პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დიმიტრი სამხარაძემ დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა - იყო მუქარა" - ზვიად ქორიძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს
"დიმიტრი სამხარაძემ დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა - იყო მუქარა" - ზვიად ქორიძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ჟურ­ნა­ლის­ტი და მე­დია ექ­სპერ­ტი ზვი­ად ქო­რი­ძე აცხა­დებს, რომ მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე თავს და­ეს­ხა.

  • ქო­რი­ძე სა­უბ­რობს ბა­თუმ­ში სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ­ში" მას­ზე თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებ­ზე და აღ­ნიშ­ნავს, რომ სამ­ხა­რა­ძე იგი­ნე­ბო­და, იყო მუ­ქა­რაც, სა­ბო­ლო­ოდ კი ინ­ცი­დენ­ტში დაც­ვა ჩა­ე­რია.

"სას­ტუმ­რო "შე­რა­ტო­ნის" ფო­ი­ე­ში ვი­ჯე­ქი. უც­ბათ, რამ­დე­ნი­მე მა­გი­დას­თან და­ვი­ნა­ხე ადა­მი­ა­ნე­ბი სვამ­დნენ. და­ვი­ნა­ხე, რომ აქ, პირ­და­პირ რო­ი­ალ­თან მო­ვი­და თან­მხლებ ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად დი­მიტ­რი სამ­ხა­რა­ძე. მერე მი­ვი­და მა­გი­დას­თან, მერე წა­მო­ვი­და ჩემ­თან და მი­თხრა: "მე გიც­ნობ, ხარ ზვი­ად ქო­რი­ძე". და­ი­წყო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ გი­ნე­ბა, რა­ზეც არა­ნა­ი­რი რე­აქ­ცია არ მქო­ნია. წა­ვი­და, მი­ვი­და კა­რებ­თან, მბრუ­ნა­ვი კა­რია, დაბ­რუნ­და, შე­მო­ვი­და, "რა თქვი ბიჭო, შენ ოც­ნე­ბა­ზე, ვის აგი­ნე­ბო". და­ი­წყო გი­ნე­ბა, სა­ვარ­ძელ­ზე ფე­ხე­ბის რტყმა. უც­ბათ, და­ვი­ნა­ხე, რომ იმ მა­გი­დი­დან აი­შალ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, 10-12 კაცი იქ­ნე­ბო­და, თვლა არ და­მი­წყია, და­იძ­რნენ ჩემ­სკენ. რო­დე­საც მი­ვუ­ახ­ლოვ­დი მი­სა­ღე­ბის მა­გი­დას და დაც­ვას ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა, დაც­ვა გა­მო­ვარ­და. მო­ა­ხერ­ხეს, შე­ე­ცად­ნენ, რომ ისი­ნი გა­ე­ცი­ლე­ბი­ნათ ჩემ­გან. იყო მუ­ქა­რა, გი­ნე­ბა. დაც­ვამ გა­მიყ­ვა­ნა", - აღ­ნიშ­ნავს ქო­რი­ძე მე­დი­ას­თან.

ზვი­ად ქო­რი­ძე კლი­ნი­კა­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"დიმიტრი სამხარაძემ დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა - იყო მუქარა" - ზვიად ქორიძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

"დიმიტრი სამხარაძემ დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა - იყო მუქარა" - ზვიად ქორიძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ჟურნალისტი და მედია ექსპერტი ზვიად ქორიძე აცხადებს, რომ მას "ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე თავს დაესხა.

  • ქორიძე საუბრობს ბათუმში სასტუმრო "შერატონში" მასზე თავდასხმის დეტალებზე და აღნიშნავს, რომ სამხარაძე იგინებოდა, იყო მუქარაც, საბოლოოდ კი ინციდენტში დაცვა ჩაერია.

"სასტუმრო "შერატონის" ფოიეში ვიჯექი. უცბათ, რამდენიმე მაგიდასთან დავინახე ადამიანები სვამდნენ. დავინახე, რომ აქ, პირდაპირ როიალთან მოვიდა თანმხლებ ქალბატონთან ერთად დიმიტრი სამხარაძე. მერე მივიდა მაგიდასთან, მერე წამოვიდა ჩემთან და მითხრა: "მე გიცნობ, ხარ ზვიად ქორიძე". დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ გინება, რაზეც არანაირი რეაქცია არ მქონია. წავიდა, მივიდა კარებთან, მბრუნავი კარია, დაბრუნდა, შემოვიდა, "რა თქვი ბიჭო, შენ ოცნებაზე, ვის აგინებო". დაიწყო გინება, სავარძელზე ფეხების რტყმა. უცბათ, დავინახე, რომ იმ მაგიდიდან აიშალნენ ადამიანები, 10-12 კაცი იქნებოდა, თვლა არ დამიწყია, დაიძრნენ ჩემსკენ. როდესაც მივუახლოვდი მისაღების მაგიდას და დაცვას ვთხოვე დახმარება, დაცვა გამოვარდა. მოახერხეს, შეეცადნენ, რომ ისინი გაეცილებინათ ჩემგან. იყო მუქარა, გინება. დაცვამ გამიყვანა", - აღნიშნავს ქორიძე მედიასთან.

ზვიად ქორიძე კლინიკაშიც იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, მას მცირე დაზიანებები აქვს.