საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიძლება, ზოგიერთი მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლედ მხედავს. მაგრამ მე საკუთარ ფეხზე მყარად და დამოუკიდებლად ვდგავარ” - მელანიას მეორე ვადა: ის ჩრდილში ყოფნას აღარ აპირებს
"შეიძლება, ზოგიერთი მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლედ მხედავს. მაგრამ მე საკუთარ ფეხზე მყარად და დამოუკიდებლად ვდგავარ” - მელანიას მეორე ვადა: ის ჩრდილში ყოფნას აღარ აპირებს

უცხო­ურ პრე­სა­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამე­რი­კის მო­მა­ვა­ლი პირ­ვე­ლი ლედი თეთრ სახ­ლში მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი რო­ლით ამ­ჯე­რად აღარ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა. მე­ლა­ნია, ფაქ­ტობ­რი­ვად, მტკი­ცედ აპი­რებს, სა­და­ვე­ე­ბი ხელ­ში აი­ღოს და გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ში მთა­ვა­რი როლი იკის­როს.

გა­სუ­ლი კვი­რის ხუთ­შა­ბათს, 57 წლის ყო­ფი­ლი მო­დე­ლი იორ­და­ნი­ის დე­დო­ფალ რა­ნი­ას Palm Beach-ში, ტრამ­პე­ბის მარ-ა-ლა­გოს მა­მულ­ში შეხ­ვდა.

დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი ერ­თმა­ნეთს მა­შინ შეხ­ვდნენ, რო­დე­საც ის­რა­ელ­სა და "ჰა­მასს" შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორმ­და...

დე­დოფ­ლის "ინ­სტაგ­რამ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ზე ჩანს, რო­გორ სვა­მენ ყა­ვას და სა­უბ­რო­ბენ მე­ლა­ნია და რა­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა, შეძ­ლო თუ არა დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა, რო­მე­ლიც მე­ლა­ნი­ას ნო­ემ­ბრი­დან დაჰ­ყვე­ბა თან, მათი სა­უბ­რის გა­და­ღე­ბაც.

დიახ, ყო­ფილ­მა და მო­მა­ვალ­მა პირ­ველ­მა ლე­დიმ, რო­გორც იტყო­ბი­ნე­ბი­ან, მი­ლი­არ­დე­რი ჯეფ ბე­ზო­სის Amazon-თან 40 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი­სა და დო­კუ­მენ­ტუ­რი სე­რი­ა­ლის შექ­მნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­ექ­ტი მე­ლა­ნი­ას საქ­მი­ა­ნო­ბას აღ­წერს და მას­ში მე­უღ­ლე დო­ნალ­დი და ვა­ჟიშ­ვი­ლი ბა­რო­ნიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

მე­ლა­ნია პა­რა­ლე­ლუ­რად, პრო­ექ­ტის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პრო­დი­უ­სე­რი­ცაა. ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია, ამა­ში რა თან­ხას აი­ღებს, თუმ­ცა ანა­ზღა­უ­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ გან­სხვავ­დე­ბა მე­ლა­ნი­ას პირ­ვე­ლი ოთხი წლის­გან, რაც მან თეთრ სახ­ლში გა­ა­ტა­რა. 2017-2021 წლებ­ში სა­ჯა­რო ღო­ნის­ძი­ე­ბებს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მას­პინ­ძლობ­და, კი­დევ უფრო ნაკ­ლე­ბად მე­დი­ას­თან ჩნდე­ბო­და და ძი­რი­თა­დად, თვალ­თა­ხედ­ვის მიღ­მა ამ­ჯო­ბი­ნებ­და დარ­ჩე­ნას.

Daily Mail-ის­თვის ექ­სკლუ­ზი­უ­რად გამ­ხე­ლი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლა­ნია ამ­ჯე­რად მეტ აქ­ტი­უ­რო­ბას აპი­რებს - სურს, პრო­ცე­სებ­ზე მეტი კონ­ტრო­ლი აი­ღოს და მი­ი­ღოს ის, რაც, მისი აზ­რით, მას­ვე ეკუთ­ვნის.

“ფული მისი ნო­მერ პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია”, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ლე­დის აზ­როვ­ნე­ბის სტილს კარ­გად იც­ნობს.

ცნო­ბი­ლია, რომ მე­ლა­ნი­ამ თეთრ სახ­ლში ყოფ­ნის პე­რი­ო­დებს შო­რის დრო ბიზ­ნეს სამ­ყა­რო­ში დაბ­რუ­ნე­ბას მო­ახ­მა­რა.

2021 წლის დე­კემ­ბერ­ში მან NFT-ები - ციფ­რუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი გა­ყი­და. ნაკ­რე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რი სა­ხელ­წო­დე­ბა “მე­ლა­ნი­ას ხედ­ვა” იყო, შე­მო­სავ­ლის ნა­წი­ლი, რო­გორც იტყო­ბი­ნე­ბი­ან, მზრუნ­ვე­ლო­ბა­მოკ­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის დახ­მა­რე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი.

პირ­ვე­ლი ლედი ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი იყო სა­შო­ბაო დე­კო­რა­ცი­ე­ბი­სა და სამ­კა­უ­ლე­ბის გა­ყიდ­ვით. მან მე­მუ­ა­რე­ბიც გა­მოს­ცა, რო­მე­ლიც New York Times-ის ბესტსე­ლე­რი გახ­და. რო­გორც იტყო­ბი­ნე­ბი­ან, წიგ­ნის­თვის დიდი ავან­სი არ აუ­ღია, თუმ­ცა სა­ვა­რა­უ­დოდ, მოზ­რდილ სა­ავ­ტო­რო ჰო­ნო­რა­რებს იღებს.

“მას ყო­ველ­თვის სურ­და, გო­ნი­ერ საქ­მი­ან ქა­ლად აღექ­ვათ”, - გა­ნა­ცხა­და წყა­რომ.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2024 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის ერთ-ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მე­ლა­ნი­ამ ექ­ვსნიშ­ნა ჰო­ნო­რა­რი მი­ი­ღო.

თან­ხის ოდე­ნო­ბა ფი­ნან­სურ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გამ­ჟღავ­ნდა, რო­მე­ლიც ტრამპმა აგ­ვის­ტო­ში შე­ავ­სო. მას­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო, რომ მე­უღ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ ფონ­დე­ბის მო­ზიდ­ვის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც აპ­რილ­ში, Log Cabin Republicans-მა მო­ა­წყო, მე­ლა­ნი­ას “სი­ტყვით გა­მოს­ვლის­თვის” 237 500 დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­დეს.

თუმ­ცა, პი­როვ­ნე­ბა ან ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მელ­მაც ჩეკი გას­ცა, კვლავ სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა.

ეთი­კის ექ­სპერ­ტე­ბი ამ ცნო­ბით გა­ო­ცე­ბულ­ნი არი­ან.

“ეს საკ­მა­ოდ ეგო­ის­ტუ­რად ჩანს. ჩემი ზო­გა­დი დაკ­ვირ­ვე­ბით, ასე­თი რამ ხში­რად არ ხდე­ბა”, - გა­ნა­ცხა­და ვირ­ჯი­ნია კან­ტერ­მა, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის Citizens for Responsibility and Ethics-ის ეთი­კის მთა­ვარ­მა მრჩე­ველ­მა.

უდა­ვოა, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ მე­ლა­ნია ამ­ჯე­რად თეთრ სახ­ლში მე­ო­რე ვა­დით ყოფ­ნი­დან სარ­გებ­ლის მი­ღე­ბას შე­ეც­დე­ბა, მო­რა­ლურ კი­თხვებს აჩენს, თუმ­ცა, არა სა­მარ­თლის თვალ­საზ­რი­სით.

კონ­სტი­ტუ­ცი­ის ანა­ზღა­უ­რე­ბის მუხ­ლი არ­ჩე­უ­ლი ფე­დე­რა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის მიერ სა­ჯა­რო პო­ზი­ცი­ი­დან მო­გე­ბის მი­ღე­ბას კრძა­ლავს, მაგ­რამ პირ­ვე­ლი ლე­დის პო­ზი­ცია სა­პა­ტიო თა­ნამ­დე­ბო­ბაა, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში თუ ფე­დე­რა­ლურ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში ნახ­სე­ნე­ბი არ არის.

რო­დე­საც მე­ლა­ნია ტრამ­პი პირ­ვე­ლი ვა­დის დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე წარ­სდგა, მისი გა­მო­ჩე­ნა ხში­რად პი­ა­რის ჩა­ვარ­დნე­ბად იქ­ცე­ო­და ხოლ­მე, რო­მელ­თა­გა­ნაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი 2018 წლის ივ­ნის­ში, მიგ­რან­ტი ბავ­შვე­ბის და­კა­ვე­ბის ცენ­ტრში ვი­ზი­ტი­სას მოხ­და.

  • პირ­ვე­ლი ლედი არ­მი­ის მწვა­ნე ქურ­თუკ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი, ზურ­გზე კი, თეთ­რად ჰქონ­და წარ­წე­რა: “მე მარ­თლა არ მა­დარ­დებს. შენ?”

კრი­ტი­კუ­ლი მე­დია გა­შუ­ქე­ბის, უამ­რა­ვი სტა­ტი­ი­სა და არა­ერ­თი ვა­რა­უ­დის შემ­დეგ, თუ რას ნიშ­ნავ­და წარ­წე­რა, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, მე­ლა­ნი­ას პრეს-სპი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ქურ­თუკს “ფა­რუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა” არ ჰქო­ნია. თუმ­ცა, წლე­ბის შემ­დეგ, თა­ვის მე­მუ­ა­რებ­ში, მე­ლა­ნი­ამ და­წე­რა, რომ ის მარ­თლაც შე­ი­ცავ­და ფა­რულ გზავ­ნილს.

“გა­და­წყვე­ტი­ლი მქონ­და... არ მი­მე­ცა მე­დი­ის ყალ­ბი ნა­რა­ტი­ვე­ბის­თვის სა­შუ­ა­ლე­ბა, გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ ჩემს მი­სი­ა­ზე, დავ­ხმა­რე­ბო­დი სა­ზღვარ­ზე მყოფ ბავ­შვებ­სა და ოჯა­ხებს”, - აღ­ნიშ­ნა მან.

მე­ლა­ნია მე­დი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ყალბ ცნო­ბებს ხში­რად უტ­რი­ა­ლებს და, შე­საძ­ლოა, სა­ფუძ­ვლი­ა­ნა­დაც.

ტრამ­პის პირ­ვე­ლი ვა­დის დროს, კრი­ტი­კო­სე­ბი მას გულ­გრილ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თებ­დნენ. ერთ მო­მენ­ტში, ინ­ტერ­ნეტ ტრო­ლებ­მა წა­მო­ი­წყეს მოძ­რა­ო­ბა: “გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ მე­ლა­ნია”. ამით მათ გა­აღ­ვი­ვეს შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რია, თით­ქოს მისი მე­უღ­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბის გამო, პირ­ვე­ლი ლედი მძევ­ლად იყო აყ­ვა­ნი­ლი.

“ტრამ­პე­ბის უდი­დე­სი შიში ცუდი პრე­საა. მათ სძულთ პრე­სა­ში უარ­ყო­ფი­თად გა­მო­ჩე­ნა. ისი­ნი ამა­ზე აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლა­დაც კი ფიქ­რო­ბენ”, - გა­ნუ­ცხა­და წყა­რომ გა­მო­ცე­მას

ახლა მე­ლა­ნია ხაზს უს­ვამს, რომ ამ­ჯე­რად ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რად იქ­ნე­ბა.

Fox News-თან ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში, მან ამ თე­მა­ზე უჩ­ვე­უ­ლო გუ­ლახ­დი­ლო­ბით ისა­უბ­რა.

“ვგრძნობ, რომ ხალ­ხმა, არ მი­მი­ღო. არ მქონ­და დიდი მხარ­და­ჭე­რა. შე­იძ­ლე­ბა, ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი მხო­ლოდ პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლედ მხე­დავს. მაგ­რამ მე სა­კუ­თარ ფეხ­ზე მყა­რად და და­მო­უ­კი­დებ­ლად ვდგა­ვარ”, - ხაზი გა­უს­ვა პირ­ველ­მა ლე­დიმ.

რო­გორც ჩანს, მე­ო­რე ვა­დის­თვის მე­ლა­ნია ბევ­რად უკე­თაა მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

“ჩემი აზ­რით, ის გრძნობს, რომ უკეთ იც­ნობს არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებს და იცის, თუ რა არ უნდა გა­ა­კე­თოს”, - აღ­ნიშ­ნა დოქ­ტორ­მა კეთ­რინ ჯე­ლი­სონ­მა, ოჰა­ი­ოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ლე­დე­ბის ექ­სპერ­ტია.

“ვიცი, სა­დაც მივ­დი­ვარ. კარ­გად ვიცი ის ოთა­ხე­ბი, სა­დაც ვი­ცხოვ­რებთ, ისე­ვე, რო­გორც მთლი­ა­ნი პრო­ცე­სი”, - უთხრა მე­ლა­ნი­ამ Fox News-ს.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"შეიძლება, ზოგიერთი მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლედ მხედავს. მაგრამ მე საკუთარ ფეხზე მყარად და დამოუკიდებლად ვდგავარ” - მელანიას მეორე ვადა: ის ჩრდილში ყოფნას აღარ აპირებს

"შეიძლება, ზოგიერთი მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლედ მხედავს. მაგრამ მე საკუთარ ფეხზე მყარად და დამოუკიდებლად ვდგავარ” - მელანიას მეორე ვადა: ის ჩრდილში ყოფნას აღარ აპირებს

უცხოურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის მომავალი პირველი ლედი თეთრ სახლში მეორეხარისხოვანი როლით ამჯერად აღარ დაკმაყოფილდება. მელანია, ფაქტობრივად, მტკიცედ აპირებს, სადავეები ხელში აიღოს და გარკვეულ საკითხებში მთავარი როლი იკისროს.

გასული კვირის ხუთშაბათს, 57 წლის ყოფილი მოდელი იორდანიის დედოფალ რანიას Palm Beach-ში, ტრამპების მარ-ა-ლაგოს მამულში შეხვდა.

დიდი ხნის მეგობრები ერთმანეთს მაშინ შეხვდნენ, როდესაც ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გაფორმდა...

დედოფლის "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, როგორ სვამენ ყავას და საუბრობენ მელანია და რანია. საინტერესოა, შეძლო თუ არა დოკუმენტური ფილმის გადამღებმა ჯგუფმა, რომელიც მელანიას ნოემბრიდან დაჰყვება თან, მათი საუბრის გადაღებაც.

დიახ, ყოფილმა და მომავალმა პირველმა ლედიმ, როგორც იტყობინებიან, მილიარდერი ჯეფ ბეზოსის Amazon-თან 40 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულება სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისა და დოკუმენტური სერიალის შექმნას ითვალისწინებს. პროექტი მელანიას საქმიანობას აღწერს და მასში მეუღლე დონალდი და ვაჟიშვილი ბარონიც მონაწილეობენ.

მელანია პარალელურად, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერიცაა. ჯერჯერობით გაურკვეველია, ამაში რა თანხას აიღებს, თუმცა ანაზღაურება, სავარაუდოდ, მაღალი იქნება.

ეს ყველაფერი საკმაოდ განსხვავდება მელანიას პირველი ოთხი წლისგან, რაც მან თეთრ სახლში გაატარა. 2017-2021 წლებში საჯარო ღონისძიებებს ძალიან იშვიათად მასპინძლობდა, კიდევ უფრო ნაკლებად მედიასთან ჩნდებოდა და ძირითადად, თვალთახედვის მიღმა ამჯობინებდა დარჩენას.

Daily Mail-ისთვის ექსკლუზიურად გამხელილი ინფორმაციით, მელანია ამჯერად მეტ აქტიურობას აპირებს - სურს, პროცესებზე მეტი კონტროლი აიღოს და მიიღოს ის, რაც, მისი აზრით, მასვე ეკუთვნის.

“ფული მისი ნომერ პირველი პრიორიტეტია”, - განაცხადა წყარომ, რომელიც პირველი ლედის აზროვნების სტილს კარგად იცნობს.

ცნობილია, რომ მელანიამ თეთრ სახლში ყოფნის პერიოდებს შორის დრო ბიზნეს სამყაროში დაბრუნებას მოახმარა.

2021 წლის დეკემბერში მან NFT-ები - ციფრული ხელოვნების ნიმუშები გაყიდა. ნაკრების კოლექტიური სახელწოდება “მელანიას ხედვა” იყო, შემოსავლის ნაწილი, როგორც იტყობინებიან, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოზარდების დახმარებისკენ იყო მიმართული.

პირველი ლედი ასევე დაკავებული იყო საშობაო დეკორაციებისა და სამკაულების გაყიდვით. მან მემუარებიც გამოსცა, რომელიც New York Times-ის ბესტსელერი გახდა. როგორც იტყობინებიან, წიგნისთვის დიდი ავანსი არ აუღია, თუმცა სავარაუდოდ, მოზრდილ საავტორო ჰონორარებს იღებს.

“მას ყოველთვის სურდა, გონიერ საქმიან ქალად აღექვათ”, - განაცხადა წყარომ.

არსებული ინფორმაციით, 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ერთ-ერთ ღონისძიებაზე მელანიამ ექვსნიშნა ჰონორარი მიიღო.

თანხის ოდენობა ფინანსურ დეკლარაციაში გამჟღავნდა, რომელიც ტრამპმა აგვისტოში შეავსო. მასში ნაჩვენები იყო, რომ მეუღლის სასარგებლოდ ფონდების მოზიდვის ღონისძიებაზე, რომელიც აპრილში, Log Cabin Republicans-მა მოაწყო, მელანიას “სიტყვით გამოსვლისთვის” 237 500 დოლარი გადაუხადეს.

თუმცა, პიროვნება ან ორგანიზაცია, რომელმაც ჩეკი გასცა, კვლავ საიდუმლოდ რჩება.

ეთიკის ექსპერტები ამ ცნობით გაოცებულნი არიან.

“ეს საკმაოდ ეგოისტურად ჩანს. ჩემი ზოგადი დაკვირვებით, ასეთი რამ ხშირად არ ხდება”, - განაცხადა ვირჯინია კანტერმა, ორგანიზაციის Citizens for Responsibility and Ethics-ის ეთიკის მთავარმა მრჩეველმა.

უდავოა, სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მელანია ამჯერად თეთრ სახლში მეორე ვადით ყოფნიდან სარგებლის მიღებას შეეცდება, მორალურ კითხვებს აჩენს, თუმცა, არა სამართლის თვალსაზრისით.

კონსტიტუციის ანაზღაურების მუხლი არჩეული ფედერალური თანამდებობის პირის მიერ საჯარო პოზიციიდან მოგების მიღებას კრძალავს, მაგრამ პირველი ლედის პოზიცია საპატიო თანამდებობაა, რომელიც კონსტიტუციაში თუ ფედერალურ კანონმდებლობაში ნახსენები არ არის.

როდესაც მელანია ტრამპი პირველი ვადის დროს საზოგადოების წინაშე წარსდგა, მისი გამოჩენა ხშირად პიარის ჩავარდნებად იქცეოდა ხოლმე, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი 2018 წლის ივნისში, მიგრანტი ბავშვების დაკავების ცენტრში ვიზიტისას მოხდა.

  • პირველი ლედი არმიის მწვანე ქურთუკში იყო გამოწყობილი, ზურგზე კი, თეთრად ჰქონდა წარწერა: “მე მართლა არ მადარდებს. შენ?”

კრიტიკული მედია გაშუქების, უამრავი სტატიისა და არაერთი ვარაუდის შემდეგ, თუ რას ნიშნავდა წარწერა, რამდენიმე თვეში, მელანიას პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ქურთუკს “ფარული მნიშვნელობა” არ ჰქონია. თუმცა, წლების შემდეგ, თავის მემუარებში, მელანიამ დაწერა, რომ ის მართლაც შეიცავდა ფარულ გზავნილს.

“გადაწყვეტილი მქონდა... არ მიმეცა მედიის ყალბი ნარატივებისთვის საშუალება, გავლენა მოეხდინათ ჩემს მისიაზე, დავხმარებოდი საზღვარზე მყოფ ბავშვებსა და ოჯახებს”, - აღნიშნა მან.

მელანია მედიის მიერ გავრცელებულ ყალბ ცნობებს ხშირად უტრიალებს და, შესაძლოა, საფუძვლიანადაც.

ტრამპის პირველი ვადის დროს, კრიტიკოსები მას გულგრილ ადამიანად ახასიათებდნენ. ერთ მომენტში, ინტერნეტ ტროლებმა წამოიწყეს მოძრაობა: “გაათავისუფლეთ მელანია”. ამით მათ გააღვივეს შეთქმულების თეორია, თითქოს მისი მეუღლის პოლიტიკური ამბიციების გამო, პირველი ლედი მძევლად იყო აყვანილი.

“ტრამპების უდიდესი შიში ცუდი პრესაა. მათ სძულთ პრესაში უარყოფითად გამოჩენა. ისინი ამაზე აკვიატებულადაც კი ფიქრობენ”, - განუცხადა წყარომ გამოცემას

ახლა მელანია ხაზს უსვამს, რომ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად იქნება.

Fox News-თან ვრცელ ინტერვიუში, მან ამ თემაზე უჩვეულო გულახდილობით ისაუბრა.

“ვგრძნობ, რომ ხალხმა, არ მიმიღო. არ მქონდა დიდი მხარდაჭერა. შეიძლება, ზოგიერთი ადამიანი მხოლოდ პრეზიდენტის მეუღლედ მხედავს. მაგრამ მე საკუთარ ფეხზე მყარად და დამოუკიდებლად ვდგავარ”, - ხაზი გაუსვა პირველმა ლედიმ.

როგორც ჩანს, მეორე ვადისთვის მელანია ბევრად უკეთაა მომზადებული.

“ჩემი აზრით, ის გრძნობს, რომ უკეთ იცნობს არსებულ საფრთხეებს და იცის, თუ რა არ უნდა გააკეთოს”, - აღნიშნა დოქტორმა კეთრინ ჯელისონმა, ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, რომელიც პირველი ლედების ექსპერტია.

“ვიცი, სადაც მივდივარ. კარგად ვიცი ის ოთახები, სადაც ვიცხოვრებთ, ისევე, როგორც მთლიანი პროცესი”, - უთხრა მელანიამ Fox News-ს.

წყარო