მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
20 წლის წინ დაკარგული შვილი ქალმა შვილის საცოლეში ამოიცნო - ქორწილის წარმოუდგენელი დასასრული და გაშვილება, როგორც მომგებიანი ბიზნესი ჩინეთში
20 წლის წინ დაკარგული შვილი ქალმა შვილის საცოლეში ამოიცნო - ქორწილის წარმოუდგენელი დასასრული და გაშვილება, როგორც მომგებიანი ბიზნესი ჩინეთში

ჩვი­ლე­ბის მო­პარ­ვის საქ­მე­ზე ბოლო რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ერ­თი მძი­მე ის­ტო­რია მო­ვის­მი­ნეთ. რო­გორ ატყუ­ებ­დნენ მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დეგ ქა­ლებს, რომ მათი შვი­ლი და­ი­ღუ­პა, ჩვი­ლებს კი გარ­კვე­ულ ფა­სად უშ­ვი­ლო წყვი­ლებ­ზე ყიდ­დნენ.

ჩვი­ლე­ბის გა­ყიდ­ვის საქ­მე არა­ერ­თი ქვეყ­ნის­თვის იქცა ტრა­გე­დი­ად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბოლო წლებ­ში, რო­დე­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი იკე­თებს დნმ-ის ანა­ლიზს და ამ გზით ბი­ო­ლო­გი­ურ მშობ­ლებს პო­უ­ლო­ბენ. დიდი ნა­წი­ლი არ­კვევს, რომ მათ შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ეგო­ნათ.

მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია ჩი­ნეთ­შიც, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, იქ მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებს იტა­ცე­ბენ და ყი­დი­ან. მა­გა­ლი­თად 2021 წელს, ქორ­წილ­ში მომ­ხდარ­მა ფაქ­ტმა, მსოფ­ლიო შეძ­რა, რო­დე­საც საქმროს დე­დამ 20 წლის წინ და­კარ­გუ­ლი სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი იპო­ვა და ის მისი მო­მა­ვა­ლი რძა­ლი აღ­მოჩ­ნდა. საქმროს დედა ერ­თდრო­უ­ლად გახ­და სი­დედ­რი და დე­დამ­თი­ლიც. ჩი­ნეთ­ში ბავ­შვე­ბის გა­ტა­ცე­ბა და მშობ­ლე­ბის­გან გან­შო­რე­ბა რე­ა­ლურ პრობ­ლე­მად იქცა. ძებ­ნას მრა­ვა­ლი წელი სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ვინც იმედს არ კარ­გავს, შე­უძ­ლია შვი­ლის პოვ­ნა.

ჩი­ნუ­რი ქორ­წი­ლი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და­სას­რუ­ლით

2021 წელს ჯი­ან­სუს პრო­ვინ­ცი­ის სუ­ჟო­უ­ში ქორ­წი­ლი კი­ნოს ჰგავს. ცე­რე­მო­ნი­ის დროს საქმროს დე­დამ პა­ტარ­ძლის ხელ­ზე ზუს­ტად ისე­თი ნი­შა­ნი შე­ნიშ­ნა, რო­გო­რიც 20 წლის წინ მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბულ ქა­ლიშ­ვილს ჰქონ­და. საქმროს დედა ძა­ლი­ან შეძრწუნ­და და და­უ­ყოვ­ნებ­ლად ჰკი­თხა პა­ტარ­ძლის მშობ­ლებს, იყო თუ არა გო­გო­ნა მათი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ქა­ლიშ­ვი­ლი. წყვი­ლი შოკ­ში ჩა­ვარ­და, რად­გან არა­ვინ იცო­და სა­ი­დუმ­ლოს შე­სა­ხებ და გა­უკ­ვირ­დათ, რო­დე­საც მსგავ­სი კი­თხვა და­უს­ვეს. საქმროს დე­დის თქმით, 20 წლის წინ, მათი ქა­ლიშ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და და ვე­ღარ იპო­ვეს. პა­ტარ­ძლის დე­დამ აღი­ა­რა, რომ მრა­ვა­ლი წლის წინ გზის პი­რას გო­გო­ნა აიყ­ვა­ნეს და ის მათ­თვის ქა­ლიშ­ვი­ლი გახ­და.

ქორ­წი­ლი მა­ინც შედ­გა

პა­ტარ­ძა­ლი გა­ოგ­ნე­ბუ­ლი იყო რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ქალი, რო­მე­ლიც მისი დე­დამ­თი­ლი უნდა გამ­ხდა­რი­ყო, ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა აღ­მოჩ­ნდა. თუმ­ცა ამან ხელი არ შე­უ­შა­ლა ქორ­წი­ნე­ბას, რად­გან აღ­მოჩ­ნდა, რომ მისი საქმროც ნაშ­ვი­ლე­ბი იყო და ის პირ­ვე­ლი შვი­ლის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, აიყ­ვა­ნეს.

ჩი­ნეთ­ში და­კარ­გუ­ლი ბავ­შვე­ბის თემა აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია

ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბა და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ ის ჩი­ნეთ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის თით­ქმის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და. კა­ნო­ნის შე­მო­ღე­ბის შემ­დეგ, რომ ოჯახს შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს ერთი შვი­ლი, გა­ი­ზარ­და რო­გორც მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ისე გა­ტა­ცე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. კრი­მი­ნა­ლე­ბი მიხ­ვდნენ, რომ ბავ­შვე­ბით ვაჭ­რო­ბა მომ­გე­ბი­ა­ნი ბიზ­ნე­სი იყო. ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ჩი­ნეთ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად 70 000-მდე ბავ­შვი იკარ­გე­ბა და მხო­ლოდ 1% არის ნა­პოვ­ნი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი მი­უ­თი­თებს, რომ 10000-მდე ადა­მი­ა­ნი უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა, ისი­ნი ეფუძ­ნე­ბა კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, კი­დევ ბევ­რი გა­ტა­ცე­ბა ხდე­ბა.

ბავ­შვე­ბის ქურ­დე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად შავი ნიღ­ბი­ა­ნი ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან. მა­გა­ლი­თად, ჩი­ნეთ­ში ბავ­შვე­ბის ქურ­დო­ბის მთელ ის­ტო­რი­ა­ში, ყვე­ლა­ზე პრო­დუქ­ტი­უ­ლი „ყა­ჩა­ღი“ აღ­მოჩ­ნდა მო­ხუ­ცი ქალი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ბავ­შვი მო­ი­პა­რა, მათ ნარ­კო­ტი­კე­ბით გაჟ­ღენ­თილ კან­ფე­ტებს აჭ­მევ­და. ჩი­ნეთ­ში ბავ­შვე­ბის მა­სობ­რი­ვი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შემ­დეგ, შე­მო­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც არც ერთი ბავ­შვი არ უნდა დარ­ჩეს მარ­ტო, თუნ­დაც ერთი წუ­თით.

სა­ბავ­შვო ბა­ღი­დან ბავ­შვის გაყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მშო­ბელს აქვთ და შე­ნო­ბა­ში შეს­ვლა ეკ­რძა­ლე­ბათ. სა­სე­ირ­ნოდ გას­ვლი­სას მშობ­ლებს უნდა ჰქონ­დეთ ბავ­შვის სა­ბუ­თე­ბი, რომ და­ა­დას­ტუ­რონ, რომ ეს მათი შვი­ლია. ის, რაც ვე­ლუ­რად ეჩ­ვე­ნე­ბათ სხვა კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ჩი­ნე­ლე­ბის­თვის ნორ­მა­ლუ­რად ით­ვლე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ბავ­შვი მშო­ბელ­ზე მიბ­მუ­ლი და­დის.

ეს თით­ქოს ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბას ჰგავს, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ შვი­ლი არ უყ­ვართ, არა­მედ სიფრ­თხი­ლის მიზ­ნით. კრი­მი­ნა­ლე­ბი იმ­დე­ნად გა­თავ­ხედ­დნენ, რომ ბავ­შვებს პირ­და­პირ მშობ­ლის თვალ­წინ იტა­ცე­ბენ. სწო­რედ ამი­ტომ არის ამ­დე­ნი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა ბავ­შვე­ბის­თვის GPS პროგ­რა­მე­ბი რათა თვალ­ყუ­რი ადევ­ნონ მათ ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას.

დედა-შვი­ლის შეხ­ვედ­რა 30 წლის შემ­დეგ

წლე­ბი დას­ჭირ­დათ ჩი­ნე­ლებს ბავ­შვის გა­ტა­ცე­ბის სა­კითხს სე­რი­ო­ზუ­ლად მოჰ­კი­დე­ბოდ­ნენ. პო­ლი­ცია დი­დად თავს არ იწუ­ხებ­და და­კარ­გუ­ლი ბავ­შვე­ბის მო­ძებ­ნით. აღ­შფო­თე­ბამ პიკს მი­აღ­წია, რო­დე­საც ბავ­შვე­ბის მო­პარ­ვა სა­თა­მა­შო მო­ედ­ნე­ბი­დან და­ი­წყეს და ზოგ­ჯერ მშობ­ლე­ბის ხე­ლი­და­ნაც კი სტა­ცებ­დნენ. გან­სა­კუთ­რე­ბით იპა­რავ­დნენ პა­ტა­რა ბი­ჭებს, რომ­ლე­ბიც ით­ვლე­ბოდ­ნენ საგ­ვა­რე­უ­ლო ხა­ზის გამ­გრძე­ლებ­ლე­ბად და ოჯახს მხო­ლოდ ერთი მცდე­ლო­ბა ჰქონ­და ბავ­შვის გა­ჩე­ნის.

პა­ტარ­ძლის შემ­თხვე­ვა, რო­მელ­შიც დე­დამ და­კარ­გუ­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი იცნო, იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვა არ არის. 2020 წელს მშობ­ლებ­მა გა­მო­ი­ყე­ნეს დნმ სხვა პრო­ვინ­ცი­ა­ში მცხოვ­რე­ბი შვი­ლის სა­პოვ­ნე­ლად. მაგ­რამ ამას 30 წელი დას­ჭირ­და. ბიჭი მო­ედ­ნი­დან გა­ი­ტა­ცეს, როცა მა­მა­მი­სი წყლის ბოთ­ლის ასა­ღე­ბად გა­ვი­და. ეს მო­მენ­ტი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის­თვის. დე­დამ სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა და მთე­ლი სი­ცო­ცხლე შვი­ლის ძებ­ნას მი­უ­ძღვნა. ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მან შექ­მნა აქ­ტი­ვის­ტე­ბის ჯგუ­ფი და და­ეხ­მა­რა რამ­დე­ნი­მე ბავ­შვს ოჯა­ხებ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ში.

ბავ­შვე­ბის მო­სა­ძებ­ნად გა­კეთ­და სპე­ცი­ა­ლუ­რი დნმ-ის მო­ნა­ცემ­თა ბაზა, რო­მელ­შიც შე­დის მშობ­ლე­ბის სის­ხლის ანა­ლი­ზის შე­დე­გე­ბი, ვინც შვი­ლე­ბი და­კარ­გეს.

რო­გორც ჩანს, ნა­წი­ლობ­რივ გულ­გრი­ლო­ბის გამო, ბავ­შვე­ბის­თვის არის შავი ბა­ზა­რი, სა­დაც ბი­ჭე­ბი 12350 დო­ლა­რი ღირს, გო­გო­ე­ბი კი 920 დო­ლა­რი. ეს ფასი იყო 2015 წელს. უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლებ­საც არ შე­უძ­ლი­ათ შვი­ლის გა­ჩე­ნა, სარ­გებ­ლო­ბენ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით, თუმ­ცა თავ­შე­სა­ფარს შე­ეძ­ლო გა­და­ე­ხა­და $5500. მაგ­რამ შვი­ლად აყ­ვა­ნის­თვის, თქვენ უნდა შე­ავ­სოთ დო­კუ­მენ­ტე­ბი და ყვე­ლა ზრდას­რუ­ლი ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს მო­თხოვ­ნებს, ამი­ტომ ზედ­მე­ტი პრობ­ლე­მე­ბის გა­რე­შე, მათ ურ­ჩევ­ნი­ათ უბ­რა­ლოდ იყი­დონ ბავ­შვი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

20 წლის წინ დაკარგული შვილი ქალმა შვილის საცოლეში ამოიცნო - ქორწილის წარმოუდგენელი დასასრული და გაშვილება, როგორც მომგებიანი ბიზნესი ჩინეთში

20 წლის წინ დაკარგული შვილი ქალმა შვილის საცოლეში ამოიცნო - ქორწილის წარმოუდგენელი დასასრული და გაშვილება, როგორც მომგებიანი ბიზნესი ჩინეთში

ჩვილების მოპარვის საქმეზე ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში არაერთი მძიმე ისტორია მოვისმინეთ. როგორ ატყუებდნენ მშობიარობის შემდეგ ქალებს, რომ მათი შვილი დაიღუპა, ჩვილებს კი გარკვეულ ფასად უშვილო წყვილებზე ყიდდნენ.

ჩვილების გაყიდვის საქმე არაერთი ქვეყნისთვის იქცა ტრაგედიად, განსაკუთრებულად ბოლო წლებში, როდესაც უამრავი ადამიანი იკეთებს დნმ-ის ანალიზს და ამ გზით ბიოლოგიურ მშობლებს პოულობენ. დიდი ნაწილი არკვევს, რომ მათ შვილი გარდაცვლილი ეგონათ.

მსგავსი შემთხვევები ხშირია ჩინეთშიც, თუმცა საქართველოსგან განსხვავებით, იქ მცირეწლოვან ბავშვებს იტაცებენ და ყიდიან. მაგალითად 2021 წელს, ქორწილში მომხდარმა ფაქტმა, მსოფლიო შეძრა, როდესაც საქმროს დედამ 20 წლის წინ დაკარგული საკუთარი ქალიშვილი იპოვა და ის მისი მომავალი რძალი აღმოჩნდა. საქმროს დედა ერთდროულად გახდა სიდედრი და დედამთილიც. ჩინეთში ბავშვების გატაცება და მშობლებისგან განშორება რეალურ პრობლემად იქცა. ძებნას მრავალი წელი სჭირდება, მაგრამ ვინც იმედს არ კარგავს, შეუძლია შვილის პოვნა.

ჩინური ქორწილი წარმოუდგენელი დასასრულით

2021 წელს ჯიანსუს პროვინციის სუჟოუში ქორწილი კინოს ჰგავს. ცერემონიის დროს საქმროს დედამ პატარძლის ხელზე ზუსტად ისეთი ნიშანი შენიშნა, როგორიც 20 წლის წინ მის გაუჩინარებულ ქალიშვილს ჰქონდა. საქმროს დედა ძალიან შეძრწუნდა და დაუყოვნებლად ჰკითხა პატარძლის მშობლებს, იყო თუ არა გოგონა მათი ბიოლოგიური ქალიშვილი. წყვილი შოკში ჩავარდა, რადგან არავინ იცოდა საიდუმლოს შესახებ და გაუკვირდათ, როდესაც მსგავსი კითხვა დაუსვეს. საქმროს დედის თქმით, 20 წლის წინ, მათი ქალიშვილი გაუჩინარდა და ვეღარ იპოვეს. პატარძლის დედამ აღიარა, რომ მრავალი წლის წინ გზის პირას გოგონა აიყვანეს და ის მათთვის ქალიშვილი გახდა.

ქორწილი მაინც შედგა

პატარძალი გაოგნებული იყო როდესაც გაიგო, რომ ქალი, რომელიც მისი დედამთილი უნდა გამხდარიყო, ბიოლოგიური დედა აღმოჩნდა. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა ქორწინებას, რადგან აღმოჩნდა, რომ მისი საქმროც ნაშვილები იყო და ის პირველი შვილის გაუჩინარების შემდეგ, აიყვანეს.

ჩინეთში დაკარგული ბავშვების თემა აქტუალური საკითხია

ბავშვის გატაცება დანაშაულია, მაგრამ ის ჩინეთში ადამიანების ცხოვრების თითქმის განუყოფელი ნაწილი გახდა. კანონის შემოღების შემდეგ, რომ ოჯახს შეიძლება ჰყავდეს ერთი შვილი, გაიზარდა როგორც მიტოვებული, ისე გატაცებული ბავშვების რაოდენობა. კრიმინალები მიხვდნენ, რომ ბავშვებით ვაჭრობა მომგებიანი ბიზნესი იყო. ბოლო მონაცემებით, ჩინეთში ყოველწლიურად 70 000-მდე ბავშვი იკარგება და მხოლოდ 1% არის ნაპოვნი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რომ 10000-მდე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ისინი ეფუძნება კონკრეტულ შემთხვევებს. სინამდვილეში, კიდევ ბევრი გატაცება ხდება.

ბავშვების ქურდები ტრადიციულად შავი ნიღბიანი ბოროტი ადამიანები არ არიან. მაგალითად, ჩინეთში ბავშვების ქურდობის მთელ ისტორიაში, ყველაზე პროდუქტიული „ყაჩაღი“ აღმოჩნდა მოხუცი ქალი, რომელმაც რამდენიმე ასეული ბავშვი მოიპარა, მათ ნარკოტიკებით გაჟღენთილ კანფეტებს აჭმევდა. ჩინეთში ბავშვების მასობრივი გაუჩინარების შემდეგ, შემოიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც არც ერთი ბავშვი არ უნდა დარჩეს მარტო, თუნდაც ერთი წუთით.

საბავშვო ბაღიდან ბავშვის გაყვანის უფლება მხოლოდ მშობელს აქვთ და შენობაში შესვლა ეკრძალებათ. სასეირნოდ გასვლისას მშობლებს უნდა ჰქონდეთ ბავშვის საბუთები, რომ დაადასტურონ, რომ ეს მათი შვილია. ის, რაც ველურად ეჩვენებათ სხვა კულტურის წარმომადგენლებს, ჩინელებისთვის ნორმალურად ითვლება, მაგალითად, როდესაც ბავშვი მშობელზე მიბმული დადის.

ეს თითქოს ძაღლის გასეირნებას ჰგავს, მაგრამ არა იმიტომ, რომ შვილი არ უყვართ, არამედ სიფრთხილის მიზნით. კრიმინალები იმდენად გათავხედდნენ, რომ ბავშვებს პირდაპირ მშობლის თვალწინ იტაცებენ. სწორედ ამიტომ არის ამდენი ტექნოლოგიური მოწყობილობა ბავშვებისთვის GPS პროგრამები რათა თვალყური ადევნონ მათ ადგილმდებარეობას.

დედა-შვილის შეხვედრა 30 წლის შემდეგ

წლები დასჭირდათ ჩინელებს ბავშვის გატაცების საკითხს სერიოზულად მოჰკიდებოდნენ. პოლიცია დიდად თავს არ იწუხებდა დაკარგული ბავშვების მოძებნით. აღშფოთებამ პიკს მიაღწია, როდესაც ბავშვების მოპარვა სათამაშო მოედნებიდან დაიწყეს და ზოგჯერ მშობლების ხელიდანაც კი სტაცებდნენ. განსაკუთრებით იპარავდნენ პატარა ბიჭებს, რომლებიც ითვლებოდნენ საგვარეულო ხაზის გამგრძელებლებად და ოჯახს მხოლოდ ერთი მცდელობა ჰქონდა ბავშვის გაჩენის.

პატარძლის შემთხვევა, რომელშიც დედამ დაკარგული ქალიშვილი იცნო, იშვიათი შემთხვევა არ არის. 2020 წელს მშობლებმა გამოიყენეს დნმ სხვა პროვინციაში მცხოვრები შვილის საპოვნელად. მაგრამ ამას 30 წელი დასჭირდა. ბიჭი მოედნიდან გაიტაცეს, როცა მამამისი წყლის ბოთლის ასაღებად გავიდა. ეს მომენტი საკმარისი აღმოჩნდა დამნაშავეებისთვის. დედამ სამსახური დატოვა და მთელი სიცოცხლე შვილის ძებნას მიუძღვნა. ამ დროის განმავლობაში მან შექმნა აქტივისტების ჯგუფი და დაეხმარა რამდენიმე ბავშვს ოჯახებში დაბრუნებაში.

ბავშვების მოსაძებნად გაკეთდა სპეციალური დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელშიც შედის მშობლების სისხლის ანალიზის შედეგები, ვინც შვილები დაკარგეს.

როგორც ჩანს, ნაწილობრივ გულგრილობის გამო, ბავშვებისთვის არის შავი ბაზარი, სადაც ბიჭები 12350 დოლარი ღირს, გოგოები კი 920 დოლარი. ეს ფასი იყო 2015 წელს. უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც არ შეუძლიათ შვილის გაჩენა, სარგებლობენ ამ შესაძლებლობით, თუმცა თავშესაფარს შეეძლო გადაეხადა $5500. მაგრამ შვილად აყვანისთვის, თქვენ უნდა შეავსოთ დოკუმენტები და ყველა ზრდასრული ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ამიტომ ზედმეტი პრობლემების გარეშე, მათ ურჩევნიათ უბრალოდ იყიდონ ბავშვი.