ავტორი:

ვაშინგტონში, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტ ჯიმი კარტერს ემშვიდობებიან, დაკრძალვას ქვეყნის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ესწრება - ფოტოები ცერემონიიდან

ვაშინგტონში, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტ ჯიმი კარტერს ემშვიდობებიან, დაკრძალვას ქვეყნის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ესწრება - ფოტოები ცერემონიიდან

შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის, დაკრძალვის ცერემონია ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობს, რომელსაც აშშ-ის ყველა ცოცხალი პრეზიდენტი ესწრება - ბილ კლინტონი, ჯორჯ ბუში, ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი.

კარტერის დაკრძალვას ასევე ესწრებიან ვიცე-პრეზიდენტები: ელ გორი (ბილ კლინტონის პერიოდში), მაიკ პენსი (ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში) და ჯეიდი ვენსი (ტრამპის მეორე პრეზიდენტობის პერიოდში), ისევე როგორც უმაღლესი სასამართლოს ორი მოსამართლე, წარმომადგენელთა პალატის ლიდერები რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი და დემოკრატი ჰაკიმ ჯეფრისი, ასევე, კანადის პრემიერ-მინსიტრი ჯასტინ ტრუდო.

მანამდე კარტერის ცხედარი ორი დღით კონგრესში დაასვენეს, რათა დედაქალაქში მყოფ ამერიკელებს მასთან დამშვიდობების საშუალება მისცემოდათ. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ქვეყანაში ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა. მან 9 იანვარი ასევე გლოვის დღედ და ფედერალურ უქმედ გამოაცხადა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი 30 დეკემბერს, ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში, საკუთარ სახლში, 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: