ვიზიტისას ვნახე. ყველა ასაკის ადამიანი ქუჩაში ევროკავშირში მომავლისთვის და ევროპარლამენტში წარმოდგენისთვის გამოდის. ამას აკეთებენ მაშინ, როცა იციან რომ "ქართული ოცნების“ რეპრესიებისგან დაცული არავინ არ არის, მათ შორის არც ყოფილი პრემიერი და არც პრეზიდენტი“, - განაცხადა კრამერმა.

  • კრამერის შეფასებით, "ქართული ოცნება“ პანიკაშია.

"ქართველები თავს შეშინების უფლებას არ აძლევენ, რადგან ძალადობის ესკალაცია ძლიერების ნიშანი არ არის, არამედ იმის ნიშანია, რომ "ქართული ოცნება“ პანიკაშია. მათ ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის სიძლიერე სათანადოდ ვერ შეაფასეს. იფიქრეს, რომ არჩევნების გაყალბებას შეძლებდნენ, რუსული სამოქმედო გეგმით იმოქმედებდნენ, დაშინებით ძალაუფლებას გაიმყარებდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს ეშმაკთან გარიგებაა. პუტინი პარტნიორებს არ ეძებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ეს კოშმარი დაასრულოს. ევროპისა და თავისუფლების კარი კვლავ ღია რჩება, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს. მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

  • "საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ (საფრანგეთი) განაცხადა.

"ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს - ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა. მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება. საქართველოში ძალაუფლება ხალხს აქვს. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა არ ყოფილა. ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა და ბრიუსელი ქაოსის მონაწილეა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება“, - განაცხადა მარიანიმ.