უამინდობის გამო ინგლისში, ჩრდილოეთ იორკშირში მდებარე პაბიდან, 33 ადამიანი, მათ შორის, ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანები რამდენიმე დღეა შინ დაბრუნებას ვერ ახერხებენ.
ჩრდილოეთ იორკშირში დიდთოვლობაა და განსაკუთრებით კრიტიკული სიტუაცია 4 იანვარს იყო. სწორედ ამ დროს პაბში, სახელადTan Hill Inn-ში 33 ადამიანი ჩარჩა. ისინი ფაქტობრივად, ცივილიზაციას მოწყდნენ.
პაბში იმყოფება 33 ადამიანი და ერთი ძაღლი. მათ ღიმილით მიიღეს ამბავი, რომ იქ დარჩენა მოუწევდათ და ჩათვალეს, რომ დილამდე ყველაფერი მოგვარდებოდა, თუმცა მაშინ არ იცოდნენ, რომ იმ ადგილას დარჩენა კიდევ რამდენიმე დღე დარჩებოდნენ.
Tan Hill Inn-ის პერსონალი მომზადებული იყო მსგავსი შემთხვევისთვის. იქ განთავსებულია საძინებლები, ასევე აქვთ საკვებისა და სასმლის მარაგი, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ეყოფოდა ყველა სტუმარს.
პაბში არიან როგორც ინგლისელები, ასევე მოგზაურები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ავსტრალიიდან, რომლებიც მუდმივად აწვდიან ინფორმაციას სამშობლოში მედიას თავიანთი მდგომარეობის შესახებ.
მაშველებმა ამ ადგილას მისვლა მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ შეძლეს, თუმცა ადამიანების გამოყვანა ჯერ მაინც ვერ ხერხდება, რადგან ძლიერი ქარის გამო ვერტმფრენის აფრენა შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ სტუმრების დიდ ნაწილს პაბის დატოვება არც სურს.
"ეს დღეები ოცნებაში ცხოვრებას ჰგავს", - ამბობს ერთ ერთი-სტუმარი.