მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს
მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს

ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ბაჩო ქა­ჯა­ი­ას საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას 23 იან­ვარს გა­მო­ა­ცხა­დებს.

საქ­მეს მო­სა­მარ­თლე ნინო ენუ­ქი­ძე გა­ნი­ხი­ლავ­და.

დღეს, შსს-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ჯა­ი­ამ „შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნი და­არ­ღვია და გზა ხე­ლოვ­ნუ­რად იმ დროს გა­და­კე­ტა, როცა ამის­თვის ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი არ იყო.

  • მსა­ხი­ო­ბის ად­ვო­კა­ტის, თორ­ნი­კე მი­გი­ნე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, მსა­ხი­ო­ბის მი­მართ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა უნდა შემ­წყდა­რი­ყო.

ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, ბაჩო ქა­ჯა­ია რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე ქუ­ჩის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­და­სა­კე­ტად არ მი­სუ­ლა, ის აქ­ცი­ა­ზე სის­ტე­მა­ტუ­რად მისი პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტად და­დის.

ამას­თან, მი­გი­ნე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში ქა­ჯა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, წარ­მოდ­გე­ნილ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში კი ქა­ჯა­ია უკვე გა­და­კე­ტილ გზა­ზე დგას. შე­სა­ბა­მი­სად, იქ არ ჩანს, ქა­ჯა­ი­ამ რა გა­კე­თა, რაც კა­ნონ­დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვლე­ბო­და. ასე­ვე, ად­ვო­კატ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არც სამ­ხრე კა­მე­რე­ბია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, სა­დაც ჩანს, რომ ბაჩო ქა­ჯა­ია ვინ­მემ გა­აფრ­თხი­ლა, რომ კა­ნონ­დარ­ღვე­ვას სჩა­დი­ო­და.

ამას­თან, სა­სა­მარ­თლო­ში პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­რა თა­ვად მსა­ხი­ობ­მაც და აღ­ნიშ­ნა, რომ ის აქ­ცი­ა­ზე მე­გობ­რებ­თან ერ­თად როცა მი­ვი­და, გზა უკვე გა­და­კე­ტი­ლი იყო.

ბაჩო ქა­ჯა­ი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174-ე პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნას ედა­ვე­ბი­ან.

კერ­ძოდ კი იმას, რომ ის 9 იან­ვარს, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და გზა ხე­ლოვ­ნუ­რად იმ დროს გა­და­კე­ტა, როცა ამის­თვის ადა­მი­ა­ნე­ბის საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს.

საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავდა.

დღეს, შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქაჯაიამ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონი დაარღვია და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო.

  • მსახიობის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით კი, მსახიობის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა შემწყდარიყო.

ადვოკატის თქმითვე, ბაჩო ქაჯაია რუსთაველის გამზირზე ქუჩის ხელოვნურად გადასაკეტად არ მისულა, ის აქციაზე სისტემატურად მისი პროტესტის გამოსახატად დადის.

ამასთან, მიგინეიშვილის განცხადებით, საქმეში ქაჯაიას წინააღმდეგ მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, წარმოდგენილ ვიდეომასალაში კი ქაჯაია უკვე გადაკეტილ გზაზე დგას. შესაბამისად, იქ არ ჩანს, ქაჯაიამ რა გაკეთა, რაც კანონდარღვევად ჩაითვლებოდა. ასევე, ადვოკატმა განაცხადა, რომ არც სამხრე კამერებია წარმოდგენილი, სადაც ჩანს, რომ ბაჩო ქაჯაია ვინმემ გააფრთხილა, რომ კანონდარღვევას სჩადიოდა.

ამასთან, სასამართლოში პოზიცია დააფიქსირა თავად მსახიობმაც და აღნიშნა, რომ ის აქციაზე მეგობრებთან ერთად როცა მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.

ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.