რესტორან "ბაბილოსთან", სადაც 12 იანვარს მოსამართლეები კორპორაციული საღამოსთვის შეიკრიბნენ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მოსამართლეებს რესტორანში შესვლა და მისი დატოვება პროტესტის ფონზე მოუწიათ. ამ თემასთან დაკავშირებით, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას კულუარულ ამბებს უზიარებს:
"არ მიყვარს დიდი სტატუსები, მაგრამ გუშინდელი კულუარული ამბები და ემოციები უნდა გაგიზიაროთ.
"ბაბილოში" დღის სამი საათისთვის მივედით. რამდენიმე აქტივისტი უკვე ადგილზე დაგხვდა. დედების ერთადერთი სურვილი იყო, უდიპლომო, უმორალო მოსამართლეებისთვის თვალებში ჩაეხედათ და ეკითხათ, რატომ გაიმეტეს ციხისთვის მათი განათლებული, პატიოსანი, პატრიოტი, ლამაზი და ჭკვიანი შვილები. შესასვლელ კართან გრძელი ბანერი რომ გაიშალა, ისე მოხდა, რომ მოსამართლეებს თავის დახრა და ბანერის ქვეშ გავლა მოუწიათ. ანუ, ვინც შევიდოდა, თავი უნდა დაეხარათ მშობლებისთვის.
ბანერი რაც მეტად იქაჩებოდა მით მეტად ხრიდა მოსამართლე თავს და ყოველ ასეთ ჯერზე ვხედავდი გამარჯვებული დედების სახეს.
მურუსიძეს, რომელიც უკანა კარიდან შეგვეპარა, კართან მოსვლა და დახმარება უწევდა თავდახრილი მოსამართლეებისთვის.
რესტორნის დაცვა იყო ჩემი საყვარელი რგოლი ამ ამბავში. თითით ანიშნებდა მოსამართლეებს, აქ უნდა გამოძვრეო. ვინც უარს ეუბნებოდა, პასუხობდა “ნუ მაშინ აქ ვერ შემოხვალ.” ხალხი ბევრდებოდა და მოსამართლეების ბარიერი რთულდებოდა. იმიტომ რომ ყველა ამ ბანერს ვქაჩავდით და უკვე თავის დახრა კი არა, წაკუზვა და ფორთხვა უწევდათ, მაგრამ არ იყო პრობლემა. ოთხი მოსამართლის გარდა მურუსიძესთან ფორთხვით შესვლა არავისთვის აღმოჩნდა მორალური ბარიერი.
ალბათ, თქვენს ვერსიებსაც დაწერთ, მაგრამ ფაქტია, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ მოსამართლეები გაანულა, ბოლომდე გააბანძა და მოსპო მათი თუნდაც ფორმალური ინსტიტუტი და რეპუტაცია.წაკუზული მოსამართლეების ნახვა თითქოს გუშინ ყველას უნდოდა. ბიძინას, რომელმაც ამათ უთხრა, აჰა, მე თუ არ დაგიცავთ ესაა თქვენი რეალობა. ასე მოგიწევთ ცხოვრება.დასანქცირებულ მურუსიძეს, რომელიც თავისი მ***ერიანი ხელით მიათრევს ყველას.და ხალხს, მის უდიდებულესობა ხალხს, რომელსაც სძულს ეს უსამართლო და სასტიკი სისტემა.ერთადერთი ვინც გუშინდელ დღეზე უნდა დაფიქრდეს ყველა მოსამართლეა. რას ირჩევენ? მთელი ცხოვრება წაკუზული სიარულს, თუ მშვიდ სიბერეს ამ ქვეყანაში.მოსამართლეებო დაფიქრდით, შეეძლოთ თუ არა მანამდე პოლიციის კორდონის გაკეთება თქვენთვის, დაფიქრდით რატომ გაგწირეს, რატომ დაგამცირეს, რატომ ისეირეს თქვენი ფორთხვით და უფრო მეტად დაფიქრდით, როგორ გაგწირავენ ხვალ.ჯერ გაქვთ დრო, ბევრი არა, მაგრამ საკმარისი დრო რომ მიხვდეთ, რომელი მხარე გადარჩენთ.ჩვენ, თუ ისინი. გახდით ერთ დღეში გმირები", - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.