მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები" - ზვიად ცეცხლაძის მამა
"მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები" - ზვიად ცეცხლაძის მამა

მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვი­ტა ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში ამო­ახ­რჩოს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ბად­რა­გი, პო­ლი­ცია და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი. მსგავ­სი უნა­მუ­სო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მი­გია, არ მი­ნა­ხავს, - ამის შე­სა­ხებ აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი, ზვი­ად ცე­ცხლა­ძის მა­მამ, ზუ­რაბ ცე­ცხლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ზუ­რაბ ცე­ცხლა­ძემ მე­დი­ას­თან მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც სხდო­მა და­კა­ვე­ბულ­მა პი­რებ­მა და მათ­მა ად­ვო­კა­ტებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვეს.

  • „პირ­და­პირ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ სა­სა­მარ­თლო დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში აღარ არის, მკვდა­რია! ფსკე­რია სა­სა­მარ­თლო. მო­სა­მარ­თლე ხუს­კი­ვა­ძე არის ფსკერს ქვე­ვით, მო­სა­მარ­თლე ხუს­კი­ვა­ძე არის უგუ­ლო, ცივი, მკვდა­რი ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რი სა­მარ­თა­ლიც არის ამ ქვე­ყა­ნა­ში. ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი დე­და­მი­წას არ ახ­სოვს, მო­სა­მარ­თლემ ერთ პა­ტა­რა ოთახ­ში გა­და­წყვი­ტა ამო­ახ­რჩოს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ბად­რა­გი, პო­ლი­ცია და ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი. მსგავ­სი უნა­მუ­სო­ბა ცხოვ­რე­ბა­ში არ გა­მი­გია, არ მი­ნა­ხავს. ერთი ის აკ­ლი­ათ, ე.წ. ტრო­ი­კა შექ­მნან და ხალ­ხი დახ­ვრი­ტონ ოთა­ხებ­ში, სა­დარ­ბა­ზო­ებ­ში და ა.შ.

ეს ხალ­ხი, ეს ქვე­ყა­ნა, ეს რე­ჟი­მი აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს სა­კად­რის პა­სუხს, რა­საც უკე­თე­ბენ სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას. ტყუ­ი­ლად არ სკან­დი­რებ­დნენ დღეს, „რე­ვო­ლუ­ცი­ას“. ესე­ნი ისე გა­ა­კე­თე­ბენ და ისე მი­იყ­ვა­ნენ საქ­მეს, რომ მი­ი­ღე­ბენ რე­ვო­ლუ­ცი­ას ამ ქვე­ყა­ნა­ში და დახ­ვრი­ტონ და გა­ა­ნად­გუ­რონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა და დარ­ჩნენ თვი­თონ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და მისი ეს, მოკ­ლე, პა­ტა­რა ბან­და, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნას არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მარ­თავს“-გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ცე­ცხლა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან სამს - ზვი­ად ცე­ცხლა­ძეს, ვე­ფხია კას­რა­ძე­სა და ვა­სილ კა­ძე­ლაშ­ვილს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 6-დან 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ხუთს - გი­ორ­გი გორ­გა­ძეს, ირაკ­ლი მი­მი­ნოშ­ვილს, ინ­საფ ალი­ევს, თორ­ნი­კე გო­შა­ძეს და ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვილს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 4-დან 6-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები" - ზვიად ცეცხლაძის მამა

"მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები" - ზვიად ცეცხლაძის მამა

მოსამართლემ გადაწყვიტა ერთ პატარა ოთახში ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს, - ამის შესახებ აქციაზე დაკავებული, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

აღნიშნული განცხადება ზურაბ ცეცხლაძემ მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც სხდომა დაკავებულმა პირებმა და მათმა ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

  • „პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სასამართლო დღეს, საქართველოში აღარ არის, მკვდარია! ფსკერია სასამართლო. მოსამართლე ხუსკივაძე არის ფსკერს ქვევით, მოსამართლე ხუსკივაძე არის უგულო, ცივი, მკვდარი ადამიანი, როგორი სამართალიც არის ამ ქვეყანაში. ასეთი პრეცედენტი დედამიწას არ ახსოვს, მოსამართლემ ერთ პატარა ოთახში გადაწყვიტა ამოახრჩოს ბრალდებულები, ბადრაგი, პოლიცია და ბრალდებულების ნათესავები. მსგავსი უნამუსობა ცხოვრებაში არ გამიგია, არ მინახავს. ერთი ის აკლიათ, ე.წ. ტროიკა შექმნან და ხალხი დახვრიტონ ოთახებში, სადარბაზოებში და ა.შ.

ეს ხალხი, ეს ქვეყანა, ეს რეჟიმი აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს, რასაც უკეთებენ საკუთარ მოსახლეობას. ტყუილად არ სკანდირებდნენ დღეს, „რევოლუციას“. ესენი ისე გააკეთებენ და ისე მიიყვანენ საქმეს, რომ მიიღებენ რევოლუციას ამ ქვეყანაში და დახვრიტონ და გაანადგურონ საქართველოს მოსახლეობა და დარჩნენ თვითონ „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ეს, მოკლე, პატარა ბანდა, რომელიც დღეს ქვეყანას არაადამიანურად მართავს“-განაცხადა ზურაბ ცეცხლაძემ.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წაიკითხეთ ასევე: