ბაკურიანში, ამირანის პარკში მომხდარი შემთხვევისას მცირეწლოვანი დაშავდა. ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
თვითმხილველების გამოცემას უყვებიან, რომ, კაცს, რომელსაც ხელში 5 თვის შვილი ეჭირა, ციგით მოსრიალე ქალი დაეჯახა.
დაშავებული ჩვილი ჯერ ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს, შემდეგ კი - თბილისში. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გამოცემა ასევე წერს პრობლემებზე, რომლის შესახებაც კურორტზე მყოფი მოქალაქეები მუდმივად წერენ, ბოლო პერიოდში. მათი ნაწილი ამბობს, რომ სასრიალო ტრასებზე კონტროლის სიმცირის გამო, ხშირია მოქალაქეების დაზიანების შემთხვევები, პრობლემები იქმნება საავტომობილო გზებზეც.
როგორ მიმდინარეობს ტურისტული სეზონი, „სამხრეთის კარიბჭე“ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ეკატერინე ორჯონიკიძეს ესაუბრა. მისი თქმით, კურორტი აქტიურად მასპინძლობს დამსვენებლებს, თუმცა ამას ახლავს პრობლემებიც.
„ტურისტული სეზონი მიმდინარეობს კარგად იმ კუთხით, რომ უამრავი დამსვენებელია, თოვლი არ არის, მაგრამ ტრასები არის კარგად გათოვლიანებული. ამის ფონზე არის გამოწვევები და პრობლემები. ყველაზე დიდი პრობლემა იყო საცობები. 1-5 იანვარს იყო პიკი, ახლა შედარებით ნაკლებად. წელს იმაზე ბევრჯერ მეტი დამსვენებელი და ავტომობილი მოვიდა, ვიდრე იტევს ბაკურიანი. ამ ყოველივეს დაერთო პრობლემები. გართულდა ნარჩენების გატანა საცობებში. დღისით შეუძლებელი იყო ნარჩენების გატანა 12 ტონიანი ტექნიკით და ამის გამო ნაგავმზიდები გამოგვყავდა ღამის 12-დან დილის 5 საათამდე“,-აცხადებს იგი...წყარო
ნახეთ ასევე: