საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელის სამხედრო კაბინეტმა მხარი დაუჭირა "ჰამასთან" სამშვიდობო შეთანხმებას და რას ითვალისწინებს ზავის პირობები, რომელიც გეგმის მიხედვით, 19 იანვარს უნდა ამოქმედდეს?
ისრაელის სამხედრო კაბინეტმა მხარი დაუჭირა "ჰამასთან" სამშვიდობო შეთანხმებას და რას ითვალისწინებს ზავის პირობები, რომელიც გეგმის მიხედვით, 19 იანვარს უნდა ამოქმედდეს?

ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო კა­ბი­ნეტ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას "ჰა­მას­თან", რო­მელ­საც მხა­რე­ებ­მა მიმ­დი­ნა­რე კვი­რის და­სა­წყის­ში, დო­ჰა­ში მი­აღ­წი­ეს ბოლო წუ­თამ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო, შეძ­ლებ­და თუ არა ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას შა­ბა­თამ­დე. ეს მო­ხერ­ხდა და შე­თან­ხმე­ბა ძა­ლა­ში შევა ისე, რო­გორც და­გეგ­მი­ლი იყო.

სამ­ხედ­რო კა­ბი­ნე­ტი იყო პირ­ვე­ლი, ვინც და­ამ­ტკი­ცა შე­თან­ხმე­ბა. მას შემ­დეგ, რაც კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი ცნო­ბი­ლი გახ­და, ის­რა­ე­ლის პრე­ზი­დენ­ტმა ისა­აკ ჰერ­ცოგ­მა იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტიც და­დე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს. კენ­ჭისყრა დღეს­ვე გა­ი­მარ­თე­ბა.

”ეს არის სა­სი­ცო­ცხლო ნა­ბი­ჯი იმ ფუნ­და­მენ­ტუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­კენ, რაც ჩვენს ერს აქვს თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე", - თქვა ჰერ­ცოგ­მა.

ამას­თა­ნა­ვე, მან დას­ძი­ნა, რომ არ აქვს ილუ­ზი­ე­ბი და მშვე­ნივ­რად ეს­მის, რომ ამ შე­თან­ხმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას ბევ­რი "მტკივ­ნე­უ­ლი და მძი­მე მო­მენ­ტი“ იქ­ნე­ბა

შე­თან­ხმე­ბის პი­რო­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ზავი ძა­ლა­ში მომ­დევ­ნო კვი­რას, 19 იან­ვარს შევა. იმა­ვე დღეს და­ი­წყე­ბა "ჰა­მა­სის" ტყვე­ო­ბი­დან 33 ის­რა­ე­ლე­ლი მძევ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცე­სი.

ბოლო მო­მენ­ტამ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი იყო, შეძ­ლებ­და თუ არა ის­რა­ე­ლის კა­ბი­ნე­ტი პა­რას­კევს შეკ­რე­ბას, რად­გან მი­ნის­ტრე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი რე­ლი­გი­უ­რი ხალ­ხია და იცავს შა­ბათს, რო­მე­ლიც, ებ­რა­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, პა­რას­კევს სა­ღა­მოს იწყე­ბა.

შე­თან­ხმე­ბა ხუთ­შა­ბათს რის­კის ქვეშ დად­გა, მას შემ­დეგ, რაც ნე­თა­ნი­აჰუმ "ჰა­მა­სი“ ზა­ვის გარ­კვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მისი კა­ბი­ნე­ტი არ შე­იკ­რი­ბე­ბო­და მა­ნამ, ვიდ­რე დაჯ­გუ­ფე­ბა ყვე­ლა პი­რო­ბას არ და­თან­ხმდე­ბო­და.

ზა­ვის პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, პირ­ველ 6-კვი­რი­ან ფა­ზა­ში, "ჰა­მა­სი“ ღა­ზა­ში მყო­ფი და­ახ­ლო­ე­ბით 98 მძევ­ლი­დან 33-ს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს. სა­ნაც­ვლოდ, ის­რა­ე­ლი პა­ლეს­ტი­ნის და­სახ­ლე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნე­ბი­დან ჯა­რებს გა­მო­იყ­ვანს და და 1 000-მდე პა­ლეს­ტი­ნელ პა­ტი­მარს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლებს.

მე­ო­რე ფაზა ის­რა­ე­ლის ჯა­რის სრულ გაყ­ვა­ნას და "მდგრა­დი მშვი­დო­ბის" დაბ­რუ­ნე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მე­სა­მე და ბოლო ეტა­პი მო­ი­ცავს დარ­ჩე­ნი­ლი მძევ­ლე­ბის ცხედ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას და ღა­ზის რე­კონ­სტრუქ­ცი­ას, რა­საც შე­იძ­ლე­ბა წლე­ბი დას­ჭირ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, 2023 წლის 7 ოქ­ტომ­ბერს სამ­ხრეთ ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმის დროს ის­ლა­მის­ტურ­მა ჯგუ­ფებ­მა და­ახ­ლო­ე­ბით 250 ადა­მი­ა­ნი ტყვედ აიყ­ვა­ნეს. გა­რი­გე­ბის დროს, 2023 წელს პირ­ვე­ლი გაც­ვლის ფარ­გლებ­ში 105 ადა­მი­ა­ნი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. "ჰა­მა­სის" ტყვე­ო­ბა­ში ასამ­დე ადა­მი­ა­ნი რჩე­ბა. 30-ზე მეტი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გარ­დაც­ვლი­ლია.

ავტორი:

ისრაელის სამხედრო კაბინეტმა მხარი დაუჭირა "ჰამასთან" სამშვიდობო შეთანხმებას და რას ითვალისწინებს ზავის პირობები, რომელიც გეგმის მიხედვით, 19 იანვარს უნდა ამოქმედდეს?

ისრაელის სამხედრო კაბინეტმა მხარი დაუჭირა "ჰამასთან" სამშვიდობო შეთანხმებას და რას ითვალისწინებს ზავის პირობები, რომელიც გეგმის მიხედვით, 19 იანვარს უნდა ამოქმედდეს?

ისრაელის სამხედრო კაბინეტმა მხარი დაუჭირა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას "ჰამასთან", რომელსაც მხარეებმა მიმდინარე კვირის დასაწყისში, დოჰაში მიაღწიეს ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, შეძლებდა თუ არა ისრაელის მთავრობა გადაწყვეტილების მიღებას შაბათამდე. ეს მოხერხდა და შეთანხმება ძალაში შევა ისე, როგორც დაგეგმილი იყო.

სამხედრო კაბინეტი იყო პირველი, ვინც დაამტკიცა შეთანხმება. მას შემდეგ, რაც კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა, ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრთა კაბინეტიც დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს. კენჭისყრა დღესვე გაიმართება.

”ეს არის სასიცოცხლო ნაბიჯი იმ ფუნდამენტური ვალდებულებების შესრულებისკენ, რაც ჩვენს ერს აქვს თავისი მოქალაქეების წინაშე", - თქვა ჰერცოგმა.

ამასთანავე, მან დასძინა, რომ არ აქვს ილუზიები და მშვენივრად ესმის, რომ ამ შეთანხმების განხორციელებისას ბევრი "მტკივნეული და მძიმე მომენტი“ იქნება

შეთანხმების პირობების მიხედვით, ზავი ძალაში მომდევნო კვირას, 19 იანვარს შევა. იმავე დღეს დაიწყება "ჰამასის" ტყვეობიდან 33 ისრაელელი მძევლის გათავისუფლების პროცესი.

ბოლო მომენტამდე გაურკვეველი იყო, შეძლებდა თუ არა ისრაელის კაბინეტი პარასკევს შეკრებას, რადგან მინისტრების მნიშვნელოვანი ნაწილი რელიგიური ხალხია და იცავს შაბათს, რომელიც, ებრაული ტრადიციის თანახმად, პარასკევს საღამოს იწყება.

შეთანხმება ხუთშაბათს რისკის ქვეშ დადგა, მას შემდეგ, რაც ნეთანიაჰუმ "ჰამასი“ ზავის გარკვეული პირობების უგულებელყოფაში დაადანაშაულა. ისრაელის პრემიერმა განაცხადა, რომ მისი კაბინეტი არ შეიკრიბებოდა მანამ, ვიდრე დაჯგუფება ყველა პირობას არ დათანხმდებოდა.

ზავის პირობების თანახმად, პირველ 6-კვირიან ფაზაში, "ჰამასი“ ღაზაში მყოფი დაახლოებით 98 მძევლიდან 33-ს გაათავისუფლებს. სანაცვლოდ, ისრაელი პალესტინის დასახლებული რაიონებიდან ჯარებს გამოიყვანს და და 1 000-მდე პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს.

მეორე ფაზა ისრაელის ჯარის სრულ გაყვანას და "მდგრადი მშვიდობის" დაბრუნებას ითვალისწინებს.

მესამე და ბოლო ეტაპი მოიცავს დარჩენილი მძევლების ცხედრების დაბრუნებას და ღაზის რეკონსტრუქციას, რასაც შეიძლება წლები დასჭირდეს.

შეგახსენებთ, 2023 წლის 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე თავდასხმის დროს ისლამისტურმა ჯგუფებმა დაახლოებით 250 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. გარიგების დროს, 2023 წელს პირველი გაცვლის ფარგლებში 105 ადამიანი გაათავისუფლეს. "ჰამასის" ტყვეობაში ასამდე ადამიანი რჩება. 30-ზე მეტი, სავარაუდოდ, გარდაცვლილია.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"