საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამერიკის ხმის“ ცნობით, კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ოფიციალურად დარეგისტრირდა - რას გულისხმობს დოკუმენტი?
"ამერიკის ხმის“ ცნობით, კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ოფიციალურად დარეგისტრირდა - რას გულისხმობს დოკუმენტი?

"ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რის არა­ღი­ა­რე­ბის აქტი" ამე­რი­კის კონ­გრე­სის სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში უკვე და­რე­გის­ტრირ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თუ­ლი რე­დაქ­ცია ავ­რცე­ლებს.

აქ­ტის წარმდგე­ნია "რეს­პუბ­ლი­კე­ლი“ კონ­გრეს­მე­ნი ჯო უილ­სო­ნი, თა­ნა­წარმდგე­ნი კი "დე­მოკ­რა­ტი“ კონ­გრეს­მე­ნი სტივ კო­ე­ნი.

"ამე­რი­კის ხმის“ თა­ნახ­მად, სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნე­ში წე­რია, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი წარ­დგე­ნი­ლია და მისი გან­ხილ­ვა ახლა წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის და და­მა­ტე­ბით, იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის პრე­რო­გა­ტი­ვა იქ­ნე­ბა იმის შე­სა­ბა­მი­სად, თუ აქ­ტის რო­მე­ლი ნა­წი­ლი, რო­მე­ლი კო­მი­ტე­ტის იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­ში მო­ექ­ცე­ვა.

  • "ქარ­თუ­ლი კოშ­მა­რის არა­ღი­ა­რე­ბის აქტი“, რომ­ლის ტექ­სტიც "ამე­რი­კის ხმამ" მო­ი­პო­ვა, კრძა­ლავს "ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ან მისი ლი­დე­რო­ბით მოქ­მე­დი სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი მთავ­რო­ბის აღი­ა­რე­ბას შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მხრი­დან“.

მას­ზე რეს­პუბ­ლი­კე­ლი და დე­მოკ­რა­ტი კონ­გრეს­მე­ნე­ბი ჯო უილ­სო­ნი და სტივ კო­ე­ნი - ამე­რი­კის ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე და თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე - ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ობ­დნენ და ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად კონ­გრესს ჯო უილ­სონ­მა კო­ე­ნის თა­ნა­ავ­ტო­რო­ბით, თა­ნას­პონ­სო­რო­ბით წა­რუდ­გი­ნა.

მე­დი­ის თა­ნახ­მად, აქ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, "ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის აღი­ა­რე­ბა უნდა აიკ­რძა­ლოს". შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღი­ა­როს და არც ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ იმ მთავ­რო­ბას­თან, რო­მე­ლიც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ან მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის მიერ იქ­ნე­ბა მარ­თუ­ლი. ამის მი­ზე­ზად აქ­ტში და­სა­ხე­ლე­ბუ­ლია "ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის და­ნა­შა­უ­ლე­ბი“.

"ამე­რი­კის ხმას" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში აქ­ტის სა­ხელ­წო­დე­ბის ავ­ტორ­მა და ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნა­ავ­ტორ­მა, დე­მოკ­რატ­მა კონ­გრეს­მენ­მა სტივ კო­ენ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ “ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის” წევრთა უმე­ტე­სო­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს­თან უკე­თე­სი ურ­თი­ერ­თო­ბით".

"ამის­თვის [სა­ჭი­რო] გზა არის ამ უკა­ნო­ნო, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ მხარ­და­ჭე­რი­ლი მთავ­რო­ბის არა­ღი­ა­რე­ბა, რო­მელ­მაც უკა­ნო­ნო, შე­უ­სა­ბა­მო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რა, რო­მელ­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აფა­სე­ბენ, რო­გორც არა­ზუსტსა და უსა­მარ­თლოს. [სა­ჭი­როა] შე­ვა­ჩე­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ნამ, სა­ნამ ჩა­ტარ­დე­ბა ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და იქ­ნე­ბა პარ­ლა­მენ­ტი, რო­მე­ლიც მთელ ქარ­თველ ხალ­ხსა და გან­სხვა­ვე­ბულ პარ­ტი­ებს წარ­მო­ად­გენს, ამ­ჟა­მად, ეს მხო­ლოდ ივა­ნიშ­ვი­ლის პარ­ტი­აა, ეს ივა­ნიშ­ვი­ლის ხალ­ხია", - ამ­ბობს კო­ე­ნი "ამე­რი­კის ხმას­თან".

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ამერიკის ხმის“ ცნობით, კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ოფიციალურად დარეგისტრირდა - რას გულისხმობს დოკუმენტი?

"ამერიკის ხმის“ ცნობით, კონგრესში "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ოფიციალურად დარეგისტრირდა - რას გულისხმობს დოკუმენტი?

"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" ამერიკის კონგრესის საკანონმდებლო მაცნეში უკვე დარეგისტრირდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

აქტის წარმდგენია "რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯო უილსონი, თანაწარმდგენი კი "დემოკრატი“ კონგრესმენი სტივ კოენი.

"ამერიკის ხმის“ თანახმად, საკანონმდებლო მაცნეში წერია, რომ კანონპროექტი წარდგენილია და მისი განხილვა ახლა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის და დამატებით, იურიდიული კომიტეტის პრეროგატივა იქნება იმის შესაბამისად, თუ აქტის რომელი ნაწილი, რომელი კომიტეტის იურისდიქციაში და უფლებამოსილებაში მოექცევა.

  • "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“, რომლის ტექსტიც "ამერიკის ხმამ" მოიპოვა, კრძალავს "ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან“.

მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი - ამერიკის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე - ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით, თანასპონსორობით წარუდგინა.

მედიის თანახმად, აქტის დამტკიცების შემთხვევაში, "ივანიშვილის რეჟიმის აღიარება უნდა აიკრძალოს". შეერთებული შტატების პოლიტიკა კი ის უნდა იყოს, რომ არც აღიაროს და არც ურთიერთობის ნორმალიზება მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ იმ მთავრობასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, ან მასთან დაკავშირებული პირების მიერ იქნება მართული. ამის მიზეზად აქტში დასახელებულია "ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულები“.

"ამერიკის ხმას" ექსკლუზიურ ინტერვიუში აქტის სახელწოდების ავტორმა და ინიციატივის თანაავტორმა, დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა განუცხადა, რომ “ჰელსინკის კომისიის” წევრთა უმეტესობა დაინტერესებულია საქართველოსთან უკეთესი ურთიერთობით".

"ამისთვის [საჭირო] გზა არის ამ უკანონო, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი მთავრობის არაღიარება, რომელმაც უკანონო, შეუსაბამო არჩევნები ჩაატარა, რომელსაც საერთაშორისო დამკვირვებლები აფასებენ, როგორც არაზუსტსა და უსამართლოს. [საჭიროა] შევაჩეროთ ურთიერთობა მანამ, სანამ ჩატარდება ახალი არჩევნები და იქნება პარლამენტი, რომელიც მთელ ქართველ ხალხსა და განსხვავებულ პარტიებს წარმოადგენს, ამჟამად, ეს მხოლოდ ივანიშვილის პარტიაა, ეს ივანიშვილის ხალხია", - ამბობს კოენი "ამერიკის ხმასთან".

იხილეთ ასევე: