საზოგადოება
პოლიტიკა

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მეცნიერება
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად მიიყვანს ქვეყანას ძალადობრივი დაპირისპირების გახშირებული ფაქტები? - ლაშა ძებისაშვილი: "ეს გაურკვევლობა, კონსოლიდაციის ნაკლებობა  ბზარგაჩენილ "ოცნებას“ მეტ შეცდომას დააშვებინებს"
სად მიიყვანს ქვეყანას ძალადობრივი დაპირისპირების გახშირებული ფაქტები? - ლაშა ძებისაშვილი: "ეს გაურკვევლობა, კონსოლიდაციის ნაკლებობა  ბზარგაჩენილ "ოცნებას“ მეტ შეცდომას დააშვებინებს"

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მწვა­ვე კრი­ზი­სის წი­ნა­შე დგას რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში. პრო­ტეს­ტი არ წყდე­ბა... გან­სხვა­ვე­ბუ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნებ­ზე ბოლო დროს არა­ერ­თხელ იძა­ლა­დეს. უშუ­ა­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­ხმი­ან თავს მო­ქა­ლა­ქე­ებს. გა­ვიხ­სე­ნოთ, თავ­დას­ხმე­ბი პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე, ჟურ­ნა­ლისტ ზვი­ად ქო­რი­ძე­ზე, "ლე­ლოს" წევ­რმა საბა ბუ­ა­ძემ კი გა­ნა­ცხა­და, რომ მას ქუ­ჩა­ში და­უ­პი­რის­პირ­დნენ უც­ნო­ბი პი­რე­ბი; სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი გა­ფიც­ვის დრო­საც და­ესხნენ თავს პრო­ტეს­ტან­ტებს, რო­გორც გა­ირ­კვა, თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბი... რაც ყვე­ლა­ზე ცუ­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამას ამარ­თლებს და ლა­მის იწო­ნებს კი­დეც.

"ეს სა­ხეა დღე­ვან­დე­ლი რე­ჟი­მის! რუ­სუ­ლი სახე :“ტი­ტუშ­კა”,”ცემა-ტყე­პა”, გი­ნე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, და­ში­ნე­ბა, ძა­ლა­დო­ბა… მეტი რომ არა­ფე­რი იცი­ან, მეტს ვე­რა­ფერს რომ აკე­თე­ბენ… ესაა რე­ჟი­მის გა­ნა­ჩე­ნი" - და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე-5 პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილმა და ტექსტს ერთ-ერთი თავ­დამ­სხმე­ლის ფო­ტოც და­ურ­თო.

რას მო­ას­წა­ვებს ცემა-ტყე­პის ეს ქრო­ნი­კე­ბი da ამ ძა­ლა­დობ­რი­ვი ფაქ­ტე­ბის გახ­ში­რე­ბამ სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს ქვე­ყა­ნა? - ამ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მი­ღე­ბას ambebi.ge ანა­ლი­ტი­კოს ლაშა ძე­ბი­საშ­ვილ­თან შე­ე­ცა­და.

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ფრუსტრა­ცი­ის დონე ძა­ლი­ან ამაღ­ლდა იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მათ არ აქვთ მა­ღა­ლი კულ­ტუ­რა, არ გა­აჩ­ნი­ათ ეთი­კის ნორ­მე­ბი, არ მოს­წონთ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ მოს­წონთ სან­ქცი­ე­ბი, ხე­და­ვენ, რომ მათი ბიზ­ნე­სე­ბიც ირ­ყე­ვა და ა.შ. ადრე თუ "ოც­ნე­ბა­ში“ ძა­ლი­ან მკვეთ­რი იერ­არ­ქი­უ­ლი ქცე­ვის კო­დექ­სი იყო და­ცუ­ლი, რო­მე­ლიც მეტ-ნაკ­ლე­ბად აკა­ვებ­და მათი დე­პუ­ტა­ტე­ბის საქ­ცი­ელს, რა­ღაც ჩარ­ჩო­ებ­ში სვამ­და მათ, ახლა ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ნა­ი­რი სტან­დარ­ტის იქით არი­ან გა­სუ­ლე­ბი, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი მუხ­რუ­ჭე­ბი არ აქვთ, არც პა­სუხს არა­ვინ სთხოვთ და, შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი ინ­ცი­დენ­ტე­ბი მოს­დით, რისი "გაპ­რა­ვე­ბაც“ შემ­დგომ უწევთ.

ზარ­ქუ­ას რაც და­ე­მარ­თა აბუ-და­ბი­ში, კარ­გად ასა­ხავს "ოც­ნე­ბის“ შიგ­ნით არ­სე­ბულ გან­წყო­ბებს. ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა დადო ვი­დე­ო­ე­ბი და რომ ნა­ხეს, სა­ინ­ფორ­მა­ციო თვალ­საზ­რი­სით წა­ა­გეს, მერე თა­ვი­სი­ა­ნებს აქე­დან აუნ­თეს მწვა­ნე და ურ­ჩი­ეს, აბა, ახლა აჩ­ვე­ნეთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ყო­ველ­თვის სი­მაღ­ლე­ზეა და ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლე­ბი ვე­რა­ფერს გვი­ზა­მე­ნო. მათ ისე­თი პა­სუ­ხი მო­ი­ფიქ­რეს, რაც რე­ა­ლუ­რად ისევ მათ შე­მო­უტ­რი­ალ­დათ უფრო ნე­გა­ტი­უ­რად, ვიდ­რე ეს და­გეგ­მი­ლი იყო.

ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან და გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ცი­დენ­ტე­ბი მე­ტყვე­ლებს იმ ნერ­ვულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ შიგ­ნით არ­სე­ბობს. სამ­ხა­რა­ძე გა­ხა­რი­ას რომ და­ი­ნა­ხავ­და, ეს წი­თე­ლი ნა­ჭე­რი­ვით იქ­ნე­ბო­და იმის ფონ­ზე, როცა "ოც­ნე­ბის“ მი­ტინგზე ივა­ნიშ­ვი­ლით და­წყე­ბუ­ლი, გა­ხა­რი­ას ყვე­ლამ "გა­და­უ­ა­რა“, მას მო­ღა­ლა­ტე უძა­ხეს და და­ი­ქად­ნეს, პა­სუხს აგებ­სო. ახ­ლაც არის რა­ღაც მი­ნიშ­ნე­ბე­ბი, რომ გა­ხა­რი­ამ პა­სუ­ხი უნდა აგოს სა­მარ­თლებ­რი­ვად, თუმ­ცა არა­ვინ იცის, რე­ა­ლუ­რად პირ­ველ­მა ვინ და­ი­წყო კონ­ფლიქ­ტი. აქ ჩვენ კი ვხე­დავთ ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის რა­ღაც ტრენ­დებს, მაგ­რამ ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ამო­ვარ­დნი­ლი შემ­თხვე­ვე­ბია, ეს უფრო მე­ტად აიხ­სნე­ბა ნევ­რო­ზუ­ლი გა­ურ­კვევ­ლო­ბით "ოც­ნე­ბის“ შიგ­ნით და არ ჰგავს კარ­გად და­გეგ­მილ მოქ­მე­დე­ბებს, რაც მერე ცუ­დად სრულ­დე­ბა ხოლ­მე.

"ტი­ტუშ­კე­ბი“ რომ გა­მო­ვარ­დნენ დო­ლი­ძე­ზე და ხალ­ხს და­ე­რივ­ნენ, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ისი­ნი მე­რი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ. ეს არის მო­რი­გი წა­გე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ველ­ზე. ყო­ველ ახალ ჯერ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ცდი­ლობს მო­ი­პო­ვოს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო უპი­რა­ტე­სო­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სე­რი­ო­ზულ დარ­ტყმას იღებს და აქეთ მი­ნუ­სებ­ში ვარ­დე­ბა.

ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ეს იმა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს, რომ შიგ­ნით ნერ­ვი­უ­ლო­ბის დონე, ხა­რის­ხი და გა­ურ­კვევ­ლო­ბა მა­ღა­ლია, ამი­ტომ ახლო მო­მა­ვალ­ში სა­ინ­ტე­რე­სო რა­ღა­ცე­ბის მო­ლო­დინ­ში ვარ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მო­უ­მა­ტებს ამ რეპ­რე­სი­ებს. სწო­რედ ეს გა­ურ­კვევ­ლო­ბა, კონ­სო­ლი­და­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა ბზარ­გა­ჩე­ნილ "ოც­ნე­ბას“ მეტ შეც­დო­მას და­აშ­ვე­ბი­ნებს. აქამ­დე, რა­საც ის აკე­თებ­და, არის იმ შეც­დო­მე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, რა­საც უმ­რავ­ლე­სო­ბა ყო­ველ დღე უშ­ვებ­და, და­წყე­ბუ­ლი "რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის" შე­მო­ღე­ბი­დან, რო­მე­ლიც მას აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ სჭირ­დე­ბო­და - "ოც­ნე­ბა“ კომ­ფორ­ტუ­ლად იგებ­და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს გა­ნუ­ლე­ბუ­ლი ოპო­ზი­ცი­ის ფონ­ზე, მას წყნა­რად შე­ეძ­ლო, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ შე­მო­აგ­დო რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, რი­თაც აა­ყი­რა­ვა მთე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სიმ­შვი­დე ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, მა­სობ­რი­ვი მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­კე­თა ახალ­გაზ­რდო­ბას და "ოც­ნე­ბა“ და­ა­პი­რის­პი­რა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ სეგ­მენტს, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვიზ­მით.

ამას­თა­ნა­ვე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ოც­ნე­ბამ“ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ა­ყალ­ბა, ყვე­ლა მიხ­ვდა ამას, ყვე­ლა შოკ­ში იყო, მაგ­რამ ხალ­ხი ქუ­ჩა­ში მა­ინც არ გა­მო­ვი­და. გა­მო­დის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ (ალ­ბათ ვი­ღა­ცამ უკარ­ნა­ხა ზე­მო­დან ან გა­რე­დან) და გა­და­წყვეტს - მოდი, ეს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­აც მოვ­სპოთ დღის წეს­რი­გი­დან, ხალ­ხი ქუ­ჩა­ში მა­ინც არ გა­მო­დის, მა­სობ­რი­ვი პრო­ტეს­ტი არ არის, ე.ი. მო­ვი­გეთ, მო­ვე­რი­ეთ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­დავ­ტე­ხეთ ხალ­ხი და ბა­რემ ესეც და­ვა­ყო­ლო­თო. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ხალ­ხი ისევ გა­მო­ვარ­და, აა­ყი­რა­ვეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და ეს 80% თუ 75%, რო­მე­ლიც აქამ­დე ვე­რაფ­რის გარ­შე­მო ვერ ერ­თი­ან­დე­ბო­და, სა­ერ­თო ჯამ­ში გა­ერ­თი­ან­და იმ ფონ­ზე, რომ ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი გა­და­არ­ჩი­ნოს. ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცია არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დამ­სა­ხუ­რე­ბა.

- რას ემ­სა­ხუ­რე­ბა მწვა­ნე შუ­ქის ან­თე­ბა მო­ძა­ლა­დე ჯგუ­ფე­ბის­თვის, მოხ­ში­რე­ბუ­ლი ცემა-ტყე­პა, მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან თავ­დას­ხმის აქ­ტე­ბი, ამ ყვე­ლა­ფერ­მა სა­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს ქვე­ყა­ნა, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას უშ­ვებთ?

- ეს ემ­სა­ხუ­რე­ბა იმ სუ­რა­თის გავ­რცე­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ მა­ინც ვე­რა­ფერს გახ­დე­ბით... რე­ა­ლუ­რად, აქ უნდა მო­ის­პოს ყვე­ლა­ნა­ი­რი გან­ცდა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში, რომ ისი­ნი და­ცუ­ლე­ბი არი­ან, ან სა­ხელ­მწი­ფო და­ი­ცავს რა­ი­მე სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით. მასობ­რი­ვად ვხე­დავთ, რომ დღეს ვი­ღა­ცებს სცე­მენ, მაგ­რამ ამის­თვის მათ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არა­ვინ აკის­რებს, ამას მა­სობ­რი­ვი ხა­სი­ა­თი აქვს და ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. ბუნებ­რი­ვია, მკა­ფი­ოდ ყა­ლიბ­დე­ბა ის სუ­რა­თი, რომ სა­ხელ­მწი­ფო და კრი­მი­ნა­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ და ამ ყვე­ლა­ფერს სა­სა­მარ­თლო­თი ხელს აფა­რე­ბენ. ანუ აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა ჩნდე­ბა სა­ხელ­მწი­ფო­ში. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს აგ­დებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვის სურ­ვილს, მო­რალს და ა.შ. ეს კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მაა.

რაც ხდე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის იმი­ტა­ცი­ა­საც არ ჰგავს, ეს არის ბრძა­ნე­ბა­მი­ღე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი, რო­მელ­თა ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია, ისი­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან და არა­ნა­ი­რი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მუხ­ტი არ არის იქი­თა მხა­რეს, რომ და­უ­პი­რის­პირ­დნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის მე­ო­რე მხა­რეს, რო­მე­ლიც გა­ყალ­ბე­ბულ არ­ჩევ­ნებს და და­სავ­ლუ­რი კურ­სი­დან გა­დახ­ვე­ვას აპ­რო­ტეს­ტებს. ეს მუხ­ტი იქი­თა მხა­რეს არ არ­სე­ბობს, ამი­ტომ არა­ნა­ი­რი მი­ნიშ­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის არ არ­სე­ბობს. პი­რი­ქით, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ეს ნი­შა­ნია იმი­სა, რომ რაც კი რე­პერ­ტუ­არ­ში ბერ­კე­ტე­ბი და რე­სურ­სე­ბი აქვს, დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თან­და­თა­ნო­ბით კლა­სი­კუ­რად მათ ამო­წურ­ვა­ზე მი­დის იმი­ტომ, რომ "ტი­ტუშ­კე­ბის“ გა­მო­ყე­ნე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბის იმი­ტა­ცი­ის შექ­მნა, ეს არის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი სის­ტე­მე­ბის კლა­სი­კუ­რი რე­პერ­ტუ­ა­რი.

პრო­ტეს­ტი თუ არ გა­ნელ­და, მისი მას­შტა­ბი თუ უფრო გა­ი­ზარ­და, ბუ­ნებ­რი­ვია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მარ­ტო "ტი­ტუშ­კე­ბით" ვე­რა­ფერს გახ­დე­ბა და ამ პრო­ტეს­ტის ჩა­სახ­შო­ბად ეც­დე­ბა, სხვა მე­თო­დებს მი­მარ­თოს (ხის­ტი ძა­ლის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან გა­მო­ყე­ნე­ბას ვგუ­ლის­ხმობ). იმის ფონ­ზე, აქ რა მოვ­ლე­ნე­ბიც გან­ვი­თარ­დე­ბა - ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით, არ გე­გო­ნოთ, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ძა­ლი­ან კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლია და მკა­ფი­ოდ იცის, მო­მა­ვალ­ში რა მო­ე­ლის, ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ეს ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი იზო­ლა­ცია, რო­მელ­საც მოჰ­ყვე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი და ფი­ნან­სუ­რი იზო­ლა­ცია და­სავ­ლე­თი­დან, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად არ­ყევს ზო­გა­დად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიმ­ყა­რეს. ვფიქ­რობ, ახლა რა­ღაც­ნა­ი­რად გარ­და­მა­ვალ პრო­ცეს­ში ვართ - ერ­თის მხრივ, საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა და­ფიქ­რდეს, რა იქ­ნე­ბა პრო­ტეს­ტის ახა­ლი ფორ­მა იმი­ტომ, რომ ჩემი აზ­რით, მარ­შებ­მა თავი ნელ-ნელა ამო­წუ­რეს. მათ კარ­გი რამ ქნეს, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შე­აჩ­ვი­ეს გეგ­მა­ზო­მი­ერ და­ორ­გა­ნი­ზე­ბას სხვა­დას­ხვა ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით, ეს ეტა­პი გარ­კვე­ულ­წი­ლად გა­ვი­ა­რეთ და სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ახა­ლი ეტა­პის გავ­ლა.

- რა იქ­ნე­ბა ეს ახა­ლი ეტა­პი?

- ლო­გი­კუ­რად რომ ვიმ­სჯე­ლოთ, ეს ეტა­პი უნდა იყოს საპ­რო­ტეს­ტო მოძ­რა­ო­ბის მას­შტა­ბის კი­დევ უფრო გაზ­რდა იმი­ტომ, რომ ეს თუ არ მოხ­და, დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ იგ­რძნობს თავს წნე­ხის ქვეშ და ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლებს ამ რე­ჟიმ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას იმის მო­ლო­დი­ნით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ბოლო-ბოლო შე­ე­გუ­ე­ბა ამ ვი­თა­რე­ბას, ზოგი წავა და ასე, ხახ­ვი­ვით შერ­ჩე­ბათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

იმ გად­მო­სა­ხე­დი­დან, რომ არ­ცერ­თი ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი (რო­მელ­შიც ვიმ­ყო­ფე­ბით) თა­ვი­სი ნე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ თმობს, ის ყო­ველ­თვის შე­ეც­დე­ბა ბოლო მო­მენ­ტამ­დე იმოქ­მე­დოს მეტი კონ­სო­ლი­და­ცი­ი­სა და გამ­ყა­რე­ბის­თვის, ამი­ტომ ბრძო­ლა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფრო გამ­ძაფ­რდე­ბა, ის შე­ეც­დე­ბა რა­ღაც რუ­სე­თის მსგავ­სი რე­ჟი­მის დამ­ყა­რე­ბას აქ, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მე­დი­ე­ბი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე შე­ტე­ვის გაძ­ლი­ე­რე­ბის გა­რე­შე. ბუ­ნებ­რი­ვია ამას თან დაჰ­ყვე­ბა ძა­ლა­დო­ბის ბერ­კე­ტი, "ტი­ტუშ­კე­ბი“ იქ­ნე­ბა ეს, ნიღ­ბი­ა­ნი ძა­ლოვ­ნე­ბი თუ სხვა, ოღონდ ამ პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად იქ­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის პრო­ცე­სი. ჩვენ გვაქვს ორი პრო­ცე­სის კონ­კუ­რენ­ცია, ეს ორი პრო­ცე­სი ერ­თმა­ნეთ­თან შე­ჯიბრშია - რამ­დე­ნა­დაც მკაცრ­დე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­სო­ლი­და­ცი­ის და რეპ­რე­სი­ე­ბის პრო­ცე­სი, ამის პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად თუ გა­ი­ზარ­და სა­ხალ­ხო და სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტი, იქ გა­მოჩ­ნდე­ბა, ვის ეყო­ფა რე­სურ­სი და ფსი­ქო­ლო­გი­ურ-მო­რა­ლუ­რი გამ­ძლე­ო­ბა. უნდა და­ვაკ­ვირ­დეთ რა მოხ­დე­ბა ამ ორ კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში მყოფ პრო­ცესს შო­რის, სად უფრო მეტი ნება, რე­სურ­სი, კონ­სო­ლი­და­ცია და მეტი მხარ­და­ჭე­რა იქ­ნე­ბა შიგ­ნით, თუ - გა­რეთ. სწო­რედ ეს ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს რო­მე­ლი­მე მხა­რის წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას.

ავტორი:

სად მიიყვანს ქვეყანას ძალადობრივი დაპირისპირების გახშირებული ფაქტები? - ლაშა ძებისაშვილი: "ეს გაურკვევლობა, კონსოლიდაციის ნაკლებობა  ბზარგაჩენილ "ოცნებას“ მეტ შეცდომას დააშვებინებს"

სად მიიყვანს ქვეყანას ძალადობრივი დაპირისპირების გახშირებული ფაქტები? - ლაშა ძებისაშვილი: "ეს გაურკვევლობა, კონსოლიდაციის ნაკლებობა  ბზარგაჩენილ "ოცნებას“ მეტ შეცდომას დააშვებინებს"

"ქართული ოცნების" ხელისუფლება მწვავე კრიზისის წინაშე დგას როგორც საერთაშორისო პოლიტიკურ ველზე, ასევე ქვეყანაში. პროტესტი არ წყდება... განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებზე ბოლო დროს არაერთხელ იძალადეს. უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლები ესხმიან თავს მოქალაქეებს. გავიხსენოთ, თავდასხმები პარტია "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიაზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე, "ლელოს" წევრმა საბა ბუაძემ კი განაცხადა, რომ მას ქუჩაში დაუპირისპირდნენ უცნობი პირები; საქართველოში გამაფრთხილებელი გაფიცვის დროსაც დაესხნენ თავს პროტესტანტებს, როგორც გაირკვა, თბილისის მერიასთან დაკავშირებული პირები... რაც ყველაზე ცუდია, ხელისუფლება ამას ამართლებს და ლამის იწონებს კიდეც.

"ეს სახეა დღევანდელი რეჟიმის! რუსული სახე :“ტიტუშკა”,”ცემა-ტყეპა”, გინება, შეურაცხყოფა, დაშინება, ძალადობა… მეტი რომ არაფერი იციან, მეტს ვერაფერს რომ აკეთებენ… ესაა რეჟიმის განაჩენი" - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და ტექსტს ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტოც დაურთო.

რას მოასწავებს ცემა-ტყეპის ეს ქრონიკები da ამ ძალადობრივი ფაქტების გახშირებამ სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა? - ამ კითხვებზე პასუხების მიღებას ambebi.ge ანალიტიკოს ლაშა ძებისაშვილთან შეეცადა.

- "ქართული ოცნების“ ფრუსტრაციის დონე ძალიან ამაღლდა იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ მაღალი კულტურა, არ გააჩნიათ ეთიკის ნორმები, არ მოსწონთ როგორ ვითარდება სიტუაცია საქართველოში, არ მოსწონთ სანქციები, ხედავენ, რომ მათი ბიზნესებიც ირყევა და ა.შ. ადრე თუ "ოცნებაში“ ძალიან მკვეთრი იერარქიული ქცევის კოდექსი იყო დაცული, რომელიც მეტ-ნაკლებად აკავებდა მათი დეპუტატების საქციელს, რაღაც ჩარჩოებში სვამდა მათ, ახლა ვფიქრობ, რომ ისინი ყველანაირი სტანდარტის იქით არიან გასულები, შემაკავებელი მუხრუჭები არ აქვთ, არც პასუხს არავინ სთხოვთ და, შესაბამისად, ასეთი ინციდენტები მოსდით, რისი "გაპრავებაც“ შემდგომ უწევთ.

ზარქუას რაც დაემართა აბუ-დაბიში, კარგად ასახავს "ოცნების“ შიგნით არსებულ განწყობებს. ლაშა გაბიტაშვილმა დადო ვიდეოები და რომ ნახეს, საინფორმაციო თვალსაზრისით წააგეს, მერე თავისიანებს აქედან აუნთეს მწვანე და ურჩიეს, აბა, ახლა აჩვენეთ, რომ "ქართული ოცნება“ ყოველთვის სიმაღლეზეა და ლაშა გაბიტაშვილები ვერაფერს გვიზამენო. მათ ისეთი პასუხი მოიფიქრეს, რაც რეალურად ისევ მათ შემოუტრიალდათ უფრო ნეგატიურად, ვიდრე ეს დაგეგმილი იყო.

ზვიად ქორიძესთან და გახარიასთან დაკავშირებული ინციდენტები მეტყველებს იმ ნერვულ მდგომარეობაზე, რაც "ქართული ოცნების“ შიგნით არსებობს. სამხარაძე გახარიას რომ დაინახავდა, ეს წითელი ნაჭერივით იქნებოდა იმის ფონზე, როცა "ოცნების“ მიტინგზე ივანიშვილით დაწყებული, გახარიას ყველამ "გადაუარა“, მას მოღალატე უძახეს და დაიქადნეს, პასუხს აგებსო. ახლაც არის რაღაც მინიშნებები, რომ გახარიამ პასუხი უნდა აგოს სამართლებრივად, თუმცა არავინ იცის, რეალურად პირველმა ვინ დაიწყო კონფლიქტი. აქ ჩვენ კი ვხედავთ ძალადობის გამოყენების რაღაც ტრენდებს, მაგრამ ეს გარკვეულწილად ამოვარდნილი შემთხვევებია, ეს უფრო მეტად აიხსნება ნევროზული გაურკვევლობით "ოცნების“ შიგნით და არ ჰგავს კარგად დაგეგმილ მოქმედებებს, რაც მერე ცუდად სრულდება ხოლმე.

"ტიტუშკები“ რომ გამოვარდნენ დოლიძეზე და ხალხს დაერივნენ, როგორც აღმოჩნდა, ისინი მერიის თანამშრომლები აღმოჩნდნენ. ეს არის მორიგი წაგება საინფორმაციო ველზე. ყოველ ახალ ჯერზე "ქართული ოცნება“ ცდილობს მოიპოვოს ფსიქოლოგიური და საინფორმაციო უპირატესობა, მაგრამ საბოლოო ჯამში, სერიოზულ დარტყმას იღებს და აქეთ მინუსებში ვარდება.

ჩემი გადმოსახედიდან, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შიგნით ნერვიულობის დონე, ხარისხი და გაურკვევლობა მაღალია, ამიტომ ახლო მომავალში საინტერესო რაღაცების მოლოდინში ვარ, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება“ მოუმატებს ამ რეპრესიებს. სწორედ ეს გაურკვევლობა, კონსოლიდაციის ნაკლებობა ბზარგაჩენილ "ოცნებას“ მეტ შეცდომას დააშვებინებს. აქამდე, რასაც ის აკეთებდა, არის იმ შეცდომების დამსახურება, რასაც უმრავლესობა ყოველ დღე უშვებდა, დაწყებული "რუსული კანონის" შემოღებიდან, რომელიც მას აბსოლუტურად არ სჭირდებოდა - "ოცნება“ კომფორტულად იგებდა საპარლამენტო არჩევნებს განულებული ოპოზიციის ფონზე, მას წყნარად შეეძლო, საერთოდ არაფერი გაეკეთებინა, მაგრამ შემოაგდო რუსული კანონი, რითაც ააყირავა მთელი სოციალური სიმშვიდე ქართულ საზოგადოებაში, მასობრივი მობილიზება გაუკეთა ახალგაზრდობას და "ოცნება“ დააპირისპირა ქართული საზოგადოების იმ სეგმენტს, რომელიც საერთოდ არ იყო დაინტერესებული პოლიტიკური აქტივიზმით.

ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა, ყველა მიხვდა ამას, ყველა შოკში იყო, მაგრამ ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოვიდა. გამოდის "ქართული ოცნება“ (ალბათ ვიღაცამ უკარნახა ზემოდან ან გარედან) და გადაწყვეტს - მოდი, ეს ევროპული ინტეგრაციაც მოვსპოთ დღის წესრიგიდან, ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოდის, მასობრივი პროტესტი არ არის, ე.ი. მოვიგეთ, მოვერიეთ, ფსიქოლოგიურად გადავტეხეთ ხალხი და ბარემ ესეც დავაყოლოთო. საბოლოო ჯამში, ხალხი ისევ გამოვარდა, ააყირავეს მთელი საქართველო და ეს 80% თუ 75%, რომელიც აქამდე ვერაფრის გარშემო ვერ ერთიანდებოდა, საერთო ჯამში გაერთიანდა იმ ფონზე, რომ ევროპული მომავალი გადაარჩინოს. ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია არის "ქართული ოცნების“ დამსახურება.

- რას ემსახურება მწვანე შუქის ანთება მოძალადე ჯგუფებისთვის, მოხშირებული ცემა-ტყეპა, მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმის აქტები, ამ ყველაფერმა სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანა, სამოქალაქო დაპირისპირებას უშვებთ?

- ეს ემსახურება იმ სურათის გავრცელებას საზოგადოებაში, რომ მაინც ვერაფერს გახდებით... რეალურად, აქ უნდა მოისპოს ყველანაირი განცდა მოქალაქეებში, რომ ისინი დაცულები არიან, ან სახელმწიფო დაიცავს რაიმე სამართლებრივი გზით. მასობრივად ვხედავთ, რომ დღეს ვიღაცებს სცემენ, მაგრამ ამისთვის მათ პასუხისმგებლობას არავინ აკისრებს, ამას მასობრივი ხასიათი აქვს და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გრძელდება. ბუნებრივია, მკაფიოდ ყალიბდება ის სურათი, რომ სახელმწიფო და კრიმინალი თანამშრომლობენ და ამ ყველაფერს სასამართლოთი ხელს აფარებენ. ანუ აბსოლუტურად დაუცველობის განცდა ჩნდება სახელმწიფოში. ბუნებრივია, ეს აგდებს ფსიქოლოგიურად წინააღმდეგობის გაწევის სურვილს, მორალს და ა.შ. ეს კარგად გააზრებული მიდგომაა.

რაც ხდება სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციასაც არ ჰგავს, ეს არის ბრძანებამიღებული გარკვეული ჯგუფები, რომელთა ვინაობა ცნობილია, ისინი თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და არანაირი საზოგადოებრივი მუხტი არ არის იქითა მხარეს, რომ დაუპირისპირდნენ საზოგადოების მეორე მხარეს, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს და დასავლური კურსიდან გადახვევას აპროტესტებს. ეს მუხტი იქითა მხარეს არ არსებობს, ამიტომ არანაირი მინიშნება სამოქალაქო დაპირისპირების არ არსებობს. პირიქით, ჩემი გადმოსახედიდან ეს ნიშანია იმისა, რომ რაც კი რეპერტუარში ბერკეტები და რესურსები აქვს, დე ფაქტო ხელისუფლება თანდათანობით კლასიკურად მათ ამოწურვაზე მიდის იმიტომ, რომ "ტიტუშკების“ გამოყენება, დაპირისპირების იმიტაციის შექმნა, ეს არის ავტორიტარული სისტემების კლასიკური რეპერტუარი.

პროტესტი თუ არ განელდა, მისი მასშტაბი თუ უფრო გაიზარდა, ბუნებრივია, ხელისუფლება მარტო "ტიტუშკებით" ვერაფერს გახდება და ამ პროტესტის ჩასახშობად ეცდება, სხვა მეთოდებს მიმართოს (ხისტი ძალის ფართომასშტაბიან გამოყენებას ვგულისხმობ). იმის ფონზე, აქ რა მოვლენებიც განვითარდება - ეკონომიკური და ფინანსური თვალსაზრისით, არ გეგონოთ, რომ "ქართული ოცნება“ ძალიან კონსოლიდირებულია და მკაფიოდ იცის, მომავალში რა მოელის, ასე ნამდვილად არ არის. ეს ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაცია, რომელსაც მოჰყვება ეკონომიკური და ფინანსური იზოლაცია დასავლეთიდან, ძალიან სერიოზულად არყევს ზოგადად "ქართული ოცნების“ სიმყარეს. ვფიქრობ, ახლა რაღაცნაირად გარდამავალ პროცესში ვართ - ერთის მხრივ, საპროტესტო მოძრაობა იძულებული იქნება დაფიქრდეს, რა იქნება პროტესტის ახალი ფორმა იმიტომ, რომ ჩემი აზრით, მარშებმა თავი ნელ-ნელა ამოწურეს. მათ კარგი რამ ქნეს, საზოგადოება შეაჩვიეს გეგმაზომიერ დაორგანიზებას სხვადასხვა ნიშნების მიხედვით, ეს ეტაპი გარკვეულწილად გავიარეთ და საჭირო იქნება ახალი ეტაპის გავლა.

- რა იქნება ეს ახალი ეტაპი?

- ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს ეტაპი უნდა იყოს საპროტესტო მოძრაობის მასშტაბის კიდევ უფრო გაზრდა იმიტომ, რომ ეს თუ არ მოხდა, დე ფაქტო ხელისუფლება ვერ იგრძნობს თავს წნეხის ქვეშ და ის ჩვეულებრივად გააგრძელებს ამ რეჟიმში ფუნქციონირებას იმის მოლოდინით, რომ საქართველოს მოსახლეობა ბოლო-ბოლო შეეგუება ამ ვითარებას, ზოგი წავა და ასე, ხახვივით შერჩებათ ხელისუფლება.

იმ გადმოსახედიდან, რომ არცერთი ავტორიტარული რეჟიმი (რომელშიც ვიმყოფებით) თავისი ნებით ხელისუფლებას არ თმობს, ის ყოველთვის შეეცდება ბოლო მომენტამდე იმოქმედოს მეტი კონსოლიდაციისა და გამყარებისთვის, ამიტომ ბრძოლა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამძაფრდება, ის შეეცდება რაღაც რუსეთის მსგავსი რეჟიმის დამყარებას აქ, რაც წარმოუდგენელია მედიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევის გაძლიერების გარეშე. ბუნებრივია ამას თან დაჰყვება ძალადობის ბერკეტი, "ტიტუშკები“ იქნება ეს, ნიღბიანი ძალოვნები თუ სხვა, ოღონდ ამ პროცესის პარალელურად იქნება სამოქალაქო წინააღმდეგობის პროცესი. ჩვენ გვაქვს ორი პროცესის კონკურენცია, ეს ორი პროცესი ერთმანეთთან შეჯიბრშია - რამდენადაც მკაცრდება ავტორიტარული რეჟიმის, ხელისუფლების კონსოლიდაციის და რეპრესიების პროცესი, ამის პირდაპირპროპორციულად თუ გაიზარდა სახალხო და სამოქალაქო პროტესტი, იქ გამოჩნდება, ვის ეყოფა რესურსი და ფსიქოლოგიურ-მორალური გამძლეობა. უნდა დავაკვირდეთ რა მოხდება ამ ორ კონკურენციაში მყოფ პროცესს შორის, სად უფრო მეტი ნება, რესურსი, კონსოლიდაცია და მეტი მხარდაჭერა იქნება შიგნით, თუ - გარეთ. სწორედ ეს ინგრედიენტები განაპირობებს რომელიმე მხარის წარმატების მიღწევას.