პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ის, თუ როგორც იქცეოდნენ მოსამართლეები, სამწუხარო და ტრაგიკულია - ეს ადამიანები არ შეიძლება წარმოადგენდნენ დღეს საქართველოს სასამართლოს“ - ეკა გიგაური
“ის, თუ როგორც იქცეოდნენ მოსამართლეები, სამწუხარო და ტრაგიკულია - ეს ადამიანები არ შეიძლება წარმოადგენდნენ დღეს საქართველოს სასამართლოს“ - ეკა გიგაური

“ის, თუ რო­გორც იქ­ცე­ოდ­ნენ მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, სამ­წუ­ხა­რო და ძა­ლი­ან ტრა­გი­კუ­ლია. ჩვენ ვი­ცით, რომ ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე დგას ეს რე­ჟი­მი. სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში აქ­ტი­ვის­ტებს და და­კა­ვე­ბუ­ლებს დი­ლით და­უ­სა­ბუ­თებ­ლად აგ­ზავ­ნი­ან და შემ­დეგ სა­ღა­მოს სა­ქე­ი­ფოდ იკ­რი­ბე­ბი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი მათ მო­რა­ლურ სა­ხე­ზე მი­უ­თი­თებს. გვჯე­რა, რომ სა­სა­მარ­თლო კორ­პუს­ში არი­ან ღირ­სე­უ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი და კი­დევ ერთხელ ვთხოვთ მათ, რომ გა­ე­მიჯ­ნონ იმას, რაც სა­სა­მარ­თლო კორ­პუს­ში ხდე­ბა. სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში არი­ან კარ­გი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი, მაგ­რამ გუ­შინ, რაც ჩვენ ვი­ხი­ლეთ, ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლია. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენ­დნენ დღეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლოს“, - ამის შე­სა­ხებ “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა, ეკა გი­გა­ურ­მა, 12 იან­ვარს რეს­ტო­რან “ბა­ბი­ლოს­თან“ მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მო­სა­მარ­თლე­ე­ბი კორ­პო­რა­ცი­ულ წვე­უ­ლე­ბას, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ტეს­ტი­სა და სა­პო­ლი­ციო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის ფონ­ზე მარ­თავ­დნენ.

  • ასე­ვე, ეკა გი­გა­უ­რი 10-11 იან­ვარს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­სა­მარ­თლოს სხდო­მებ­ზეც სა­უბ­რობს და სხვა­დას­ხვა დარ­ღვე­ვებ­ზე მი­უ­თი­თებს.

მისი შე­ფა­სე­ბით, პრო­კუ­რო­რებს სა­სა­მარ­თლო სხდო­მებ­ზე და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ და ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ წარ­მო­ად­გი­ნეს, ასე­ვე გი­გა­უ­რი მო­სა­მარ­თლე­ებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას და აცხა­დებს, რომ ისი­ნი წი­ნას­წარ აფიქ­სი­რებ­დნენ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით და ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რი იყო, თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დნენ ისი­ნი.

მი­სი­ვე თქმით­ვე, მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ პრო­ცეს­ზე ბევ­რი დარ­ღვე­ვის გარ­და, ასე­ვე დაც­ვის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვაც და­ფიქ­სირ­და.

“10 იან­ვარს მო­სა­მარ­თლემ ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძემ გა­ნი­ხი­ლა ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის, ჯანო არ­ჩა­ნი­ას, ონი­სე ცხა­და­ძი­სა, რე­ვაზ კიკ­ნა­ძის და სხვა და­კა­ვე­ბულ­თა საქ­მე, 11 იან­ვარს კი მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძემ - ვე­ფხია კას­რა­ძის, ზვი­ად ცე­ცხლა­ძი­სა და სხვა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის საქ­მე. ამ ორი­ვე საქ­მე­ში გა­მოკ­ვე­თა კონ­კრე­ტუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი და ორი­ვე საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებ­დნენ ერთი და იმა­ვე პრო­კუ­რო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან გი­ორ­გი მუ­კბა­ნი­ა­ნი და ვაჟა თო­დუა.

პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ პრო­კუ­რო­რებს და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი ჰქონ­დათ, ვერ­ცერ­თმა პრო­კუ­რორ­მა ვერ წარ­მო­ად­გი­ნა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ბრალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას და­ა­სა­ბუ­თებ­და. მათი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და პო­ზი­ცი­ე­ბი შაბ­ლო­ნუ­რი იყო. მო­სა­მარ­თლე­ე­ბი წი­ნას­წარ აფიქ­სი­რებ­დნენ თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას ამ საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და ჩვენ ყვე­ლამ ვი­ცო­დით, თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებ­დნენ ისი­ნი. სა­ჯა­რო­ო­ბის პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღვე­ვას ჰქონ­და ად­გი­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­სა­მარ­თლე­ებ­მა იცოდ­ნენ, რომ რამ­დე­ნი­მე პი­რის საქ­მე გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და ძა­ლი­ან დიდი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი არ­სე­ბობ­და, მათ მა­ინც ჩა­ნიშ­ნეს საქ­მე­ე­ბი მცი­რე დარ­ბა­ზებ­ში, ერთ შემ­თხვე­ვა­ში დარ­ბა­ზის შეც­ვლა მოხ­და, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში - 11 იან­ვარს დარ­ბა­ზის ცვლი­ლე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

ასე­ვე, მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ პრო­ცეს­ზე, სხვა­დას­ხვა პრო­ცე­დუ­რულ დარ­ღვე­ვებს დაც­ვის უფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვაც და­ე­მა­ტა. დარ­ბა­ზის ცვლი­ლე­ბა­ზე მო­სა­მარ­თლის უარ­მა გა­მო­იწ­ვია, ის, რომ სიმ­ჭიდ­რო­ვის გამო ად­ვო­კა­ტებ­სა და ბრალ­დე­ბუ­ლებს შო­რის სა­თა­ნა­დო კო­მუ­ნი­კა­ცია ვერ ხერ­ხდე­ბო­და. ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლი უჟანგბა­დო­ბის გამო ცუ­დად გახ­და და სას­წრა­ფოს გა­მო­ძა­ხე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ამის შემ­დეგ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად დაც­ვის მხა­რემ და­ტო­ვა დარ­ბა­ზი. სა­ხა­ზი­ნო ად­ვო­კატს კი არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია ჰქო­ნო­დათ და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან და მათი პო­ზი­ცი­ე­ბი გა­ერ­კვია. ეს ყვე­ლა­ფე­რი არის დარ­ღვე­ვა“,- გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

  • ასე­ვე, ეკა გი­გა­უ­რი ქა­ლაქ ბა­თუმ­ში “ნეტ­გა­ზე­თი­სა“ და “ბა­თუ­მე­ლე­ბის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის, მზია ამაღ­ლო­ბე­ლის და­კა­ვე­ბა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მისი საქ­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კონ­ტროლს ქვე­შაა და ეტა­პობ­რი­ვად მი­აწ­ვდი­ან ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის უფ­ლე­ბებს იცა­ვენ.

“მზია ამაღ­ლო­ბე­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რეპ­რე­სი­უ­ლი ზო­მე­ბი არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, მისი უფ­ლე­ბე­ბი იყო დარ­ღვე­უ­ლი, პირ­ვე­ლად ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ი­წყე­ბა დევ­ნა. მის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ 20-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნა­ლის­ტთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე მუ­შა­ო­ბენ და მის პრო­ცესს და­ვაკ­ვირ­დე­ბით და შემ­დგომ­შიც მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­თუ­მის ინ­ცი­დენტს, აქაც 11 იან­ვარს 11-ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტი და­ა­კა­ვეს, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი, რა თქმა უნდა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და­ვის ქვეშ არი­ან, თუმ­ცა, თა­ვის დრო­ზე მათ არ მი­ე­ცათ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჰქო­ნო­დათ კო­მუ­ნი­კა­ცია ად­ვო­კა­ტებ­თან.

ვაგ­რძე­ლებთ ამ საქ­მე­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს და ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მი­ვაწ­ვდით. ევ­რო­საბ­ჭოს მომხსე­ნებ­ლე­ბი არი­ან ჩა­მო­სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­პა­ტიმ­რო­ში რამ­დე­ნი­მე და­კა­ვე­ბულს მო­ი­ნა­ხუ­ლე­ბენ და მათ­თა­ნაც გვექ­ნე­ბა მჭიდ­რო კო­მუ­ნი­კა­ცია, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით თუ რო­გორ ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში“,- გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

ეკა გი­გა­უ­რის თქმით­ვე, 11 იან­ვარს ქა­ლაქ თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს შშმ პი­რიც, რო­მელ­საც სა­პო­ლი­ციო ძლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

“ის, თუ როგორც იქცეოდნენ მოსამართლეები, სამწუხარო და ტრაგიკულია - ეს ადამიანები არ შეიძლება წარმოადგენდნენ დღეს საქართველოს სასამართლოს“ - ეკა გიგაური

“ის, თუ როგორც იქცეოდნენ მოსამართლეები, სამწუხარო და ტრაგიკულია - ეს ადამიანები არ შეიძლება წარმოადგენდნენ დღეს საქართველოს სასამართლოს“ - ეკა გიგაური

“ის, თუ როგორც იქცეოდნენ მოსამართლეები, სამწუხარო და ძალიან ტრაგიკულია. ჩვენ ვიცით, რომ ამ ადამიანებზე დგას ეს რეჟიმი. საპატიმროებში აქტივისტებს და დაკავებულებს დილით დაუსაბუთებლად აგზავნიან და შემდეგ საღამოს საქეიფოდ იკრიბებიან. ეს ყველაფერი მათ მორალურ სახეზე მიუთითებს. გვჯერა, რომ სასამართლო კორპუსში არიან ღირსეული მოსამართლეები და კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, რომ გაემიჯნონ იმას, რაც სასამართლო კორპუსში ხდება. სასამართლო სისტემაში არიან კარგი მოსამართლეები, მაგრამ გუშინ, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელი და მიუღებელია. ეს ადამიანები არ შეიძლება წარმოადგენდნენ დღეს საქართველოს სასამართლოს“, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა, 12 იანვარს რესტორან “ბაბილოსთან“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მოსამართლეები კორპორაციულ წვეულებას, მოქალაქეების პროტესტისა და საპოლიციო ძალების მობილიზების ფონზე მართავდნენ.

  • ასევე, ეკა გიგაური 10-11 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე აქციებზე დაკავებული პირების სასამართლოს სხდომებზეც საუბრობს და სხვადასხვა დარღვევებზე მიუთითებს.

მისი შეფასებით, პროკურორებს სასამართლო სხდომებზე დაუსაბუთებელი პოზიციები ჰქონდათ და ვერანაირი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინეს, ასევე გიგაური მოსამართლეებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ისინი წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ადვილი მისახვედრი იყო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი.

მისივე თქმითვე, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე ბევრი დარღვევის გარდა, ასევე დაცვის უფლების შეზღუდვაც დაფიქსირდა.

“10 იანვარს მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ჯანო არჩანიას, ონისე ცხადაძისა, რევაზ კიკნაძის და სხვა დაკავებულთა საქმე, 11 იანვარს კი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ - ვეფხია კასრაძის, ზვიად ცეცხლაძისა და სხვა დაკავებულების საქმე. ამ ორივე საქმეში გამოკვეთა კონკრეტული დარღვევები და ორივე საქმეში ფიგურირებდნენ ერთი და იმავე პროკურორები, რომლებიც არიან გიორგი მუკბანიანი და ვაჟა თოდუა.

პირველ რიგში გეტყვით, რომ პროკურორებს დაუსაბუთებელი პოზიციები ჰქონდათ, ვერცერთმა პროკურორმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებების აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას დაასაბუთებდა. მათი მტკიცებულებები და პოზიციები შაბლონური იყო. მოსამართლეები წინასწარ აფიქსირებდნენ თავიანთ პოზიციას ამ საქმეებთან დაკავშირებით და ჩვენ ყველამ ვიცოდით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ისინი. საჯაროობის პრინციპების დარღვევას ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმა იცოდნენ, რომ რამდენიმე პირის საქმე განიხილებოდა და ძალიან დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, მათ მაინც ჩანიშნეს საქმეები მცირე დარბაზებში, ერთ შემთხვევაში დარბაზის შეცვლა მოხდა, მეორე შემთხვევაში - 11 იანვარს დარბაზის ცვლილება ვერ მოხერხდა.

ასევე, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ ჩატარებულ პროცესზე, სხვადასხვა პროცედურულ დარღვევებს დაცვის უფლების შეზღუდვაც დაემატა. დარბაზის ცვლილებაზე მოსამართლის უარმა გამოიწვია, ის, რომ სიმჭიდროვის გამო ადვოკატებსა და ბრალდებულებს შორის სათანადო კომუნიკაცია ვერ ხერხდებოდა. ერთ-ერთი ბრალდებული უჟანგბადობის გამო ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ამის შემდეგ პროტესტის ნიშნად დაცვის მხარემ დატოვა დარბაზი. სახაზინო ადვოკატს კი არ მიეცა საშუალება კომუნიკაცია ჰქონოდათ დაკავებულებთან და მათი პოზიციები გაერკვია. ეს ყველაფერი არის დარღვევა“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

  • ასევე, ეკა გიგაური ქალაქ ბათუმში “ნეტგაზეთისა“ და “ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაკავებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი საქმე არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლს ქვეშაა და ეტაპობრივად მიაწვდიან ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ჟურნალისტების უფლებებს იცავენ.

“მზია ამაღლობელის მიმართ განხორციელებული რეპრესიული ზომები არის განსაკუთრებული შემთხვევა, მისი უფლებები იყო დარღვეული, პირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ საუბარია იმაზე, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წესით დაიწყება დევნა. მის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდეთ 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ჟურნალისტთა უფლებების დაცვაზე მუშაობენ და მის პროცესს დავაკვირდებით და შემდგომშიც მივაწვდით ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას.

რაც შეეხება ბათუმის ინციდენტს, აქაც 11 იანვარს 11-ზე მეტი მშვიდობიანი დემონსტრანტი დააკავეს, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არასამთავრობო ორგანიზაციების დავის ქვეშ არიან, თუმცა, თავის დროზე მათ არ მიეცათ საშუალება, ჰქონოდათ კომუნიკაცია ადვოკატებთან.

ვაგრძელებთ ამ საქმეების მონიტორინგს და ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდით. ევროსაბჭოს მომხსენებლები არიან ჩამოსულები, რომლებიც საპატიმროში რამდენიმე დაკავებულს მოინახულებენ და მათთანაც გვექნება მჭიდრო კომუნიკაცია, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ირღვევა ადამიანის უფლებები საქართველოში“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

ეკა გიგაურის თქმითვე, 11 იანვარს ქალაქ თბილისში დააკავეს შშმ პირიც, რომელსაც საპოლიციო ძლების წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.