სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეუთო-ს დამკვირვებლებს საქართველოში არჩევნების დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ" - ლავროვი
"ეუთო-ს დამკვირვებლებს საქართველოში არჩევნების დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ" - ლავროვი

ეუთო-ს დამ­კვირ­ვებ­ლებს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­ჩევ­ნე­ბის დროს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვე­ბი არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, სერ­გეი ლავ­როვ­მა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"ნა­ხეთ, რო­გორ დას­ცი­ნი­ან ქარ­თველ ხალ­ხს. სხვა­თა შო­რის, გვაბ­რა­ლებ­დნენ, რომ იქ რა­ღაც მო­ვა­წყვეთ. ეუთო-ს დამ­კვირ­ვებ­ლებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დარ­ღვე­ვე­ბი არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბი­ათ. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­კეთ­და სწო­რად, ლე­გი­ტი­მუ­რად, მაგ­რამ არა, მათ ეს არ მოს­წონთ“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გეი ლავ­როვ­მა.

  • ამას­თან, ლავ­რო­ვის თქმით, ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში ნი­კო­ლას მა­დუ­როს ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რებ­მა, ედ­მუნ­დო გონ­სა­ლეს­მა და ხუან გუ­ა­ი­დომ შე­საძ­ლოა, სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მა­გა­ლითს მი­ბა­ძონ.

"ალ­ბათ, ე.წ. პრე­ზი­დენ­ტე­ბი გონ­სა­ლე­სი და გუ­ა­ი­დო სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მა­გა­ლითს მიჰ­ყვე­ბი­ან. მან ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე ორი დღით ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სად წა­ვი­დო­და და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის ერ­თა­დერ­თი ლე­გი­ტი­მუ­რი წყა­რო სა­სახ­ლე­ში დარ­ჩე­ბო­და და ბრძა­ნე­ბებს გას­ცემ­და. დი­ლით კი წა­ვი­და და რო­მე­ლი­ღაც ანა­ლი­ტი­კურ ცენ­ტრში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. ამა­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, რად­გან ეს თვალ­თმაქ­ცო­ბაა, ადა­მი­ა­ნე­ბის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი შე­ფა­სე­ბაა“, - აღ­ნიშ­ნა რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ეუთო-ს დამკვირვებლებს საქართველოში არჩევნების დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ" - ლავროვი

"ეუთო-ს დამკვირვებლებს საქართველოში არჩევნების დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ" - ლავროვი

ეუთო-ს დამკვირვებლებს საქართველოში არჩევნების დროს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ნახეთ, როგორ დასცინიან ქართველ ხალხს. სხვათა შორის, გვაბრალებდნენ, რომ იქ რაღაც მოვაწყვეთ. ეუთო-ს დამკვირვებლებს მნიშვნელოვანი დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი გაკეთდა სწორად, ლეგიტიმურად, მაგრამ არა, მათ ეს არ მოსწონთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

  • ამასთან, ლავროვის თქმით, ვენესუელაში ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა, ედმუნდო გონსალესმა და ხუან გუაიდომ შესაძლოა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მაგალითს მიბაძონ.

"ალბათ, ე.წ. პრეზიდენტები გონსალესი და გუაიდო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მაგალითს მიჰყვებიან. მან ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე განაცხადა, რომ არსად წავიდოდა და როგორც საქართველოში ძალაუფლების ერთადერთი ლეგიტიმური წყარო სასახლეში დარჩებოდა და ბრძანებებს გასცემდა. დილით კი წავიდა და რომელიღაც ანალიტიკურ ცენტრში მუშაობა დაიწყო. ამაზე კომენტარის გაკეთება რთულია, რადგან ეს თვალთმაქცობაა, ადამიანების უპატივცემულობაა და საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასებაა“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.