პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდამსხმელი მოტოციკლით მივიდა, ჩაფხუტი მოიხსნა და... - ტაილანდში, ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას პოლიტიკოსი მოკლეს: რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ
თავდამსხმელი მოტოციკლით მივიდა,  ჩაფხუტი მოიხსნა და... - ტაილანდში, ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას პოლიტიკოსი მოკლეს: რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ

ტა­ი­ლან­დის დე­და­ქა­ლაქ ბანგკოკ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან ეს­რო­ლა კამ­ბო­ჯელ პო­ლი­ტი­კოსს, ოპო­ზი­ცი­ო­ნერ დე­პუ­ტატს, საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქეს, 74 წლის ლიმ კი­მი­ას. ეს უკა­ნას­კნე­ლი მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

კი­მია კამ­ბო­ჯი­დან ტა­ი­ლან­დში ავ­ტო­ბუ­სით ჩა­ვი­და თა­ვის ფრანგ ცოლ­თან და ძმას­თან ერ­თად. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ამ დრო­ის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლია.

და­ნა­შა­უ­ლი ბანგკო­კის სა­მე­ფო უბ­ნის ტაძ­რის გვერ­დით მოხ­და. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ვი­დე­ო­ზე ჩანს კაცი, რო­მე­ლიც აჩე­რებს მო­ტო­ციკლს, იხ­სნის ჩა­ფხუტს ისე, რომ მთლი­ა­ნად ჩანს მისი სახე, მშვი­დად გა­და­დის გზა­ზე, რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ის­მის გას­რო­ლის ხმა და მი­წა­ზე მის მო­პირ­და­პი­რედ მდგო­მი ადა­მი­ა­ნი ეცე­მა.

მა­მა­კა­ცი სწრა­ფად ბრუნ­დე­ბა მო­ტო­ციკლთან, რა­ღა­ცას ის­ვრის და ად­გილს ტო­ვებს.

  • ტა­ი­ლან­დის პო­ლი­ცი­ის ცნო­ბით, მოკ­ლულს მკერ­დში ორი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი. ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ლიმ კი­მი­ას კამ­ბო­ჯი­სა და საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ კამ­ბო­ჯა­ში დარ­ჩე­ნა არ­ჩია მას შემ­დე­გაც კი, რაც მისი პარ­ტია აკ­რძა­ლეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­დამ­სხმე­ლი კამ­ბო­ჯა­ში და­ა­კა­ვეს, ტა­ი­ლან­დი კი მის ექ­სტრა­დი­რე­ბას ითხოვს. რო­გორც ირ­კვე­ვა ის ტა­ი­ლან­დის მო­ქა­ლა­ქეა.

ლიმ კი­მი­ას პარ­ტი­ას 2018 წელს სამ­შობ­ლოს ღა­ლატ­სა და შეთ­ქმუ­ლე­ბას აბ­რა­ლებ­დნენ. ოპო­ზი­ცი­ო­ნერ პო­ლი­ტი­კოსს აეკ­რძა­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა.

  • "ბანგკო­კის ქუ­ჩებ­ში მომ­ხდარ და­ნა­შა­ულს აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბის ყვე­ლა ნი­შა­ნი და, რო­გორც ჩანს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეს­კა­ლა­ცი­აა ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას", - ამ­ბობს Asia Human Rights Labor Advocates-ის დი­რექ­ტო­რი, ფილ რო­ბერტსო­ნი.

წყა­რო

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

თავდამსხმელი მოტოციკლით მივიდა, ჩაფხუტი მოიხსნა და... - ტაილანდში, ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას პოლიტიკოსი მოკლეს: რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ

თავდამსხმელი მოტოციკლით მივიდა,  ჩაფხუტი მოიხსნა და... - ტაილანდში, ქუჩაში, ხალხმრავალ ადგილას პოლიტიკოსი მოკლეს: რა გადაიღო სათვალთვალო კამერამ

ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა კამბოჯელ პოლიტიკოსს, ოპოზიციონერ დეპუტატს, საფრანგეთის მოქალაქეს, 74 წლის ლიმ კიმიას. ეს უკანასკნელი მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

კიმია კამბოჯიდან ტაილანდში ავტობუსით ჩავიდა თავის ფრანგ ცოლთან და ძმასთან ერთად. მკვლელობაში ბრალდებული პირი ამ დროისთვის დაკავებულია.

დანაშაული ბანგკოკის სამეფო უბნის ტაძრის გვერდით მოხდა. სათვალთვალო კამერის ვიდეოზე ჩანს კაცი, რომელიც აჩერებს მოტოციკლს, იხსნის ჩაფხუტს ისე, რომ მთლიანად ჩანს მისი სახე, მშვიდად გადადის გზაზე, რამდენიმე წუთში ისმის გასროლის ხმა და მიწაზე მის მოპირდაპირედ მდგომი ადამიანი ეცემა.

მამაკაცი სწრაფად ბრუნდება მოტოციკლთან, რაღაცას ისვრის და ადგილს ტოვებს.

  • ტაილანდის პოლიციის ცნობით, მოკლულს მკერდში ორი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ლიმ კიმიას კამბოჯისა და საფრანგეთის მოქალაქეობა ჰქონდა, მაგრამ კამბოჯაში დარჩენა არჩია მას შემდეგაც კი, რაც მისი პარტია აკრძალეს.

აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელი კამბოჯაში დააკავეს, ტაილანდი კი მის ექსტრადირებას ითხოვს. როგორც ირკვევა ის ტაილანდის მოქალაქეა.

ლიმ კიმიას პარტიას 2018 წელს სამშობლოს ღალატსა და შეთქმულებას აბრალებდნენ. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აეკრძალა პოლიტიკური საქმიანობა.

  • "ბანგკოკის ქუჩებში მომხდარ დანაშაულს აქვს პოლიტიკური მკვლელობის ყველა ნიშანი და, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ესკალაციაა ტრანსნაციონალური რეპრესიების გამოყენებისას", - ამბობს Asia Human Rights Labor Advocates-ის დირექტორი, ფილ რობერტსონი.

წყარო