სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ
ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი მო­უ­წო­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რებს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ჟურ­ნა­ლისტ ზვი­ად ქო­რი­ძე­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ და ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა სწრა­ფად და სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ა­ტა­რონ.

რო­გორც ომ­ბუდსმე­ნის აპა­რა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მია, აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმა არ წა­ხა­ლის­დეს.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი გმობს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე და ჟურ­ნა­ლისტ ზვი­ად ქო­რი­ძე­ზე თავ­დას­ხმის ფაქ­ტებს და მო­უ­წო­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რებს, მო­ახ­დი­ნონ პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი პი­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა და სწრა­ფად და სრულ­ფა­სოვ­ნად ჩა­ა­ტა­რონ ყვე­ლა სა­გა­მო­ძი­ე­ბო და საპ­რო­ცე­სო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის, მო­პო­ვე­ბულ იქ­ნას ვი­დეო ჩა­ნა­წე­რე­ბი, გა­მო­ი­კი­თხონ მოწ­მე­ე­ბი და სხვა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­იჩ­ნევს აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტებ­ზე მყი­სი­ერ რე­ა­გი­რე­ბას, რათა პო­ლი­ტი­კო­სებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე თავ­დას­ხმა არ გახ­დეს წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ომ­ბუდსმე­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, "გა­ხა­რია - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დერს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ბა­თუმ­ში თავს და­ესხნენ. თავ­დას­ხმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოს­ზე წუ­ხელ, სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" მოხ­და. გა­ხა­რია კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა სა­ა­ვად­მყო­ფო მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ტო­ვა. ექი­მის გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას ცხვი­რის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს.

გარ­და გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმი­სა, ამა­ვე სას­ტუმ­რო­ში და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ ზვი­ად ქო­რი­ძეს­თან. ქო­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი და­უ­პი­რის­პირ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ

ომბუდსმენი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება მოახდინონ და ყველა საგამოძიებო მოქმედება სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ წახალისდეს.

"საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“,- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

ცნობისთვის, "გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე წუხელ, სასტუმრო "შერატონში" მოხდა. გახარია კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფო მოგვიანებით დატოვა. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

გარდა გიორგი გახარიაზე თავდასხმისა, ამავე სასტუმროში დაპირისპირება მოხდა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ ზვიად ქორიძესთან. ქორიძის ინფორმაციით, მას "ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დიმიტრი სამხარაძე და მისი თანმხლები პირები დაუპირისპირდა.