საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

17

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 21:53-ზე, მთვარე ქალწულშია საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ვარჯიში. ორგანიზმის გაწმენდა.
მსოფლიო
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავისი ცოლი არ ვარ, არც კი ვიცნობ დეპუტატებს, ტყუილად გავილანძღე" - რას ჰყვება მარიამ ბაგრატიონი, რომელზეც წერდნენ, რომ აბუ-დაბიში "ოცნების" დეპუტატებს იცავდა
"არავისი ცოლი არ ვარ, არც კი ვიცნობ დეპუტატებს, ტყუილად გავილანძღე" - რას ჰყვება მარიამ ბაგრატიონი, რომელზეც წერდნენ, რომ აბუ-დაბიში "ოცნების" დეპუტატებს იცავდა

მე­სა­მე დღეა რაც ქარ­თუ­ლი მე­დია აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში“, მომ­ხდა­რი სკან­და­ლის შე­სა­ხებ წერს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­სა და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სა­უზ­მო­ბი­სას ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს თავს და­ესხნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი.

შემ­თხვე­ვას წინ უძღო­და ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ერთი დღით ადრე სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და. მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლის ცნო­ბით, აბუ-და­ბი­ში ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას შეხ­ვდა და გა­და­წყვი­ტა, რომ ბა­თუმ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე მო­ე­ყო­ლა, თუმ­ცა რო­გორც გა­ბი­ტაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ზარ­ქუ­ამ მის ტე­ლე­ფონს ხელი გა­არ­ტყა და შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა.

მე­ო­რე დღეს მომ­ხდა­რი ჩხუ­ბის დროს, სას­ტუმ­როს კა­ფის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და მა­რი­ამ ბაგ­რა­ტი­ო­ნი შვილ­თან ერ­თად. მო­ქა­ლა­ქის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­ში, ქალი მა­რი­ამ ბაგ­რა­ტი­ონს მი­მარ­თავს და ეუბ­ნე­ბა, რომ ყველ­გან ასე უნდა დახ­ვდნენ ქვეყ­ნის მო­ღა­ლა­ტე­ებს.

  • გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ბაგ­რა­ტი­ონ­ზე წე­რენ: "ცო­ლე­ბიც მოყ­ვნენ "პრი­კუპ­ში". მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ სი­უ­ჟეტ­ში ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობს, რომ ად­გილ­ზე ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის და­სა­ცა­ვად.

იმე­რე­თის ბაგ­რა­ტო­ვან­თა შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კო­სია და წლე­ბის წინ, „ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა­ზე“ სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა მიჰ­ყავ­და. მა­რი­ა­მი ინ­ტერ­ვი­უ­ში გვიყ­ვე­ბა, რომ გა­უ­გებ­რო­ბა­ში მოხ­ვდა და იქ მყო­ფი დე­პუ­ტა­ტე­ბი­დან არა­ვი­სი ცოლი არ არის და 14 წლის შვილ­თან ერ­თად აბუ-და­ბი­ში ისიც „ქოლ­დფ­ლე­ის“ კონ­ცერ­ტზე და­სას­წრე­ბად ჩა­ვი­და. მომ­ხდარს კი შემ­თხვე­ვით შე­ეს­წრო...

- არა­ვის ოჯა­ხის წევ­რი არ ვარ, არც კი ვიც­ნობ არ­ცერ­თს. უბ­რა­ლოდ ამ ფაქტს შე­ვეს­წა­რი რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი. ამ ადა­მი­ან­მა (ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი) ჯერ კი­დევ წინა დღეს ლან­ძღა და აგი­ნა ყვე­ლას. მე­ო­რე დღე­საც უბ­რა­ლოდ ის გა­და­ი­ღეს და და­დეს, რაც თა­ვად უნ­დო­დათ და აწყობ­დათ.

მეც მლან­ძღეს და გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. სა­ერ­თოდ არა­ფერ შუ­ა­ში არ ვი­ყა­ვი. ჩემი შვი­ლი ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე კონ­ცერ­ტზე. მომ­ხდა­რის დროს შვილ­თან ერ­თად კა­ფე­ში ვი­ჯე­ქი და მი­ვირ­თმევ­დით, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი და­ი­წყო. შე­ვეს­წა­რი და უბ­რა­ლოდ ჩა­ვე­რიე რო­გორც დამ­სვე­ნე­ბე­ლი და ქარ­თვე­ლი. მო­ვა­ლედ ჩავ­თვა­ლე თავი. მთე­ლი სას­ტუმ­რო გა­ა­გი­ჟეს, ისე იქ­ცე­ოდ­ნენ და იგი­ნე­ბოდ­ნენ, ყვი­როდ­ნენ მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის მი­სა­მარ­თით. ეს არის სი­მარ­თლე. მე სა­ერ­თოდ რა შუ­ა­ში ვი­ყა­ვი, პრო­ვო­კა­ტორ­მა ქალ­მა რომ გა­და­მი­ღო. ცხოვ­რე­ბა­ში არა­ვის­თვის მი­მი­ყე­ნე­ბია შე­უ­რა­ცხყო­ფა, წყო­ბი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნეს.

- "ცო­ლე­ბიც მოყ­ვნენ პრი­კუპ­ში. ჩემ­მა დე­ი­დაშ­ვილ­მა მი­ას­ხა" - ამ სა­თა­უ­რით გავ­რცელ­და თქვენ­ზე ვი­დეო.

- მათ თუ აქვთ დას­ვე­ნე­ბი­სა და კონ­ცერ­ტზე წას­ვლის უფ­ლე­ბა, მე რა­ტომ არ მაქვს. რა­ტომ ვარ მო­ღა­ლა­ტე ვერ გა­ვი­გე. რა­ტომ უნდა შე­მა­ვიწ­რო­ონ და და­მა­ბუ­ლინ­გონ, თა­ვად რა­ტომ არი­ან მა­შინ აქ? - რა­ტომ ის­ვე­ნებს თუ ასე­თი პატ­რი­ო­ტია ქვეყ­ნის, რა ეკონ­ცერ­ტე­ბა, რუსი ცოლი მა­გას ჰყავს მე კი არა (სა­უ­ბა­რია ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­ზე ავტ.)

მე არა­ვი­სი ცოლი და ნაშა არ ვარ, არც კი ვიც­ნობ დე­პუ­ტა­ტებს, ორ შვილს გე­ფი­ცე­ბით. ტყუ­ი­ლად გა­ვი­ლან­ძღე და ჩემი შვი­ლიც ვა­ნერ­ვი­უ­ლე.

- ინ­ცი­დენ­ტი ერთი დღით ად­რეც მოხ­და სას­ტუმ­როს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

- დიახ, წინა დღე­საც შე­ვეს­წა­რი ეს ბიჭი რო­გორ ლან­ძღავ­და და აგი­ნებ­და საქ­ვეყ­ნოდ პარ­ლა­მენ­ტა­რებს, მთე­ლი სას­ტუმ­როს წინ. გა­ვოც­დი... ეს მე­ო­რე დღე იყო, რაც ყვე­ლამ ნა­ხეთ, ის რა­ტომ არ და­დეს. მე არ ვარ ინ­ტრი­გა­ნი ადა­მი­ა­ნი და არ გა­და­მი­ღია არა­ფე­რი.

- მა­რი­ამ, წლე­ბის წინ სა­პატ­რი­არ­ქოს არხზე გა­და­ცე­მა მიგ­ყავ­დათ, ახლა რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ამ­ჟა­მად კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ში ვა­კე­თებ პრო­ექ­ტებს. მა­გა­ლი­თად „აბე­სა­ლომ და ეთე­რის“ იტა­ლი­უ­რი ლიბ­რე­ტოს ავ­ტო­რი ვარ, რო­მე­ლიც იტა­ლი­ა­ში დად­გეს და მათ არც და­ე­სიზ­მრე­ბათ.

ტყუ­ი­ლად მცხე­ბენ ჩირ­ქს, უდა­ნა­შა­უ­ლო, არა­ფერ შუ­ა­ში მყოფ ადა­მი­ანს. მე ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი. არ­ცერთ პარ­ტი­ას არ მი­ვე­კუთ­ვნე­ბი და არ­ცერ­თის­გან არ მაქვს არა­ნა­ი­რი სარ­გე­ბე­ლი. არა­ვის­თვის არა­ფე­რი და­მი­შა­ვე­ბია და არც წა­მირ­თმე­ვია. ვის­ვე­ნებ­დი უბ­რა­ლოდ და ჩემ­თვის და უსა­მარ­თლო­ბას და ძა­ლა­დო­ბას არ მი­ვე­სალ­მე­ბი არა­სო­დეს. პრო­ტეს­ტი შე­უძ­ლი­ათ მი­ტინგზე და არა აქ, სას­ტუმ­რო­ში სა­დაც ხალ­ხი ის­ვე­ნებს.

კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, მე არ­ცერ­თი მხა­რე არ ვარ, არ ვე­რე­ვი პო­ლი­ტი­კა­ში. მე რომ ვზი­ვარ იქ, პა­ტა­რა შვილ­თან ერ­თად, კონ­ცერ­ტებს არ უნდა მა­ყუ­რე­ბი­ნებ­დნენ და არ უნდა მსტრე­სავ­დნენ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ დაემშვიდობა "კვარა" ნეაპოლს?
ავტორი:

"არავისი ცოლი არ ვარ, არც კი ვიცნობ დეპუტატებს, ტყუილად გავილანძღე" - რას ჰყვება მარიამ ბაგრატიონი, რომელზეც წერდნენ, რომ აბუ-დაბიში "ოცნების" დეპუტატებს იცავდა

"არავისი ცოლი არ ვარ, არც კი ვიცნობ დეპუტატებს, ტყუილად გავილანძღე" - რას ჰყვება მარიამ ბაგრატიონი, რომელზეც წერდნენ, რომ აბუ-დაბიში "ოცნების" დეპუტატებს იცავდა

მესამე დღეა რაც ქართული მედია აბუ-დაბიში, სასტუმრო "რედისონში“, მომხდარი სკანდალის შესახებ წერს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და და "ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

შემთხვევას წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც ერთი დღით ადრე სასტუმროს ტერიტორიაზე მოხდა. მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილის ცნობით, აბუ-დაბიში ირაკლი ზარქუას შეხვდა და გადაწყვიტა, რომ ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე მოეყოლა, თუმცა როგორც გაბიტაშვილი აღნიშნავს, ზარქუამ მის ტელეფონს ხელი გაარტყა და შეურაცხყოფა მიაყენა.

მეორე დღეს მომხდარი ჩხუბის დროს, სასტუმროს კაფის ტერიტორიაზე იმყოფებოდა მარიამ ბაგრატიონი შვილთან ერთად. მოქალაქის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ქალი მარიამ ბაგრატიონს მიმართავს და ეუბნება, რომ ყველგან ასე უნდა დახვდნენ ქვეყნის მოღალატეებს.

  • გავრცელებულ ვიდეოში ბაგრატიონზე წერენ: "ცოლებიც მოყვნენ "პრიკუპში". მედიაში გავრცელებულ სიუჟეტში ასევე ჟურნალისტი ამბობს, რომ ადგილზე ის ყველაფერს აკეთებდა "ოცნების" დეპუტატების დასაცავად.

იმერეთის ბაგრატოვანთა შტოს წარმომადგენელი, პროფესიით მუსიკოსია და წლების წინ, „ერთსულოვნებაზე“ საავტორო გადაცემა მიჰყავდა. მარიამი ინტერვიუში გვიყვება, რომ გაუგებრობაში მოხვდა და იქ მყოფი დეპუტატებიდან არავისი ცოლი არ არის და 14 წლის შვილთან ერთად აბუ-დაბიში ისიც „ქოლდფლეის“ კონცერტზე დასასწრებად ჩავიდა. მომხდარს კი შემთხვევით შეესწრო...

- არავის ოჯახის წევრი არ ვარ, არც კი ვიცნობ არცერთს. უბრალოდ ამ ფაქტს შევესწარი როგორც დამსვენებელი. ამ ადამიანმა (ლაშა გაბიტაშვილი) ჯერ კიდევ წინა დღეს ლანძღა და აგინა ყველას. მეორე დღესაც უბრალოდ ის გადაიღეს და დადეს, რაც თავად უნდოდათ და აწყობდათ.

მეც მლანძღეს და გავეცი პასუხი. საერთოდ არაფერ შუაში არ ვიყავი. ჩემი შვილი ჩამოვიყვანე კონცერტზე. მომხდარის დროს შვილთან ერთად კაფეში ვიჯექი და მივირთმევდით, როდესაც ეს ამბავი დაიწყო. შევესწარი და უბრალოდ ჩავერიე როგორც დამსვენებელი და ქართველი. მოვალედ ჩავთვალე თავი. მთელი სასტუმრო გააგიჟეს, ისე იქცეოდნენ და იგინებოდნენ, ყვიროდნენ მთავრობის წევრების მისამართით. ეს არის სიმართლე. მე საერთოდ რა შუაში ვიყავი, პროვოკატორმა ქალმა რომ გადამიღო. ცხოვრებაში არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, წყობიდან გამომიყვანეს.

- "ცოლებიც მოყვნენ პრიკუპში. ჩემმა დეიდაშვილმა მიასხა" - ამ სათაურით გავრცელდა თქვენზე ვიდეო.

- მათ თუ აქვთ დასვენებისა და კონცერტზე წასვლის უფლება, მე რატომ არ მაქვს. რატომ ვარ მოღალატე ვერ გავიგე. რატომ უნდა შემავიწროონ და დამაბულინგონ, თავად რატომ არიან მაშინ აქ? - რატომ ისვენებს თუ ასეთი პატრიოტია ქვეყნის, რა ეკონცერტება, რუსი ცოლი მაგას ჰყავს მე კი არა (საუბარია ლაშა გაბიტაშვილზე ავტ.)

მე არავისი ცოლი და ნაშა არ ვარ, არც კი ვიცნობ დეპუტატებს, ორ შვილს გეფიცებით. ტყუილად გავილანძღე და ჩემი შვილიც ვანერვიულე.

- ინციდენტი ერთი დღით ადრეც მოხდა სასტუმროს ტერიტორიაზე.

- დიახ, წინა დღესაც შევესწარი ეს ბიჭი როგორ ლანძღავდა და აგინებდა საქვეყნოდ პარლამენტარებს, მთელი სასტუმროს წინ. გავოცდი... ეს მეორე დღე იყო, რაც ყველამ ნახეთ, ის რატომ არ დადეს. მე არ ვარ ინტრიგანი ადამიანი და არ გადამიღია არაფერი.

- მარიამ, წლების წინ საპატრიარქოს არხზე გადაცემა მიგყავდათ, ახლა რას საქმიანობთ?

- ამჟამად კულტურის სამინისტროში ვაკეთებ პროექტებს. მაგალითად „აბესალომ და ეთერის“ იტალიური ლიბრეტოს ავტორი ვარ, რომელიც იტალიაში დადგეს და მათ არც დაესიზმრებათ.

ტყუილად მცხებენ ჩირქს, უდანაშაულო, არაფერ შუაში მყოფ ადამიანს. მე ვარ აბსოლუტურად აპოლიტიკური ადამიანი. არცერთ პარტიას არ მივეკუთვნები და არცერთისგან არ მაქვს არანაირი სარგებელი. არავისთვის არაფერი დამიშავებია და არც წამირთმევია. ვისვენებდი უბრალოდ და ჩემთვის და უსამართლობას და ძალადობას არ მივესალმები არასოდეს. პროტესტი შეუძლიათ მიტინგზე და არა აქ, სასტუმროში სადაც ხალხი ისვენებს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მე არცერთი მხარე არ ვარ, არ ვერევი პოლიტიკაში. მე რომ ვზივარ იქ, პატარა შვილთან ერთად, კონცერტებს არ უნდა მაყურებინებდნენ და არ უნდა მსტრესავდნენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების გამო.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"