პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა" - სალომე ზურაბიშვილის განცხადება
"მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა" - სალომე ზურაბიშვილის განცხადება

მინ­და მი­გი­ღოთ ამ ახალ ოფის­ში, რო­მე­ლიც არის ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა არ ჰგავ­დეს ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლეს, მაგ­რამ სული და სუ­ლის­კვე­თე­ბა აქ არის და აქ გრძელ­დე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ფუნ­ქცია, ამ ქვეყ­ნის,რო­მე­ლიც დღეს ძა­ლი­ან ღრმა კრი­ზის­ში იმ­ყო­ფე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, დღეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ფეხ­ქვეშ არის გა­თე­ლი­ლი.

"ჩვენ ვი­წყებთ 2025 წელს ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰქო­ნია ძა­ლი­ან ბევ­რი წე­ლია, შე­იძ­ლე­ბა არც ჰქო­ნია ამ ახლო წარ­სულ­ში. პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც შენ­დე­ბა და შენ­დე­ბო­და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შემ­დეგ, დღეს დაშ­ლის პი­რას არის, რა­მე­თუ ყვე­ლა მისი ინ­სტი­ტუ­ტი და პირ­ველ რიგ­ში, კონ­სტი­ტუ­ცია აღარ არ­სე­ბობს, კონ­სტი­ტუ­ცია ფეხ­ქვეშ არის გა­თე­ლი­ლი არა მხო­ლოდ იმ ცნო­ბი­ლი მუხ­ლის გამო, რო­მე­ლიც ასა­ხავს ჩვენს ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ კურსს, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღეს“,-გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ას და­ეს­წრე­ბა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, ვა­შინგტონ­ში მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რებს გა­მარ­თავს.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ორ­ბე­ლი­ა­ნის სა­სახ­ლის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ პირ­ველ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, კონ­გრეს­მენ ჯო უილ­სო­ნი ს მიწ­ვე­ვით მივა.

„გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ გა­მო­ვი­დეთ იზო­ლა­ცი­ი­დან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულ­ყო­ფი­ლად ვას­რუ­ლებ. მაქვს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ყო­ველ­დღი­უ­რი კავ­ში­რე­ბი ჩვენს უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან. ვა­დას­ტუ­რებ, რომ მივ­დი­ვარ პრე­ზი­დენტ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე, ვა­შინგტონ­ში ვიქ­ნე­ბი ჯო უილ­სო­ნის და­პა­ტი­ჟე­ბით. სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტია ინა­უ­გუ­რა­ცი­ა­ზე მიწ­ვე­ვის, რო­მელ­შიც არა­ვინ იხ­დის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევ­რს აქვს ჩემ­ზე ბევ­რად მეტი რე­სურ­სი, რომ ეს თან­ხე­ბი გა­და­ი­ხა­დოს. ეს ხუმ­რო­ბა გვერ­დზე დავ­ტო­ვოთ, მთა­ვა­რი ისაა, რომ მივ­დი­ვარ და მექ­ნე­ბა მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი. ვაგ­რძე­ლებთ ურ­თი­ერ­თო­ბებს ჩვენს პარტნი­ო­რებ­თან“, - გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

  • ის, ასე­ვე, გა­მო­ეხ­მა­უ­რა საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის და სხვა და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბის მი­სა­მარ­თით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გან­ცხა­დე­ბებს და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის შე­ფა­სე­ბებს „უხე­ში და უზ­რდე­ლუ­რი“ უწო­და.

„იცით, პრე­ზი­დენტს მაკ­რო­ნის გან­ცხა­დე­ბა. ის უხე­ში და უზ­რდე­ლი პა­სუ­ხე­ბი, რაც მმარ­თვე­ლი გუნ­დი­დან მო­დის პარტნი­ო­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, დი­დად არა­ფერს ნიშ­ნავს, რად­გან რე­ა­ლუ­რად რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ისაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს მხარ­და­ჭე­რა მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც მზად არი­ან და­ა­სან­ქცი­რონ ისი­ნი, ვინც გა­და­წყვი­ტა სა­ქარ­თვე­ლო წა­ეყ­ვა­ნა სხვა გზით, ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ან­ტი­და­სავ­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, მხა­რი და­უ­ჭი­რონ და დაჰ­პირ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ რო­გორც კი ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა და და­ვუბ­რუნ­დე­ბით იმ წყო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლია, დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა ის დახ­მა­რე­ბე­ბი, რაც არ­სე­ბობ­და და რაც კი­დევ უფრო უნდა გაძ­ლი­ერ­დეს, რად­გან ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან მძი­მე დღე­შია. არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი, ახა­ლი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ვჭირ­დე­ბა ჩვენ­გან, უპირ­ვე­ლე­სად, ასე­ვე პარტნი­ო­რე­ბის დახ­მა­რე­ბის კუ­თხით“,- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის გზა ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბია, რისი ალ­ტერ­ნა­ტი­ვაც არ არ­სე­ბობს.

"არ­ჩევ­ნებს არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. ეს არის ცნო­ბი­ლი არა პრინ­ცი­პი, არა­მედ მო­ცე­მუ­ლო­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ასე­თი ღრმა კრი­ზი­სი არ­სე­ბობს, სა­დაც არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე ვერ გა­მოხ­ვალ ამ კრი­ზი­სი­დან და ვე­რა­ვინ მარ­თავს დიდ ხანს ქვე­ყა­ნას თა­ვის ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უკვე იშ­ლე­ბა. ვერ­ტი­კალ­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი კი­თხვე­ბია. პო­ლი­ცია ცუ­დად ეგუ­ე­ბა იმას, რომ კრი­მი­ნა­ლურ ვერ­ტი­კალს უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს და არა ჩვე­უ­ლებ­რივ ინ­სტი­ტუ­ცი­ურ ვერ­ტი­კალს. დიდ ხანს ვერც ერთი ინ­სტი­ტუ­ტი და ვერც ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მი­ყი­დუ­ლი არ არის, ვერ შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რომ მარ­თუ­ლი იყოს ამ ფორ­მით და პირ­და­პირ ინ­სტრუქ­ცი­ე­ბით იყოს და­მორ­ჩი­ლე­ბუ­ლი.

დღეს მმარ­თველ გუნდს ორი ვა­რი­ან­ტი აქვს: ერთი, რომ ეს რე­ა­ლო­ბა და­ი­ნა­ხოს, და­ი­ნა­ხოს, რა უნდა ქარ­თველ ხალ­ხს და წა­ვი­დეს ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ზე იმ ძა­ლებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში არი­ან და იმ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რაც არ­სე­ბობს. ამა­ზე დო­კუ­მენ­ტი მზად­დე­ბა და მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად მზად იქ­ნე­ბა.

მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი ბევ­რად უფრო ძნე­ლი და რთუ­ლია ქვეყ­ნის­თვის, თუ ქვე­ყა­ნა­ზე ფიქ­რობს ვინ­მე, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია თა­ვის ბო­ლომ­დე დაშ­ლას და­ე­ლო­დოს, რაც სხვა ტი­პის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას მო­ი­თხოვს, მაგ­რამ ესეც იქ­ნე­ბა, თუკი მმარ­თვე­ლი პარ­ტია არ შე­ე­გუ­ე­ბა იმას, რომ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ჩვე­ნი ხალ­ხის, ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მო­თხოვ­ნა, რომ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე არა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ჩვენ ორი­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­ვის­თვის მზად ვართ და მზად ვიქ­ნე­ბით. ეს ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, მისი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში დგას, რა­საც რამ­დე­ნა­დაც შე­მიძ­ლია, ვუ­ერ­თდე­ბი. ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც დგას არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში, არა­მედ - თბი­ლი­სის გა­რე­თაც“, - გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

  • რო­გორც ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ხვალ ზუგ­დიდ­ში ჩავა, ხოლო აშშ-დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ონს. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, აქვს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ქვე­ყა­ნა გა­იყ­ვა­ნოს სამ­შვი­დო­ბოს.

„ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა, მისი მთა­ვა­რი კომ­პო­ნენ­ტი ის ხალ­ხია, რო­მე­ლიც ქუ­ჩა­ში დგას, რა­საც რამ­დე­ნა­დაც შე­მიძ­ლია, ვუ­ერ­თდე­ბი. ის ხალ­ხი, რო­მე­ლიც დგას არა მხო­ლოდ თბი­ლის­ში, არა­მედ - თბი­ლი­სის გა­რე­თაც. ისიც მინ­და მო­გახ­სე­ნოთ, რომ ხვალ ზუგ­დიდ­ში მივ­დი­ვარ, სა­დაც ამ ხალ­ხთან, რო­მელ­საც მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, მათ­თან ვიქ­ნე­ბი. მას შემ­დეგ, რაც ამე­რი­კი­დან დავ­ბრუნ­დე­ბი, გა­ვაგ­რძე­ლებ სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში ჩას­ვლას იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის პრო­ტეს­ტი მხო­ლოდ თბი­ლის­ში არ არის, ამა­ში დიდი სი­ახ­ლეა, რომ მთელ ქვე­ყა­ნა­ში არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ჩვენც ყველ­გან უნდა ვედ­გეთ გვერ­დში ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს, სა­დაც არ უნდა იყ­ვნენ, ეს არის ჩემი მი­ზა­ნი. მე ყვე­ლას­თან მექ­ნე­ბა კავ­ში­რი. ჩემი პი­რა­დი ბრძო­ლა გრძელ­დე­ბა და ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა იმი­ტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი. მაქვს ძა­ლი­ან დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, ეს ქვე­ყა­ნა გა­ვიყ­ვა­ნო თქვენ­თან ერ­თად იმ სამ­შვი­დო­ბოს, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­ის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის და მისი კურ­სის გა­რე­შე, არ შე­იძ­ლე­ბა მიღ­წე­უ­ლი იყოს“,-გა­ნა­ცხა­და ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

"მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა" - სალომე ზურაბიშვილის განცხადება

"მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა" - სალომე ზურაბიშვილის განცხადება

მინდა მიგიღოთ ამ ახალ ოფისში, რომელიც არის ორბელიანების სასახლის გაგრძელება. შეიძლება არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია, ამ ქვეყნის,რომელიც დღეს ძალიან ღრმა კრიზისში იმყოფება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი.

"ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც საქართველოს არ ჰქონია ძალიან ბევრი წელია, შეიძლება არც ჰქონია ამ ახლო წარსულში. პრაქტიკულად, ჩვენი სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა მისი ინსტიტუტი და პირველ რიგში, კონსტიტუცია აღარ არსებობს, კონსტიტუცია ფეხქვეშ არის გათელილი არა მხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია დღეს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, პარალელურად კი, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონი ს მიწვევით მივა.

„გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. სხვადასხვა ვარიანტია ინაუგურაციაზე მიწვევის, რომელშიც არავინ იხდის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

  • ის, ასევე, გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის და სხვა დასავლელი ლიდერების მისამართით „ქართული ოცნების“ განცხადებებს და მმართველი პარტიის შეფასებებს „უხეში და უზრდელური“ უწოდა.

„იცით, პრეზიდენტს მაკრონის განცხადება. ის უხეში და უზრდელი პასუხები, რაც მმართველი გუნდიდან მოდის პარტნიორების მიმართულებით, დიდად არაფერს ნიშნავს, რადგან რეალურად რაც მნიშვნელოვანია, ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მთავარი პარტნიორებისგან, რომლებიც მზად არიან დაასანქცირონ ისინი, ვინც გადაწყვიტა საქართველო წაეყვანა სხვა გზით, ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური მიმართულებით. ასევე, მხარი დაუჭირონ და დაჰპირდნენ საქართველოს მოსახლეობას, რომ როგორც კი ახალი არჩევნები ჩატარდება და დავუბრუნდებით იმ წყობას, რომელიც საქართველოსთვის ყველაზე სასურველია, დაგვიბრუნდება ის დახმარებები, რაც არსებობდა და რაც კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, რადგან ჩვენი ეკონომიკა რეალურად ძალიან მძიმე დღეშია. არჩევნების შემდეგ სერიოზული, ახალი ძალისხმევა დაგვჭირდება ჩვენგან, უპირველესად, ასევე პარტნიორების დახმარების კუთხით“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც ზურაბიშვილი განმარტავს, პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნებია, რისი ალტერნატივაც არ არსებობს.

"არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა. ეს არის ცნობილი არა პრინციპი, არამედ მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, სადაც არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან და ვერავინ მართავს დიდ ხანს ქვეყანას თავის ხალხის წინააღმდეგ.

ხელისუფლება უკვე იშლება. ვერტიკალში ძალიან სერიოზული კითხვებია. პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდ ხანს ვერც ერთი ინსტიტუტი და ვერც ერთი ადამიანი, რომელიც მიყიდული არ არის, ვერ შეეგუება იმას, რომ მართული იყოს ამ ფორმით და პირდაპირ ინსტრუქციებით იყოს დამორჩილებული.

დღეს მმართველ გუნდს ორი ვარიანტი აქვს: ერთი, რომ ეს რეალობა დაინახოს, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც ქვეყანაში არიან და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს. ამაზე დოკუმენტი მზადდება და მომდევნო დღეებში პრაქტიკულად მზად იქნება.

მეორე ვარიანტი ბევრად უფრო ძნელი და რთულია ქვეყნისთვის, თუ ქვეყანაზე ფიქრობს ვინმე, რომ მმართველი პარტია თავის ბოლომდე დაშლას დაელოდოს, რაც სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას მოითხოვს, მაგრამ ესეც იქნება, თუკი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის, ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი შეიძლება ამ ქვეყანაში.

ჩვენ ორივე ალტერნატივისთვის მზად ვართ და მზად ვიქნებით. ეს ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები. ის ხალხი, რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ - თბილისის გარეთაც“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

  • როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ხვალ ზუგდიდში ჩავა, ხოლო აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, აქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოს.

„ბრძოლა გრძელდება, მისი მთავარი კომპონენტი ის ხალხია, რომელიც ქუჩაში დგას, რასაც რამდენადაც შემიძლია, ვუერთდები. ის ხალხი, რომელიც დგას არა მხოლოდ თბილისში, არამედ - თბილისის გარეთაც. ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ხვალ ზუგდიდში მივდივარ, სადაც ამ ხალხთან, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, მათთან ვიქნები. მას შემდეგ, რაც ამერიკიდან დავბრუნდები, გავაგრძელებ სხვადასხვა რეგიონებში ჩასვლას იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი მხოლოდ თბილისში არ არის, ამაში დიდი სიახლეა, რომ მთელ ქვეყანაში არის გავრცელებული. ჩვენც ყველგან უნდა ვედგეთ გვერდში ჩვენს მოქალაქეებს, სადაც არ უნდა იყვნენ, ეს არის ჩემი მიზანი. მე ყველასთან მექნება კავშირი. ჩემი პირადი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება იმიტომ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი. მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოს, რომელიც დემოკრატიის, თავისუფლების და მისი კურსის გარეშე, არ შეიძლება მიღწეული იყოს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.