სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგრესიული ფაშისტური მისალმება თუ ემოციების გამოხატვის ფორმა -  რას ნიშნავდა მასკის ჟესტიკულაცია, რომელმაც ნეონაცისტები აღაფრთოვანა?
აგრესიული ფაშისტური მისალმება თუ ემოციების გამოხატვის ფორმა -  რას ნიშნავდა მასკის ჟესტიკულაცია, რომელმაც ნეონაცისტები აღაფრთოვანა?

ილონ მასკმა დო­ნალდ ტრამ­პის საპ­რე­ზი­დენ­ტო ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ყუ­რა­დღე­ბა ფა­შის­ტუ­რი სტი­ლის ჟეს­ტით მი­იქ­ცია, თან ეს ზე­დი­ზედ ორ­ჯერ გა­ი­მე­ო­რა.

"მინ­და, უბ­რა­ლოდ მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ, რომ ეს მო­ახ­დი­ნეთ", - უთხრა SpaceX-ის, X-ისა და Tesla-ს მფლო­ბელ­მა, დე­და­მი­წის უმ­დიდ­რეს­მა ადა­მი­ან­მა და ტრამ­პის მნიშ­ვნე­ლო­ვან­მა დო­ნორ­მა პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რებს ვა­შინგტო­ნის Capital One Arena-ზე.

შემ­დეგ, მასკმა გაშ­ლი­ლი თი­თე­ბით, მარ­ჯვე­ნა ხელი მკერ­დზე და­ირ­ტყა, მერე კი დი­ა­გო­ნა­ლუ­რად, ზე­ვით გა­იშ­ვი­რა, თი­თე­ბი ერ­თად შეკ­რა და ხე­ლის­გუ­ლი ქვე­ვით მი­მარ­თა.

“ცი­ლის­წა­მე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლიგა” (ADL), რო­მე­ლიც ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის, ნა­ცის­ტურ ჟესტს გან­მარ­ტავს, რო­გორც "გაშ­ლი­ლი მარ­ჯვე­ნა ხე­ლის აწე­ვას, ხე­ლის­გუ­ლით ქვე­ვით".

შემ­დეგ მას­კი მობ­რუნ­და და კვლავ ანა­ლო­გი­უ­რი მო­იქ­ცა, ამ­ჯე­რად მისი ხელი და მკლა­ვი ოდ­ნავ დაბ­ლა იყო.

"ჩემი გული თქვენ­თა­ნაა," - თქვა მან და ხელი კვლავ გულ­მკერ­დზე და­ირ­ტყა, - "თქვე­ნი წყა­ლო­ბით ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის მო­მა­ვა­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია. თქვე­ნი წყა­ლო­ბით! რო­გორც იქნა, ჩვენ გვექ­ნე­ბა უსაფრ­თხო ქა­ლა­ქე­ბი და და­ცუ­ლი სა­ზღვრე­ბი, გო­ნივ­რუ­ლი ხარ­ჯვა. მარ­ტი­ვი რა­მე­ე­ბი... და ჩვენ Doge-ს მარსზე წა­ვიყ­ვანთ".

ეს იყო მი­ნიშ­ნე­ბა ფე­დე­რა­ლუ­რი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბის ძა­ლის­ხმე­ვა­სა და ე.წ. "მთავ­რო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის დე­პარ­ტა­მენტზე", რა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეც ტრამპმა მას­კი და­ნიშ­ნა, და ასე­ვე სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო მი­მარ­თვა­ში ნათ­ქვამ­ზე, რომ აშშ მარსზე ას­ტრო­ნავ­ტებს გაგ­ზავ­ნის.

მასკმა აუ­დი­ტო­რი­ას სთხო­ვა, წარ­მო­ედ­გი­ნათ ამე­რი­კე­ლი ას­ტრო­ნავ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც დრო­შას სხვა პლა­ნე­ტა­ზე აღ­მარ­თა­ვენ, თა­ნაც, ამ მოქ­მე­დე­ბის იმი­ტა­ცია გა­ა­კე­თა და და­იყ­ვი­რა: "ბამ! ბამ!"

სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი მას­კის ჟეს­ტის გამო შოკ­შია. ნიუ-იორ­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ის­ტო­რი­ის პრო­ფე­სორ­მა რუთ ბენ-გი­ატ­მა თქვა: "ფა­შიზ­მის ის­ტო­რი­კო­სი ვარ. ეს იყო ნა­ცის­ტუ­რი ჟეს­ტი და თან ძა­ლი­ან აგ­რე­სი­უ­ლიც კი".

მასკს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ არ გა­უ­კე­თე­ბია კო­მენ­ტა­რი, თუმ­ცა თა­ვი­სი გა­მოს­ვლის ის კად­რე­ბი გა­ა­ზი­ა­რა, რო­მე­ლიც ჟესტს ასა­ხავ­და. მან ასე­ვე რე­აქ­ცია გა­მო­ხა­ტა მი­მებ­ზე, რომ­ლე­ბი­თაც ცდი­ლობ­დნენ, მისი კად­რე­ბი ხუმ­რო­ბე­ბად გა­და­ექ­ცი­ათ.

X-ის ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­წე­რა: "შე­იძ­ლე­ბა, ხალ­ხის ნა­ცის­ტად მოხ­სე­ნი­ე­ბა შე­წყვი­ტოთ?"

მასკმა უპა­სუ­ხა: "დიახ, ზუს­ტად" და "მთქნა­რე­ბის" ემო­ჯი მი­ა­მა­ტა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, Haaretz-მა, ის­რა­ე­ლის გა­ზეთ­მა, მას­კის ჟეს­ტი აღ­წე­რა, რო­გორც "ჟეს­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ხში­რად ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ას­თან ასო­ცირ­დე­ბა".

ADL-ი კი ამ­ბობს, რომ გერ­მა­ნი­ა­ში 1933-დან 1945 წლამ­დე, ნა­ცის­ტურ მი­სალ­მე­ბას "ხში­რად თან ახ­ლდა შე­ძა­ხი­ლი ან ყვი­რი­ლი: “Heil Hitler” ან “Sieg Heil”. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ, ნე­ო­ნა­ცის­ტე­ბი და სხვა ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თაც თეთრკა­ნი­ან­თა უზე­ნა­ე­სო­ბის სწამთ, ამ ჟეს­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ, რაც მას ამ თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ხე­ლის ჟეს­ტად აქ­ცევს.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ADL-მა და­წე­რა:

"ეს დე­ლი­კა­ტუ­რი მო­მენ­ტია. ბევ­რი და­ძა­ბუ­ლია. ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კა გა­ხუ­რე­ბუ­ლია და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია შფოთ­ვას მხო­ლოდ ზრდის. რო­გორც ჩანს, ილონ მასკმა უხერ­ხუ­ლი ჟეს­ტი ემო­ცი­ურ მო­მენ­ტში გა­ა­კე­თა და ეს ნა­ცის­ტუ­რი მი­სალ­მე­ბა არ ყო­ფი­ლა. ამ მო­მენ­ტში ყვე­ლა მხა­რემ უნდა მის­ცეს ერ­თმა­ნეთს გარ­კვე­უ­ლი შე­ღა­ვა­თი, ყვე­ლა­ზე უა­რე­სის მა­გივ­რად უკე­თე­სი იფიქ­როს და ღრმად ჩა­ი­სუნ­თქოს".

ალექ­სან­დრია ოკა­სიო-კორ­ტეს­მა, ნიუ-იორ­კის დე­მოკ­რატ­მა კონ­გრეს­მენ­მა, ADL გა­აკ­რი­ტი­კა:

"უბ­რა­ლოდ, სი­ცხა­დის­თვის რომ ით­ქვას, თქვენ იცავთ Heil Hitler ჟესტს, რო­მე­ლიც შეს­რულ­და და მერე ხაზ­გას­მი­სა და სი­ცხა­დის­თვის გან­მე­ორ­და კი­დეც. ხალ­ხს ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­უძ­ლია, თქვე­ნი, რო­გორც რა­ი­მე სა­ხის სან­დო ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს მოს­მე­ნა შე­წყვი­ტოს. თქვენ მათ­თვის მუ­შა­ობთ. მად­ლო­ბა, რომ ეს ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი გა­ხა­დეთ".

მასკმა ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბას უპა­სუ­ხა და თქვა, რომ ოკა­სიო-კორ­ტეს­მა "ტრამ­პის გა­დახ­რის სინ­დრო­მის" (ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს, რომ ადა­მი­ა­ნი ტრამპს ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რად, უმი­ზე­ზოდ და უსა­მარ­თლოდ აკ­რი­ტი­კებს) მე-5 სტა­დი­ას მი­აღ­წია და სრუ­ლი­ად გა­გიჟ­და".

ტრამპს ხში­რად ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ იმა­ში, რომ თეთრკა­ნი­ან­თა აღ­მა­ტე­ბუ­ლო­ბის მომ­ხრეა და ადა­რე­ბენ ჰიტ­ლერს - ამას ჯეი დი ვენ­სი, ახლა უკვე ტრამ­პის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტიც აცხა­დებ­და, ვიდ­რე რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებ­და და აზრს შე­იც­ვლი­და.

ზო­გი­ერ­თი გა­მო­ჩე­ნი­ლი უკი­დუ­რე­სი მე­მარ­ჯვე­ნე სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მომ­ხმა­რე­ბე­ლი მას­კის ჟეს­ტმა აღაფრ­თო­ვა­ნა და გა­ა­ხა­რა.

კრის­ტო­ფერ პოლ­ჰა­უს­მა, ნეო-ნა­ცის­ტუ­რი ჯგუ­ფი Blood Tribe-ის ლი­დერ­მა, Telegram-ზე და­წე­რა:

"არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს შეც­დო­მა იყო თუ არა. მაგ­რად ვი­სი­ა­მოვ­ნებ ხალ­ხის ცრემ­ლე­ბით”, ენ­დრიუ ტორ­ბამ, უკი­დუ­რე­სი მე­მარ­ჯვე­ნე სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის პლატ­ფორ­მის, Gab-ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, ასე­ვე აღ­ნიშ­ნა: "უკვე სა­ო­ცა­რი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა"...

წყა­რო

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

აგრესიული ფაშისტური მისალმება თუ ემოციების გამოხატვის ფორმა -  რას ნიშნავდა მასკის ჟესტიკულაცია, რომელმაც ნეონაცისტები აღაფრთოვანა?

აგრესიული ფაშისტური მისალმება თუ ემოციების გამოხატვის ფორმა -  რას ნიშნავდა მასკის ჟესტიკულაცია, რომელმაც ნეონაცისტები აღაფრთოვანა?

ილონ მასკმა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო ინაუგურაციაზე ყურადღება ფაშისტური სტილის ჟესტით მიიქცია, თან ეს ზედიზედ ორჯერ გაიმეორა.

"მინდა, უბრალოდ მადლობა გადაგიხადოთ, რომ ეს მოახდინეთ", - უთხრა SpaceX-ის, X-ისა და Tesla-ს მფლობელმა, დედამიწის უმდიდრესმა ადამიანმა და ტრამპის მნიშვნელოვანმა დონორმა პრეზიდენტის მხარდამჭერებს ვაშინგტონის Capital One Arena-ზე.

შემდეგ, მასკმა გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი მკერდზე დაირტყა, მერე კი დიაგონალურად, ზევით გაიშვირა, თითები ერთად შეკრა და ხელისგული ქვევით მიმართა.

“ცილისწამების საწინააღმდეგო ლიგა” (ADL), რომელიც ანტისემიტიზმის წინააღმდეგ იბრძვის, ნაცისტურ ჟესტს განმარტავს, როგორც "გაშლილი მარჯვენა ხელის აწევას, ხელისგულით ქვევით".

შემდეგ მასკი მობრუნდა და კვლავ ანალოგიური მოიქცა, ამჯერად მისი ხელი და მკლავი ოდნავ დაბლა იყო.

"ჩემი გული თქვენთანაა," - თქვა მან და ხელი კვლავ გულმკერდზე დაირტყა, - "თქვენი წყალობით ცივილიზაციის მომავალი უზრუნველყოფილია. თქვენი წყალობით! როგორც იქნა, ჩვენ გვექნება უსაფრთხო ქალაქები და დაცული საზღვრები, გონივრული ხარჯვა. მარტივი რამეები... და ჩვენ Doge-ს მარსზე წავიყვანთ".

ეს იყო მინიშნება ფედერალური ხარჯების შემცირების ძალისხმევასა და ე.წ. "მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტზე", რა თანამდებობაზეც ტრამპმა მასკი დანიშნა, და ასევე საინაუგურაციო მიმართვაში ნათქვამზე, რომ აშშ მარსზე ასტრონავტებს გაგზავნის.

მასკმა აუდიტორიას სთხოვა, წარმოედგინათ ამერიკელი ასტრონავტები, რომლებიც დროშას სხვა პლანეტაზე აღმართავენ, თანაც, ამ მოქმედების იმიტაცია გააკეთა და დაიყვირა: "ბამ! ბამ!"

სოციალური მედიის მომხმარებლების დიდი ნაწილი მასკის ჟესტის გამო შოკშია. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორმა რუთ ბენ-გიატმა თქვა: "ფაშიზმის ისტორიკოსი ვარ. ეს იყო ნაცისტური ჟესტი და თან ძალიან აგრესიულიც კი".

მასკს დაუყოვნებლივ არ გაუკეთებია კომენტარი, თუმცა თავისი გამოსვლის ის კადრები გააზიარა, რომელიც ჟესტს ასახავდა. მან ასევე რეაქცია გამოხატა მიმებზე, რომლებითაც ცდილობდნენ, მისი კადრები ხუმრობებად გადაექციათ.

X-ის ერთმა მომხმარებელმა დაწერა: "შეიძლება, ხალხის ნაცისტად მოხსენიება შეწყვიტოთ?"

მასკმა უპასუხა: "დიახ, ზუსტად" და "მთქნარების" ემოჯი მიამატა.

მიუხედავად ამისა, Haaretz-მა, ისრაელის გაზეთმა, მასკის ჟესტი აღწერა, როგორც "ჟესტი, რომელიც ყველაზე ხშირად ნაცისტურ გერმანიასთან ასოცირდება".

ADL-ი კი ამბობს, რომ გერმანიაში 1933-დან 1945 წლამდე, ნაცისტურ მისალმებას "ხშირად თან ახლდა შეძახილი ან ყვირილი: “Heil Hitler” ან “Sieg Heil”. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნეონაცისტები და სხვა ჯგუფები, რომელთაც თეთრკანიანთა უზენაესობის სწამთ, ამ ჟესტის გამოყენებას განაგრძობენ, რაც მას ამ თემატიკასთან დაკავშირებით მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულ ხელის ჟესტად აქცევს.

სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში ADL-მა დაწერა:

"ეს დელიკატური მომენტია. ბევრი დაძაბულია. ჩვენი პოლიტიკა გახურებულია და სოციალური მედია შფოთვას მხოლოდ ზრდის. როგორც ჩანს, ილონ მასკმა უხერხული ჟესტი ემოციურ მომენტში გააკეთა და ეს ნაცისტური მისალმება არ ყოფილა. ამ მომენტში ყველა მხარემ უნდა მისცეს ერთმანეთს გარკვეული შეღავათი, ყველაზე უარესის მაგივრად უკეთესი იფიქროს და ღრმად ჩაისუნთქოს".

ალექსანდრია ოკასიო-კორტესმა, ნიუ-იორკის დემოკრატმა კონგრესმენმა, ADL გააკრიტიკა:

"უბრალოდ, სიცხადისთვის რომ ითქვას, თქვენ იცავთ Heil Hitler ჟესტს, რომელიც შესრულდა და მერე ხაზგასმისა და სიცხადისთვის განმეორდა კიდეც. ხალხს ოფიციალურად შეუძლია, თქვენი, როგორც რაიმე სახის სანდო ინფორმაციის წყაროს მოსმენა შეწყვიტოს. თქვენ მათთვის მუშაობთ. მადლობა, რომ ეს ყველასთვის ნათელი გახადეთ".

მასკმა ამ შეტყობინებას უპასუხა და თქვა, რომ ოკასიო-კორტესმა "ტრამპის გადახრის სინდრომის" (ტერმინი, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანი ტრამპს ირაციონალურად, უმიზეზოდ და უსამართლოდ აკრიტიკებს) მე-5 სტადიას მიაღწია და სრულიად გაგიჟდა".

ტრამპს ხშირად ადანაშაულებენ იმაში, რომ თეთრკანიანთა აღმატებულობის მომხრეა და ადარებენ ჰიტლერს - ამას ჯეი დი ვენსი, ახლა უკვე ტრამპის ვიცე-პრეზიდენტიც აცხადებდა, ვიდრე რესპუბლიკურ პარტიაში გადაინაცვლებდა და აზრს შეიცვლიდა.

ზოგიერთი გამოჩენილი უკიდურესი მემარჯვენე სოციალური მედიის მომხმარებელი მასკის ჟესტმა აღაფრთოვანა და გაახარა.

კრისტოფერ პოლჰაუსმა, ნეო-ნაცისტური ჯგუფი Blood Tribe-ის ლიდერმა, Telegram-ზე დაწერა:

"არ მაინტერესებს, ეს შეცდომა იყო თუ არა. მაგრად ვისიამოვნებ ხალხის ცრემლებით”, ენდრიუ ტორბამ, უკიდურესი მემარჯვენე სოციალური მედიის პლატფორმის, Gab-ის დამფუძნებელმა, ასევე აღნიშნა: "უკვე საოცარი რამეები ხდება"...

წყარო