საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის ცნობილი უტა ივანიშვილზე, რომლის სახელზეც საქართველოში ახალი კომპანია დარეგისტრირდა? - გავრცელებული ინფორმაციით, ეს მამამისისთვის აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებიდან 4 დღეში მოხდა
რა არის ცნობილი უტა ივანიშვილზე, რომლის სახელზეც საქართველოში ახალი კომპანია დარეგისტრირდა? -   გავრცელებული ინფორმაციით, ეს მამამისისთვის აშშ-ს მიერ  სანქციების დაწესებიდან 4 დღეში მოხდა

"რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­როს­მა ვაჟ­მა უტა ივა­ნიშ­ვილ­მა აშშ-ს სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ მა­მის სან­ქცი­რე­ბი­დან 4 დღე­ში ია­პო­ნი­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი კომ­პა­ნია - სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ატუ ჰოლ­დინ­გი" და­ა­რე­გის­ტრი­რა.

სა­ჯა­რო რე­ესტრის სა­იტ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ კომ­პა­ნი­ის 100%-იან წილს უტა ივა­ნიშ­ვი­ლი ფლობს, ხოლო კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის დის­შვი­ლი, კახა კო­ბი­აშ­ვი­ლია.

უტა ივა­ნიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კომ­პა­ნი­ის რე­გის­ტრა­ცი­ი­სას, ნატო ხა­ინ­დრა­ვა იყო, დო­კუ­მენ­ტში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ხა­ინ­დრა­ვა­ზე უტა ივა­ნიშ­ვი­ლის მინ­დო­ბი­ლო­ბა ნო­ტა­რი­უს­მა ეკა­ტე­რი­ნე გვან­ცე­ლა­ძემ 30 დე­კემ­ბერს შე­ად­გი­ნა.

კომ­პა­ნი­ის "ნე­ბა­დარ­თუ­ლი კა­პი­ტა­ლის" მო­ცუ­ლო­ბა დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, 100 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს, გან­თავ­სე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლი - 100 000 ლარს, ხოლო გა­ნაღ­დე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლი - 25 000 ლარს.

"ატუ ჰოლ­დინ­გის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს წევ­რე­ბი არ­ჩილ მა­მა­ცაშ­ვი­ლი, როს­ტომ ჩაბ­რა­ძე და ბე­სიკ დე­მეტ­რაშ­ვი­ლი არი­ან. "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ცნო­ბით, ისი­ნი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შე­მომ­წირ­ვე­ლე­ბი არი­ან.

ivanishvilebi

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2024 წლის 27 დე­კემ­ბერს, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტმა მი­ლი­არ­დერ ექ­სპრე­მი­ერს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­სა და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. სან­ქცი­ე­ბი შე­ე­ხო Credit Suisse-თან მის და­ვა­საც.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ წინ წას­წია კრემ­ლის ინ­ტე­რე­სე­ბი და სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ტრა­ექ­ტო­რი­ის რელ­სე­ბი­დან გა­და­იყ­ვა­ნა, რაც პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმას, რა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი“, - წერ­და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი.

  • რა არის ცნო­ბი­ლი უტა ივა­ნიშ­ვილ­ზე?

უტა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რის უფ­რო­სი ვა­ჟია, თუმ­ცა სხვა შვი­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის არა­სო­დეს გა­მო­ჩე­ნი­ლა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ის წლე­ბია საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და სწავ­ლობს. მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს­გან მო­შო­რე­ბით ცხოვ­რე­ბი­სა, მისი სა­ხე­ლი ხში­რად ჩნდე­ბა ქარ­თულ მე­დი­ა­ში, რაც ძი­რი­თა­დად მა­მის ბიზ­ნე­სებ­თან ან პო­ლი­ტი­კას­თან არის კავ­შირ­ში.

ჯერ კი­დევ, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის პრე­მი­ე­რო­ბი­დან პირ­ველ ჯერ­ზე გა­დად­გო­მის შემ­დეგ, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პოსტს უტა ივა­ნიშ­ვი­ლი და­ი­კა­ვებ­და, მაგ­რამ ცხა­დია, ეს ჭორი იყო.

uta_ivanishvili

"უტა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში ჩაბ­მა ინ­სცე­ნი­რე­ბუ­ლი იყო“, - ამის შე­სა­ხებ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის შემ­დეგ რუ­სუ­ლი "ფორ­ბის­თვის“ მი­ცე­მულ პირ­ველ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, 2011 წლის 7 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ანუ მისი პირ­ვე­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბამ­დე სამი დღით ადრე, მან ოჯახ­თან ერ­თად გა­ი­თა­მა­შა სპექ­ტაკ­ლი, თით­ქოს, მისი უფ­რო­სი შვი­ლი აპი­რებ­და პა­რი­ზი­დან ჩა­მოს­ვლას და რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლას.

"მათ რომ გა­ე­გოთ, რომ მე ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბას ვა­პი­რებ­დი, ამის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მომ­ცემ­დნენ, მა­შინ­ვე მომ­კლავ­დნენ. სა­ჭი­რო იყო მათ გა­ე­გოთ, რომ ჩემი სიკ­ვდი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ჩემს ად­გილს ჩემი შვი­ლი და­ი­კა­ვებ­და. უნდა დაგ­ვერ­წმუ­ნე­ბი­ნა ისი­ნი, რომ უტა შეძ­ლებ­და ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რად გახ­დო­მას. ვინ იყო უტა, აქ არა­ვინ იცო­და. ის ცხოვ­რობს პა­რიზ­ში, სწავ­ლობს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. უტა მშვი­დია, ბუზს არ აწყე­ნი­ნებს, გან­სხვა­ვე­ბით ბე­რას­გან. ბე­რას ისი­ნი კარ­გად იც­ნობ­დნენ. მას ემუქ­რე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მას არაფ­რის ეში­ნია. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ სან­დო ხალ­ხის მეშ­ვე­ო­ბით უტას გა­და­ვუგ­ზავ­ნეთ სცე­ნა­რი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ის უნდა მოქ­ცე­უ­ლი­ყო ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბის ანა­ლო­გი­უ­რად“, - ამ­ბობ­და ექ­სპრე­მი­ე­რი.

ბოლო დროს, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გაჩ­ნდა სტა­ტუ­სე­ბი, რომ თით­ქოს ამ­ჟა­მად მამა შვილს შო­რის პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე და­პი­რის­პი­რე­ბაა იყო, მაგ­რამ თუნ­დაც "ატუ ჰოლ­დინ­გის“ და­ფუძ­ნე­ბით, ჩანს, რომ ესეც ჭო­რია.

ოჯა­ხის უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც უტა ივა­ნიშ­ვილს პი­რა­დად იც­ნობს, AMBEBI.GE-ს უტას შე­სა­ხებ ექ­სკლუ­ზი­უ­რად უყ­ვე­ბა:

- რა სი­სუ­ლე­ლეა, არ და­ი­ჯე­როთ უტა­ზე ჭო­რე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი მას­ზე რა­საც ამ­ბო­ბენ, ტყუ­ი­ლია. ის ერ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლია, საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს, სწავ­ლობს, შრო­მობს და თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბი აქვს.

არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მა­მას­თან. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დის, მაგ­რამ ამი­სი მი­ზე­ზი მა­მის პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლა არ არის, იქამ­დეც იშ­ვი­ა­თად ჩა­მო­დი­ო­და, უტა სულ წა­სუ­ლი იყო.

uta_ivanishvili

მას­ზე ამ­ბო­ბენ ხოლ­მე, მოს­კოვ­ში და­ი­ბა­დაო, ეს რა შუ­ა­შია სა­ერ­თოდ ვერ ვხვდე­ბი, იქ და­ი­ბა­და, მაგ­რამ რუ­სეთ­ში სა­ერ­თოდ არ უცხოვ­რია, ყო­ველ­თვის საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და, ჯერ კი­დევ ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან, თან მარ­ტო...

უტას ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს, ის სა­ქარ­თვე­ლოს და საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეა. უზო­მოდ კა­ნონ­მორ­ჩი­ლია, რის­თვის უნდა და­ა­სან­ქცი­რონ?..

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ ამ­ბობ­დნენ, რომ მამა მის გაპ­რე­მი­ე­რე­ბას აპი­რებ­და.

- ტყუ­ი­ლია. რად უნდა თა­ნამ­დე­ბო­ბა. მას იმ­ხე­ლა პა­ტივს სცე­მენ, რომ უნ­დო­დეს რა ვერ მო­ა­ხერ­ხებ­და? - იმი­ტომ კი არა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლია... კარ­გი იქ­ნე­ბო­და იც­ნობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ალ­ბათ ამი­სი დროც მოვა. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გად სა­უბ­რობს ქარ­თუ­ლად, რუ­სუ­ლად, ინ­გლი­სუ­რად, ჩი­ნუ­რად, ფრან­გუ­ლად და ია­პო­ნუ­რად.

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

რა არის ცნობილი უტა ივანიშვილზე, რომლის სახელზეც საქართველოში ახალი კომპანია დარეგისტრირდა? - გავრცელებული ინფორმაციით, ეს მამამისისთვის აშშ-ს მიერ სანქციების დაწესებიდან 4 დღეში მოხდა

რა არის ცნობილი უტა ივანიშვილზე, რომლის სახელზეც საქართველოში ახალი კომპანია დარეგისტრირდა? -   გავრცელებული ინფორმაციით, ეს მამამისისთვის აშშ-ს მიერ  სანქციების დაწესებიდან 4 დღეში მოხდა

"რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა უტა ივანიშვილმა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მამის სანქცირებიდან 4 დღეში იაპონიიდან საქართველოში ახალი კომპანია - სააქციო საზოგადოება "ატუ ჰოლდინგი" დაარეგისტრირა.

საჯარო რეესტრის საიტზე განთავსებული დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის 100%-იან წილს უტა ივანიშვილი ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.

უტა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანიის რეგისტრაციისას, ნატო ხაინდრავა იყო, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხაინდრავაზე უტა ივანიშვილის მინდობილობა ნოტარიუსმა ეკატერინე გვანცელაძემ 30 დეკემბერს შეადგინა.

კომპანიის "ნებადართული კაპიტალის" მოცულობა დოკუმენტის თანახმად, 100 მილიონ ლარს შეადგენს, განთავსებული კაპიტალი - 100 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი - 25 000 ლარს.

"ატუ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არჩილ მამაცაშვილი, როსტომ ჩაბრაძე და ბესიკ დემეტრაშვილი არიან. "რადიო თავისუფლების" ცნობით, ისინი პარტია "ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.

ivanishvilebi

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა მილიარდერ ექსპრემიერს, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო Credit Suisse-თან მის დავასაც.

"ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, "ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი.

  • რა არის ცნობილი უტა ივანიშვილზე?

უტა ივანიშვილი მილიარდერის უფროსი ვაჟია, თუმცა სხვა შვილებისგან განსხვავებით, ის არასოდეს გამოჩენილა ფართო საზოგადოების წინაშე. ის წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს. მიუხედავად, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრებისა, მისი სახელი ხშირად ჩნდება ქართულ მედიაში, რაც ძირითადად მამის ბიზნესებთან ან პოლიტიკასთან არის კავშირში.

ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან პირველ ჯერზე გადადგომის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოსტს უტა ივანიშვილი დაიკავებდა, მაგრამ ცხადია, ეს ჭორი იყო.

uta_ivanishvili

"უტა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩაბმა ინსცენირებული იყო“, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ რუსული "ფორბისთვის“ მიცემულ პირველ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, 2011 წლის 7 ოქტომბრამდე, ანუ მისი პირველი განცხადების გაკეთებამდე სამი დღით ადრე, მან ოჯახთან ერთად გაითამაშა სპექტაკლი, თითქოს, მისი უფროსი შვილი აპირებდა პარიზიდან ჩამოსვლას და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას.

"მათ რომ გაეგოთ, რომ მე ამ განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, ამის საშუალებას არ მომცემდნენ, მაშინვე მომკლავდნენ. საჭირო იყო მათ გაეგოთ, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში, ჩემს ადგილს ჩემი შვილი დაიკავებდა. უნდა დაგვერწმუნებინა ისინი, რომ უტა შეძლებდა ოპოზიციის ლიდერად გახდომას. ვინ იყო უტა, აქ არავინ იცოდა. ის ცხოვრობს პარიზში, სწავლობს უნივერსიტეტში. უტა მშვიდია, ბუზს არ აწყენინებს, განსხვავებით ბერასგან. ბერას ისინი კარგად იცნობდნენ. მას ემუქრებოდნენ, თუმცა მას არაფრის ეშინია. მე და ჩემმა მეუღლემ სანდო ხალხის მეშვეობით უტას გადავუგზავნეთ სცენარი, რომლის მიხედვით, ის უნდა მოქცეულიყო ჩემი განცხადებების ანალოგიურად“, - ამბობდა ექსპრემიერი.

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში გაჩნდა სტატუსები, რომ თითქოს ამჟამად მამა შვილს შორის პოლიტიკურ ნიადაგზე დაპირისპირებაა იყო, მაგრამ თუნდაც "ატუ ჰოლდინგის“ დაფუძნებით, ჩანს, რომ ესეც ჭორია.

ოჯახის უახლოესი მეგობარი, რომელიც უტა ივანიშვილს პირადად იცნობს, AMBEBI.GE-ს უტას შესახებ ექსკლუზიურად უყვება:

- რა სისულელეა, არ დაიჯეროთ უტაზე ჭორები, ყველაფერი მასზე რასაც ამბობენ, ტყუილია. ის ერ-ერთი გამორჩეული ივანიშვილია, საფრანგეთში ცხოვრობს, სწავლობს, შრომობს და თავისი საქმეები აქვს.

არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს ოჯახის წევრებთან, მამასთან. ის საქართველოში იშვიათად ჩამოდის, მაგრამ ამისი მიზეზი მამის პოლიტიკაში წასვლა არ არის, იქამდეც იშვიათად ჩამოდიოდა, უტა სულ წასული იყო.

uta_ivanishvili

მასზე ამბობენ ხოლმე, მოსკოვში დაიბადაო, ეს რა შუაშია საერთოდ ვერ ვხვდები, იქ დაიბადა, მაგრამ რუსეთში საერთოდ არ უცხოვრია, ყოველთვის საფრანგეთში ცხოვრობდა, ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან, თან მარტო...

უტას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ის საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქეა. უზომოდ კანონმორჩილია, რისთვის უნდა დაასანქცირონ?..

- რამდენიმე წლის წინ ამბობდნენ, რომ მამა მის გაპრემიერებას აპირებდა.

- ტყუილია. რად უნდა თანამდებობა. მას იმხელა პატივს სცემენ, რომ უნდოდეს რა ვერ მოახერხებდა? - იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილია... კარგი იქნებოდა იცნობდნენ საქართველოშიც, ალბათ ამისი დროც მოვა. სხვათა შორის, ძალიან კარგად საუბრობს ქართულად, რუსულად, ინგლისურად, ჩინურად, ფრანგულად და იაპონურად.

იხილეთ ასევე: