მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ... ეს არის სიმბოლო, რომ" - ალიევისა და კობახიძის შეხვედრის დეტალები (ფოტოები)
"არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ... ეს არის სიმბოლო, რომ" - ალიევისა და კობახიძის შეხვედრის დეტალები (ფოტოები)

სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტი არ­ჩე­ვან­ში და­გეგ­მეთ, ეს არის სიმ­ბო­ლო, რომ უმაღ­ლე­სი დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს, - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შეხ­ვდა.

ილ­ჰამ ალი­ევ­მა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

"ეს ვი­ზი­ტი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის არის იმ­დე­ნად, რამ­დე­ნა­დაც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ თქვე­ნი პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტია. ვი­ყე­ნებ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მო­გი­ლო­ცავთ „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ გა­მარ­ჯვე­ბას. გი­სურ­ვებთ თქვენ და თქვენს გუნდს წარ­მა­ტე­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი უცხო­უ­რი ვი­ზი­ტი არ­ჩე­ვან­ში და­გეგ­მეთ, ეს არის სიმ­ბო­ლო, რომ უმაღ­ლე­სი დო­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გაგ­ვაჩ­ნია აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს. მინ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ“, - აღ­ნიშ­ნა ილ­ჰამ ალი­ევ­მა.

ამას­თან, ილ­ჰამ ალი­ევ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მა­ტე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ ფაქტს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა იქ­ნე­ბა.

"პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა­ზე ვი­სა­უბ­რეთ და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბა­ზე, „შუა დე­რეფ­ნის“ პრო­ექ­ტზე. ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბი მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს პრო­ექ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ პრო­ექ­ტში მჭიდ­რო კავ­ში­რი უნდა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­მე­ზობ­ლო­ში სხვა ქვეყ­ნებ­თან. აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ის კავ­ში­რი და ხიდი, რო­მე­ლიც დამ­ყარ­დე­ბა ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის. ჩვენ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ამას.

ვი­ცით, რომ ტრან­სპორ­ტის ინფრას­ტრუქ­ტუ­რა სა­ქარ­თვე­ლო­სიც ფარ­თოვ­დე­ბა, რო­გორც აზერ­ბა­ი­ჯან­ში. გან­სა­კუთ­რე­ბით შე­ე­ხე­ბა სატ­რან­სპორ­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ციფ­როვ­ნე­ბას. ეს ძა­ლის­ხმე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს ორი­ვე ქვე­ყა­ნა­ში, იმ ერე­ბის სა­კე­თილ­დღე­ოდ, რო­მელ­საც წარ­მო­ვად­გენთ. ჩვენ ვართ უცი­ლო­ბე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და ძა­ლი­ან ფა­სე­უ­ლი სერ­ვი­სე­ბი შეგ­ვიძ­ლია შევ­თა­ვა­ზოთ სხვებ­საც. ძა­ლი­ან ბევ­რის მიღ­წე­ვა მო­ვა­ხერ­ხეთ, დე­ტა­ლებ­ში არ შე­ვალ, ამას გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მატ­ში გან­ვი­ხი­ლავთ. მინ­და და­ვა­მა­ტო, რომ თქვე­ნი პარ­ტი­ის წარ­მა­ტე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოფს იმ ფაქტს, რომ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში იქ­ნე­ბა სტა­ბი­ლუ­რო­ბა, თქვე­ნი ძმე­ბის და მე­გობ­რე­ბის რან­გში, ჩვენ გვა­ხა­რებს თქვე­ნი წარ­მა­ტე­ბა, გი­სურ­ვებთ მომ­დევ­ნო წარ­მა­ტე­ბას მო­მა­ვალ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ალი­ევ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ... ეს არის სიმბოლო, რომ" - ალიევისა და კობახიძის შეხვედრის დეტალები (ფოტოები)

"არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში დაგეგმეთ... ეს არის სიმბოლო, რომ" - ალიევისა და კობახიძის შეხვედრის დეტალები (ფოტოები)

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი არჩევანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდა.

ილჰამ ალიევმა "ქართულ ოცნებას" არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"ეს ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობის არის იმდენად, რამდენადაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი უცხოური ვიზიტია. ვიყენებ შესაძლებლობას და მოგილოცავთ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას. გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს წარმატებას. ბუნებრივია, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პირველი უცხოური ვიზიტი არჩევანში დაგეგმეთ, ეს არის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები გაგვაჩნია აზერბაიჯანსა და საქართველოს. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ამასთან, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობა იქნება.

"პირისპირ შეხვედრაზე ვისაუბრეთ დაკავშირებადობაზე, „შუა დერეფნის“ პროექტზე. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ. ჩვენი ჩართულობა რეგულარულია. დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებული იქნება. ამ პროექტში მჭიდრო კავშირი უნდა შევინარჩუნოთ სამეზობლოში სხვა ქვეყნებთან. აზერბაიჯანი და საქართველო იქნება ის კავშირი და ხიდი, რომელიც დამყარდება ევროპასა და აზიას შორის. ჩვენ წარმატებულად ვახორციელებთ ამას.

ვიცით, რომ ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა საქართველოსიც ფართოვდება, როგორც აზერბაიჯანში. განსაკუთრებით შეეხება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაციფროვნებას. ეს ძალისხმევა მიმდინარეობს ორივე ქვეყანაში, იმ ერების საკეთილდღეოდ, რომელსაც წარმოვადგენთ. ჩვენ ვართ უცილობელი პარტნიორები და ძალიან ფასეული სერვისები შეგვიძლია შევთავაზოთ სხვებსაც. ძალიან ბევრის მიღწევა მოვახერხეთ, დეტალებში არ შევალ, ამას გაფართოებულ ფორმატში განვიხილავთ. მინდა დავამატო, რომ თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში, ჩვენ გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ მომდევნო წარმატებას მომავალში“, - აღნიშნა ალიევმა.