კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 წიგნი, რომელიც 2025 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
6 წიგნი, რომელიც 2025 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ახა­ლი წელი ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის და ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის და­სახ­ვის პე­რი­ო­დია. წიგ­ნე­ბი კი ყო­ველ­თვის სა­უ­კე­თე­სო გზაა სამ­ყა­როს ახ­ლე­ბუ­რად აღ­მო­სა­ჩე­ნად, ცოდ­ნის გა­სა­ფარ­თო­ებ­ლად და ფან­ტა­ზი­ის გა­საღ­ვი­ვებ­ლად. 2025 წელი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­საც სთა­ვა­ზობს. წარ­მო­გიდ­გენთ რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მას, რო­მელ­თა კი­თხვი­თაც უნდა და­ი­წყოთ 2025 წელი. ჩვენ მიერ შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ა­ზე გათ­ვლი­ლი და მათი ჩუ­ქე­ბით ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის გა­ხა­რე­ბა­საც შეძ­ლებთ.

“ჭი­ა­მა­ი­ას სის­ხლი”, იუ­ნო­ნა გუ­რუ­ლი

„ჭი­ა­მა­ი­ას სის­ხლი“ მო­თხრო­ბე­ბის კრე­ბუ­ლია. თით­ქმის ყვე­ლა მო­თხრო­ბა­ში სი­უ­ჟე­ტი და­ნა­შა­უ­ლის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებს, თუმ­ცა მუ­დამ იც­ვლე­ბა რა­კურ­სი: ავ­ტო­რი ცდი­ლობს ხან დამ­ნა­შა­ვის თვა­ლით დაგ­ვა­ნა­ხოს ამ­ბა­ვი, ხან მსხვერ­პლის, ხან მათი დე­დე­ბის, ხან მსხვერ­პლის შვი­ლის და ხა­ნაც სუ­ლაც ცი­ხის თარ­ჯიმ­ნის. ხში­რად კი თხრო­ბა პო­ლი­ფო­ნი­უ­რია და პერ­სო­ნაჟ­თა ის გა­ლე­რეა. რო­მე­ლიც ჩვენ წი­ნა­შე იხა­ტე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფე­ნე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­თა დი­ა­პა­ზონს შლის. რაც მთა­ვა­რია, ეს მო­თხრო­ბე­ბი ეხე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უმ­ტკივ­ნე­უ­ლეს სა­კი­თხებს: დევ­ნი­ლო­ბის თე­მით და­წყე­ბუ­ლი, სუ­ი­ცი­დის და ფე­მი­ცი­დის პრობ­ლე­მე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. მაგ­რამ მწე­რა­ლი მხო­ლოდ ამ სივ­რცე­ში არ იკე­ტე­ბა. მას გან­წყო­ბის და ხელ­წე­რის შეც­ვლაც შე­უძ­ლია. ამის ნი­მუ­შია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­თხრო­ბა „ქვა, ფურ­ცე­ლი, მაკ­რა­ტე­ლი", სა­დაც გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თე­ბი თა­ვი­ან­თი დი­ა­ლო­გე­ბით კო­მი­კურ გა­რე­მოს ქმნი­ან.

„ლე­თარ­გია“, ნინო ორ­ტი­გა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი

რო­მან­ში აწ­მყო და წარ­სუ­ლი მჭიდ­რო­დაა ერ­თმა­ნეთს გა­და­ჯაჭ­ვუ­ლი, ხოლო პერ­სო­ნა­ჟე­ბი დრო­დად­რო გა­მო­იხ­მო­ბენ ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბებს, რო­გორც აწ­მყო­ში გზის გამ­კვა­ლავ­სა და ერ­თგვარ ღუ­ზას, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა მო­ე­ჭი­დონ მა­შინ, როცა ძა­ლი­ან უჭირთ. „ლე­თარ­გია” მი­ლე­ნი­ა­ლებს ეძღვნე­ბა, ახალ­გაზ­რდებს, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძნელ და ბნელ დროს გა­ი­ა­რეს ბავ­შვო­ბა. რო­მა­ნი გვიყ­ვე­ბა სას­ტიკ და ცოტა და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბავს, რო­მე­ლიც ერთ სა­მე­გობ­როს გა­დახ­და თავს. მის­ტი­კუ­რი ნა­კა­დი წიგნს კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო­სა და მიმ­ზიდ­ველს ხდის. ავ­ტო­რი წა­მოჭ­რის ფა­ქიზ პრობ­ლე­მებს, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღე­საც ისე­ვე მწვა­ვე და მტკივ­ნე­უ­ლია, რო­გორც უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში.

„და­უ­ფა­რა­ვი ღი­მი­ლი“, ფრან­სუ­აზ სა­გა­ნი

დო­მი­ნი­კი სტუ­დენ­ტია. მოხ­დე­ნი­ლი, გო­ნე­ბა­გახ­სნი­ლი, ფიქ­რი­ა­ნი და მე­ოც­ნე­ბე გო­გო­ნა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბას სწავ­ლობს და ბედ­ნი­ე­რია ბერტრან­თან, თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან, რო­მელ­თა­ნაც იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. მაგ­რამ ამ ერთი შე­ხედ­ვით იდე­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დო­მი­ნი­კი ხან­და­ხან უკი­დე­გა­ნოდ მო­წყე­ნი­ლია, ხან­და­ხან კი „ბედ­ნი­ე­რე­ბის სა­ში­ნე­ლი გან­ცდა" ეუფ­ლე­ბა. ერთ დღე­საც ამ ნაზ და სენ­ტი­მენ­ტა­ლურ ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში შე­მო­დის ლუკი, ნაც­რის­ფერ­თვა­ლე­ბი­ა­ნი სიმ­პა­თი­უ­რი მა­მა­კა­ცი დაღ­ლი­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბით, ბერტრა­ნის ბიძა. და ყვე­ლა­ფე­რი იც­ვლე­ბა – იწყე­ბა თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი, კაშ­კა­შა მზი­თა და სუფ­თა ჰა­ე­რით სავ­სე სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი, რო­მელ­საც ფრან­სუ­აზ სა­გა­ნი ისე ხე­დავს და გვიყ­ვე­ბა, რო­გორც მხო­ლოდ მას შე­უძ­ლია – თვა­ლის­თვის უხი­ლა­ვი დე­ტა­ლე­ბის შემ­ჩნე­ვით და უფა­ქი­ზე­სი სი­მახ­ვი­ლით.

„ხვალ და ხვალ და ხვალ“, გაბ­რი­ელ ზე­ვი­ნი

ზამ­თრის ერთ სუს­ხი­ან დღეს ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი ვი­დე­ო­თა­მა­შის შექ­მნას გა­და­წყვე­ტენ. ასე იწყე­ბა მათი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ვი­დე­ო­თა­მა­შე­ბის დი­ზა­ი­ნის რთულ და მშვე­ნი­ერ სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც ბა­რი­ე­რე­ბი­თაა აღ­სავ­სე. სირ­თუ­ლე­ე­ბი­თაა დატ­ვირ­თუ­ლი რო­გორც თა­ვად ვი­დე­ო­თა­მა­შის შექ­მნის პრო­ცე­სი, ისე ორ ამ­ბი­ცი­ურ ხე­ლო­ვანს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მე­ლიც ხან­და­ხან ტოქ­სი­კუ­რო­ბის ზღვარს სცდე­ბა. ეს არის ამ­ბა­ვი ერ­თდრო­უ­ლად ვი­დე­ო­თა­მა­შებ­სა და შექ­სპირ­ზე, ტრა­გე­დი­ებ­სა და „ილი­ა­და­ზე“, პი­როვ­ნულ მე­გობ­რო­ბა­სა და საქ­მი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე.

წიგ­ნი და­ა­ინ­ტე­რე­სებს ყვე­ლას, იმის მი­უ­ხე­და­ვად, ხში­რად თა­მა­შო­ბენ ვი­დე­ო­თა­მა­შებს თუ ცხოვ­რე­ბა­ში ერთხე­ლაც არ უც­დი­ათ.

„სამ­ყა­როს მაშ­ვე­ლე­ბი“, გვან­ცა ასა­თი­ა­ნი

პა­ტა­რა კატო დიდი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და ფან­ტა­ზი­ო­რი გო­გო­ნაა, უყ­ვარს მე­გობ­რე­ბი და ცხო­ვე­ლე­ბი. მისი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვე­ბი არი­ან. წა­ი­კი­თხე ეს მშვე­ნი­ე­რი წიგ­ნი, გა­ი­ცა­ნი კა­ტო­სა და მისი მე­გობ­რე­ბის - სამ­ყა­როს მაშ­ვე­ლე­ბის მის­ტი­კუ­რი ამ­ბე­ბი და მიხ­ვდე­ბი, რა ძალა აქვს მე­გობ­რო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რულს.

„ფილ­მებ­ზე უკე­თე­სი“, ლინ პა­ინ­ტე­რი

რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­უ­რი ფილ­მე­ბის მოყ­ვა­რულ, თა­ვა­დაც გა­მო­უს­წო­რე­ბელ რო­მან­ტი­კოს­სა და მე­ოც­ნე­ბე ლიზს ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი უყ­ვარს... ასე ჰგო­ნია... და როცა ის კვლავ დაბ­რუნ­და მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ­ში, გა­და­წყვეტს, რო­გორ­მე თავი მო­ა­წო­ნოს, მისი გული მო­ი­ნა­დი­როს კი­დევ ერთი, მაგ­რამ აუ­ტა­ნე­ლი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რი­სა და მე­ზობ­ლის დახ­მა­რე­ბით.

ეს წიგ­ნი რო­მან­ტი­კუ­ლი კო­მე­დი­აა რო­მან­ტი­კულ კო­მე­დი­ებ­ზე!

და­ი­წყეთ 2025 წელი ახალ წიგ­ნებ­თან ერ­თად!

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

6 წიგნი, რომელიც 2025 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

6 წიგნი, რომელიც 2025 წელს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

ახალი წელი ახალი შესაძლებლობების და ახალი გამოწვევების დასახვის პერიოდია. წიგნები კი ყოველთვის საუკეთესო გზაა სამყაროს ახლებურად აღმოსაჩენად, ცოდნის გასაფართოებლად და ფანტაზიის გასაღვივებლად. 2025 წელი წიგნის მოყვარულებს ბევრ საინტერესო სიახლესაც სთავაზობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე გამოცემას, რომელთა კითხვითაც უნდა დაიწყოთ 2025 წელი. ჩვენ მიერ შერჩეული წიგნები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი და მათი ჩუქებით ოჯახის წევრებისა და მეგობრების გახარებასაც შეძლებთ.

“ჭიამაიას სისხლი”, იუნონა გურული

„ჭიამაიას სისხლი“ მოთხრობების კრებულია. თითქმის ყველა მოთხრობაში სიუჟეტი დანაშაულის ირგვლივ ტრიალებს, თუმცა მუდამ იცვლება რაკურსი: ავტორი ცდილობს ხან დამნაშავის თვალით დაგვანახოს ამბავი, ხან მსხვერპლის, ხან მათი დედების, ხან მსხვერპლის შვილის და ხანაც სულაც ციხის თარჯიმნის. ხშირად კი თხრობა პოლიფონიურია და პერსონაჟთა ის გალერეა. რომელიც ჩვენ წინაშე იხატება, საზოგადოების ფენების განსხვავებულ დამოკიდებულებათა დიაპაზონს შლის. რაც მთავარია, ეს მოთხრობები ეხება თანამედროვეობის უმტკივნეულეს საკითხებს: დევნილობის თემით დაწყებული, სუიციდის და ფემიციდის პრობლემებით დასრულებული. მაგრამ მწერალი მხოლოდ ამ სივრცეში არ იკეტება. მას განწყობის და ხელწერის შეცვლაც შეუძლია. ამის ნიმუშია არაჩვეულებრივი მოთხრობა „ქვა, ფურცელი, მაკრატელი", სადაც გაცოცხლებული საკანცელარიო ნივთები თავიანთი დიალოგებით კომიკურ გარემოს ქმნიან.

„ლეთარგია“, ნინო ორტიგა ჭინჭარაული

რომანში აწმყო და წარსული მჭიდროდაა ერთმანეთს გადაჯაჭვული, ხოლო პერსონაჟები დროდადრო გამოიხმობენ ბავშვობის მოგონებებს, როგორც აწმყოში გზის გამკვალავსა და ერთგვარ ღუზას, რომელსაც შეიძლება მოეჭიდონ მაშინ, როცა ძალიან უჭირთ. „ლეთარგია” მილენიალებს ეძღვნება, ახალგაზრდებს, რომელთაც საქართველოსთვის ძნელ და ბნელ დროს გაიარეს ბავშვობა. რომანი გვიყვება სასტიკ და ცოტა დაუჯერებელ ამბავს, რომელიც ერთ სამეგობროს გადახდა თავს. მისტიკური ნაკადი წიგნს კიდევ უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. ავტორი წამოჭრის ფაქიზ პრობლემებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოებისთვის დღესაც ისევე მწვავე და მტკივნეულია, როგორც უახლოეს წარსულში.

„დაუფარავი ღიმილი“, ფრანსუაზ საგანი

დომინიკი სტუდენტია. მოხდენილი, გონებაგახსნილი, ფიქრიანი და მეოცნებე გოგონა უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობას სწავლობს და ბედნიერია ბერტრანთან, თავის შეყვარებულთან, რომელთანაც იდეალური ურთიერთობა აქვს. მაგრამ ამ ერთი შეხედვით იდეალურ ურთიერთობაში დომინიკი ხანდახან უკიდეგანოდ მოწყენილია, ხანდახან კი „ბედნიერების საშინელი განცდა" ეუფლება. ერთ დღესაც ამ ნაზ და სენტიმენტალურ ყოველდღიურობაში შემოდის ლუკი, ნაცრისფერთვალებიანი სიმპათიური მამაკაცი დაღლილი გამომეტყველებით, ბერტრანის ბიძა. და ყველაფერი იცვლება – იწყება თავბრუდამხვევი, კაშკაშა მზითა და სუფთა ჰაერით სავსე სიყვარულის ამბავი, რომელსაც ფრანსუაზ საგანი ისე ხედავს და გვიყვება, როგორც მხოლოდ მას შეუძლია – თვალისთვის უხილავი დეტალების შემჩნევით და უფაქიზესი სიმახვილით.

„ხვალ და ხვალ და ხვალ“, გაბრიელ ზევინი

ზამთრის ერთ სუსხიან დღეს ბავშვობის მეგობრები ვიდეოთამაშის შექმნას გადაწყვეტენ. ასე იწყება მათი თანამშრომლობა ვიდეოთამაშების დიზაინის რთულ და მშვენიერ სამყაროში, რომელიც ბარიერებითაა აღსავსე. სირთულეებითაა დატვირთული როგორც თავად ვიდეოთამაშის შექმნის პროცესი, ისე ორ ამბიციურ ხელოვანს შორის ურთიერთობა, რომელიც ხანდახან ტოქსიკურობის ზღვარს სცდება. ეს არის ამბავი ერთდროულად ვიდეოთამაშებსა და შექსპირზე, ტრაგედიებსა და „ილიადაზე“, პიროვნულ მეგობრობასა და საქმიან დაპირისპირებაზე.

წიგნი დააინტერესებს ყველას, იმის მიუხედავად, ხშირად თამაშობენ ვიდეოთამაშებს თუ ცხოვრებაში ერთხელაც არ უცდიათ.

„სამყაროს მაშველები“, გვანცა ასათიანი

პატარა კატო დიდი ცნობისმოყვარე და ფანტაზიორი გოგონაა, უყვარს მეგობრები და ცხოველები. მისი თანაკლასელებიც ძალიან საინტერესო ბავშვები არიან. წაიკითხე ეს მშვენიერი წიგნი, გაიცანი კატოსა და მისი მეგობრების - სამყაროს მაშველების მისტიკური ამბები და მიხვდები, რა ძალა აქვს მეგობრობისა და ურთიერთსიყვარულს.

„ფილმებზე უკეთესი“, ლინ პაინტერი

რომანტიკული კომედიური ფილმების მოყვარულ, თავადაც გამოუსწორებელ რომანტიკოსსა და მეოცნებე ლიზს ბავშვობის მეგობარი უყვარს... ასე ჰგონია... და როცა ის კვლავ დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში, გადაწყვეტს, როგორმე თავი მოაწონოს, მისი გული მოინადიროს კიდევ ერთი, მაგრამ აუტანელი ბავშვობის მეგობრისა და მეზობლის დახმარებით.

ეს წიგნი რომანტიკული კომედიაა რომანტიკულ კომედიებზე!

დაიწყეთ 2025 წელი ახალ წიგნებთან ერთად!

R