XX საუკუნის უდიდესი რომანი „დათა თუთაშხია“ და მისი მთავარი გმირი რჩება ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ლიტერატურულ მემკვიდრეობად, რომელზეც თაობები იზრდებიან. ნაწარმოები ასახავს როგორც ქართული საზოგადოების ისტორიულ და კულტურულ ყოფას, ისე გაჯერებულია ფილოსოფიური საკითხებით, რაც მკითხველს სხვადასხვა თემაზე დაფიქრებისა და არსებულ რეალობასთან პარალელის გავლების შესაძლებლობას აძლევს.
„დათა თუთაშხია“ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული საზოგადოების სარკეა. ავტორი გვიხატავს რუსეთის იმპერიის პირობებში მცხოვრები ქართველი ინტელიგენციის, რევოლუციური იდეებით გატაცებული ახალგაზრდებისა და სოციალური დაპირისპირებების რთულ კონტექსტს.
ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ მკაფიოდ ასახავს მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან მე20 საუკუნის პირველი დეკადის ჩათვლით ქართული საზოგადოების რთულ მდგომარეობას, რუსეთის იმპერიის მძიმე პირობებში მყოფ ქართველ ინტელიგენციას და რევოლუციური იდეებით გატაცებულ ადამიანებს.
რომანში მკითხველი თვალსაჩინოდ აღიქვამს ცხრაასხუთი წლის რევოლუციის ექოს და პირველი მსოფლიო ომის გავლენას, რაც ზარანდიების ოჯახის ტრაგედიაში, უფროსი ვაჟის, კონსტანტინეს დაღუპვაში, არის წარმოჩენილი.
ნაწარმოების თითოეულ ეპიზოდში არა მარტო დათა თუთაშხია არის სხვადასხვა კუთხით წარმოჩინებული და გაბრწყინებული, არამედ მასთან ერთად ჩანს სხვა ადამიანების დადებითი და უარყოფითი თვისებები და ზოგჯერ დათა მოგვაგონებს „თევზს ცოდვების ოკეანეში, როგორც ამას ქრისტეზე ამბობენ ხოლმე.“
რომანი დაყოფილია 4 ნაწილად და მოთხრობილია მისი გმირის მორალური ევოლუციის შესახებ იმ პიროვნებების გადმოსახედიდან, რომლებთანაც წარსულში კავშირი ჰქონდა. დათა თუთაშხია არის ადამიანი, რომელიც დაბადებიდან ვერ იტანს უსამართლობას და უკანონობას. თავიდანვე, რომანში ვიგებთ, რომ იგი იყო ბრალდებული შემთხვევითი მკვლელობის თანამონაწილეობისათვის. მას შემდეგ დაიწყო ცხოვრება, როგორც ტყეში გასულმა და სასოწარკვეთილი ჟანდარმერიის მუდმივად დევნილმა. მთელი რომანის განმავლობაში, თუთაშხია იცვლის ადგილსამყოფელს, ხედავს ბოროტებას და ცდილობს როგორმე დასძლიოს იგი.
რომანის პირველი ნაწილის ძირითადი თავი მოსე ზამთარაძის მონათხრობს ეთმობა. თუთაშხია და ზამთარაძე (ორი აბრაგი) თავს საირმის ტყეს შეაფარებენ და საოცარ ამბავში გაეხვევიან. ბელადად და მამა-მარჩენლად წოდებული არქიფო სეთურისგან ხალხის ხსნის ცდა საწინააღმდეგოდ შემოუტრიალდებათ და გალახულებს გამოყრიან სოფლიდან. ამ ნაწილის დამამახსოვრებელი თავია იგავი ვირთხების შესახებ, რომლებიც შიმშილობის ნიადაგზე ერთმანეთის ჭამას იწყებენ და უძლიერესს ბოლოს გამოავლენენ.
რომანის მეორე ნაწილში დათა თუთაშხია, მისი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, გადაწყვეტს, რომ აღარ ჩაერიოს სოციალურ საკითხებში, თუ სრულიად არ იქნება დარწმუნებული, რომ მისი ქმედებები კარგის მომტანი იქნება. მისი ახალი პოზიციის შედეგად ხალხი ივიწყებს ყველა მის კარგ საქმეს წარსულში, რაც გარდამტეხი აღმოჩნდება მისი გულგრილობისა.
მესამე ნაწილში, თუთაშხია, რომელმაც ამ ეტაპზე დაკარგა თავისი გზა, ცდილობს გაერიოს საზოგადოებაში, რათა თვითონ განსაზღვროს ცხოვრების მნიშვნელობა და ფილოსოფია. ის უერთდება ადვოკატის, საიდუმლოებით მოცული ქალის პატარა საზოგადოებრივ წრეს და ესწრება სხვადასხვა სუფრებს, სადაც იმართება დებატები ფილოსოფიურ თემებზე. ერთ-ერთ ასეთ საღამოზე მათ გრაფი სეგედიც კი ეწვევათ, თუმცა თუთაშხიას დაჭერას ვერ შეძლებენ.
მეოთხე ნაწილში კი დათა თუთაშხია მიხვდება, რომ ბოროტების დაძლევა მხოლოდ და მხოლოდ ძალით შეიძლება. ამავდროულად მისი ბიძაშვილი ერთ-ერთი რუსული იმპერიული ჟანდარმერიის საუკეთესო თანამშრომელია. მუშნი ზარანდია სრულიად „ერთგულია“ მისი სამუშაოს მიმართ და „ობიექტურად“ და გულმოდგინედ მეთვალყურეობს რეგიონში „სახიფათო“ დამნაშავეების ძიებას, როგორიცაა მისი ბიძაშვილი. ორივე ბიძაშვილის საუბედუროდ მათ შეხვედრის შესაძლებლობაც კი არ ეძლევათ. თუთაშხია გადაწყვეტს მუშნის სასიკეთოდ ციხეში ნებით ჩაჯდეს.
წიგნის უკანასკნელ ნაწილში, თუთაშხია თავისი წარსული გამოცდილებით საბოლოოდ მიხვდება, რომ საუკეთესო გზა აარიდო მსოფლიოს ბოროტება, არის იყო კარგი ადამიანი და აკეთო სიკეთე. მიუხედევად ყველაფრისა,როგორც ყველა გმირის, ისევე თუთაშხიას ბედი ერთია - სიკვდილი.
2024 წლის დასასრულს გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ შემოგვთავაზა კიდევ ერთი საეტაპო პროექტი, რომელიც კლასიკოსი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის შემოქმედების ერთ სერიაში გაერთიანებას გულისხმობს. 5-ტომეულში შესულია XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი - „დათა თუთაშხია“, რომელიც სერიის პირველ ტომად გამოიცა. სერიაში ასევე შესულია რომანები: „გიორგი ბრწყინვალე“ და „გორა მბორგალი“; „ფრაგმენტები“ - ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან.
სერიის თითოეული ტომი ყოველთვიურად გამოიცემა და ერთი კვირის განმავლობაში წიგნის სპეციალური ფასი 14 ლარი იქნება. „დათა თუთაშხიას“ პირველი ტომის შეძენა უკვე შესაძლებელია როგორც „პალიტრა L-ის“ ვებგვერდსა და აპლიკაციაში, ისე „ბიბლუსის“ ქსელში.
R