ავტორი:

"რა საშინელი დღე გათენდა" - ცნობილია უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა

"რა საშინელი დღე გათენდა" - ცნობილია უმძიმესი ავარიის შედეგად დაღუპული ქალის ვინაობა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი ქალი სალი ყაზაიშვილია, მას ორი შვილი დარჩა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილს მეგობრები და ახლობლები ემშვიდობებიან:

"სალო როგორ ვისაუბრო შენზე წარსულში.... რა საშინელი დღე გათენდა, თვალებიდან არ ამომდის შენი სიცილი, როგორი ცქრიალა, ნაზი და კარგი იყავი...."

"სიტყვები უძლურია ანგელოზი ანგელოზებთან გაფრინდა ვერ ვიჯერებ და არც მინდა დავიჯერო"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.