მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ "ქართული ოცნების“ სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ - ეს თვითკრიტიკის ნაწილია" - მიხაილ როთი
"ჩვენ "ქართული ოცნების“ სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ - ეს თვითკრიტიკის ნაწილია" - მიხაილ როთი

ჩვენ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სტრუქ­ტუ­რა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის როლი სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ვა­ფა­სეთ, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მი­ხა­ილ როთ­მა თბი­ლის­ში მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ჩვე­ნი შეც­დო­მა ის იყო, რომ ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ ოლი­გარ­ქის ხელ­ში პარ­ტია ჩვენს მა­ღალ დე­მოკ­რა­ტი­ულ სტან­დარ­ტებს ვე­რას­დროს და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. მკა­ფი­ოდ ვი­ტყვი, რომ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ჩემი პარ­ტი­ის ოჯახს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გვქონ­და, ისი­ნი ჩვენს პარ­ტი­ულ ყრი­ლო­ბებს ეს­წრე­ბოდ­ნენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ევ­რო­კავ­შირ­ში პროგ­რე­სუ­ლი პარ­ტი­ე­ბის, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლის­ტე­ბის პარტნი­ო­რი იყო. ეს 2012 წელს და­ი­წყო და, რა თქმა უნდა, გვა­ხა­რებ­და ის, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი იყო და გვქონ­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამ პარ­ტი­ას სურ­და და შე­ეძ­ლო ქვე­ყა­ნა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რე­მარ­თა. მაგ­რამ, ყო­ველ­თვის როცა აქ ვი­ზი­ტით ვი­ყა­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე კო­ლე­გა მე­უბ­ნე­ბო­და: შე­ხე­დე ამ უზარ­მა­ზარ შუ­შის შე­ნო­ბას გო­რა­კის თავ­ზე. მას ვე­რას­დროს შეხ­ვდე­ბი, მაგ­რამ ის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რია. ბა­ტო­ნი ივა­ნიშ­ვი­ლი ამ ქვე­ყა­ნა­ში დო­მი­ნან­ტი ფი­გუ­რაა და, რა თქმა უნდა, ის ძა­ლი­ან მდი­და­რია“, - უპა­სუ­ხა მი­ხა­ილ როთ­მა კი­თხვას იმის შე­სა­ხებ, თუ სად და­უშ­ვა შეც­დო­მა და­სავ­ლეთ­მა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კურ­სი­სა და პო­ზი­ცი­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას.

მისი თქმით, და­სავ­ლე­თი"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას“ შანსს აძ­ლევ­და.

"ჩვენ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ შან­სი მი­ვე­ცით და მე ვი­ყა­ვი ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც მო­ი­თხო­ვა, რომ ისი­ნი ჩვენს სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ ოჯახ­ში აღარ მიგ­ვე­ღო. იმი­ტომ, რომ მეც, ისე­ვე რო­გორც ბევ­რმა სხვამ, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რეთ, რომ თქვენს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მსგავს ქცე­ვას პროგ­რე­სულ პო­ლი­ტი­კას­თან, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­ულ პო­ლი­ტი­კას­თან და ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს. ასე რომ, ჩვენ პარ­ტი­ის სტრუქ­ტუ­რა და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის როლი სა­თა­ნა­დოდ ვერ შე­ვა­ფა­სეთ. ეს თვითკრი­ტი­კის ნა­წი­ლია. ჩვენ ჩუ­მად ვი­ყა­ვით, როცა რე­ჟი­მი "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის“ შე­სა­ხებ სა­უ­ბარს იწყებ­და. ერ­თა­დერ­თი "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია“ არ­სე­ბობს და ეს რუ­სე­თია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ხა­ილ როთ­მა.

ავტორი:

"ჩვენ "ქართული ოცნების“ სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ - ეს თვითკრიტიკის ნაწილია" - მიხაილ როთი

"ჩვენ "ქართული ოცნების“ სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ - ეს თვითკრიტიკის ნაწილია" - მიხაილ როთი

ჩვენ "ქართული ოცნების“ სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თბილისში მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ვერ გავაცნობიერეთ, რომ ოლიგარქის ხელში პარტია ჩვენს მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს ვერასდროს დააკმაყოფილებდა. მკაფიოდ ვიტყვი, რომ "ქართული ოცნება“ ჩემი პარტიის ოჯახს მიეკუთვნებოდა. კარგი თანამშრომლობა გვქონდა, ისინი ჩვენს პარტიულ ყრილობებს ესწრებოდნენ. "ქართული ოცნება“ ევროკავშირში პროგრესული პარტიების, სოციალ-დემოკრატებისა და სოციალისტების პარტნიორი იყო. ეს 2012 წელს დაიწყო და, რა თქმა უნდა, გვახარებდა ის, რომ გარკვეული პოზიტიური ცვლილებები იყო და გვქონდა შთაბეჭდილება, რომ ამ პარტიას სურდა და შეეძლო ქვეყანა სწორი მიმართულებით წარემართა. მაგრამ, ყოველთვის როცა აქ ვიზიტით ვიყავი, საქართველოს პარლამენტიდან რამდენიმე კოლეგა მეუბნებოდა: შეხედე ამ უზარმაზარ შუშის შენობას გორაკის თავზე. მას ვერასდროს შეხვდები, მაგრამ ის ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირია. ბატონი ივანიშვილი ამ ქვეყანაში დომინანტი ფიგურაა და, რა თქმა უნდა, ის ძალიან მდიდარია“, - უპასუხა მიხაილ როთმა კითხვას იმის შესახებ, თუ სად დაუშვა შეცდომა დასავლეთმა "ქართული ოცნების“ კურსისა და პოზიციების შეფასებისას.

მისი თქმით, დასავლეთი"ქართული ოცნებას“ შანსს აძლევდა.

"ჩვენ "ქართულ ოცნებას“ შანსი მივეცით და მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც მოითხოვა, რომ ისინი ჩვენს სოციალ-დემოკრატიულ ოჯახში აღარ მიგვეღო. იმიტომ, რომ მეც, ისევე როგორც ბევრმა სხვამ, გავაცნობიერეთ, რომ თქვენს ქვეყანაში არსებულ მსგავს ქცევას პროგრესულ პოლიტიკასთან, სოციალ-დემოკრატიულ პოლიტიკასთან და ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ აქვს. ასე რომ, ჩვენ პარტიის სტრუქტურა და ბიძინა ივანიშვილის როლი სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ეს თვითკრიტიკის ნაწილია. ჩვენ ჩუმად ვიყავით, როცა რეჟიმი "გლობალური ომის პარტიის“ შესახებ საუბარს იწყებდა. ერთადერთი "გლობალური ომის პარტია“ არსებობს და ეს რუსეთია“, - განაცხადა მიხაილ როთმა.