პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას“ - მეუფე შიო
“სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას“ - მეუფე შიო

“სიყ­ვა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლია, არას­დროს არ კვდე­ბა, ის ფერს უც­ვლის ცხოვ­რე­ბას და შევ­ყა­ვართ ახალ, მა­რა­დი­ულ, სხვა ცხოვ­რე­ბა­ში, იმ­ქვეყ­ნი­ურ მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნა უფალ­მა იესო ქრის­ტემ, არა­ვინ სხვამ არას­დროს არ გა­მო­ავ­ლი­ნა ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი“, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • ამას­თან, მე­უ­ფე შიომ აღ­ნიშ­ნა, რომ ორი ათას წელ­ზე მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც უფალ­მა იესო ქრის­ტემ მო­ი­ტა­ნა დე­და­მი­წა­ზე თა­ვი­სი სწავ­ლე­ბა, მად­ლი და ძალა.

“ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ კვი­რა დღეს. ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა ის დღე­ე­ბი, ის პე­რი­ო­დი, რო­მელ­საც სა­ეკ­ლე­სიო ტი­პი­კო­ნი ქრის­ტეს­შო­ბის შემ­დგო­მი დღე­სას­წა­უ­ლის პე­რი­ოდს უწო­დებს. ორი ათას წელ­ზე მეტი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც უფალ­მა იესო ქრის­ტემ მო­ი­ტა­ნა დე­და­მი­წა­ზე თა­ვი­სი სწავ­ლე­ბა, მად­ლი და ძალა.

რა­ტომ ხდე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში ჯერ კი­დევ არის ამ­დე­ნი ტან­ჯვა და უბე­დუ­რე­ბა? იმი­ტომ ხომ არა, რომ მისი სწავ­ლე­ბი­დან ჩვენ არ ვი­ღებთ მთა­ვარს და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვანს? და იმ საღვთო სიყ­ვა­რუ­ლი­დან, რო­მე­ლიც მან მო­ი­ტა­ნა და ჩვენ­კენ არის მო­მარ­თუ­ლი, ჩვენ ვი­ღებთ ძა­ლი­ან მცი­რეს, არ ვე­ძებთ მას, ნაკ­ლე­ბად ვე­ძებთ მას და ნაკ­ლე­ბად გვაქვს მისი იმე­დი, არა­მედ უფრო იმედს ვამ­ყა­რებთ ჩვენს ადა­მი­ა­ნურ ძა­ლებ­ზე, ამი­ტო­მაც ვი­ტან­ჯე­ბით.

მაგ­რამ ყო­ველ­თვის იყ­ვნენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც ძა­ლი­ან კარ­გად ეს­მო­და, რა მო­ი­ტა­ნა ამ­ქვეყ­ნად გან­კა­ცე­ბულ­მა ღმერ­თმა. გა­ვიხ­სე­ნოთ თუნ­დაც აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მო­სუ­ლი ბრძე­ნი მოგ­ვე­ბი. რა მი­არ­თვეს მათ უფალს ძღვნად: - ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური. ეს არის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი და სა­უ­კე­თე­სო, რაც კი შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა ღმერ­თს მი­უ­ტა­ნოს.

ოქრო მო­ი­პო­ვე­ბა მძი­მე შრო­მით მი­წი­დან, რომ შემ­დეგ გა­მო­იდ­ნოს და გაბრ­წყინ­დეს მთე­ლი თა­ვი­სი დი­დე­ბი­თა და სი­სუფ­თა­ვით. ეს ოქრო ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სულ­შია, ეს არის ადა­მი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძა­ლე­ბის სწრაფ­ვა და აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მო­ი­პო­ვე­ბა მძი­მე შრო­მი­თა და ღვაწ­ლით. ეს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბა და სწრაფ­ვა ფერს უც­ვლის სამ­ყა­როს, ადა­მი­ანს, გა­ნა­ნათ­ლებს მას თა­ვი­სი უჭკნო­ბი სუ­ლი­ე­რი მშვე­ნი­ე­რე­ბით. აი, რისი სიმ­ბო­ლოა ოქრო.

მოგ­ვებ­მა მი­ი­ტა­ნეს ასე­ვე გუნ­დრუ­კი. ეს არის სურ­ნე­ლო­ვა­ნი საკ­მე­ვე­ლი, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის სი­მაღ­ლის­კენ მი­ის­წრაფ­ვის. სი­მაღ­ლის­კენ სწრაფ­ვაც არის ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის სულ­ში, რომ ამაღ­ლდეს, რომ გახ­დეს ბევ­რად უკე­თე­სი, ვიდ­რე ახლა არის. მა­შა­სა­და­მე, გუნ­დრუ­კი არის სიმ­ბო­ლო სი­მაღ­ლი­სა­კენ სწრაფ­ვი­სა და ზე­ცი­უ­რი სამ­ყა­როს ძი­ე­ბი­სა.

მოგ­ვებ­მა ასე­ვე მი­ი­ტა­ნეს უფალ­თან მური. ეს არის ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის­გა­ნაც მზად­დე­ბო­და სურ­ნე­ლო­ვა­ნი ნელ­სა­ცხე­ბე­ლი. ძვე­ლად ხალ­ხში იყო ასე­თი ჩვე­უ­ლე­ბა, რომ სურ­ნე­ლო­ვან ზეთს ან ნელ­სა­ცხე­ბელს სცხებ­დნენ არა მხო­ლოდ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს, არა­მედ ცო­ცხლებ­საც და ამით გა­მო­ხა­ტავ­დნენ სიყ­ვა­რულს მათ მი­მართ. ჩვენც გვაქვს ასე­თი წესი, რომ მიც­ვა­ლე­ბუ­ლის წე­სის აგე­ბის დროს ვი­ყე­ნებთ სურ­ნე­ლო­ვან ზეთს, ასე­ვე საფ­ლავ­ზე მიგ­ვაქვს ზეთი, რი­თაც გა­მოვ­ხა­ტავთ სიყ­ვა­რულს. აი, ეს სიყ­ვა­რუ­ლი არის საღვთო სიყ­ვა­რუ­ლის ანა­რეკ­ლი ადა­მი­ან­ში, რო­მე­ლიც ჩვენ­ში ჩადო ღმერ­თმა, როცა ქმნი­და ადა­მი­ანს. ეს სიყ­ვა­რუ­ლი მა­რა­დი­უ­ლია, არას­დროს არ კვდე­ბა, ის ფერს უც­ვლის ცხოვ­რე­ბას და შევ­ყა­ვართ ახალ, მა­რა­დი­ულ, სხვა ცხოვ­რე­ბა­ში, იმ­ქვეყ­ნი­ურ მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში. ეს სიყ­ვა­რუ­ლი ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნა უფალ­მა იესო ქრის­ტემ, არა­ვინ სხვამ არას­დროს არ გა­მო­ავ­ლი­ნა ასე­თი სიყ­ვა­რუ­ლი. აი, რისი სიმ­ბო­ლოა მური.

  • რო­გორც გი­თხა­რით, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ჯერ კი­დევ არ მომ­ხდა­რა ქრის­ტეს­შო­ბის დი­დე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლის წარ­გზავ­ნა. ჩვენ ჯერ კი­დევ გვი­ნა­თებს ბეთ­ლე­მის ვარ­სკვლა­ვი, ჯერ კი­დევ ვდგა­ვართ იმ ბა­გას­თან, სა­დაც იშვა ჩვი­ლი, შე­მოქ­მე­დი სამ­ყა­რო­სი; ნუ ვიქ­ნე­ბით დამ­წუხ­რე­ბულ­ნი, სა­სოს ნუ წარ­ვიკ­ვეთთ იმის გამო, რომ ვდგა­ვართ ხელ­ცა­რი­ე­ლი, იმი­ტომ რომ, რო­გორც გი­თხა­რით, ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია უფალს მი­არ­თვას ის ძღვე­ნი, რო­მე­ლიც მი­ი­ტა­ნეს იმ­ჟა­მინ­დელ­მა ბრძენ­მა მოგ­ვებ­მა, რად­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ჩვენ­ში; მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი, ეს ყვე­ლა თვი­სე­ბა, რისი სიმ­ბო­ლოც არის ოქრო, გუნ­დრუ­კი და მური, ჩვენ­ში უნდა გა­იხ­სნას მუდ­მი­ვი შრო­მით, მუდ­მი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით, ცხოვ­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბით და იმ მად­ლი­სა და ძა­ლის შე­წევ­ნით, რო­მელ­საც გვაძ­ლევს უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე.

კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღე­სას­წა­ულს. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ, გა­გაძ­ლი­ე­როთ, შეგ­ვე­წი­ოს წმინ­და მეფე და­ვი­თი, ფსალ­მუნ­თა მთქმე­ლი, წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ია­კო­ბი, ძმა უფ­ლი­სა, და მარ­თა­ლი იო­სებ დამ­წინ­დვე­ლი, რო­მელ­თა ხსე­ნე­ბა­საც დღეს აღ­ვას­რუ­ლებთ. მათი ლოც­ვით, უფალ­მა ინე­ბოს, რომ მო­წყა­ლე­ბით მი­ი­ღოს ჩვე­ნი ძღვე­ნი და ბა­გას­თან მდგომ თა­ვის დე­დას და ჩვენს სა­ერ­თო დე­დას, ღვთის­მშო­ბელს, მი­უ­თი­თოს ყო­ველ ჩვენ­გან­ზე, რო­გორც თა­ვის ძმებ­სა და დებ­ზე, “რა­მე­თუ ჩვენ­თვის იშვა ყრმა ახა­ლი, პირ­ველ სა­უ­კუ­ნე­თა ღმერ­თი“,-აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

“სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას“ - მეუფე შიო

“სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას“ - მეუფე შიო

“სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

  • ამასთან, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ორი ათას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე თავისი სწავლება, მადლი და ძალა.

“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს. ჯერ კიდევ გრძელდება ის დღეები, ის პერიოდი, რომელსაც საეკლესიო ტიპიკონი ქრისტესშობის შემდგომი დღესასწაულის პერიოდს უწოდებს. ორი ათას წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა დედამიწაზე თავისი სწავლება, მადლი და ძალა.

რატომ ხდება, რომ ცხოვრებაში ჯერ კიდევ არის ამდენი ტანჯვა და უბედურება? იმიტომ ხომ არა, რომ მისი სწავლებიდან ჩვენ არ ვიღებთ მთავარს და ყველაზე მნიშვნელოვანს? და იმ საღვთო სიყვარულიდან, რომელიც მან მოიტანა და ჩვენკენ არის მომართული, ჩვენ ვიღებთ ძალიან მცირეს, არ ვეძებთ მას, ნაკლებად ვეძებთ მას და ნაკლებად გვაქვს მისი იმედი, არამედ უფრო იმედს ვამყარებთ ჩვენს ადამიანურ ძალებზე, ამიტომაც ვიტანჯებით.

მაგრამ ყოველთვის იყვნენ ისეთი ადამიანები, ვისაც ძალიან კარგად ესმოდა, რა მოიტანა ამქვეყნად განკაცებულმა ღმერთმა. გავიხსენოთ თუნდაც აღმოსავლეთიდან მოსული ბრძენი მოგვები. რა მიართვეს მათ უფალს ძღვნად: - ოქრო, გუნდრუკი და მური. ეს არის ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო, რაც კი შეიძლება ადამიანმა ღმერთს მიუტანოს.

ოქრო მოიპოვება მძიმე შრომით მიწიდან, რომ შემდეგ გამოიდნოს და გაბრწყინდეს მთელი თავისი დიდებითა და სისუფთავით. ეს ოქრო ყოველი ადამიანის სულშია, ეს არის ადამიანის შემოქმედებითი ძალების სწრაფვა და აქტივობა, რომელიც მოიპოვება მძიმე შრომითა და ღვაწლით. ეს შემოქმედებითი აქტივობა და სწრაფვა ფერს უცვლის სამყაროს, ადამიანს, განანათლებს მას თავისი უჭკნობი სულიერი მშვენიერებით. აი, რისი სიმბოლოა ოქრო.

მოგვებმა მიიტანეს ასევე გუნდრუკი. ეს არის სურნელოვანი საკმეველი, რომელიც ყოველთვის სიმაღლისკენ მიისწრაფვის. სიმაღლისკენ სწრაფვაც არის ყოველი ადამიანის სულში, რომ ამაღლდეს, რომ გახდეს ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლა არის. მაშასადამე, გუნდრუკი არის სიმბოლო სიმაღლისაკენ სწრაფვისა და ზეციური სამყაროს ძიებისა.

მოგვებმა ასევე მიიტანეს უფალთან მური. ეს არის ნივთიერება, რომლისგანაც მზადდებოდა სურნელოვანი ნელსაცხებელი. ძველად ხალხში იყო ასეთი ჩვეულება, რომ სურნელოვან ზეთს ან ნელსაცხებელს სცხებდნენ არა მხოლოდ მიცვალებულებს, არამედ ცოცხლებსაც და ამით გამოხატავდნენ სიყვარულს მათ მიმართ. ჩვენც გვაქვს ასეთი წესი, რომ მიცვალებულის წესის აგების დროს ვიყენებთ სურნელოვან ზეთს, ასევე საფლავზე მიგვაქვს ზეთი, რითაც გამოვხატავთ სიყვარულს. აი, ეს სიყვარული არის საღვთო სიყვარულის ანარეკლი ადამიანში, რომელიც ჩვენში ჩადო ღმერთმა, როცა ქმნიდა ადამიანს. ეს სიყვარული მარადიულია, არასდროს არ კვდება, ის ფერს უცვლის ცხოვრებას და შევყავართ ახალ, მარადიულ, სხვა ცხოვრებაში, იმქვეყნიურ მარადიულ ცხოვრებაში. ეს სიყვარული ყველაზე მეტად გამოავლინა უფალმა იესო ქრისტემ, არავინ სხვამ არასდროს არ გამოავლინა ასეთი სიყვარული. აი, რისი სიმბოლოა მური.

  • როგორც გითხარით, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯერ კიდევ არ მომხდარა ქრისტესშობის დიდებული დღესასწაულის წარგზავნა. ჩვენ ჯერ კიდევ გვინათებს ბეთლემის ვარსკვლავი, ჯერ კიდევ ვდგავართ იმ ბაგასთან, სადაც იშვა ჩვილი, შემოქმედი სამყაროსი; ნუ ვიქნებით დამწუხრებულნი, სასოს ნუ წარვიკვეთთ იმის გამო, რომ ვდგავართ ხელცარიელი, იმიტომ რომ, როგორც გითხარით, ყველა ადამიანს შეუძლია უფალს მიართვას ის ძღვენი, რომელიც მიიტანეს იმჟამინდელმა ბრძენმა მოგვებმა, რადგან ეს ყველაფერი არის ჩვენში; მაგრამ ეს ყველაფერი, ეს ყველა თვისება, რისი სიმბოლოც არის ოქრო, გუნდრუკი და მური, ჩვენში უნდა გაიხსნას მუდმივი შრომით, მუდმივი ძალისხმევით, ცხოვრების გამოსწორებით და იმ მადლისა და ძალის შეწევნით, რომელსაც გვაძლევს უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, შეგვეწიოს წმინდა მეფე დავითი, ფსალმუნთა მთქმელი, წმინდა მოციქული იაკობი, ძმა უფლისა, და მართალი იოსებ დამწინდველი, რომელთა ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ. მათი ლოცვით, უფალმა ინებოს, რომ მოწყალებით მიიღოს ჩვენი ძღვენი და ბაგასთან მდგომ თავის დედას და ჩვენს საერთო დედას, ღვთისმშობელს, მიუთითოს ყოველ ჩვენგანზე, როგორც თავის ძმებსა და დებზე, “რამეთუ ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი“,-აღნიშნა მეუფე შიომ.