მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“ - ნეაპოლი კვარაცხელიას ემშვიდობება: ხვიჩას "ლოცვა" მარადონას მურალთან და პსჟ-ში ტრანსფერის დეტალები
"ჩვენ არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“ - ნეაპოლი კვარაცხელიას ემშვიდობება: ხვიჩას "ლოცვა" მარადონას მურალთან და პსჟ-ში ტრანსფერის დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შემ­ტევ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას პა­რიზ­ში ელო­დე­ბი­ან, სა­დაც მისი პსჟ-ში ტრანსფე­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად უნდა და­დას­ტურ­დეს.

მა­ნამ­დე კი ის ნე­ა­პოლ­ში დი­ე­გო მა­რა­დო­ნას მუ­რალს ეს­ტუმ­რა. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ვია ემა­ნუ­ე­ლე დე დეოს კვარ­ტალ­ში ცნო­ბილ ფრეს­კას­თან ხალ­ხი მატ­ჩამ­დე მი­დის და მა­რა­დო­ნას მო­გე­ბას შეს­თხო­ვენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხვი­ჩა­საც ბრწყინ­ვა­ლე ას­პა­რე­ზო­ბის გამო, პირ­ველ­სა­ვე სე­ზონ­ში "კვა­რა­დო­ნა" უწო­დეს.

00:00 / 00:00

ხვი­ჩა უკვე და­ემ­შვი­დო­ბა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რაც AreaNapoli-ს ცნო­ბით, ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი და გუ­ლის ამა­ჩუ­ყე­ბე­ლი მო­მენ­ტი იყო.

"ეს "ნა­პო­ლი­ში“ "კვა­რას“ ბოლო დღე გახ­ლდათ, რო­მელ­მაც აქ თით­ქმის 2.5 წელი გა­ა­ტა­რა. ის საკ­მა­ოდ ცი­ვად მი­ე­სალ­მა ან­ტო­ნიო კონ­ტეს. მწვრთნე­ლი ქარ­თვე­ლის მო­უ­ლოდ­ნე­ლი წას­ვლით აშ­კა­რად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩა. ხვი­ჩა სა­ერ­თო ჯამ­ში კარ­გი ბი­ჭია, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ბევ­რს თა­ვი­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით გული დას­წყვი­ტა“, - წერს გა­მო­ცე­მა.

  • რა არის ცნო­ბი­ლი კვა­რა­ცხე­ლა­ის ტრანსფე­რის ფი­ნან­სურ მხა­რე­ზე?

Areanapoli წერს, რომ "ნა­პო­ლი“ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ხით მე­სა­მე სკუ­დე­ტოს შე­მოქ­მედს კარ­გავს, მის პსჟ-ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­დას­ვლას მხო­ლოდ კონ­ტრაქ­ტზე ხე­ლის მო­წე­რა აკ­ლია და ნე­ა­პო­ლუ­რი კლუ­ბის პრე­ზი­დენტს აუ­რე­ლიო დე ლა­უ­რენ­ტისს შე­უძ­ლია თავი სატ­რანსფე­რო თან­ხით და­იმ­შვი­დოს, რო­მე­ლიც ბო­ნუ­სე­ბი­ა­ნად 70 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტია. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სო­ლი­დურ სა­კო­მი­სი­ოს, 2.8 მი­ლი­ონს ფეხ­ბურ­თე­ლის აგენ­ტი და მამა მი­ი­ღე­ბენ და ეს თან­ხა მათ უნდა გა­ი­ყონ. "კვა­რა" კი "პარი სენ ჟერ­მენ­ში“ მთლი­ა­ნო­ბა­ში წე­ლი­წად­ში 11 მი­ლი­ონს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს.

  • გულ­და­წყვე­ტი­ლი ნე­ა­პო­ლე­ლი ტი­ფო­ზე­ბი

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას "ნა­პო­ლი­დან“ წას­ვლის გამო ად­გი­ლობ­რი­ვი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი გულ­და­წყვე­ტი­ლე­ბი დარ­ჩნენ, რაც ყვე­ლამ თა­ვი­სე­ბუ­რად გა­მო­ხა­ტა - ზოგ­მა მად­ლი­ე­რე­ბით, ზოგ­მა გაბ­რა­ზე­ბით და საყ­ვე­დუ­რე­ბით. შუა სე­ზონ­ში კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, რა თქმა უნდა, ყვე­ლა უკ­მა­ყო­ფი­ლოა და ზო­გი­ერ­თი ამას უც­ნა­უ­რად გა­მო­ხა­ტავს. ერ­თმა ქო­მაგ­მა ქარ­თვე­ლის მუ­ყა­ოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა ნაგ­ვის კონ­ტე­ი­ნერ­ში ჩა­აგ­დო, სუ­რა­თი გა­და­უ­ღო და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამან, რა თქმა უნდა, ქარ­თვე­ლი ფა­ნე­ბის გაბ­რა­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია, თუმ­ცა, რო­გორც წესი, გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ხში­რად იქ­ცე­ვი­ან ასე და ამა­ზე უა­რე­სა­დაც.

იტა­ლი­ე­ლებს შო­რის არი­ან ისე­თე­ბიც, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლის პსჟ-ში გა­დას­ვლას პრაგ­მა­ტუ­ლად აღიქ­ვა­მენ და ამ­ბო­ბენ, რომ სატ­რანსფე­რო თან­ხით "კვა­რას“ შე­საც­ვლე­ლი "სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბის“ შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბა.

ცნო­ბილ­მა ნე­ა­პო­ლელ­მა ად­ვო­კატ­მა და თა­ვი­სი ქა­ლა­ქის გუნ­დის დიდ­მა ქო­მაგ­მა მა­რიო კო­ლე­ლამ ხვი­ჩას შე­სა­ხებ პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"მან 33 წლის შემ­დეგ მე­სა­მე სკუ­დე­ტოს მო­პო­ვე­ბა­ში გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა და ამი­სათ­ვის მხო­ლოდ მად­ლობ­ლე­ბი უნდა ვი­ყოთ. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გახ­რწნი­ლი (დიახ, გახ­რწნი­ლი) და ვულ­გა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, რომ­ლებ­მაც ვი­თომ არ იცი­ან, რო­გო­რაა მო­წყო­ბი­ლი სამ­ყა­რო. რომ­ლის შე­მად­გე­ნელ­ნი თა­ვად არი­ან. ხვი­ჩა მსგავს მო­თა­მა­შეს ახლა იშ­ვი­ა­თად ნა­ხავ, "ვე­ლუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლია“, ხა­სი­ა­თის ზო­გი­ერ­თი სი­სუს­ტის მქო­ნე პო­ე­ტია. ის ბავ­შვებს აი­ძუ­ლებს თავი შე­აყ­ვა­როს და დარ­ჩეს იმ თა­ო­ბის გულ­ში, რო­მელ­საც მა­რა­დო­ნას ეპო­ქა არ ახ­სოვს. ამან და უკვე მხო­ლოდ ამან უნდა შე­გაგ­რძნო­ბი­ნოს ამ ბი­ჭის მნიშ­ვნე­ლო­ბა და კარ­გი ზე­გავ­ლე­ნა ნე­ა­პოლ­ზე. ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მსჯე­ლო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია და სამ­წუ­ხა­როდ, "კვა­რას“ ალ­ბათ, აქ აღარ ვი­ხი­ლავთ. პი­რა­დად მე მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ და ყო­ვე­ლი­ვე სა­უ­კე­თე­სოს ვუ­სურ­ვებ. ამ ახალ­გაზ­რდას კი­დევ ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლია თა­ვის­თვის და ქო­მა­გე­ბის­თვის, ლა­მა­ზი თა­მა­შით და ბავ­შვუ­რი გა­მო­ხედ­ვით. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა და­ი­ვი­წყო, მაგ­რამ სა­ჩემ­პი­ო­ნო ტი­ტუ­ლი - არა. ხვი­ჩამ არ უნდა დაგ­ვი­ვი­წყოს და არც ჩვენ და­ვი­ვი­წყებთ, არ და­ვი­ვი­წყებთ შენს არ­ცერთ გოლს, არ­ცერთ დრიბ­ლინგს. Ciao, Kvara“.

ლუკა ჩი­რი­ლო (Areanapoli-ს სა­ფეხ­ბურ­თო მი­მომ­ხილ­ვე­ლი): "ქარ­თველ­თან სამ­წუ­ხა­რო დამ­შვი­დო­ბე­ბა დე ლა­უ­რენ­ტი­სის შეც­დო­მის შე­დე­გად სწო­რედ ასე­თი ფი­ნა­ლით უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. კვა­რა­ცხე­ლია ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფეხ­ბურ­თე­ლია, ნე­ა­პო­ლე­ლი ტი­ფო­ზე­ბის კერ­პია და სხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას იმ­სა­ხუ­რებ­და. ის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ამა­ოდ ელო­და, აუ­რე­ლიო კი ისე ეპყრო­ბო­და, რო­გორც პე­რი­ფე­რი­ი­დან ჩა­მოყ­ვა­ნილ პა­ტა­რა ბიჭს, ეგო­ნა კონ­ტრაქ­ტით მი­ა­ჯაჭ­ვა, რაც ქარ­თვე­ლის თა­მაშ­ზე აი­სა­ხა. "ნა­პო­ლი“ ლი­დე­რია, ხვი­ჩას მე­ო­რედ შე­ეძ­ლო ჩემ­პი­ო­ნი გამ­ხდა­რი­ყო და რო­გო­რი შან­სი გა­უშ­ვა ხე­ლი­დან. თუმ­ცა მას ოჯა­ხი ჰყავს, უკე­თეს მო­მა­ვალ­ზე ზრუნ­ვა მარ­თებს. ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა, 11 მი­ლი­ო­ნად შე­ძე­ნილ ქარ­თველ­ში მი­ნი­მუმ 80 მი­ლი­ონს მი­ი­ღე­ბენ და ყვე­ლა დიდ­ხანს და ბედ­ნი­ე­რად იცხოვ­რებს.“ (ნა­ხეთ სხვა გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი sportall.ge-ზე)

  • "ის კლუბ­ში ყვე­ლა­ზე უფრო და­უ­ფა­სე­ბე­ლი იყო..."

სა­ფეხ­ბურ­თო მი­მომ­ხილ­ველ­მა ენ­რი­კო ფე­დე­ლემ, რო­მე­ლიც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დიდი ქო­მა­გია, ქარ­თვე­ლის "ნა­პო­ლი­დან“ პსჟ-ში გა­დას­ვლის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ რა­დიო Marte-სთან ორი­ო­დე დღის წინ ისა­უბ­რა:

"რას ვფიქ­რობ "კვა­რა­ზე“? მი­ვიჩ­ნევ, რომ მას­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში დიდი შეც­დო­მა და­უშ­ვეს, ამ ბი­ჭის დე­მო­ნი­ზე­ბას ახ­დე­ნენ, მაგ­რამ ობი­ექ­ტუ­რე­ბი არ ვართ. ის კლუბ­ში ყვე­ლა­ზე უფრო და­უ­ფა­სე­ბე­ლი იყო... ასე საქ­მე არ კეთ­დე­ბა - სხვებს კონ­ტრაქ­ტე­ბი გა­უ­უმ­ჯო­ბე­სეს, რომ­ლე­ბიც გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბის არ არი­ან, ხვი­ჩას კი 1.3-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი ხელ­ფა­სი და­უ­ტო­ვეს და გო­ლი­ნი­ზე ნაკ­ლე­ბი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვს. ეს პა­ტი­ვის­ცე­მის გა­მო­ხატ­ვის სა­კი­თხია, 100 ევ­როც რომ მო­ე­მა­ტე­ბი­ნათ, კარ­გი ჟეს­ტი იქ­ნე­ბო­და.

ძვე­ლი გა­სამ­რჯე­ლოს და­ტო­ვე­ბით ის იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და­ტო­ვეს და დის­კომ­ფორ­ტი შე­უქ­მნეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, უთხრეს: "შენ ჩემი მონა ხარ“. თე­ო­რი­უ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია კვა­რა­ცხე­ლი­ას ფი­ფას მე-17 პუნ­ქტით სა­ზღვარ­გა­რე­თულ კლუბ­ში წას­ვლა, რო­მე­ლიც ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­წყვე­ტას კომ­პენ­სა­ცი­ის გა­დახ­დით ით­ვა­ლის­წი­ნებს. მარ­თლა უმა­დუ­რი რომ ყო­ფი­ლი­ყო, "პარი სენ ჟერ­მენ­თან“ შე­თან­ხმე­ბით სწო­რედ ასე მო­იქ­ცე­ო­და. ამ­დე­ნად მისი კრი­ტი­კა და­უშ­ვე­ბე­ლია.

ჩემი აზ­რით, ამ სა­კითხს ბო­ლომ­დე ვერ ჩავ­წვდით. სი­ურპრი­ზე­ბის მო­ლო­დინ­ში სი­ახ­ლე­ებს ადევ­ნეთ თვა­ლი, ვი­ნა­ი­დან რა­ღაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს“.

  • რა ხდე­ბა პსჟ-ში?

პა­რი­ზულ გუნდს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ჩემ­პი­ო­ნატ­ში კომ­ფორ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს (თას­ზე ჯერ 1/16 ფი­ნა­ლის სტა­დი­აა). მე­ო­რე წრის პირ­ველ ტურ­ში კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­ში არ მო­ეს­წრე­ბა და ქარ­თვე­ლის დე­ბი­უტს 25 იან­ვარს, სა­კუ­თარ მო­ე­დან­ზე, "რე­იმსთან" ვე­ლით.

პა­რი­ზე­ლებს ჩემ­პი­ო­ნატ­ში ყვე­ლა­ზე მეტი (46) აქვთ გა­ტა­ნი­ლი და ყვე­ლა­ზე ცოტა (15) გაშ­ვე­ბუ­ლი. გუნ­დის სა­უ­კე­თე­სო გამ­ტა­ნე­ბი გა­რე­მარ­ბე­ბი, დემ­ბე­ლე და ბარ­კო­ლა არი­ან (10-10 გოლი), ლის (ისე­ვე რო­გორც ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილს) კი 6 შე­დე­გი­ა­ნი დარ­ტყმა აქვს.

ამა­სო­ბა­ში, არ დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ ხვი­ჩას ახა­ლი ფორ­მა­ტის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე თა­მა­ში პლეი-ოფი­დან შე­უძ­ლია. რა თქმა უნდა, მისი ოც­ნე­ბის ტურ­ნი­რია და ტრანსფერ­ზე და­თან­ხმე­ბის დროს ეს ამ­ბა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­წე­ვაც იქ­ნე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ამ დრო­ის­თვის, პა­რი­ზე­ლე­ბი 24 სა­უ­კე­თე­სოს შო­რის არ არი­ან. კი, იქ რამ­დე­ნი­მე კლუ­ბია, რო­მელ­თაც პლეი-ოფის ზო­ნა­ში, წე­სით, ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბათ, თუმ­ცა ლუის ენ­რი­კეს გუნ­დმა ჯერ სა­კუ­თარ თავს უნდა მი­ხე­დოს "მან­ჩეს­ტერ სიტ­თან" და "შტუტ­გარტთან" მატ­ჩე­ბი­სას, რა დრო­საც მწვრთნელს უკვე ექ­ნე­ბა იმ ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის იმე­დი, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მწვრთნე­ლო­ბი­სას შე­ა­ქო და დიდი მო­მა­ვა­ლი უსურ­ვა...

ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ახლა პა­რი­ზელ­თა ყვე­ლა შეხ­ვედ­რა­ში "გა­და­ეშ­ვე­ბი­ან", რომ­ლებ­შიც ხვი­ჩას ბევრ გოლ­სა და ლა­მაზ ეპი­ზო­დებს ვე­ლით.

უახ­ლო­ე­სი მატ­ჩე­ბის აფი­შა კი ასე­თია:

პსჟ 9 თე­ბერ­ვალს "მო­ნა­კოს" მას­პინ­ძლობს (12 თე­ბერ­ვალს "კვა­რა" 24 წლის გახ­დე­ბა);

23-ში კი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძის "ლი­ონს" ეს­ტუმ­რე­ბა;

კი­დევ ერთი ქარ­თვე­ლის ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლის "სენტ ეტი­ენ­თან" გას­ვლი­თი შეხ­ვედ­რა კი 30 მარტსაა ჩა­ნიშ­ნუ­ლი...

15 ივ­ნი­სი­დან "კვა­რას" მო­მა­ვა­ლი გუნ­დი ასე­ვე ახა­ლი ფორ­მა­ტის მსოფ­ლიო საკ­ლუ­ბო ჩემ­პი­ო­ნატ­ში ჩა­ერ­თვე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ჩვენ არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“ - ნეაპოლი კვარაცხელიას ემშვიდობება: ხვიჩას "ლოცვა" მარადონას მურალთან და პსჟ-ში ტრანსფერის დეტალები

"ჩვენ არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“ - ნეაპოლი კვარაცხელიას ემშვიდობება: ხვიჩას "ლოცვა" მარადონას მურალთან და პსჟ-ში ტრანსფერის დეტალები

საქართველოს ნაკრების შემტევ ხვიჩა კვარაცხელიას პარიზში ელოდებიან, სადაც მისი პსჟ-ში ტრანსფერი ოფიციალურად უნდა დადასტურდეს.

მანამდე კი ის ნეაპოლში დიეგო მარადონას მურალს ესტუმრა. ქალაქის ცენტრში ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში ცნობილ ფრესკასთან ხალხი მატჩამდე მიდის და მარადონას მოგებას შესთხოვენ. მოგეხსენებათ, ხვიჩასაც ბრწყინვალე ასპარეზობის გამო, პირველსავე სეზონში "კვარადონა" უწოდეს.

ხვიჩა უკვე დაემშვიდობა თანაგუნდელებსა და ხელმძღვანელობას, რაც AreaNapoli-ს ცნობით, ძალიან ემოციური და გულის ამაჩუყებელი მომენტი იყო.

"ეს "ნაპოლიში“ "კვარას“ ბოლო დღე გახლდათ, რომელმაც აქ თითქმის 2.5 წელი გაატარა. ის საკმაოდ ცივად მიესალმა ანტონიო კონტეს. მწვრთნელი ქართველის მოულოდნელი წასვლით აშკარად იმედგაცრუებული დარჩა. ხვიჩა საერთო ჯამში კარგი ბიჭია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრს თავისი გადაწყვეტილებით გული დასწყვიტა“, - წერს გამოცემა.

  • რა არის ცნობილი კვარაცხელაის ტრანსფერის ფინანსურ მხარეზე?

Areanapoli წერს, რომ "ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელიას სახით მესამე სკუდეტოს შემოქმედს კარგავს, მის პსჟ-ში ოფიციალურად გადასვლას მხოლოდ კონტრაქტზე ხელის მოწერა აკლია და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეუძლია თავი სატრანსფერო თანხით დაიმშვიდოს, რომელიც ბონუსებიანად 70 მილიონ ევროზე მეტია. გამოცემის ცნობით, სოლიდურ საკომისიოს, 2.8 მილიონს ფეხბურთელის აგენტი და მამა მიიღებენ და ეს თანხა მათ უნდა გაიყონ. "კვარა" კი "პარი სენ ჟერმენში“ მთლიანობაში წელიწადში 11 მილიონს გამოიმუშავებს.

  • გულდაწყვეტილი ნეაპოლელი ტიფოზები

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიდან“ წასვლის გამო ადგილობრივი გულშემატკივრები გულდაწყვეტილები დარჩნენ, რაც ყველამ თავისებურად გამოხატა - ზოგმა მადლიერებით, ზოგმა გაბრაზებით და საყვედურებით. შუა სეზონში კვარაცხელიას მიღებული გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, ყველა უკმაყოფილოა და ზოგიერთი ამას უცნაურად გამოხატავს. ერთმა ქომაგმა ქართველის მუყაოს გამოსახულება ნაგვის კონტეინერში ჩააგდო, სურათი გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ამან, რა თქმა უნდა, ქართველი ფანების გაბრაზება გამოიწვია, თუმცა, როგორც წესი, განაწყენებული გულშემატკივრები მსოფლიოს მასშტაბით ხშირად იქცევიან ასე და ამაზე უარესადაც.

იტალიელებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც ქართველის პსჟ-ში გადასვლას პრაგმატულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ სატრანსფერო თანხით "კვარას“ შესაცვლელი "სათადარიგო ნაწილების“ შეძენა შეიძლება.

ცნობილმა ნეაპოლელმა ადვოკატმა და თავისი ქალაქის გუნდის დიდმა ქომაგმა მარიო კოლელამ ხვიჩას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა:

"მან 33 წლის შემდეგ მესამე სკუდეტოს მოპოვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და ამისათვის მხოლოდ მადლობლები უნდა ვიყოთ. ნებისმიერი სხვა დამოკიდებულება გახრწნილი (დიახ, გახრწნილი) და ვულგარული ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, რომლებმაც ვითომ არ იციან, როგორაა მოწყობილი სამყარო. რომლის შემადგენელნი თავად არიან. ხვიჩა მსგავს მოთამაშეს ახლა იშვიათად ნახავ, "ველური ფეხბურთელია“, ხასიათის ზოგიერთი სისუსტის მქონე პოეტია. ის ბავშვებს აიძულებს თავი შეაყვაროს და დარჩეს იმ თაობის გულში, რომელსაც მარადონას ეპოქა არ ახსოვს. ამან და უკვე მხოლოდ ამან უნდა შეგაგრძნობინოს ამ ბიჭის მნიშვნელობა და კარგი ზეგავლენა ნეაპოლზე. ნებისმიერი სხვა მსჯელობა მიუღებელია და სამწუხაროდ, "კვარას“ ალბათ, აქ აღარ ვიხილავთ. პირადად მე მისი მადლობელი ვარ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. ამ ახალგაზრდას კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავისთვის და ქომაგებისთვის, ლამაზი თამაშით და ბავშვური გამოხედვით. ყველაფერი შეიძლება დაივიწყო, მაგრამ საჩემპიონო ტიტული - არა. ხვიჩამ არ უნდა დაგვივიწყოს და არც ჩვენ დავივიწყებთ, არ დავივიწყებთ შენს არცერთ გოლს, არცერთ დრიბლინგს. Ciao, Kvara“.

ლუკა ჩირილო (Areanapoli-ს საფეხბურთო მიმომხილველი): "ქართველთან სამწუხარო დამშვიდობება დე ლაურენტისის შეცდომის შედეგად სწორედ ასეთი ფინალით უნდა დასრულებულიყო. კვარაცხელია ნამდვილი პროფესიონალი და შესანიშნავი ფეხბურთელია, ნეაპოლელი ტიფოზების კერპია და სხვა დამოკიდებულებას იმსახურებდა. ის პირობების გაუმჯობესებას ამაოდ ელოდა, აურელიო კი ისე ეპყრობოდა, როგორც პერიფერიიდან ჩამოყვანილ პატარა ბიჭს, ეგონა კონტრაქტით მიაჯაჭვა, რაც ქართველის თამაშზე აისახა. "ნაპოლი“ ლიდერია, ხვიჩას მეორედ შეეძლო ჩემპიონი გამხდარიყო და როგორი შანსი გაუშვა ხელიდან. თუმცა მას ოჯახი ჰყავს, უკეთეს მომავალზე ზრუნვა მართებს. ცხოვრება გრძელდება, 11 მილიონად შეძენილ ქართველში მინიმუმ 80 მილიონს მიიღებენ და ყველა დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებს.“ (ნახეთ სხვა გამოხმაურებები sportall.ge-ზე)

  • "ის კლუბში ყველაზე უფრო დაუფასებელი იყო..."

საფეხბურთო მიმომხილველმა ენრიკო ფედელემ, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას დიდი ქომაგია, ქართველის "ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადასვლის მიზეზების შესახებ რადიო Marte-სთან ორიოდე დღის წინ ისაუბრა:

"რას ვფიქრობ "კვარაზე“? მივიჩნევ, რომ მასთან დამოკიდებულებაში დიდი შეცდომა დაუშვეს, ამ ბიჭის დემონიზებას ახდენენ, მაგრამ ობიექტურები არ ვართ. ის კლუბში ყველაზე უფრო დაუფასებელი იყო... ასე საქმე არ კეთდება - სხვებს კონტრაქტები გაუუმჯობესეს, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არიან, ხვიჩას კი 1.3-მილიონიანი ხელფასი დაუტოვეს და გოლინიზე ნაკლები ანაზღაურება აქვს. ეს პატივისცემის გამოხატვის საკითხია, 100 ევროც რომ მოემატებინათ, კარგი ჟესტი იქნებოდა.

ძველი გასამრჯელოს დატოვებით ის იმედგაცრუებული დატოვეს და დისკომფორტი შეუქმნეს, ფაქტობრივად, უთხრეს: "შენ ჩემი მონა ხარ“. თეორიულად შესაძლებელია კვარაცხელიას ფიფას მე-17 პუნქტით საზღვარგარეთულ კლუბში წასვლა, რომელიც ხელშეკრულების გაწყვეტას კომპენსაციის გადახდით ითვალისწინებს. მართლა უმადური რომ ყოფილიყო, "პარი სენ ჟერმენთან“ შეთანხმებით სწორედ ასე მოიქცეოდა. ამდენად მისი კრიტიკა დაუშვებელია.

ჩემი აზრით, ამ საკითხს ბოლომდე ვერ ჩავწვდით. სიურპრიზების მოლოდინში სიახლეებს ადევნეთ თვალი, ვინაიდან რაღაც მოულოდნელი შეიძლება მოხდეს“.

  • რა ხდება პსჟ-ში?

პარიზულ გუნდს, ტრადიციულად, ჩემპიონატში კომფორტული უპირატესობა აქვს (თასზე ჯერ 1/16 ფინალის სტადიაა). მეორე წრის პირველ ტურში კვარაცხელიას თამაში არ მოესწრება და ქართველის დებიუტს 25 იანვარს, საკუთარ მოედანზე, "რეიმსთან" ველით.

პარიზელებს ჩემპიონატში ყველაზე მეტი (46) აქვთ გატანილი და ყველაზე ცოტა (15) გაშვებული. გუნდის საუკეთესო გამტანები გარემარბები, დემბელე და ბარკოლა არიან (10-10 გოლი), ლის (ისევე როგორც ზურიკო დავითაშვილს) კი 6 შედეგიანი დარტყმა აქვს.

ამასობაში, არ დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩას ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში პლეი-ოფიდან შეუძლია. რა თქმა უნდა, მისი ოცნების ტურნირია და ტრანსფერზე დათანხმების დროს ეს ამბავი მნიშვნელოვანი გამოწევაც იქნებოდა. მოულოდნელად, ამ დროისთვის, პარიზელები 24 საუკეთესოს შორის არ არიან. კი, იქ რამდენიმე კლუბია, რომელთაც პლეი-ოფის ზონაში, წესით, ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ, თუმცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჯერ საკუთარ თავს უნდა მიხედოს "მანჩესტერ სიტთან" და "შტუტგარტთან" მატჩებისას, რა დროსაც მწვრთნელს უკვე ექნება იმ ქართველი ფეხბურთელის იმედი, რომელიც ესპანეთის ნაკრების მწვრთნელობისას შეაქო და დიდი მომავალი უსურვა...

ქართველი გულშემატკივრები ახლა პარიზელთა ყველა შეხვედრაში "გადაეშვებიან", რომლებშიც ხვიჩას ბევრ გოლსა და ლამაზ ეპიზოდებს ველით.

უახლოესი მატჩების აფიშა კი ასეთია:

პსჟ 9 თებერვალს "მონაკოს" მასპინძლობს (12 თებერვალს "კვარა" 24 წლის გახდება);

23-ში კი გიორგი მიქაუტაძის "ლიონს" ესტუმრება;

კიდევ ერთი ქართველის ზურიკო დავითაშვილის "სენტ ეტიენთან" გასვლითი შეხვედრა კი 30 მარტსაა ჩანიშნული...

15 ივნისიდან "კვარას" მომავალი გუნდი ასევე ახალი ფორმატის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში ჩაერთვება.

იხილეთ ასევე: