მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაშვილებული ამბიციური კონსერვატორი მეტსახელად "სკიპი", რომელიც ტრუდოს "გიჟს" უწოდებდა - ვინ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება კანადის მომავალი პრემიერ გახდეს
გაშვილებული ამბიციური კონსერვატორი მეტსახელად "სკიპი", რომელიც ტრუდოს "გიჟს" უწოდებდა - ვინ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება კანადის მომავალი პრემიერ გახდეს

"20 წლის ასაკ­ში პიერ პო­ლი­ევ­რს უკვე ჰქონ­და კა­ნა­დის მმარ­თვე­ლო­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. დღეს, 45 წლის “კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დერ­მა, ესე­ე­ბის კონ­კურ­სში ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ხედ­ვა და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბის მქო­ნე, მცი­რე მმარ­თვე­ლო­ბი­თი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, თუ რას გა­ა­კე­თებ­და ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პოსტზე" - ამის შე­სა­ხებ BBC თა­ვის ანა­ლი­ტი­კურ სტა­ტი­ა­ში წერს და პიერ პო­ლი­ევ­რის პორ­ტრეტს მოგ­ვი­თხრობს.

'

"ერთი ნა­ბი­ჯით მი­უ­ახ­ლოვ­და თა­ვი­სი ოც­ნე­ბის რე­ა­ლო­ბად ქცე­ვას. თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ეროვ­ნულ გა­მო­კი­თხვებ­ში პო­ლი­ევ­რის “კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ წევ­რე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ლი­დე­რო­ბენ ლი­ბე­რა­ლებ­თან შე­და­რე­ბით, რაც იძ­ლე­ვა ვა­რა­უ­დის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ მათ შე­უძ­ლი­ათ მო­ი­პო­ვონ უმ­რავ­ლე­სო­ბა მთავ­რო­ბა­ში,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

მას შემ­დეგ, ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა ჯას­ტინ ტრუ­დომ გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და, არ­ჩევ­ნე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ მალე გა­ი­მარ­თე­ბა. პო­ლი­ევ­რი ამომ­რჩევ­ლებს “პო­ლი­ტი­კა­ში საღი აზ­რის დაბ­რუ­ნე­ბას“ ჰპირ­დე­ბა და დუნე ეკო­ნო­მი­კით, სა­ცხოვ­რებ­ლის გაძ­ვი­რე­ბი­სა და კრი­ზი­სით იმედ­გაც­რუ­ე­ბულ კა­ნა­დე­ლებს, ეფექ­ტურ მმარ­თვე­ლო­ბას სთა­ვა­ზობს.

  • “მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას დო­ნალდ ტრამპს ადა­რე­ბენ და ჰყავს ისე­თი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი, რო­გო­რი­ცაა ელონ მას­კი და აშშ-ის არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ახლო წრე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა პი­რე­ბი, პო­ლი­ევ­რის ის­ტო­რია ძა­ლი­ან კა­ნა­დუ­რია,“ - წერს გა­მო­ცე­მა.

  • ვინ არის პიერ პო­ლი­ევ­რი?

პო­ლი­ევ­რი და­სავ­ლეთ კა­ნა­დის პრო­ვინ­ცი­ა­ში, ალ­ბერ­ტა­ში და­ი­ბა­და. პი­ე­რის ბი­ო­ლო­გი­უ­რი დედა 16 წლის იყო, რო­დე­საც ვაჟი გა­ა­ჩი­ნა, მას შვი­ლის გაზ­რდა არ შე­ეძ­ლო, ამი­ტომ გა­აშ­ვი­ლა.

ჩვი­ლი ორმა მას­წავ­ლე­ბელ­მა, კალ­გა­რის გა­რე­უ­ბან­ში გა­ზარ­და.

”მე ყო­ველ­თვის მჯე­რო­და, რომ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა ოჯახ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის სა­უ­კე­თე­სო სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც შე­იძ­ლე­ბა ოდეს­მე გვქონ­დეს. ეს არის ჩემი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლიც,” - გა­ნუ­ცხა­და მან Maclean's Magazine-ს 2022 წელს, რო­დე­საც ად­რე­ულ წლებს იხ­სე­ნებ­და.

თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას პო­ი­ლი­ევ­მა ინ­ტე­რე­სი გა­მო­ავ­ლი­ნა პო­ლი­ტი­კის მი­მართ და ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბის კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებ­და. შემ­დეგ კალ­გა­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებს სწავ­ლობ­და. სწო­რედ იქ შეხ­ვდა სტოკ­ველ დეის, რო­მე­ლიც ყო­ფი­ლი “კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი“ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სტი­ვენ ჰარ­პე­რის დროს მი­ნის­ტრად მუ­შა­ობ­და. მან პო­ლი­ევ­რი კამ­პუს­ში მი­იყ­ვა­ნა.

2004 წელს, 25 წლის ასაკ­ში, პო­ი­ლი­ევ­მა ოტა­ვას არ­ჩევ­ნებ­ში მო­ი­გო, რი­თაც ის გახ­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა არ­ჩე­უ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რი. მას მას შემ­დეგ ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა.

  • “სკი­პი“ - პარ­ტი­ის ლი­დე­რი

ახალ­გაზ­რდუ­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მი­სა და ბას­რი ენის გამო, ოტა­ვა­ში პო­ლი­ევ­რეს მეტ­სა­ხე­ლად “სკი­პი“ შე­არ­ქვეს. მას "უკი­დუ­რე­სად მებ­რძო­ლი და პარ­ტი­ზა­ნუ­ლი" პო­ლი­ტი­კო­სის რე­პუ­ტა­ცია ჰქონ­და.

კონფრონ­ტა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კა მისი პერ­სო­ნის ქვა­კუ­თხე­დი გახ­და - რო­გორც “კონ­სერ­ვა­ტი­ულ­მა ლი­დერ­მა“ 2022 წელს, ტრუ­დოს შე­ნიშ­ვნე­ბით მი­მარ­თა და მო­უ­წო­და, უკ­მა­ყო­ფი­ლო ამომ­რჩევ­ლებ­თან უფრო მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნო­და.

  • მისი ხა­სი­ა­თი, პო­ლი­ევ­რს ზოგ­ჯერ უსი­ა­მოვ­ნე­ბას უქ­მნი­და. მა­გა­ლი­თად, აპ­რილ­ში ის თემ­თა პა­ლა­ტი­დან გა­ა­ძე­ვეს, რად­გან პრე­მი­ერ მი­ნისტრს "გიჟი" უწო­და.

“როცა თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა სი­მარ­თლეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, სი­მარ­თლეს ვირ­ჩევ. ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნი ვი­ყა­ვით ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სის მი­მართ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში “, - თქვა მან ინ­ცი­დენ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

  • პო­ლი­ე­ვი პო­პუ­ლიზ­მის, იმიგ­რა­ცი­ი­სა და ტრამ­პის შე­სა­ხებ

კონ­სერ­ვა­ტი­ულ ლი­დერს "რბილ" პო­პუ­ლისტს უწო­დე­ბენ. 2021 წელს მან მხა­რი და­უ­ჭი­რა მათ, ვინც სა­ვალ­დე­ბუ­ლო ვაქ­ცი­ნა­ცი­ას აპ­რო­ტეს­ტებ­და.

პი­რო­ბა დადო, რომ წა­მო­ი­წყებ­და “ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­ურ ან­ტი­და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კამ­პა­ნი­ას კა­ნა­დის ის­ტო­რი­ა­ში“ და დამ­ნა­შა­ვე­ებს გი­სო­სებს მიღ­მა გა­უშ­ვებ­და. თუმ­ცა, სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე პო­ლი­ევ­რი იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კა­ნა­და­ში იმიგ­რა­ცი­ას, მისი თქმით ყუ­რა­დღე­ბას კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მუ­შა­კე­ბის მო­ზიდ­ვა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლებს და ემიგ­რან­ტე­ბის­თვის ახა­ლი აშე­ნე­ბუ­ლი სახ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას გა­ა­კონ­ტრო­ლებს.

“კონ­სერ­ვა­ტი­უ­ლი ლი­დე­რი“ მხარს უჭერს ახალ­ჩა­მო­სულ­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ას და ამ­ბობს, რომ კა­ნა­და არ უნდა იყოს “დაღ­ლი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა“

რაც შე­ე­ხე­ბა, დო­ნალდ ტრამ­პის კო­მენ­ტარს იმის შე­სა­ხებ, რომ კა­ნა­და აშშ-ს 51-ე შტა­ტი გახ­დე­ბა, პო­ი­ლი­ე­ვის თქმით, “პირ­ველ ად­გილ­ზე ყო­ველ­თვის კა­ნა­დას და­ა­ყე­ნებს“.

პო­ლი­ევ­რის ცოლი, ანა­ი­და, კა­რა­კა­სი­დან კა­ნა­და­ში მიგ­რი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი­და­ნაა. წყვი­ლი ორ შვილს ზრდის.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

გაშვილებული ამბიციური კონსერვატორი მეტსახელად "სკიპი", რომელიც ტრუდოს "გიჟს" უწოდებდა - ვინ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება კანადის მომავალი პრემიერ გახდეს

გაშვილებული ამბიციური კონსერვატორი მეტსახელად "სკიპი", რომელიც ტრუდოს "გიჟს" უწოდებდა - ვინ არის ადამიანი, რომელიც შეიძლება კანადის მომავალი პრემიერ გახდეს

"20 წლის ასაკში პიერ პოლიევრს უკვე ჰქონდა კანადის მმართველობის სამოქმედო გეგმა. დღეს, 45 წლის “კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ესეების კონკურსში ჩამოაყალიბა ხედვა დაბალი გადასახადების მქონე, მცირე მმართველობითი ქვეყნის შესახებ, თუ რას გააკეთებდა ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე" - ამის შესახებ BBC თავის ანალიტიკურ სტატიაში წერს და პიერ პოლიევრის პორტრეტს მოგვითხრობს.

'

"ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა თავისი ოცნების რეალობად ქცევას. თვეების განმავლობაში, ეროვნულ გამოკითხვებში პოლიევრის “კონსერვატიული პარტიის“ წევრები მნიშვნელოვნად ლიდერობენ ლიბერალებთან შედარებით, რაც იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ მათ შეუძლიათ მოიპოვონ უმრავლესობა მთავრობაში,“ - წერს გამოცემა.

მას შემდეგ, ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გადადგომის შესახებ განაცხადა, არჩევნები სავარაუდოდ მალე გაიმართება. პოლიევრი ამომრჩევლებს “პოლიტიკაში საღი აზრის დაბრუნებას“ ჰპირდება და დუნე ეკონომიკით, საცხოვრებლის გაძვირებისა და კრიზისით იმედგაცრუებულ კანადელებს, ეფექტურ მმართველობას სთავაზობს.

  • “მიუხედავად იმისა, რომ მას დონალდ ტრამპს ადარებენ და ჰყავს ისეთი თაყვანისმცემლები, როგორიცაა ელონ მასკი და აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ახლო წრეში არსებული სხვა პირები, პოლიევრის ისტორია ძალიან კანადურია,“ - წერს გამოცემა.

  • ვინ არის პიერ პოლიევრი?

პოლიევრი დასავლეთ კანადის პროვინციაში, ალბერტაში დაიბადა. პიერის ბიოლოგიური დედა 16 წლის იყო, როდესაც ვაჟი გააჩინა, მას შვილის გაზრდა არ შეეძლო, ამიტომ გააშვილა.

ჩვილი ორმა მასწავლებელმა, კალგარის გარეუბანში გაზარდა.

”მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებაყოფლობითი კეთილშობილება ოჯახსა და საზოგადოებაში არის საუკეთესო სოციალური უზრუნველყოფა, რაც შეიძლება ოდესმე გვქონდეს. ეს არის ჩემი ამოსავალი წერტილიც,” - განუცხადა მან Maclean's Magazine-ს 2022 წელს, როდესაც ადრეულ წლებს იხსენებდა.

თინეიჯერობისას პოილიევმა ინტერესი გამოავლინა პოლიტიკის მიმართ და ადგილობრივი კონსერვატორების კამპანიას აწარმოებდა. შემდეგ კალგარის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა. სწორედ იქ შეხვდა სტოკველ დეის, რომელიც ყოფილი “კონსერვატიული“ პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის დროს მინისტრად მუშაობდა. მან პოლიევრი კამპუსში მიიყვანა.

2004 წელს, 25 წლის ასაკში, პოილიევმა ოტავას არჩევნებში მოიგო, რითაც ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა არჩეული კონსერვატორი. მას მას შემდეგ ეს თანამდებობა ეკავა.

  • “სკიპი“ - პარტიის ლიდერი

ახალგაზრდული ენთუზიაზმისა და ბასრი ენის გამო, ოტავაში პოლიევრეს მეტსახელად “სკიპი“ შეარქვეს. მას "უკიდურესად მებრძოლი და პარტიზანული" პოლიტიკოსის რეპუტაცია ჰქონდა.

კონფრონტაციული პოლიტიკა მისი პერსონის ქვაკუთხედი გახდა - როგორც “კონსერვატიულმა ლიდერმა“ 2022 წელს, ტრუდოს შენიშვნებით მიმართა და მოუწოდა, უკმაყოფილო ამომრჩევლებთან უფრო მჭიდრო კონტაქტი ჰქონოდა.

  • მისი ხასიათი, პოლიევრს ზოგჯერ უსიამოვნებას უქმნიდა. მაგალითად, აპრილში ის თემთა პალატიდან გააძევეს, რადგან პრემიერ მინისტრს "გიჟი" უწოდა.

“როცა თავაზიანობა სიმართლეს ეწინააღმდეგება, სიმართლეს ვირჩევ. ვფიქრობ, ძალიან თავაზიანი ვიყავით ჩვენი პოლიტიკური კლასის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში “, - თქვა მან ინციდენტის კომენტირებისას.

  • პოლიევი პოპულიზმის, იმიგრაციისა და ტრამპის შესახებ

კონსერვატიულ ლიდერს "რბილ" პოპულისტს უწოდებენ. 2021 წელს მან მხარი დაუჭირა მათ, ვინც სავალდებულო ვაქცინაციას აპროტესტებდა.

პირობა დადო, რომ წამოიწყებდა “ყველაზე ამბიციურ ანტიდანაშაულებრივ კამპანიას კანადის ისტორიაში“ და დამნაშავეებს გისოსებს მიღმა გაუშვებდა. თუმცა, სოციალურ საკითხებზე პოლიევრი იშვიათად ლაპარაკობდა.

რაც შეეხება კანადაში იმიგრაციას, მისი თქმით ყურადღებას კვალიფიციური მუშაკების მოზიდვაზე გაამახვილებს და ემიგრანტებისთვის ახალი აშენებული სახლების რაოდენობას გააკონტროლებს.

“კონსერვატიული ლიდერი“ მხარს უჭერს ახალჩამოსულთა ინტეგრაციას და ამბობს, რომ კანადა არ უნდა იყოს “დაღლილი საზოგადოება“

რაც შეეხება, დონალდ ტრამპის კომენტარს იმის შესახებ, რომ კანადა აშშ-ს 51-ე შტატი გახდება, პოილიევის თქმით, “პირველ ადგილზე ყოველთვის კანადას დააყენებს“.

პოლიევრის ცოლი, ანაიდა, კარაკასიდან კანადაში მიგრირებული ოჯახიდანაა. წყვილი ორ შვილს ზრდის.

წყარო

იხილეთ ასევე: