ავტორი:

"ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით... ის არის ადამიანი, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან იღებდა ფოტოს, დაბეჭდავდა - გამოუგზავნიდა, ხან - ნიკა სამხარაძესთან" - მამუკა მდინარაძე

"ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით... ის არის ადამიანი, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან იღებდა ფოტოს, დაბეჭდავდა - გამოუგზავნიდა, ხან - ნიკა სამხარაძესთან" - მამუკა მდინარაძე

ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. როგორც ჩანს, სტილი შეცვალა, ფული არ გადავუხადეთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარე, ჯო უილსონზე საუბრისას განაცხადა.

  • მისივე თქმით, ჯო უილსონი იმიტომ დაიქირავეს "ნაცებმა", რომ პოზიციონირებს, როგორც კონსერვატორი და "ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს".

"მგონი, ძალიან ვცოდავთ, რომ ჯო უილსონზე არ ვყვებით, თუ ვინ არის ეს ადამიანი. ჯო უილსონი არის ერთ-ერთი კომუნიკაბელური ადამიანი წარსულიდან, რომელიც ხან მაკა ბოჭორიშვილთან იღებდა ფოტოს, დაბეჭდავდა - გამოუგზავნიდა, ხან ნიკა სამხარაძესთან გადაიღებდა ფოტოს, ლობირებას შესთავაზებდა...როგორც ჩანს, სტილი შეცვალა, ფული არ გადავუხადეთ. არასდროს გვითქვამს, რომ მოდით, ბატონო ჯო, ახლა გადაგიხდით ფულს ლობირებაში. უშუალო და მოსიყვარულე კომუნიკაცია ხშირი იყო ჩვენს მეგობრებს, ლიდერებსა და ბატონ ჯოს შორის. ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიქირავეს „ნაცებმა“, რომ პოზიციონირებს, კონსერვატორი იყო, ტრამპისტს ეძახის საკუთარ თავს. მისი დამოკიდებულება და განცხადებები ტრამპის პოლიტიკას დიდად არ ემთხვევა“,- აღნიშნა მდინარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის "ჰელსინკის კომისიის" თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა “ჰადსონის ინსტიტუტის” პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ ივანიშვილის რეჟიმი ავრცელებდა ტყუილს, თითქოს ტრამპი მას პრობლემებს არ შეუქმნიდა "ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან" და ირანულ რეჟიმთან კოლაბორაციისთვის, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან, აღნიშნა, რომ არჩევნების ყველა ლეგიტიმური დამკვირვებელი ერთ დასკვნამდე მივიდა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა.

წაიკითხეთ ასევე: