ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომ საქართველო 2025 წელს არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"წარმოუდგენელ წაუსავლეთში არიან… დავოსში საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის ბიზნესმენებიც კი ჩადიან და ამათ უარი უთხრეს… აბუ დაბიც მოგენატრებით" - წერს ხუხაშვილი.
უწყებაში არ პასუხობენ კითხვას, იყო თუ არა საქართველო აღნიშნულ ღონისძიებებზე მიწვეული.
ინფორმაციისთვის, დავოსის ეკონომიკური ფორუმი მიმდინარე წლის 20-24 იანვარს უნდა გაიმართოს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია კი 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი.