სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო..." - ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების დეტალები: მძიმეა 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა
"ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო..." - ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების დეტალები: მძიმეა 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა

ორ­თა­ჭა­ლა­ში, დევ­ნილ­თა სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი­დან კლი­ნი­კა­ში 1 მო­ქა­ლა­ქე რჩე­ბა.

  • რო­გორც "ნიუ ჰოს­პი­ტალ­სის" კლი­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კორ­ძა­ხია აცხა­დებს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

"კლი­ნი­კა­ში ამ­ჟა­მად 25 წლის მა­მა­კა­ცი რჩე­ბა, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაც საკ­მა­ოდ მძი­მეა, აღე­ნიშ­ნე­ბა ღია ქა­ლატ­ვი­ნი­სა და გულ-მკერ­დის და­ზი­ა­ნე­ბა. პა­ცი­ენ­ტი არის უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, იმ­ყო­ფე­ბა ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და არის აპა­რა­ტულ სუნ­თქვა­ზე.

ჩვენ­თან კლი­ნი­კა­ში ასე­ვე კი­დევ 2 პა­ცი­ენ­ტი იყო გად­მოყ­ვა­ნი­ლი, აქე­დან ერთი არის პე­დი­ატ­რი­უ­ლი ასა­კის - 12 წლის. მო­ზარ­დი გარ­კვე­უ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით ბი­ნა­ზე ეწე­რე­ბა. ერ­თმა პა­ცი­ენ­ტმა ღა­მის სა­ა­თებ­ში და­ტო­ვა კლი­ნი­კა, რო­მელ­საც მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და“,- აცხა­დებს კლი­ნი­კის ექი­მი.

ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. გარ­დაც­ვლი­ლი 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცია, რომ­ლის სახ­ლშიც აფეთ­ქე­ბა მოხ­და.

"12 სა­ათს იყო გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი, როცა აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ის­მა. ჩავ­თვა­ლე, რომ ფე­ი­ერ­ვერ­კი იყო, და­ემ­თხვა, რომ ძვე­ლით ახალ წელს აღ­ნიშ­ნა­ვენ. და­შა­ვე­ბუ­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, ბავ­შვი და­შავ­და, წა­იყ­ვა­ნეს კლი­ნი­კა­ში, ასე­ვე ერთი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც მდგმუ­რად ცხოვ­რობ­და აქ. გარ­დაც­ვლი­ლია მა­მა­კა­ცი, ვის სახ­ლში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, ეზო­ში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი, ალ­ბათ ტალ­ღამ გად­მო­აგ­დო. მარ­ტო ცხოვ­რობ­და სახ­ლში" - უყ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი "ფორ­მუ­ლას".

  • თბი­ლი­სის მე­რი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში გვი­ან ღა­მით მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბი კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბამ სხვა­დას­ხვა სას­ტუმ­რო­ში და­ა­ბი­ნა­ვა.

„სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში, სა­დაც ასამ­დე დევ­ნი­ლი ოჯა­ხი ცხოვ­რობს, აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად კე­დე­ლი და შე­ნო­ბის ფა­სა­დი ჩა­მო­ინ­გრა. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე კახა გუ­ლე­და­ნი, კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბე­ლი ბექა მი­ქა­უ­ტა­ძე, თბი­ლი­სის მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი­სა და კრწა­ნი­სის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლურ­მა ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ უკვე და­ი­წყო შე­ნო­ბის მდგრა­დო­ბის კვლე­ვა. ასე­ვე, დღეს­ვე და­ი­წყე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფა­სა­დის დე­მონ­ტა­ჟი და მოხ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ის და­სუფ­თა­ვე­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კუ­თარ ბი­ნებ­ში მას შემ­დეგ დაბ­რუნ­დე­ბა, რაც თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ის კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­დე­ბა, რომ კორ­პუ­სი სა­ცხოვ­რებ­ლად ვარ­გი­სია“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ოთხი კი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია.

აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ნო­ბის მე­ო­თხე სარ­თულ­ზე მოხ­და. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ფა­სა­დი და კედ­ლე­ბი ჩა­მო­ინ­გრა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო..." - ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების დეტალები: მძიმეა 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა

"ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო..." - ორთაჭალაში მომხდარი აფეთქების დეტალები: მძიმეა 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა

ორთაჭალაში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული პაციენტებიდან კლინიკაში 1 მოქალაქე რჩება.

  • როგორც "ნიუ ჰოსპიტალსის" კლინიკური დირექტორი გიორგი კორძახია აცხადებს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

"კლინიკაში ამჟამად 25 წლის მამაკაცი რჩება, რომლის მდგომარეობაც საკმაოდ მძიმეა, აღენიშნება ღია ქალატვინისა და გულ-მკერდის დაზიანება. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში, იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და არის აპარატულ სუნთქვაზე.

ჩვენთან კლინიკაში ასევე კიდევ 2 პაციენტი იყო გადმოყვანილი, აქედან ერთი არის პედიატრიული ასაკის - 12 წლის. მოზარდი გარკვეული რეკომენდაციებით ბინაზე ეწერება. ერთმა პაციენტმა ღამის საათებში დატოვა კლინიკა, რომელსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა“,- აცხადებს კლინიკის ექიმი.

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა.

"12 საათს იყო გადაცილებული, როცა აფეთქების ხმა გაისმა. ჩავთვალე, რომ ფეიერვერკი იყო, დაემთხვა, რომ ძველით ახალ წელს აღნიშნავენ. დაშავებულებს რაც შეეხება, ბავშვი დაშავდა, წაიყვანეს კლინიკაში, ასევე ერთი მოქალაქე, რომელიც მდგმურად ცხოვრობდა აქ. გარდაცვლილია მამაკაცი, ვის სახლში აფეთქება მოხდა, ეზოში იპოვეს გარდაცვლილი, ალბათ ტალღამ გადმოაგდო. მარტო ცხოვრობდა სახლში" - უყვება ადგილობრივი "ფორმულას".

  • თბილისის მერიის ინფორმაციით, ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებული ოჯახები კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა სასტუმროში დააბინავა.

„საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ასამდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, აფეთქების შედეგად კედელი და შენობის ფასადი ჩამოინგრა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და კრწანისის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები.

თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დაიწყო შენობის მდგრადობის კვლევა. ასევე, დღესვე დაიწყება დაზიანებული ფასადის დემონტაჟი და მოხდება ტერიტორიის დასუფთავება. მოსახლეობა საკუთარ ბინებში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის კვლევის შედეგად დადგინდება, რომ კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ორთაჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

აფეთქება სავარაუდოდ, შენობის მეოთხე სართულზე მოხდა. აფეთქების შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის ფასადი და კედლები ჩამოინგრა.

წაიკითხეთ ასევე: