პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინელებმა ვორონეჟში ნავთობსაცავს, სმოლენსკში საავიაციო ქარხანას და დონეცკის ოლქში რუსეთის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს - რას აცხადებს უკრაინის გენშტაბი?
უკრაინელებმა ვორონეჟში ნავთობსაცავს, სმოლენსკში საავიაციო ქარხანას და დონეცკის ოლქში რუსეთის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს - რას აცხადებს უკრაინის გენშტაბი?

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ოკუ­პან­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ობი­ექტს და­არ­ტყეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქვეყ­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გე­ნე­რა­ლურ შტაბ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გენშტა­ბის ცნო­ბით, უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის ძა­ლე­ბის დრო­ნებ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ვო­რო­ნე­ჟის ოლ­ქში "ლის­კინ­სკა­ი­ას“ ნავ­თო­ბის სა­ცავს ერთ კვი­რა­ში ორ­ჯერ და­არ­ტყეს. მე­ო­რე თავ­დას­ხმა 21 იან­ვარს ღა­მით გან­ხორ­ცი­ელ­და.

"უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის სხვა შე­მად­გენ­ლო­ბებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი დარ­ტყმის შე­დე­გად საწ­ვა­ვი­სა და სა­პო­ხი მა­სა­ლე­ბის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბი იწ­ვის. სა­წარ­მო რუ­სე­თის ერთ-ერთ უმ­სხვი­ლეს სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ას, "როს­ნეფტს" ეკუთ­ვნის“, - ნათ­ქვა­მია გენშტა­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და ამი­სა, თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სმო­ლენ­სკის ოლ­ქში სმო­ლენ­სკის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და­არ­ტყეს, სა­დაც საბ­რძო­ლო თვითმფრი­ნა­ვე­ბი მო­დერ­ნიზ­დე­ბა და მზად­დე­ბა. ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფეთ­ქე­ბე­ბი და­ფიქ­სირ­და.

გენშტაბ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ასე­ვე გრძელ­დე­ბა რუ­სუ­ლი სა­ო­კუ­პა­ციო არ­მი­ის სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა. კერ­ძოდ, დარ­ტყმა გან­ხორ­ცი­ელ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის 29-ე არ­მი­ის სა­მე­თა­უ­რო პუნ­ქტზე დო­ნეც­კის ოლ­ქში, დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბულ ვოლ­ნო­ვა­ხა­ში.

"არის ინ­ფორ­მა­ცია სა­მიზ­ნე ზო­ნა­ში აფეთ­ქე­ბე­ბი­სა და კვამ­ლის შე­სა­ხებ. თავ­დას­ხმის შე­დე­გე­ბი ზუს­ტდე­ბა“, - აცხა­დე­ბენ გენშტაბ­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

უკრაინელებმა ვორონეჟში ნავთობსაცავს, სმოლენსკში საავიაციო ქარხანას და დონეცკის ოლქში რუსეთის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს - რას აცხადებს უკრაინის გენშტაბი?

უკრაინელებმა ვორონეჟში ნავთობსაცავს, სმოლენსკში საავიაციო ქარხანას და დონეცკის ოლქში რუსეთის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს - რას აცხადებს უკრაინის გენშტაბი?

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების რამდენიმე მნიშვნელოვან ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა რუსეთის ფედერაციის ვორონეჟის ოლქში "ლისკინსკაიას“ ნავთობის საცავს ერთ კვირაში ორჯერ დაარტყეს. მეორე თავდასხმა 21 იანვარს ღამით განხორციელდა.

"უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან თანამშრომლობით განხორციელებული დარტყმის შედეგად საწვავისა და საპოხი მასალების რეზერვუარები იწვის. საწარმო რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სახელმწიფო კორპორაციას, "როსნეფტს" ეკუთვნის“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის სმოლენსკის ოლქში სმოლენსკის საავიაციო ქარხნის ინფრასტრუქტურას დაარტყეს, სადაც საბრძოლო თვითმფრინავები მოდერნიზდება და მზადდება. ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქებები დაფიქსირდა.

გენშტაბში აცხადებენ, რომ ასევე გრძელდება რუსული საოკუპაციო არმიის სამეთაურო პუნქტების განადგურება. კერძოდ, დარტყმა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის 29-ე არმიის სამეთაურო პუნქტზე დონეცკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ვოლნოვახაში.

"არის ინფორმაცია სამიზნე ზონაში აფეთქებებისა და კვამლის შესახებ. თავდასხმის შედეგები ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.