პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზარქუა და სანიკიძე საქართველოს ძველით ახალ წელს აბუ-დაბიდან ულოცავენ: რას ამბობენ დეპუტატები მომხდარ სკანდალზე? - "ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, ეს არ არის რამე საამაყო, მაგრამ ქართველები ვართ..."
ზარქუა და სანიკიძე საქართველოს ძველით ახალ წელს აბუ-დაბიდან ულოცავენ: რას ამბობენ დეპუტატები მომხდარ სკანდალზე? - "ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, ეს არ არის რამე საამაყო, მაგრამ ქართველები ვართ..."

პარ­ლა­მენ­ტა­რი ირაკ­ლი ზარ­ქუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც კო­ლე­გა დე­პუ­ტატ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ძვე­ლით ახალ წელს აბუ-და­ბი­დან ულო­ცავს, სა­დაც სე­რი­ო­ზულ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზეც სა­უბ­რობს.

"მინ­და, დამ­დე­გი ახა­ლი წელი მო­გი­ლო­ცოთ, ჩემს სა­ქარ­თვე­ლოს, მა­გარ ხალ­ხს, სა­მარ­გა­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბით. ხო, რა­ღაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, ეს არ არის რამე სა­ა­მა­ყო, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ვართ თავ­მოყ­ვა­რე ერი, რო­დე­საც ჩემს ოჯახს, ჩემს ახ­ლობ­ლებს ეხე­ბი­ან, ყო­ველ­თვის პა­სუ­ხი გვექ­ნე­ბა, ასე გავ­ცემთ ყო­ველ­თვის პა­სუხს", - ამ­ბობს ზარ­ქუა.

ამის შემ­დეგ ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე მად­ლო­ბას იხ­დის გვერ­დში დგო­მის­თვის და აცხა­დებს, რომ "ყო­ველ­თვის გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი უსამ­შობ­ლო­ებს".

  • რა მოხ­და აბუ-და­ბი­ში?

დღეს აბუ-და­ბი­ში, სას­ტუმ­რო "რე­დი­სონ­ში“, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­სა და და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და. და­პი­რის­პი­რე­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ირაკ­ლი ზარ­ქუა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე სა­უზ­მო­ბი­სას ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს თავს და­ესხნენ. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რომ ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტი გელა სამ­ხა­რა­უ­ლი.

"სა­უზ­მე­ზე ჩა­მო­ვე­დი, ვი­ჯე­ქი მარ­ტო ჩემ­თვის, ცოლ­თან ერ­თად… გუ­შინ­დე­ლი მომ­ხდა­რით გამ­წა­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და მომ­ვარ­დნენ“, - ამ­ბობს მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლი და ვი­დე­ო­ებს ავ­რცე­ლებს.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტებ­სა და მო­ქა­ლა­ქეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა წინა დღეს და­ი­წყო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გე­ნელ ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას გა­ბი­ტაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც იმა­ვე სას­ტუმ­რო­ში ის­ვე­ნებს, სა­დაც ზარ­ქუა და მისი კო­ლე­გე­ბი, - "მო­ღა­ლა­ტე“ და "სამ­შობ­ლოს გამ­ყიდ­ვე­ლი“ უწო­და.

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­მა, ნიკა ხა­ტი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ გა­ბი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც 13 იან­ვარს აბუ-და­ბი­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი თავს და­ესხნენ და ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, ცდი­ლობს, საქ­მე აღ­ძრას მათ წი­ნა­აღ­მდეგ.

ხა­ტი­აშ­ვი­ლის ცნო­ბით­ვე, გა­ბი­ტაშ­ვი­ლის­გან იცის, რომ "მო­ძა­ლა­დე­ე­ბის მხრი­დან ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია ერთ-ერთი პირი (ვის­მა ნას­როლ­მა თეფშმაც სას­ტუმ­როს თა­ნამ­შრომ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია),“ - წერს ხა­ტი­აშ­ვი­ლი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ზარქუა და სანიკიძე საქართველოს ძველით ახალ წელს აბუ-დაბიდან ულოცავენ: რას ამბობენ დეპუტატები მომხდარ სკანდალზე? - "ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, ეს არ არის რამე საამაყო, მაგრამ ქართველები ვართ..."

ზარქუა და სანიკიძე საქართველოს ძველით ახალ წელს აბუ-დაბიდან ულოცავენ: რას ამბობენ დეპუტატები მომხდარ სკანდალზე? - "ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, ეს არ არის რამე საამაყო, მაგრამ ქართველები ვართ..."

პარლამენტარი ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც კოლეგა დეპუტატ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად საქართველოს ძველით ახალ წელს აბუ-დაბიდან ულოცავს, სადაც სერიოზულ სკანდალში გაეხვა. ის მომხდარ ინციდენტზეც საუბრობს.

"მინდა, დამდეგი ახალი წელი მოგილოცოთ, ჩემს საქართველოს, მაგარ ხალხს, სამარგალოს განსაკუთრებით. ხო, რაღაც ინციდენტი მოხდა, ეს არ არის რამე საამაყო, მაგრამ ქართველები ვართ თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება, ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს", - ამბობს ზარქუა.

ამის შემდეგ ვიქტორ სანიკიძე მადლობას იხდის გვერდში დგომისთვის და აცხადებს, რომ "ყოველთვის გაეცემა პასუხი უსამშობლოებს".

  • რა მოხდა აბუ-დაბიში?

დღეს აბუ-დაბიში, სასტუმრო "რედისონში“, საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და და "ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირება, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე საუზმობისას ლაშა გაბიტაშვილს თავს დაესხნენ. კადრებში ასევე ჩანს, რომ ადგილზე იმყოფებოდა "ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი გელა სამხარაული.

"საუზმეზე ჩამოვედი, ვიჯექი მარტო ჩემთვის, ცოლთან ერთად… გუშინდელი მომხდარით გამწარებულები იყვნენ და მომვარდნენ“, - ამბობს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილი და ვიდეოებს ავრცელებს.

"ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და მოქალაქეს შორის დაპირისპირება წინა დღეს დაიწყო. "ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი ზარქუას გაბიტაშვილმა, რომელიც იმავე სასტუმროში ისვენებს, სადაც ზარქუა და მისი კოლეგები, - "მოღალატე“ და "სამშობლოს გამყიდველი“ უწოდა.

რამდენიმე საათის წინ ლაშა გაბიტაშვილის მეგობარმა, ნიკა ხატიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაბიტაშვილი, რომელსაც 13 იანვარს აბუ-დაბიში "ქართული ოცნების“ პარლამენტარები თავს დაესხნენ და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ცდილობს, საქმე აღძრას მათ წინააღმდეგ.

ხატიაშვილის ცნობითვე, გაბიტაშვილისგან იცის, რომ "მოძალადეების მხრიდან ამ დროისთვის დაკავებულია ერთ-ერთი პირი (ვისმა ნასროლმა თეფშმაც სასტუმროს თანამშრომლის დაზიანება გამოიწვია),“ - წერს ხატიაშვილი.

წაიკითხეთ ასევე: