საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩინეთი განიხილავს ილონ მასკისთვის TikTok US-ის მიყიდვას - რას წერს Bloomberg?
ჩინეთი განიხილავს ილონ მასკისთვის TikTok US-ის მიყიდვას - რას წერს Bloomberg?

ჩი­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ვა­რი­ანტს, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა, TikTok-ის აშშ-ის ოპე­რა­ცი­ე­ბი ილონ მასკმა შე­ი­ძი­ნოს. ასე აი­რი­დებს ჩი­ნე­თი თა­ვი­დან ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ამ სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია პლატ­ფორ­მის აკ­რძალ­ვას. ამის შე­სა­ხებ Bloomberg წერს.

პე­კინ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ემ­ხრო­ბი­ან, რომ TikTok სრუ­ლად დარ­ჩეს მისი მისი მშო­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის, ByteDance Ltd.-ის სა­კუთ­რე­ბა­ში. TikTok-ი აშშ-ის უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს აკ­რძალ­ვის გა­სა­ჩივ­რე­ბის­თვის მი­მარ­თავს, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, რო­გორც ჩანს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შეც­ვლას ნაკ­ლე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ამას­თან, ჩი­ნე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ სა­რე­ზერ­ვო გეგ­მებს, რო­მელ­თა შო­რი­საა TikTok-ის აშშ-ის ოპე­რა­ცი­ე­ბის ილონ მას­კის­თვის გა­და­ცე­მა.

მასკს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან. . ერთ-ერთი ინ­სა­ი­დე­რის თა­ნახ­მად, ByteDance-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­ში მას­კი და­დე­ბი­თი რე­პუ­ტა­ცი­ით სარ­გებ­ლობს. პო­ტენ­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბით, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, X-მა (ყო­ფი­ლი Twitter) TikTok US ჩა­ი­ბა­როს და ილონ­მა ორი­ვე ბიზ­ნე­სი ერთი ქოლ­გის ქვეშ მარ­თოს. გან­სა­კუთ­რე­ბით, TikTok-ის 170 მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის ბა­ზით, ეს შე­იძ­ლე­ბა, X-ს რეკ­ლა­მის მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის გაზ­რდა­ში და­ეხ­მა­როს.

  • TikTok-ის აშშ-ის ოპე­რა­ცი­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40-50 მი­ლი­არდ დო­ლა­რია. არ არის ნა­თე­ლი, რო­გორ მო­ა­ხერ­ხებს მას­კი ასე­თი ტრან­ზაქ­ცი­ის და­ფი­ნან­სე­ბას, რად­გან ეს მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის­თვი­საც საკ­მა­ოდ დიდი თან­ხაა. ჯერ ცხა­დი არც ის არის, რამ­დე­ნად და­თან­ხმდე­ბა ტრან­ზაქ­ცი­ას ამე­რი­კის მთავ­რო­ბა.

TikTok-ის აშშ-ის ნა­წი­ლის გა­მო­ყო­ფა ტექ­ნი­კუ­რად რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რაც გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს რო­გორც ჩი­ნელ, ასე­ვე ამე­რი­კელ აქ­ცი­ო­ნე­რებ­ზე. ზო­გი­ერ­თი შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი მო­ი­ცავს ამე­რი­კე­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის გა­დაყ­ვა­ნას სხვა მსგავს აპ­ლი­კა­ცი­ა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბრენ­დით.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ჩინეთი განიხილავს ილონ მასკისთვის TikTok US-ის მიყიდვას - რას წერს Bloomberg?

ჩინეთი განიხილავს ილონ მასკისთვის TikTok US-ის მიყიდვას - რას წერს Bloomberg?

ჩინეთის ოფიციალური პირები განიხილავენ ვარიანტს, რომლითაც შეიძლება, TikTok-ის აშშ-ის ოპერაციები ილონ მასკმა შეიძინოს. ასე აირიდებს ჩინეთი თავიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ სოციალური მედია პლატფორმის აკრძალვას. ამის შესახებ Bloomberg წერს.

პეკინში ოფიციალური პირები ემხრობიან, რომ TikTok სრულად დარჩეს მისი მისი მშობელი კომპანიის, ByteDance Ltd.-ის საკუთრებაში. TikTok-ი აშშ-ის უზენაეს სასამართლოს აკრძალვის გასაჩივრებისთვის მიმართავს, თუმცა მოსამართლეები, როგორც ჩანს, გადაწყვეტილების შეცვლას ნაკლებად განიხილავენ. ამასთან, ჩინეთის ოფიციალური პირები განიხილავენ სარეზერვო გეგმებს, რომელთა შორისაა TikTok-ის აშშ-ის ოპერაციების ილონ მასკისთვის გადაცემა.

მასკს კარგი ურთიერთობა აქვს ჩინეთის ხელისუფლებასთან. . ერთ-ერთი ინსაიდერის თანახმად, ByteDance-ის თანამშრომლებში მასკი დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. პოტენციური შეთანხმებით, ასევე შეიძლება, X-მა (ყოფილი Twitter) TikTok US ჩაიბაროს და ილონმა ორივე ბიზნესი ერთი ქოლგის ქვეშ მართოს. განსაკუთრებით, TikTok-ის 170 მილიონი ამერიკელი მომხმარებლის ბაზით, ეს შეიძლება, X-ს რეკლამის მიმზიდველობის გაზრდაში დაეხმაროს.

  • TikTok-ის აშშ-ის ოპერაციების ღირებულება 40-50 მილიარდ დოლარია. არ არის ნათელი, როგორ მოახერხებს მასკი ასეთი ტრანზაქციის დაფინანსებას, რადგან ეს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისთვისაც საკმაოდ დიდი თანხაა. ჯერ ცხადი არც ის არის, რამდენად დათანხმდება ტრანზაქციას ამერიკის მთავრობა.

TikTok-ის აშშ-ის ნაწილის გამოყოფა ტექნიკურად რთული იქნება, რაც გავლენას მოახდენს როგორც ჩინელ, ასევე ამერიკელ აქციონერებზე. ზოგიერთი შესაძლო ვარიანტი მოიცავს ამერიკელი მომხმარებლების გადაყვანას სხვა მსგავს აპლიკაციაზე განსხვავებული ბრენდით.

წყარო