სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თხოვნა მექნება, 5 წუთით აქ დადგეთ... ერთმანეთის ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ, აქ ყოფნა შეუძლებელია" - აქციაზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი მოსამართლეს
"თხოვნა მექნება, 5 წუთით აქ დადგეთ... ერთმანეთის ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ, აქ ყოფნა შეუძლებელია" - აქციაზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი მოსამართლეს

თხოვ­ნა მექ­ნე­ბა, რო­მე­ლი­მე თქვენ­გა­ნი 5 წუ­თით აქ დად­გეს, აქ ყოფ­ნა ფი­ზი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერ­თმა­ნე­თის ნახ­ში­რო­ჟანგს ვსუნ­თქავთ,- ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ­მა ირაკ­ლი მი­მი­ნოშ­ვილ­მა მო­სა­მარ­თლე ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძეს.

ხუს­კი­ვა­ძემ დარ­ბა­ზი მა­ინც არ შეც­ვა­ლა.

"ცხო­ვე­ლე­ბი ხომ არ ვართ, ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ",- მი­მარ­თა მას კვლავ მი­მი­ნოშ­ვილ­მა. სწო­რედ მი­მი­ნოშ­ვი­ლი გახ­და სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში უჰა­ე­რო­ბის გამო ცუ­დად. მის­თვის სა­სა­მარ­თლო­ში სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის გა­მო­ძა­ხე­ბაც გახ­და სა­ჭი­რო.

ად­ვო­კა­ტე­ბის თქმით, ექი­მის დას­კვნით, ის ცუ­დად სწო­რედ უჰა­ე­რო­ბის გამო გახ­და, რის გა­მოც დარ­ბა­ზი უნდა შე­ეც­ვა­ლათ.

"ბა­ტო­ნო მო­სა­მარ­თლე, რა­ტომ გაქვთ ასე­თი პრინ­ცი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ასე­თი ჯი­ნი­ა­ნო­ბა რა­ტომ ხდე­ბა?!"- მი­მარ­თა ერთ-ერ­თმა ად­ვო­კატ­მა მო­სა­მარ­თლეს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის თქმით, ეს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის წა­მე­ბაა და ისი­ნი „ფიქ­რო­ბენ ჰა­ერ­ზე და არა არ­გუ­მენ­ტებ­ზე".

ამას­თან, ად­ვო­კატ­მა შოთა თუთ­ბე­რი­ძემ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყოფ ერთ-ერთ პო­ლი­ცი­ელს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და, ვი­ნა­ი­დან ის შე­ე­შა­ლა და მას­ზე არას­წო­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. ცოტა ხნის წინ, თუთ­ბე­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ დარ­ბაზ­ში, წინა რიგ­ში მყო­ფი ერთ- ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი „ბან­დის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის წევ­რი და ახალ­გაზ­რდებ­ზე მო­ძა­ლა­დეა". სწო­რედ, აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, მო­უ­ხა­და მას ბო­დი­ში.

ცნო­ბის­თვის, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან სამს - ზვი­ად ცე­ცხლა­ძეს, ვე­ფხია კას­რა­ძე­სა და ვა­სილ კა­ძე­ლაშ­ვილს ჯგუ­ფუ­რი ძა­ლა­დო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 6-დან 9-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი­დან ხუთს - გი­ორ­გი გორ­გა­ძეს, ირაკ­ლი მი­მი­ნოშ­ვილს, ინ­საფ ალი­ევს, თორ­ნი­კე გო­შა­ძეს და ნი­კო­ლოზ ჯა­ვა­ხიშ­ვილს ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ედა­ვე­ბი­ან. მათ 4-დან 6-წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"თხოვნა მექნება, 5 წუთით აქ დადგეთ... ერთმანეთის ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ, აქ ყოფნა შეუძლებელია" - აქციაზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი მოსამართლეს

"თხოვნა მექნება, 5 წუთით აქ დადგეთ... ერთმანეთის ნახშირორჟანგს ვსუნთქავთ, აქ ყოფნა შეუძლებელია" - აქციაზე დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი მოსამართლეს

თხოვნა მექნება, რომელიმე თქვენგანი 5 წუთით აქ დადგეს, აქ ყოფნა ფიზიკურად შეუძლებელია, ერთმანეთის ნახშიროჟანგს ვსუნთქავთ,- ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა ირაკლი მიმინოშვილმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს.

ხუსკივაძემ დარბაზი მაინც არ შეცვალა.

"ცხოველები ხომ არ ვართ, ადამიანები ვართ",- მიმართა მას კვლავ მიმინოშვილმა. სწორედ მიმინოშვილი გახდა სხდომათა დარბაზში უჰაერობის გამო ცუდად. მისთვის სასამართლოში სასწრაფო დახმარების გამოძახებაც გახდა საჭირო.

ადვოკატების თქმით, ექიმის დასკვნით, ის ცუდად სწორედ უჰაერობის გამო გახდა, რის გამოც დარბაზი უნდა შეეცვალათ.

"ბატონო მოსამართლე, რატომ გაქვთ ასეთი პრინციპული დამოკიდებულება და ასეთი ჯინიანობა რატომ ხდება?!"- მიმართა ერთ-ერთმა ადვოკატმა მოსამართლეს.

უფლებადამცველების თქმით, ეს დაკავებულების წამებაა და ისინი „ფიქრობენ ჰაერზე და არა არგუმენტებზე".

ამასთან, ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ სხდომათა დარბაზში მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს ბოდიში მოუხადა, ვინაიდან ის შეეშალა და მასზე არასწორი განცხადება გააკეთა. ცოტა ხნის წინ, თუთბერიძემ განაცხადა, რომ დარბაზში, წინა რიგში მყოფი ერთ- ერთი პოლიციელი „ბანდის ორგანიზებული ჯგუფის წევრი და ახალგაზრდებზე მოძალადეა". სწორედ, აღნიშნულის გამო, მოუხადა მას ბოდიში.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

წაიკითხეთ ასევე: