ავტორი:

"ორი შვილი დარჩა..." - ტრაგედია ქუთაისში: სატვირთოს და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა

"ორი შვილი დარჩა..." - ტრაგედია ქუთაისში: სატვირთოს და მსუბუქი მანქანის შეჯახების შედეგად ქალი ადგილზე დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქ ავტომობილში მძღოლი ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილ ქალს ორი შვილი დარჩა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.