პარტნიორები:
    ავტორი:

    პალიტრა ჰოლდინგმა ინტეგრირებული თეატრის - "აზდაკის ბაღის" მონაწილეები დაასაჩუქრა

    პალიტრა ჰოლდინგმა ინტეგრირებული თეატრის - "აზდაკის ბაღის" მონაწილეები დაასაჩუქრა

    პალიტრა ჰოლდინგში შემავალმა კომპანიებმა „ბიბლუსმა“ და „პალიტრა L-მა“ საახალწლო საქველმოქმედო კამპანიაში მიიღეს მონაწილეობა. მათ ინტეგრირებული თეატრის, „აზდაკის ბაღის“ წევრების სურვილების ასრულებაზე იზრუნეს.

    თეატრი უკვე 9 წელია არსებობს და სპეციალური საჭიროების მქონე 21 პირს აერთიანებს. გასვლითი პროექტის ფარგლებში - „შესაძლებლობები უსაზღვროა“, თეატრის მსახიობები იმყოფებოდნენ ბაკურიანში, სადაც პალიტრა ჰოლდინგში შემავალი კომპანიებისგან გადაეცათ საჩუქრები.

    პროექტი განხორციელდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარდაჭერით და ახალგაზრდებში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

    აღსანიშნავია, რომ პალიტრა ჰოლდინგი ყოველთვის ჩართულია კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობას, ასევე, განათლებისა და კულტურული ფასეულობების პოპულარიზაციას. ამ მიზნით ჰოლდინგი რეგულარულად მონაწილეობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიებში.

    R