პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მანამდე, ადგილზე საპოლიციო კორდონი იყო განლაგებული, რომელიც აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა.
"საქართველოს გაუმარჯოს" - ისმის აქციის მონაწილეების შეძახილი.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის მობილიზება შეინიშნება.
მანამდე დემონსტრანტებმა დუმილით პატივი მიაგეს დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად, ტრაგიკულად დაღუპული ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის ხსოვნას.