პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბა ბუაძის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ - რა ვიდეოს აქვეყნებს ადგილიდან?
საბა ბუაძის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ - რა ვიდეოს აქვეყნებს ადგილიდან?

"ლე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის, საბა ბუ­ა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე თავს და­ესხნენ.

  • ბუ­ა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს და აცხა­დებს, რომ პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი ქვებს ის­როდ­ნენ.

"ვაჟა-ფშა­ვე­ლა­ზე, სა­ბურ­თა­ლოს შტა­ბი­დან გა­მო­სუ­ლებს პრო­ვო­კა­ტო­რე­ბი შე­მოგ­ვხვდნენ „შემ­თხვე­ვით“, გი­ნე­ბით, და­ნით და ქვე­ბის სრო­ლით. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს არც „ვთა­გავ“, - წერს ბუ­ა­ძე.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ბუ­ა­ძე აცხა­დებს, თავ­დამ­სხმე­ლებ­მა თავ­და­პირ­ვე­ლად მათ სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, შემ­დეგ კი რა­მაზ მან­და­რი­ას სა­ხე­ში ჩან­თა გა­არ­ტყეს.

ამას­თან, ბუ­ა­ძის თქმით, თავ­დამ­სხმე­ლე­ბი­დან ერთ-ერთს და­ნაც ჰქონ­და.

"ქუ­ჩა­ში მი­მა­ვალ ორ ადა­მი­ანს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფით შე­მოგ­ვხვდა და ფაქ­ტობ­რი­ვად, თავს დაგ­ვეს­ხა ორი ადა­მი­ა­ნი. გი­ნე­ბით, ჩემი სა­ხე­ლის და გვა­რის ხსე­ნე­ბით შე­მოგ­ხვდა ეს ორი ადა­მი­ა­ნი, როცა ჩვენ­გან პა­სუ­ხი მი­ი­ღეს, ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, სა­დაც იყე­ნებ­დნენ ქვებს. ჩვე­ნი სა­ბურ­თა­ლოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელს, რა­მაზ მან­და­რი­ას ეს­რო­ლეს ქვა. ერთ-ერთ თავ­დამ­სხმელს დანა ჰქონ­და, რაც ასე­ვე ვი­დე­ო­ზეა აღ­ბეჭ­დი­ლი, ამა­ვე ვი­დე­ო­ში ის­მის ძა­ლი­ან კარ­გად, რო­გორ მე­მუქ­რე­ბა გვა­რით ეს ადა­მი­ა­ნი. მათ შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხი მი­ი­ღეს, ისე­ვე, რო­გორც ამ სა­მარ­ცხვი­ნო, ძა­ლა­დობ­რი­ვი გა­რე­მოს შემ­ქმნე­ლე­ბი ამ ქვე­ყა­ნა­ში შე­სა­ბა­მის პა­სუხს მი­ი­ღე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან იმ ყვე­ლაფ­რის­თვის, რა­საც ამ ქვე­ყა­ნას უკე­თე­ბენ. ჩვე­ნი მათ­თან გა­დაკ­ვე­თა, თუ შეხ­ვედ­რა, პირ­და­პირ ჩემი სახ­ლის და გვა­რის ხსე­ნე­ბით და გი­ნე­ბით და­ი­წყო.

შტაბ­ში გვქონ­და შეხ­ვედ­რა, დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩვენ, ორი გა­მო­ვე­დით და მა­შინ გაგ­ვი­ა­რა გვერ­დით ამ ორმა ადა­მი­ან­მა. რა­მაზ მან­და­რი­ას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს სა­ხე­ზე, ერთ-ერ­თმა ჩან­თაც მო­არ­ტყა. პო­ლი­ცია ახლა მო­ვი­და, ჯერ­ჯე­რო­ბით იმ თავ­დამ­სხმე­ლებ­თან ატა­რებ­დნენ დროს, მათ ჰკი­თხავ­დნენ, არ გაქ­ცე­უ­ლან. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვი­დე­ო­ზე არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლი და ამოც­ნო­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვა­დაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მათი ვი­ნა­ო­ბის და შემ­თხვე­ვის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ას ცხა­დია, არა­ნა­ი­რი ინ­ტე­რე­სი არ გა­აჩ­ნია, რად­გან პო­ლი­ცია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შეზ­რდი­ლი მხა­რეა, რო­მე­ლიც ახა­ლი­სებს და ხელს აფა­რებს ძა­ლა­დო­ბას. არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­დონ და თავ­დამ­სხმე­ლე­ბად ჩვენ, იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ყო­ველ­დღე ასე­თი აბ­სურ­დი ხდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბუ­ა­ძემ.

00:00 / 00:00
ავტორი:

საბა ბუაძის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ - რა ვიდეოს აქვეყნებს ადგილიდან?

საბა ბუაძის ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ - რა ვიდეოს აქვეყნებს ადგილიდან?

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, მას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე თავს დაესხნენ.

  • ბუაძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პროვოკატორები ქვებს ისროდნენ.

"ვაჟა-ფშაველაზე, საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს არც „ვთაგავ“, - წერს ბუაძე.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ბუაძე აცხადებს, თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი რამაზ მანდარიას სახეში ჩანთა გაარტყეს.

ამასთან, ბუაძის თქმით, თავდამსხმელებიდან ერთ-ერთს დანაც ჰქონდა.

"ქუჩაში მიმავალ ორ ადამიანს სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოგვხვდა და ფაქტობრივად, თავს დაგვესხა ორი ადამიანი. გინებით, ჩემი სახელის და გვარის ხსენებით შემოგხვდა ეს ორი ადამიანი, როცა ჩვენგან პასუხი მიიღეს, ეს ყველაფერი უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, სადაც იყენებდნენ ქვებს. ჩვენი საბურთალოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რამაზ მანდარიას ესროლეს ქვა. ერთ-ერთ თავდამსხმელს დანა ჰქონდა, რაც ასევე ვიდეოზეა აღბეჭდილი, ამავე ვიდეოში ისმის ძალიან კარგად, როგორ მემუქრება გვარით ეს ადამიანი. მათ შესაბამისი პასუხი მიიღეს, ისევე, როგორც ამ სამარცხვინო, ძალადობრივი გარემოს შემქმნელები ამ ქვეყანაში შესაბამის პასუხს მიიღებენ საზოგადოებისგან იმ ყველაფრისთვის, რასაც ამ ქვეყანას უკეთებენ. ჩვენი მათთან გადაკვეთა, თუ შეხვედრა, პირდაპირ ჩემი სახლის და გვარის ხსენებით და გინებით დაიწყო.

შტაბში გვქონდა შეხვედრა, დასრულების შემდეგ ჩვენ, ორი გამოვედით და მაშინ გაგვიარა გვერდით ამ ორმა ადამიანმა. რამაზ მანდარიას დაზიანებები აქვს სახეზე, ერთ-ერთმა ჩანთაც მოარტყა. პოლიცია ახლა მოვიდა, ჯერჯერობით იმ თავდამსხმელებთან ატარებდნენ დროს, მათ ჰკითხავდნენ, არ გაქცეულან. ეს ადამიანები ვიდეოზე არიან აღბეჭდილი და ამოცნობის სურვილის შემთხვევაში, ძალიან მარტივადაა შესაძლებელი მათი ვინაობის და შემთხვევის გარემოებების დადგენა, მაგრამ პოლიციას ცხადია, არანაირი ინტერესი არ გააჩნია, რადგან პოლიცია ხელისუფლებასთან შეზრდილი მხარეა, რომელიც ახალისებს და ხელს აფარებს ძალადობას. არ გამიკვირდება, რომ ეს ადამიანები დაზარალებულად გამოაცხადონ და თავდამსხმელებად ჩვენ, იმ ქვეყანაში, სადაც ყოველდღე ასეთი აბსურდი ხდება“, - განაცხადა ბუაძემ.