მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშელ ობამას "ბოიკოტი" ტრამპს - ყოფილი პირველი ლედი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება: "პირველი შემთხვევაა, როცა ტრადიცია ირღვევა"
მიშელ ობამას "ბოიკოტი" ტრამპს - ყოფილი პირველი ლედი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება: "პირველი შემთხვევაა, როცა ტრადიცია ირღვევა"

დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია 2025 წლის 20 იან­ვარს გა­ი­მარ­თე­ბა. 54 წლის მე­ლა­ნია ტრამ­პი პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბა. მის თქმით, პირ­ვე­ლი ლე­დის რო­ლის მორ­გე­ბა უფრო მარ­ტი­ვი იქ­ნე­ბა:

  • "ჩემი პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტია ვიყო დედა, ვიყო პირ­ვე­ლი ლედი და ვიყო ცოლი. 20 იან­ვრის შემ­დეგ ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში ვიქ­ნე­ბი. თა­ვი­დან ეს ჩემ­თვის გა­მოწ­ვე­ვა იყო, მაგ­რამ ამ­ჯე­რად გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს... " - ამ­ბობს მე­ლა­ნია და აღ­ნიშ­ნავს, რომ 2017 წელს ობა­მე­ბის­გან თბი­ლი დახ­ვედ­რა არ მი­უ­ღია.

ეს კო­მენ­ტა­რი მან მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც გა­ირ­კვა, რომ მი­შელ ობა­მა ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას არ და­ეს­წრე­ბა. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ­ღვევს ტრა­დი­ცი­ას, რო­მე­ლიც, რო­გორც წესი, მო­ი­ცავს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და მათ მე­უღ­ლე­ე­ბის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე დას­წრე­ბას, მი­უ­ხე­და­ვად მათი პარ­ტი­უ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა. მე­დი­ის ცნო­ბით, ინა­უ­გუ­რა­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტი ჯორჯ ბუში და მისი მე­უღ­ლე ლორა, ასე­ვე ბილ და ჰი­ლა­რი კლინ­ტო­ნე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან.

"ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ბა­რაკ ობა­მამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ და­ეს­წრე­ბა მე-60 ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ცე­რე­მო­ნი­ას. ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მი­შელ ობა­მა მო­მა­ვალ ინა­უ­გუ­რა­ცი­ას არ და­ეს­წრე­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ტრა­დი­ცია ამ გზით ირ­ღვე­ვა. თა­ვად ტრამ­პი არ და­ეს­წრო ჯო ბა­ი­დე­ნის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას 2021 წელს.

ორ­შა­ბათს ტრამ­პი პრე­ზი­დენ­ტის ფიცს მე­ო­რედ და­დებს, რაც ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი დაბ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა.

  • ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია

20 იან­ვარს, ვა­შინგტონ­ში, აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ფი­ცის და­დე­ბი­სა და ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ას, სა­ი­ნა­უ­გუ­რა­ციო ლანჩს, მსვლე­ლო­ბას, აღ­ლუმ­სა და სხვა პრო­ცე­დუ­რებს მო­ი­ცავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას კონ­გრე­სის რამ­დე­ნი­მე დე­მოკ­რატ­მა წევ­რმა ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და. მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, აშშ-ის 47-ე პრე­ზი­დენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბის შანსს ხე­ლი­დან არ უშ­ვე­ბენ ამე­რი­კი­სა და მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნე­ბი.

ამე­რი­კულ­მა Forbes-მა ის მი­ლი­არ­დე­რე­ბი და­ა­სა­ხე­ლა, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ კვი­რას დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას და­ეს­წრე­ბი­ან. რო­გორც გა­მო­ცე­მა იუ­წყე­ბა, მათ შო­რის იქ­ნე­ბა ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს სამი უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნი: Amazon-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ჯეფ ბე­ზო­სი, რომ­ლის ქო­ნე­ბაც, Forbes-ის შე­ფა­სე­ბით, $237.1 მი­ლი­არ­დია; Meta-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი მარკ ცუ­კერ­ბერ­გი, რო­მე­ლიც $213.3 მი­ლი­არ­დად შე­ფა­სე­ბულ ქო­ნე­ბას ფლობს; Tesla-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ილონ მას­კი, რომ­ლის სიმ­დიდ­რე 434.9 მი­ლი­არდს უტოლ­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

მიშელ ობამას "ბოიკოტი" ტრამპს - ყოფილი პირველი ლედი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება: "პირველი შემთხვევაა, როცა ტრადიცია ირღვევა"

მიშელ ობამას "ბოიკოტი" ტრამპს - ყოფილი პირველი ლედი პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრება: "პირველი შემთხვევაა, როცა ტრადიცია ირღვევა"

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 2025 წლის 20 იანვარს გაიმართება. 54 წლის მელანია ტრამპი პრეზიდენტის რეზიდენციაში დასაბრუნებლად ემზადება. მის თქმით, პირველი ლედის როლის მორგება უფრო მარტივი იქნება:

  • "ჩემი პირველი პრიორიტეტია ვიყო დედა, ვიყო პირველი ლედი და ვიყო ცოლი. 20 იანვრის შემდეგ ქვეყნის სამსახურში ვიქნები. თავიდან ეს ჩემთვის გამოწვევა იყო, მაგრამ ამჯერად გამოცდილება მაქვს... " - ამბობს მელანია და აღნიშნავს, რომ 2017 წელს ობამებისგან თბილი დახვედრა არ მიუღია.

ეს კომენტარი მან მას შემდეგ გააკეთა, რაც გაირკვა, რომ მიშელ ობამა ტრამპის ინაუგურაციას არ დაესწრება. ეს გადაწყვეტილება არღვევს ტრადიციას, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ყოფილი პრეზიდენტებისა და მათ მეუღლეების ინაუგურაციაზე დასწრებას, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა. მედიის ცნობით, ინაუგურაციას პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი მეუღლე ლორა, ასევე ბილ და ჰილარი კლინტონები დაესწრებიან.

"ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაადასტურა, რომ დაესწრება მე-60 ინაუგურაციის ცერემონიას. ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა მომავალ ინაუგურაციას არ დაესწრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტრადიცია ამ გზით ირღვევა. თავად ტრამპი არ დაესწრო ჯო ბაიდენის ინაუგურაციას 2021 წელს.

ორშაბათს ტრამპი პრეზიდენტის ფიცს მეორედ დადებს, რაც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი პოლიტიკური დაბრუნება იქნება.

  • ტრამპის ინაუგურაცია

20 იანვარს, ვაშინგტონში, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია გაიმართება. ღონისძიება ფიცის დადებისა და ხელმოწერის ცერემონიას, საინაუგურაციო ლანჩს, მსვლელობას, აღლუმსა და სხვა პროცედურებს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ტრამპის ინაუგურაციას კონგრესის რამდენიმე დემოკრატმა წევრმა ბოიკოტი გამოუცხადა. მათგან განსხვავებით, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტთან ურთიერთობის გამყარების შანსს ხელიდან არ უშვებენ ამერიკისა და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები.

ამერიკულმა Forbes-მა ის მილიარდერები დაასახელა, რომლებიც მომავალ კვირას დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრებიან. როგორც გამოცემა იუწყება, მათ შორის იქნება ამ დროისთვის მსოფლიოს სამი უმდიდრესი ადამიანი: Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი, რომლის ქონებაც, Forbes-ის შეფასებით, $237.1 მილიარდია; Meta-ს გენერალური დირექტორი მარკ ცუკერბერგი, რომელიც $213.3 მილიარდად შეფასებულ ქონებას ფლობს; Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი, რომლის სიმდიდრე 434.9 მილიარდს უტოლდება.