პარტნიორები:
    ავტორი:

    "გაქცევის დრო არ ჰქონდა" - ბენ აფლეკის ყოფილმა მეუღლემ ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად მეგობარი დაკარგა

    "გაქცევის დრო არ ჰქონდა" - ბენ აფლეკის ყოფილმა მეუღლემ ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად მეგობარი დაკარგა

    ოსკაროსანი მსახიობის, ბენ აფლეკის ყოფილმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა ჯენიფერ გარნერმა, აშშ-ში, ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის შედეგად მეგობარი დაკარგა. ვარსკვლავის საყვარელი ადამიანი წყნარი ოკეანის პალიზადის რაიონში ცხოვრობდა, რომელიც ყველაზე მეტად განადგურდა სტიქიის გამო.

    მოგეხსენებათ, კალიფორნიაში ხანძარი მძვინვარებს. რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის შედეგად ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლები განადგურდა, ასევე არსებობს ინფორმაცია დაშავებულებისა და რამდენიმე დაღუპულის შესახებ, მათ შორისაა გარნერის მეგობარი.

    • Page Six-თან კომენტარში მსახიობმა სასოწარკვეთილებით აღნიშნა, რომ ხანძრის გამო მისი 100-ზე მეტი მეგობარი უსახლკაროდ დარჩა, მაგრამ, საბედნიეროდ, ისინი არ დაშავებულან.სამწუხაროდ, მისი ერთ-ერთი მეგობარი გარდაიცვალა. ქალს გაქცევის დრო არ ჰქონდა და საკუთარ სახლში დაიღუპა. თავად გარნერიც ამ რეგიონში ცხოვრობს, მაგრამ მისი სახლი ხანძრის ეპიცენტრიდან ცოტა მოშორებით მდებარეობს.

    "მე დავკარგე მეგობარი. მან ვერ მოახერხა გაქცევა", - თქვა ჯენიფერმა.

    ცნობილი მსახიობი იხსენებს, რომ სტიქიამდე ეს ტერიტორია ძალიან ლამაზი და გამწვანებული იყო. ბავშვები ყოველდღე დარბოდნენ ქუჩებში და თამაშობდნენ მოედნებზე, ახლა კი ეს ყველაფერი ხანძარმა გაანადგურა.