მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვიჩა პარიზელია... პირველი ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში" - რა ხდებოდა პსჟ-ს გვერდზე მას შემდეგ, რაც "კვარამ" კლუბთან კონტრაქტი გააფორმა (ფოტოები)
"ხვიჩა პარიზელია... პირველი ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში" - რა ხდებოდა პსჟ-ს გვერდზე მას შემდეგ, რაც "კვარამ" კლუბთან კონტრაქტი გააფორმა (ფოტოები)

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია "პარი სენ - ჟერ­მე­ნის" ფეხ­ბურ­თე­ლია. ტრანსფე­რი პა­რი­ზულ­მა კლუბ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა. კვა­რა­ცხე­ლი­ამ პსჟ-სთან 4,5-წლი­ან კონ­ტრაქტს მო­ა­წე­რა ხელი.

პსჟ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ყო­ფილ კლუბს "ნა­პო­ლის" 70 მი­ლი­ონ ევ­როს პლუს ბო­ნუ­სებს გა­და­უხ­დის. კვა­რა­ცხე­ლია პსჟ-ში 7-ნომ­რი­ა­ნი მი­სუ­რით ითა­მა­შებს.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ პსჟ-ში სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა გუ­შინ წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა.

"პარი სენ-ჟერ­მე­ნი მო­ხა­რუ­ლია, რომ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას­თან 2029 წლამ­დე კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას აა­ნონ­სებს. 23 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც 7 ნომ­რი­ან მა­ი­სურს მო­ირ­გებს, კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ხდე­ბა" - ამ ში­ნა­არ­სის გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა კლუ­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე მას შემ­დეგ, რაც ხვი­ჩამ პსჟ-სთან კონ­ტრაქ­ტი გა­ა­ფორ­მა.

თუმ­ცა ეს მხო­ლოდ ერთი პოს­ტი არ იყო, რაც ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის ფრან­გულ კლუბ­ში გა­დას­ვლას მი­ე­ძღვნა. კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბი­დან მა­ლე­ვე პსჟ-ს გვერ­დი "კვა­რას" ვი­დე­ო­ე­ბი­თა და ფო­ტო­ე­ბით აჭ­რელ­და.

"კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი მობ­რძა­ნე­ბა, ხვი­ჩა!

ხვი­ჩა პა­რი­ზე­ლია" - ამ ში­ნა­არ­სის პოს­ტე­ბია კლუ­ბის ფე­ის­ბუქ გვერ­დზე.

"ნე­ა­პო­ლი­დან პა­რი­ზამ­დე! ედინ­სო­ნი, ეზე­კი­ე­ლი, ფა­ბი­ა­ნი და ხვი­ჩა" - წერს ფო­ტოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას ფრან­გუ­ლი კლუ­ბი

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ყო­ველ­თვის აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დღე­ებ­ში მის გვერ­დით მე­უღ­ლეა. ამ­ჯე­რა­დაც პა­რიზ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და ნიცა თა­ვა­ძე.

"უბედ­ნი­ე­რე­სი დღე კვა­რას­თვის და ნი­ცას­თვის" - ამ კო­მენ­ტა­რით ავ­რცე­ლებს GEO TEAM ხვი­ჩას და "კვა­რას ფო­ტოს.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ნე­ა­პო­ლი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გუ­შინ და­ტო­ვა და პა­რიზ­ში გა­ემ­გზავ­რა.

ამის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო CalcioNapoli24 - მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ხვი­ჩას ყვე­ლა ამ­ჟა­მინ­დე­ლი და ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლი გა­მო­ემ­შვი­დო­ბა და წარ­მა­ტე­ბა უსურ­ვა. თა­ვად "კვა­რაც" ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვი ვი­დე­ო­თი და­ემ­შვი­დო­ბა "ნა­პო­ლის" და ნე­ა­პოლს. დრის მერ­ტენ­სმა, რო­მე­ლიც კლუბ­ში 2013-2022 წლებ­ში თა­მა­შობ­და, ახლა კი "გა­ლ­ა­თა­სა­რა­ი­ში“ ვიქ­ტორ ოსი­მენ­თან ერ­თად ას­პა­რე­ზობს, ქარ­თველს გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ვი­დე­ოს გამო მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

ვი­დეო ყვე­ლა ფრან­გულ­მა გა­მო­ცე­მამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა. RMC Sport-ი წერს, რომ "კვა­რას“ თუ უნ­დო­და გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი აე­ტი­რე­ბი­ნა, ეს გა­მო­უ­ვი­და, სა­ერ­თოდ გუნ­დის გა­მოც­ვლი­სას ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვე­ბი წე­სად იქცა, თუმ­ცა ხვი­ჩამ ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გა­ა­კე­თა.

"პა­რი­ზი­ე­ნი“ იტყო­ბი­ნე­ბა, რომ კვა­რა­ცხე­ლია „პარი სენ ჟერ­მენ­ში“ თა­ვი­სი სტა­ტუ­სის ფეხ­ბურ­თე­ლის შე­სა­ბა­მის ხელ­ფასს მი­ი­ღებს, ადაპ­ტა­ცი­ის­თვის ცოტა დრო დას­ჭირ­დე­ბა და პირ­ვე­ლად 25 იან­ვარს "რე­იმსთან“ ითა­მა­შებს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ხვიჩა პარიზელია... პირველი ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში" - რა ხდებოდა პსჟ-ს გვერდზე მას შემდეგ, რაც "კვარამ" კლუბთან კონტრაქტი გააფორმა (ფოტოები)

"ხვიჩა პარიზელია... პირველი ქართველი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში" - რა ხდებოდა პსჟ-ს გვერდზე მას შემდეგ, რაც "კვარამ" კლუბთან კონტრაქტი გააფორმა (ფოტოები)

ხვიჩა კვარაცხელია "პარი სენ - ჟერმენის" ფეხბურთელია. ტრანსფერი პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. კვარაცხელიამ პსჟ-სთან 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილ კლუბს "ნაპოლის" 70 მილიონ ევროს პლუს ბონუსებს გადაუხდის. კვარაცხელია პსჟ-ში 7-ნომრიანი მისურით ითამაშებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება გუშინ წარმატებით გაიარა.

"პარი სენ-ჟერმენი მოხარულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიასთან 2029 წლამდე კონტრაქტის გაფორმებას აანონსებს. 23 წლის ფეხბურთელი, რომელიც 7 ნომრიან მაისურს მოირგებს, კლუბის ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელი ხდება" - ამ შინაარსის განცხადება გამოქვეყნდა კლუბის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მას შემდეგ, რაც ხვიჩამ პსჟ-სთან კონტრაქტი გააფორმა.

თუმცა ეს მხოლოდ ერთი პოსტი არ იყო, რაც ქართველი ფეხბურთელის ფრანგულ კლუბში გადასვლას მიეძღვნა. კონტრაქტის გაფორმებიდან მალევე პსჟ-ს გვერდი "კვარას" ვიდეოებითა და ფოტოებით აჭრელდა.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ხვიჩა!

ხვიჩა პარიზელია" - ამ შინაარსის პოსტებია კლუბის ფეისბუქ გვერდზე.

"ნეაპოლიდან პარიზამდე! ედინსონი, ეზეკიელი, ფაბიანი და ხვიჩა" - წერს ფოტოს კომენტირებისას ფრანგული კლუბი

ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვან დღეებში მის გვერდით მეუღლეა. ამჯერადაც პარიზში იმყოფებოდა ნიცა თავაძე.

"უბედნიერესი დღე კვარასთვის და ნიცასთვის" - ამ კომენტარით ავრცელებს GEO TEAM ხვიჩას და "კვარას ფოტოს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნეაპოლი მეუღლესთან ერთად გუშინ დატოვა და პარიზში გაემგზავრა.

ამის ამსახველი ვიდეო CalcioNapoli24 - მა გამოაქვეყნა.

ხვიჩას ყველა ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელი გამოემშვიდობა და წარმატება უსურვა. თავად "კვარაც" ძალიან შთამბეჭდავი ვიდეოთი დაემშვიდობა "ნაპოლის" და ნეაპოლს. დრის მერტენსმა, რომელიც კლუბში 2013-2022 წლებში თამაშობდა, ახლა კი "გალათასარაიში“ ვიქტორ ოსიმენთან ერთად ასპარეზობს, ქართველს გამოსამშვიდობებელი ვიდეოს გამო მადლობა გადაუხადა.

ვიდეო ყველა ფრანგულმა გამოცემამ გამოაქვეყნა. RMC Sport-ი წერს, რომ "კვარას“ თუ უნდოდა გულშემატკივრები აეტირებინა, ეს გამოუვიდა, საერთოდ გუნდის გამოცვლისას ფეხბურთელების გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვები წესად იქცა, თუმცა ხვიჩამ ეს განსაკუთრებულად გააკეთა.

"პარიზიენი“ იტყობინება, რომ კვარაცხელია „პარი სენ ჟერმენში“ თავისი სტატუსის ფეხბურთელის შესაბამის ხელფასს მიიღებს, ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდება და პირველად 25 იანვარს "რეიმსთან“ ითამაშებს.

წაიკითხეთ ასევე: