საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

25

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 07:04-ზე, მთვარე მშვილდოსანშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სამხედრო
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საელჩოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ზარქუა და სანიკიძე აბუ-დაბის იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ
საელჩოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ზარქუა და სანიკიძე აბუ-დაბის იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ

არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ა­მი­რო­ებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო­ში აცხა­დე­ბენ, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს აბუ-და­ბის იზო­ლა­ტორ­ში დე­პუ­ტა­ტე­ბი - ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე ერთ თვეს გა­ა­ტა­რე­ბენ, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ელ­ჩო­ში აბუ-და­ბი­ში მომ­ხდარ ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნუ­ცხა­დეს, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს მომ­ხდა­რის შეს­წავ­ლა.

კერ­ძოდ, მათ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს დღეს "მთა­ვა­რი არ­ხის” მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სა­სა­მარ­თლოს ჩა­ნიშ­ვნამ­დე, აბუ და­ბის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, ერთ თვეს გა­ა­ტა­რე­ბენ.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი არ არის სი­მარ­თლე. რაც შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ - მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მხრი­დან მომ­ხდა­რის შეს­წავ­ლა, რა­შიც ბუ­ნებ­რი­ვია ჩარ­თუ­ლი არი­ან ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი“, - გა­ნუ­ცხა­დეს „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ელ­ჩო­ში.

13 იან­ვარს, აბუ-და­ბი­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი. ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. შემ­თხვე­ვა კი სას­ტუმ­როს სა­სა­დი­ლო­ში მოხ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს, სა­დი­ლო­ბის დროს, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ საჭ­მე­ლი შე­ა­ყა­რა და ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი ჩხუბ­ში ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე ჩა­ერ­თო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა სა­დაც ამ­ბობს, რომ ეს წინა დღით მომ­ხდარ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რა დრო­საც მან ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს „რუსი მონა“ უწო­და. წინა დღეს მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძემ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლეს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ზარ­ქუ­ამ გა­ნა­ცხა­და, „რა­ღაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, არ არის ეს სა­ა­მა­ყო, უბ­რა­ლოდ, ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ ყვე­ლამ-ქარ­თვე­ლე­ბი ვართ, თავ­მოყ­ვა­რე ერი, რო­დე­საც ჩემს ოჯახს, ჩემს ახ­ლობ­ლებს ეხე­ბი­ან, ყო­ველ­თვის პა­სუ­ხი გვექ­ნე­ბა და ასე გავ­ცემთ ყო­ველ­თვის პა­სუხს. ეს არის და ეს“.

ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძის გან­მარ­ტე­ბით კი, „უსამ­შობ­ლო­ებს პა­სუ­ხი ყო­ველ­თვის გა­ე­ცე­მათ“.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

საელჩოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ზარქუა და სანიკიძე აბუ-დაბის იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ

საელჩოში აცხადებენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს ზარქუა და სანიკიძე აბუ-დაბის იზოლატორში ერთ თვეს გაატარებენ

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აბუ-დაბის იზოლატორში დეპუტატები - ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ერთ თვეს გაატარებენ, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საელჩოში აბუ-დაბიში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადეს, სამართალდამცველების მხრიდან მიმდინარეობს მომხდარის შესწავლა.

კერძოდ, მათ კომენტარი გააკეთეს დღეს "მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე სასამართლოს ჩანიშვნამდე, აბუ დაბის წინასწარი დაკავების იზოლატორში, ერთ თვეს გაატარებენ.

„აღნიშნული არ არის სიმართლე. რაც შეგვიძლია ვთქვათ - მიმდინარეობს სამართალდამცავების მხრიდან მომხდარის შესწავლა, რაშიც ბუნებრივია ჩართული არიან ინციდენტში მონაწილე პირები“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ საელჩოში.

13 იანვარს, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა კი სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ ეს წინა დღით მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა. წინა დღეს მომხდარი დაპირისპირების დროს, მხარეებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი ზარქუამ და ვიქტორ სანიკიძემ ვიდეომიმართვა გაავრცელეს. ვიდეომიმართვაში ზარქუამ განაცხადა, „რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ-ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“.

ვიქტორ სანიკიძის განმარტებით კი, „უსამშობლოებს პასუხი ყოველთვის გაეცემათ“.

წაიკითხეთ ასევე: