საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
პოლიტიკა
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინო ათ წუთში, რომ 9 წელი მიუსაჯო" - თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე
"სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინო ათ წუთში, რომ 9 წელი მიუსაჯო" - თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე

ვფიქ­რობ, რთულ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე. ეს არის ჯიბ­რი, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფო უმ­ტკი­ცებს თა­ვის მო­ქა­ლა­ქეს, რომ უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე შენ. სა­ხელ­მწი­ფო რომ ძლი­ე­რია, ვიდ­რე მო­ქა­ლა­ქე, ამას რად უნდა ზედ­მე­ტი დამ­ტკი­ცე­ბა? ამი­ტომ ის ვა­დე­ბი, რო­გო­რი­ცაა 6-9 წელი, სას­ჯე­ლი არაა, ეს არის და­ღუპ­ვა, - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა თე­მურ ჭყო­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც აქ­ცი­ა­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი 11 პი­რის სა­სა­მარ­თლოს პრო­ცე­სი იმარ­თე­ბა.

თე­მურ ჭყო­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, რთუ­ლია სა­უ­ბა­რი, თუ რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს სა­სა­მარ­თლო და­კა­ვე­ბუ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით.

„იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ სა­სა­მარ­თლო ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ იღებს იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, რაც სა­მარ­თლებ­რი­ვად ეკუთ­ვნის და ყო­ველ­თვის სუ­ბი­ექ­ტუ­რია, არ ვიცი, რა მო­ლო­დი­ნი უნდა იყოს. შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ჰუ­მა­ნურ­მა გრძნო­ბებ­მა გა­იღ­ვი­ძოს შემ­თხვე­ვით, შემ­თხვე­ვი­თო­ბაც და­საშ­ვე­ბია და ღმერ­თმა ქნას, ასე იყოს, მაგ­რამ არ ვიცი, რა გი­თხრათ. მე სულ ვფიქ­რობ, რა და­ნა­შა­უ­ლი უნდა ჩა­ი­დი­ნოს ადა­მი­ან­მა ათი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ 9 წელი მი­უ­სა­ჯო, რა უნდა უნდა იყოს და­ნა­შა­უ­ლის სიმ­ძი­მე. ვფიქ­რობ, რთულ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე, ეს არის ჯიბ­რი, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფო უმ­ტკი­ცებს თა­ვის მო­ქა­ლა­ქეს, რომ უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე შენ. სა­ხელ­მწი­ფო რომ ძლი­ე­რია, ვიდ­რე მო­ქა­ლა­ქე, ამას რად უნდა ზედ­მე­ტი დამ­ტკი­ცე­ბა. ამი­ტომ ის ვა­დე­ბი, რო­გო­რი­ცაა 6-9 წელი, სას­ჯე­ლი არაა, ეს არის და­ღუპ­ვა. დას­ჯა­ზე მე­ტია 19-20 წლის ბი­ჭებს რომ 5 წელს უსჯი, ისე რომ არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან. უნდა და­ი­სა­ჯოს ის, ვინც ეს სი­ტუ­ა­ცია შექ­მნა, ვის გა­მოც ეს პრე­ცე­დენ­ტი მოხ­და“, - გა­ნა­ცხა­და თე­მურ ჭყო­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის დროს, ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი მსა­ხი­ო­ბის, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის, იუ­მო­რისტ ონი­სე ცხა­და­ძი­სა და კი­დევ 9 პი­რის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათი საქ­მე­ე­ბი ერთ წარ­მო­ე­ბად გა­ერ­თი­ან­და.

აქამ­დე ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის საქ­მე 2 წარ­მო­ე­ბად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კერ­ძოდ კი, ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძის, ონი­სე ცხა­და­ძის, ჯანო არ­ჩა­ი­ას, რუს­ლან სი­ვა­კო­ვის, ლუკა ჯა­ბუ­ას და გუ­რამ მირ­ცხუ­ლა­ვას საქ­მე ცალ­კე, ვა­ლე­რი თეთ­რაშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ტე­რიშ­ვი­ლის, ირაკ­ლი ქე­რაშ­ვი­ლის, რე­ვაზ კი­ნა­ძი­სა და სერ­გეი კუ­ხარ­ჩუ­კის საქ­მე კი, ცალ­კე წარ­მო­ე­ბად.

და­კა­ვე­ბუ­ლებს - ან­დრო ჭი­ჭი­ნა­ძეს, ონი­სე ცხა­და­ძეს, ჯანო არ­ჩა­ი­ას, რუს­ლან სი­ვა­კოვს, ლუკა ჯა­ბუ­ას, გუ­რამ მირ­ცხუ­ლა­ვას, ვა­ლე­რი თეთ­რაშ­ვილს, გი­ორ­გი ტე­რიშ­ვილს, ირაკ­ლი ქე­რაშ­ვილს, რე­ვაზ კი­ნა­ძე­სა და სერ­გეი კუ­ხარ­ჩუკს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 225-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით წა­რედ­გი­ნათ, რაც ჯგუ­ფურ ძა­ლა­დო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გუ­ლის­ხმობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინო ათ წუთში, რომ 9 წელი მიუსაჯო" - თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე

"სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინო ათ წუთში, რომ 9 წელი მიუსაჯო" - თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე

ვფიქრობ, რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ეს არის ჯიბრი, რითაც სახელმწიფო უმტკიცებს თავის მოქალაქეს, რომ უფრო ძლიერია, ვიდრე შენ. სახელმწიფო რომ ძლიერია, ვიდრე მოქალაქე, ამას რად უნდა ზედმეტი დამტკიცება? ამიტომ ის ვადები, როგორიცაა 6-9 წელი, სასჯელი არაა, ეს არის დაღუპვა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლოს პროცესი იმართება.

თემურ ჭყონიას შეფასებით, რთულია საუბარი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო დაკავებულებთან მიმართებით.

„იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლო ხშირ შემთხვევაში არ იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რაც სამართლებრივად ეკუთვნის და ყოველთვის სუბიექტურია, არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა იყოს. შეიძლება რაღაც ჰუმანურმა გრძნობებმა გაიღვიძოს შემთხვევით, შემთხვევითობაც დასაშვებია და ღმერთმა ქნას, ასე იყოს, მაგრამ არ ვიცი, რა გითხრათ. მე სულ ვფიქრობ, რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს ადამიანმა ათი წუთის განმავლობაში, რომ 9 წელი მიუსაჯო, რა უნდა უნდა იყოს დანაშაულის სიმძიმე. ვფიქრობ, რთულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ეს არის ჯიბრი, რითაც სახელმწიფო უმტკიცებს თავის მოქალაქეს, რომ უფრო ძლიერია, ვიდრე შენ. სახელმწიფო რომ ძლიერია, ვიდრე მოქალაქე, ამას რად უნდა ზედმეტი დამტკიცება. ამიტომ ის ვადები, როგორიცაა 6-9 წელი, სასჯელი არაა, ეს არის დაღუპვა. დასჯაზე მეტია 19-20 წლის ბიჭებს რომ 5 წელს უსჯი, ისე რომ არაფერ შუაში არიან. უნდა დაისაჯოს ის, ვინც ეს სიტუაცია შექმნა, ვის გამოც ეს პრეცედენტი მოხდა“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მათი საქმეები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.