მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იწვევს 6 წლის გოგონებში მენსტრუაციის დაწყებას - "მობილური ტელეფონების გადაჭარბებული გამოყენება რისკ ფაქტორად ითვლება": კვლევის შედეგები
რა იწვევს 6 წლის გოგონებში მენსტრუაციის დაწყებას - "მობილური ტელეფონების  გადაჭარბებული გამოყენება რისკ ფაქტორად ითვლება": კვლევის შედეგები

ინ­დო­ეთ­ში ექ­ვსი წლის გო­გო­ნას დე­დამ, რო­მელ­საც პი­რო­ბი­თად არ­ჩა­ნას ვუ­წო­დებთ, მისი შვი­ლის სხე­ულ­ზე უჩ­ვე­უ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ნიშ­ნა, რა­მაც ქალი ძა­ლი­ან შე­ა­ში­ნა.

"ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და, როცა ეს ასე მცი­რე ასაკ­ში მოხ­და. თა­ვი­დან ის უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხებ­ზე რა­ღა­ცებ­ზე ბრაზ­დე­ბო­და“ - იხ­სე­ნებს დედა.

არ­ჩა­ნა ოჯახ­თან ერ­თად და­სავ­ლეთ ინ­დო­ე­თის სო­ფელ­ში, სა­ტა­რას რა­ი­ონ­ში, პა­ტა­რა სახ­ლში ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ფერ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა აშე­ნე­ბუ­ლი. ოჯახ­ში მას­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ მისი მე­უღ­ლე, ვაჟი და უფ­რო­სი შვი­ლი - გო­გო­ნა.

რო­დე­საც დე­დამ შე­ამ­ჩნია, რომ მისი შვი­ლი ასაკ­თან შე­და­რე­ბით უფრო მოზ­რდი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და, გა­და­წყვი­ტა ექიმ­თან მი­ეყ­ვა­ნა.

მე­ო­რე დე­დის ის­ტო­რია

პა­რა­ლე­ლუ­რად დე­ლი­ში მცხოვ­რე­ბი ქალი, რაში ასე­ვე ხე­დავ­და ცვლი­ლე­ბებს თა­ვი­სი ექ­ვსი წლის შვი­ლის სხე­ულ­ში, თუმ­ცა ამას დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცევ­და და ნორ­მა­ლუ­რად მი­იჩ­ნევ­და. რაში ფიქ­რობ­და, რომ მისი შვი­ლი, რო­მე­ლიც 40 კგ-ს იწო­ნი­და, უბ­რა­ლოდ „ჯან­მრთე­ლი ბავ­შვი“ იყო.

ერთ დღეს კი გო­გო­ნამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად სის­ხლდე­ნა­ზე და­ი­წყო ჩი­ვი­ლი. ექიმ­თან ვი­ზი­ტის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ გო­გო­ნას მენსტრუ­ა­ცია და­ე­წყო. "ჩვენ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ ფაქ­ტის მი­ღე­ბა. ჩემი შვი­ლი ვერ ხვდე­ბო­და, რა ხდე­ბო­და" — ამ­ბობს რაში.

მკურ­ნა­ლო­ბის და­სა­წყი­სი

არ­ჩა­ნას ად­გი­ლობ­რივ­მა ექიმ­მა ურ­ჩია, შვი­ლი გი­ნე­კო­ლოგ­თან მი­ეყ­ვა­ნა.

"რო­დე­საც არ­ჩა­ნამ თა­ვი­სი შვი­ლი ჩვენ­თან მო­იყ­ვა­ნა, გა­სინ­ჯვის შემ­დეგ გა­ვარ­კვი­ეთ, რომ მას უკვე ყვე­ლა სიმპტო­მი ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც სქე­სობ­რივ მომ­წი­ფე­ბას ახა­სი­ა­თებს. მისი სხე­უ­ლის აგე­ბუ­ლე­ბა 14-15 წლის მო­ზარ­დი­სას ჰგავ­და და მენსტრუ­ა­ცია ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბო­და დას­წყე­ბო­და,“ - აღ­ნიშ­ნავს დოქ­ტო­რი სუ­შილ გა­რუ­დი, რო­მე­ლიც პუ­ნეს "დე­დე­ბის" კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს.

ექი­მის თქმით, გო­გო­ნას ჰორ­მო­ნე­ბის დონე მისი ასა­კის­თვის ნორ­მა­ზე ბევ­რად მა­ღა­ლი იყო, რაც სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რით შე­იძ­ლე­ბა აიხ­სნას.

"არ­ჩა­ნამ მი­თხრა, რომ მათ სახ­ლში ინა­ხე­ბა ორი 5-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი პეს­ტი­ცი­დის კონ­ტე­ი­ნე­რი, რო­მელ­თა გვერ­დით მისი შვი­ლი მუდ­მი­ვად თა­მა­შობ­და. ეს, შე­საძ­ლოა, ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი იყოს გო­გო­ნას ჰორ­მო­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის" — გან­მარ­ტავს ექი­მი.

რა იწ­ვევს ად­რე­ულ სქე­სობ­რივ მომ­წი­ფე­ბას?

ექი­მე­ბის თქმით, ამ ფე­ნო­მე­ნის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, და ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბის დად­გე­ნა ჯერ კი­დევ კვლე­ვის პრო­ცეს­შია. პო­ტენ­ცი­უ­რი მი­ზე­ზე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს:

საკ­ვებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პეს­ტი­ცი­დე­ბი და კონ­სერ­ვან­ტე­ბი, გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა, ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა.

დოქ­ტო­რი ვა­ი­შა­ხი რუშ­ტე­გი, პე­დი­ატ­რი და მო­ზარ­დთა ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, რო­მე­ლიც ჰორ­მო­ნა­ლურ დარ­ღვე­ვებ­ზეა სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნავს, რომ ბოლო წლებ­ში გო­გო­ნებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გახ­შირ­და.

"ადრე, გო­გო­ნებ­ში მენსტრუ­ა­ცია სხე­უ­ლის ფი­ზი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის და­წყე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი­დან-სამ წლამ­დე პე­რი­ოდ­ში იწყე­ბო­და. ახლა კი მენსტრუ­ა­ცია იწყე­ბა ფი­ზი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის და­წყე­ბი­დან 3-4 თვე­ში" - ამ­ბობს ექი­მი.

კვლე­ვე­ბი და სტა­ტის­ტი­კა

ინ­დო­ე­თის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბის საბ­ჭოს (ICMR) ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბის მეც­ნი­ე­რი დოქ­ტო­რი სუ­ჩიტ­რა სურ­ვე აცხა­დებს, რომ ბოლო წლებ­ში ად­რე­უ­ლი სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი გო­გო­ნებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და.

2020 წელს მუმ­ბა­ი­ში Bai Jerbai Wadia-ის კლი­ნი­კი­სა და ICMR-ის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ კვლე­ვა­ში 6-დან 9 წლამ­დე გო­გო­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, რო­მელ­თაც სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის ნიშ­ნე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

"60 გო­გო­ნას, რო­მელ­თა ასა­კი 6-დან 9 წლამ­დე იყო, ად­რე­უ­ლი სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბა და­უ­ფიქ­სირ­და, ხოლო ზო­გი­ერთ მათ­განს მენსტრუ­ა­ცია ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლო დამ­წყე­ბო­და" - აღ­ნიშ­ნავს დოქ­ტო­რი სუდ­ჰა რაუ.

მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რე­ბი

ექი­მე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ ად­რე­ულ სქე­სობ­რივ მომ­წი­ფე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ძი­რი­თა­დი ფაქ­ტო­რე­ბია:

ჭარ­ბი წონა, პან­დე­მი­ის დროს გაზ­რდი­ლი მჯდო­მა­რე ცხოვ­რე­ბის წესი, ეკ­რა­ნებ­თან (მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი) ხან­გრძლი­ვი დრო­ის გა­ტა­რე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) მო­ნა­ცე­მე­ბით, 2022 წელს 5-დან 19 წლამ­დე ასა­კის 390 მი­ლი­ონ­ზე მეტი ბავ­შვი ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი იყო, მათ­გან 160 მი­ლი­ო­ნი კი - მძი­მედ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი.

მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის, ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბის და სხვა ეკ­რა­ნის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორც ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შის ნაკ­ლე­ბო­ბა, პო­ტენ­ცი­ურ რისკ ფაქ­ტო­რად ით­ვლე­ბა.

ვა­ი­შა­ხი რუს­ტე­გი ამ­ბობს, რომ ბოლო ორი-სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მის კლი­ნი­კა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად აღი­რი­ცხე­ბა პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბის მენსტრუ­ა­ცი­ის ხუთ-ექვს შემ­თხვე­ვას.

"მე ასე­ვე ვიცი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც დე­დე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აპ­რილ­ში შე­ამ­ჩნი­ეს ცვლი­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ გო­გო­ნებ­ში მენსტრუ­ა­ცია ივ­ნის-ივ­ლის­ში და­ი­წყო. ახლა მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი [ად­რე­უ­ლი სქე­სობ­რი­ვი მომ­წი­ფე­ბის] გვხვდე­ბა ბი­ჭებ­შიც“, - ამ­ბობს ის.

ეკ­რა­ნის წინ გა­ტა­რე­ბუ­ლი დრო ასე­ვე ირი­ბად მოქ­მე­დებს ნა­ად­რევ პუ­ბერ­ტატ­ზე, თქვა მან.

ექი­მე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ახ­ლან­დელ ასაკ­ში გო­გო­ნე­ბი არ არი­ან საკ­მა­რი­სად მო­წი­ფულ­ნი. ორი­ვე ექი­მი ამ­ბობს, რომ გო­გო­ნებს, რომ­ლე­ბიც ადრე იწყე­ბენ პუ­ბერ­ტატს, ფსი­ქო­სო­ცი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ.

დახ­მა­რე­ბის გზე­ბი

არ­ჩა­ნა­სა და რა­შის შვი­ლე­ბი მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დი­ან, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს მენსტრუ­ა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­და­ვა­დე­ბას მი­ნი­მუმ 10-11 წლამ­დე.ექი­მე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ დრო­უ­ლი ჩა­რე­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

რა იწვევს 6 წლის გოგონებში მენსტრუაციის დაწყებას - "მობილური ტელეფონების გადაჭარბებული გამოყენება რისკ ფაქტორად ითვლება": კვლევის შედეგები

რა იწვევს 6 წლის გოგონებში მენსტრუაციის დაწყებას - "მობილური ტელეფონების  გადაჭარბებული გამოყენება რისკ ფაქტორად ითვლება": კვლევის შედეგები

ინდოეთში ექვსი წლის გოგონას დედამ, რომელსაც პირობითად არჩანას ვუწოდებთ, მისი შვილის სხეულზე უჩვეულო ცვლილებები შენიშნა, რამაც ქალი ძალიან შეაშინა.

"ძალიან შემეშინდა, როცა ეს ასე მცირე ასაკში მოხდა. თავიდან ის უმნიშვნელო საკითხებზე რაღაცებზე ბრაზდებოდა“ - იხსენებს დედა.

არჩანა ოჯახთან ერთად დასავლეთ ინდოეთის სოფელში, სატარას რაიონში, პატარა სახლში ცხოვრობს, რომელიც ფერმის ტერიტორიაზეა აშენებული. ოჯახში მასთან ერთად ცხოვრობენ მისი მეუღლე, ვაჟი და უფროსი შვილი - გოგონა.

როდესაც დედამ შეამჩნია, რომ მისი შვილი ასაკთან შედარებით უფრო მოზრდილად გამოიყურებოდა, გადაწყვიტა ექიმთან მიეყვანა.

მეორე დედის ისტორია

პარალელურად დელიში მცხოვრები ქალი, რაში ასევე ხედავდა ცვლილებებს თავისი ექვსი წლის შვილის სხეულში, თუმცა ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა და ნორმალურად მიიჩნევდა. რაში ფიქრობდა, რომ მისი შვილი, რომელიც 40 კგ-ს იწონიდა, უბრალოდ „ჯანმრთელი ბავშვი“ იყო.

ერთ დღეს კი გოგონამ მოულოდნელად სისხლდენაზე დაიწყო ჩივილი. ექიმთან ვიზიტის შემდეგ აღმოჩნდა, რომ გოგონას მენსტრუაცია დაეწყო. "ჩვენთვის ძალიან რთული იყო ამ ფაქტის მიღება. ჩემი შვილი ვერ ხვდებოდა, რა ხდებოდა" — ამბობს რაში.

მკურნალობის დასაწყისი

არჩანას ადგილობრივმა ექიმმა ურჩია, შვილი გინეკოლოგთან მიეყვანა.

"როდესაც არჩანამ თავისი შვილი ჩვენთან მოიყვანა, გასინჯვის შემდეგ გავარკვიეთ, რომ მას უკვე ყველა სიმპტომი ჰქონდა, რომლებიც სქესობრივ მომწიფებას ახასიათებს. მისი სხეულის აგებულება 14-15 წლის მოზარდისას ჰგავდა და მენსტრუაცია ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დასწყებოდა,“ - აღნიშნავს დოქტორი სუშილ გარუდი, რომელიც პუნეს "დედების" კლინიკაში მუშაობს.

ექიმის თქმით, გოგონას ჰორმონების დონე მისი ასაკისთვის ნორმაზე ბევრად მაღალი იყო, რაც სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას.

"არჩანამ მითხრა, რომ მათ სახლში ინახება ორი 5-კილოგრამიანი პესტიციდის კონტეინერი, რომელთა გვერდით მისი შვილი მუდმივად თამაშობდა. ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყოს გოგონას ჰორმონალური ცვლილებების" — განმარტავს ექიმი.

რა იწვევს ადრეულ სქესობრივ მომწიფებას?

ექიმების თქმით, ამ ფენომენის გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია, და ზუსტი მიზეზების დადგენა ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია. პოტენციური მიზეზები შეიძლება იყოს:

საკვებში გამოყენებული პესტიციდები და კონსერვანტები, გარემოს დაბინძურება, ჭარბწონიანობა.

დოქტორი ვაიშახი რუშტეგი, პედიატრი და მოზარდთა ენდოკრინოლოგი, რომელიც ჰორმონალურ დარღვევებზეა სპეციალიზებული, აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში გოგონებში ცვლილებები მნიშვნელოვნად გახშირდა.

"ადრე, გოგონებში მენსტრუაცია სხეულის ფიზიკური ცვლილებების დაწყებიდან დაახლოებით ერთიდან-სამ წლამდე პერიოდში იწყებოდა. ახლა კი მენსტრუაცია იწყება ფიზიკური ცვლილებების დაწყებიდან 3-4 თვეში" - ამბობს ექიმი.

კვლევები და სტატისტიკა

ინდოეთის სამედიცინო კვლევების საბჭოს (ICMR) ბავშვთა ჯანმრთელობის განყოფილების მეცნიერი დოქტორი სუჩიტრა სურვე აცხადებს, რომ ბოლო წლებში ადრეული სქესობრივი მომწიფების შემთხვევები გოგონებში მნიშვნელოვნად გაიზარდა.

2020 წელს მუმბაიში Bai Jerbai Wadia-ის კლინიკისა და ICMR-ის მიერ ორგანიზებულ კვლევაში 6-დან 9 წლამდე გოგონები მონაწილეობდნენ, რომელთაც სქესობრივი მომწიფების ნიშნები აღენიშნებოდათ.

"60 გოგონას, რომელთა ასაკი 6-დან 9 წლამდე იყო, ადრეული სქესობრივი მომწიფება დაუფიქსირდა, ხოლო ზოგიერთ მათგანს მენსტრუაცია ნებისმიერ დროს შეეძლო დამწყებოდა" - აღნიშნავს დოქტორი სუდჰა რაუ.

მთავარი ფაქტორები

ექიმები ხაზს უსვამენ, რომ ადრეულ სქესობრივ მომწიფებასთან დაკავშირებული ძირითადი ფაქტორებია:

ჭარბი წონა, პანდემიის დროს გაზრდილი მჯდომარე ცხოვრების წესი, ეკრანებთან (მობილური ტელეფონები, ტელევიზორები) ხანგრძლივი დროის გატარება, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2022 წელს 5-დან 19 წლამდე ასაკის 390 მილიონზე მეტი ბავშვი ჭარბწონიანი იყო, მათგან 160 მილიონი კი - მძიმედ ჭარბწონიანი.

მობილური ტელეფონების, ტელევიზორების და სხვა ეკრანის მოწყობილობების გადაჭარბებული გამოყენება, ისევე როგორც ფიზიკური ვარჯიშის ნაკლებობა, პოტენციურ რისკ ფაქტორად ითვლება.

ვაიშახი რუსტეგი ამბობს, რომ ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში მის კლინიკაში ყოველდღიურად აღირიცხება პატარა გოგონების მენსტრუაციის ხუთ-ექვს შემთხვევას.

"მე ასევე ვიცი შემთხვევები, როდესაც დედები ამბობენ, რომ აპრილში შეამჩნიეს ცვლილებები, მაგრამ გოგონებში მენსტრუაცია ივნის-ივლისში დაიწყო. ახლა მსგავსი შემთხვევები [ადრეული სქესობრივი მომწიფების] გვხვდება ბიჭებშიც“, - ამბობს ის.

ეკრანის წინ გატარებული დრო ასევე ირიბად მოქმედებს ნაადრევ პუბერტატზე, თქვა მან.

ექიმები ამბობენ, რომ ახლანდელ ასაკში გოგონები არ არიან საკმარისად მოწიფულნი. ორივე ექიმი ამბობს, რომ გოგონებს, რომლებიც ადრე იწყებენ პუბერტატს, ფსიქოსოციალური პრობლემები აქვთ.

დახმარების გზები

არჩანასა და რაშის შვილები მკურნალობის კურსს გადიან, რომელიც მიზნად ისახავს მენსტრუაციის პროცესის გადავადებას მინიმუმ 10-11 წლამდე.ექიმები იმედოვნებენ, რომ დროული ჩარევით შესაძლებელი იქნება ბავშვების ჯანმრთელობისა და ემოციური კეთილდღეობის შენარჩუნება.

წყარო