მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაღესტნიდან თბილისში გამოქცეული გოგონას ამბავი: რატომ გადაწყვიტა ზაირამ უკან დაბრუნება - "გათხოვება არ მინდოდა... მშობლები დამპირდნენ, რომ არ გამათხოვებენ"
დაღესტნიდან თბილისში გამოქცეული გოგონას ამბავი: რატომ გადაწყვიტა ზაირამ უკან დაბრუნება - "გათხოვება არ მინდოდა... მშობლები დამპირდნენ, რომ არ გამათხოვებენ"

ტე­ლეგ­რა­მარ­ხი СK SOS, რო­მე­ლიც ლგბტქ+ ადა­მი­ა­ნებს, მათ ოჯა­ხებ­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში მცხოვ­რებ იმ პი­რებს ეხ­მა­რე­ბა, ვი­საც სა­სიკ­ვდი­ლო საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, და­ღეს­ტნი­დან თბი­ლის­ში გა­მოქ­ცე­უ­ლი გო­გო­ნას - ზა­ი­რას ვი­დეო მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს.

“ოჯახ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ ზა­ი­რამ გა­და­წყვი­ტა სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა. გო­გო­ნას თქმით, დაჰ­პირ­დნენ, რომ სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი ცხოვ­რე­ბა, გაქ­ცე­ვამ­დე არ­სე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ექ­ნე­ბა მეტი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ვად გა­და­წყვეტს რა ჩა­იც­ვას და არ გა­ა­თხო­ვე­ბენ.

ზა­ი­რამ იცის რის­კე­ბი. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ მის ნე­ბის­მი­ერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბით თუ მისი ახ­ლობ­ლე­ბი შე­ას­რუ­ლე­ბენ და­ნა­პი­რებს.

ზა­ი­რას აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა დაგ­ვი­კავ­შირ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ზი­სის შემ­თხვე­ვა­ში. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ეს არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო,“ - წერს ტე­ლეგ­რამ არხი.

  • მი­მარ­თვა­ში, ზა­ი­რა პი­რო­ვა აცხა­დებს, რომ ოჯახ­ში მისი ნე­ბით ბრუნ­დე­ბა.

“მო­გე­სალ­მე­ბით, მე ვარ ზა­ი­რა პი­რო­ვა. ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ თბი­ლის­ში და მშვი­დად ვსე­ირ­ნობ ქუ­ჩა­ში.

მინ­და სი­ცხა­დე შე­ვი­ტა­ნო გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ში - СK SOS-ს ჩემი ნე­ბით მივ­მარ­თე და ჩე­მი­ვე ნე­ბით გა­მო­ვი­ქე­ცი სახ­ლი­დან იმის გამო, რომ გა­თხო­ვე­ბა არ მინ­დო­და. იყო უსი­ა­მოვ­ნო ხუმ­რო­ბე­ბი გა­თხო­ვე­ბა­ზე. ასე­ვე არ მყოფ­ნი­და ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­საც ჩემი მშობ­ლე­ბი მაძ­ლევ­დნენ. ასე­ვე, არ მინ­დო­და ჩემს მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის ატა­ნა.

ნა­თე­სა­ვებს და მშობ­ლებს არ დავ­კავ­ში­რე­ბი­ვარ ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იმის გამო, რომ მე­ში­ნო­და. ვი­ცო­დი, ისი­ნი ემუქ­რე­ბოდ­ნენ ჩემს მე­გობ­რებს, მაგ­რამ გუ­შინ და­ვუ­რე­კე და დიდ­ხანს ვი­სა­უბ­რეთ და მე ვფიქ­რობ შინ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, ვი­ნა­ი­დან ჩემი მშობ­ლე­ბი შემ­პირ­დნენ, რომ არ გა­მა­თხოვ­რე­ბენ და მომ­ცე­მენ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მსურ­და.

ვიცი რომ ბევ­რი გოგო კარ­გავს მას შინ დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ჩემი მშობ­ლე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი არ მავ­ნე­ბენ“, - ამ­ბობს ის.

ზა­ი­რა ასე­ვე ამ­ბობს, რომ მის ად­ვო­კატს და­უ­კავ­შირ­და, რის შემ­დე­გაც შე­ი­ტყო, რომ მშობ­ლებ­მა მისი გა­ტა­ცე­ბის გამო, ად­ვო­კა­ტის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ცი­ა­ში გან­ცხა­დე­ბა შე­ი­ტა­ნეს. გო­გო­ნას თქმით, ად­ვო­კატ­მა არა­ფე­რი იცო­და.

“ეს არაა მარ­თა­ლი, ად­ვო­კატ­მა არ იცის ჩემი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი და ამას­თან არა­ვი­თა­რი შემ­ხებ­ლო­ბა არ აქვს“, - და­ა­მა­ტა მან.

  • უცხო­ე­ლი აგენ­ტე­ბის რე­ესტრში შეყ­ვა­ნი­ლი რუ­სუ­ლი სა­ა­გენ­ტო kavkaz_uzel და­მა­ტე­ბით დე­ტა­ლებს წერს.

წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზა­ი­რას მამა გო­გო­ნას სახ­ლში ელო­დე­ბა და პი­რო­ბას დებს, რომ მას კარ­გად მო­ე­პყრო­ბი­ან.

ტე­ლეგ­რა­მის არხზე "Crisis Group SK SOS"-ის პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ქვეშ, მომ­ხმა­რე­ბელ­მა მეტ­სა­ხე­ლად N, რო­მელ­მაც თავი ზა­ი­რას უფ­რო­სი და უწო­და, და­წე­რა, რომ ოჯახ­ში არა­სო­დეს ეპყრო­ბო­და მათ მკაც­რად:

“სახ­ლში ყვე­ლა ელო­დე­ბა მას. არ და­ი­ჯე­რებთ ის ელო­დე­ბი­ან - გა­მუდ­მე­ბით ტი­რის ჩემი ოჯა­ხი. გე­ფი­ცე­ბით, არა­სო­დეს ყო­ფი­ლა აქ სიმ­კაც­რე, მაგ­რამ ეს ხალ­ხის­თვის ამის "დამ­ტკი­ცე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - წერს იგი.

და­ღეს­ტნი­დან გაქ­ცე­უ­ლი დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 2022 წელს გავ­რცელ­და.

2022 წელს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბის ფოტო

რო­გორც მა­შინ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და, და­ღეს­ტნე­ლი დები რუსს მე­სა­ზღვრე­ებს ზემო ლარ­სის გამ­შვებ პუნ­ქტზე ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­ვიდ­ნენ. გო­გო­ნე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი ოჯახ­ში არ­სე­ბულ ძა­ლა­დო­ბას გა­მო­ექ­ცნენ და გა­თხო­ვე­ბას აი­ძუ­ლებ­დნენ.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დაღესტნიდან თბილისში გამოქცეული გოგონას ამბავი: რატომ გადაწყვიტა ზაირამ უკან დაბრუნება - "გათხოვება არ მინდოდა... მშობლები დამპირდნენ, რომ არ გამათხოვებენ"

დაღესტნიდან თბილისში გამოქცეული გოგონას ამბავი: რატომ გადაწყვიტა ზაირამ უკან დაბრუნება - "გათხოვება არ მინდოდა... მშობლები დამპირდნენ, რომ არ გამათხოვებენ"

ტელეგრამარხი СK SOS, რომელიც ლგბტქ+ ადამიანებს, მათ ოჯახებსა და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ იმ პირებს ეხმარება, ვისაც სასიკვდილო საფრთხე ემუქრება, დაღესტნიდან თბილისში გამოქცეული გოგონას - ზაირას ვიდეო მიმართვას ავრცელებს.

“ოჯახთან საუბრის შემდეგ ზაირამ გადაწყვიტა სახლში დაბრუნება. გოგონას თქმით, დაჰპირდნენ, რომ სახლში დაბრუნების შემთხვევაში, მისი ცხოვრება, გაქცევამდე არსებული ცხოვრებისგან განსხვავებული იქნება. ექნება მეტი თავისუფლება, თავად გადაწყვეტს რა ჩაიცვას და არ გაათხოვებენ.

ზაირამ იცის რისკები. ჩვენ მხარს ვუჭერთ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას და მოხარული ვიქნებით თუ მისი ახლობლები შეასრულებენ დანაპირებს.

ზაირას აქვს შესაძლებლობა დაგვიკავშირდეს ნებისმიერი კრიზისის შემთხვევაში. ვიმედოვნებთ, რომ ეს არ იქნება საჭირო,“ - წერს ტელეგრამ არხი.

  • მიმართვაში, ზაირა პიროვა აცხადებს, რომ ოჯახში მისი ნებით ბრუნდება.

“მოგესალმებით, მე ვარ ზაირა პიროვა. ახლა ვიმყოფები საქართველოში, კერძოდ თბილისში და მშვიდად ვსეირნობ ქუჩაში.

მინდა სიცხადე შევიტანო გარკვეულ დეტალებში - СK SOS-ს ჩემი ნებით მივმართე და ჩემივე ნებით გამოვიქეცი სახლიდან იმის გამო, რომ გათხოვება არ მინდოდა. იყო უსიამოვნო ხუმრობები გათხოვებაზე. ასევე არ მყოფნიდა ის თავისუფლება, რასაც ჩემი მშობლები მაძლევდნენ. ასევე, არ მინდოდა ჩემს მიმართ განხორციელებული ძალადობის ატანა.

ნათესავებს და მშობლებს არ დავკავშირებივარ ოთხი თვის განმავლობაში იმის გამო, რომ მეშინოდა. ვიცოდი, ისინი ემუქრებოდნენ ჩემს მეგობრებს, მაგრამ გუშინ დავურეკე და დიდხანს ვისაუბრეთ და მე ვფიქრობ შინ დაბრუნებაზე, ვინაიდან ჩემი მშობლები შემპირდნენ, რომ არ გამათხოვრებენ და მომცემენ თავისუფლებას, რომელიც მსურდა.

ვიცი რომ ბევრი გოგო კარგავს მას შინ დაბრუნების შემდეგ, მაგრამ მგონია, რომ ჩემი მშობლები და ნათესავები არ მავნებენ“, - ამბობს ის.

ზაირა ასევე ამბობს, რომ მის ადვოკატს დაუკავშირდა, რის შემდეგაც შეიტყო, რომ მშობლებმა მისი გატაცების გამო, ადვოკატის წინააღმდეგ პოლიციაში განცხადება შეიტანეს. გოგონას თქმით, ადვოკატმა არაფერი იცოდა.

“ეს არაა მართალი, ადვოკატმა არ იცის ჩემი ადგილსამყოფელი და ამასთან არავითარი შემხებლობა არ აქვს“, - დაამატა მან.

  • უცხოელი აგენტების რეესტრში შეყვანილი რუსული სააგენტო kavkaz_uzel დამატებით დეტალებს წერს.

წყაროს ინფორმაციით, ზაირას მამა გოგონას სახლში ელოდება და პირობას დებს, რომ მას კარგად მოეპყრობიან.

ტელეგრამის არხზე "Crisis Group SK SOS"-ის პუბლიკაციების ქვეშ, მომხმარებელმა მეტსახელად N, რომელმაც თავი ზაირას უფროსი და უწოდა, დაწერა, რომ ოჯახში არასოდეს ეპყრობოდა მათ მკაცრად:

“სახლში ყველა ელოდება მას. არ დაიჯერებთ ის ელოდებიან - გამუდმებით ტირის ჩემი ოჯახი. გეფიცებით, არასოდეს ყოფილა აქ სიმკაცრე, მაგრამ ეს ხალხისთვის ამის "დამტკიცება შეუძლებელია", - წერს იგი.

დაღესტნიდან გაქცეული დების შესახებ ინფორმაცია 2022 წელს გავრცელდა.

2022 წელს გავრცელებული გოგონების ფოტო

როგორც მაშინ მედიაში გავრცელდა, დაღესტნელი დები რუსს მესაზღვრეებს ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ჰყავდათ დაკავებული.

მოგვიანებით ისინი საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ. გოგონები ამბობდნენ, რომ ისინი ოჯახში არსებულ ძალადობას გამოექცნენ და გათხოვებას აიძულებდნენ.