ავტორი:

"ბავშვის მამასაც უნდოდა შვილი, მაგრამ ერთად ყოფნაზე ვერ შედგა შეთანხმება..." - ეკა ანდრონიკაშვილი 23 წლის შუალედით გაჩენილ მეორე შვილზე

"ბავშვის მამასაც უნდოდა შვილი, მაგრამ ერთად ყოფნაზე ვერ შედგა შეთანხმება..." - ეკა ანდრონიკაშვილი 23 წლის შუალედით გაჩენილ მეორე შვილზე

ეკა ანდრონიკაშვილი ორი შვილის - ლუკას და ნიკალას დედაა, რომელთა შორის სხვაობა 23 წელია. თავად მსახიობი თეატრშიც დატვირთულია, გადაცემაც აქვს და ზოგჯერ გადაღებებიც. გადაცემაში "ნიკოლოზის კითხვები" ამბობს, რომ შვილი უნდოდა, მაგრამ წლების მანძილზე ვერ იპოვა ადამიანი ვისთანაც ოჯახს შექმნიდა.

- ძალიან მინდოდა მეორე შვილი, მენანებოდა თავი იმისთვის, რომ მხოლოდ ერთი შვილი გამეჩინა. დრო გადიოდა და მე ვერ ვიპოვე ადამიანი, ვისთან ერთადაც შევქმნიდი ოჯახს. ამას პირველად ვამბობ, მეგობრები რომ მეუბნებოდნენ, ეკა, შენ კიდევ უნდა გააჩინო, ვამბობდი, მე ვერ ვიპოვე შვილის მამა და არა, მეორე ქმარი. ეს შემდეგ გავაცნობიერე, რომ ჩემი კოდი იყო შვილის მამა.

2014 წელს შევხვდი ადამიანს, რომელთანაც გამიჩნდა გრძნობა. ეს ურთიერთობა ბედნიერების შეგრძნებით მახსენდება. სულ ბედნიერი ვიყავი, ცოტა რომ მიწიდან აგწევენ და კარგად ხარ. მიხარია, რომ ასეთი ადამიანისგან გამიჩნდა მეორე შვილი.

როდესაც გავიგე ფეხმძიმედ ვიყავი, შეიძლება რაღაც ორჭოფობა მქონდა, გავაჩინო თუ არა ბავშვი, მერე დედაჩემმაც მითხრა, შენ ყოველთვის ინანებ ახლა, რომ არ გააჩინო ბავშვი. ძალიან მაინტერესებდა ჩემი მეორე შვილი როგორი იქნებოდა. მოხდა ისე, რომ 23 წლის შემდეგ მეორე შვილის გაჩენის შემეშინდა. ერთადერთი, მეორე გოგო მინდოდა, გამომეცადა თმის კეთებები და ლამაზი კაბები, მაგრამ ექოსკოპია რომ გავიკეთე და მისი „კურნოსა“ პროფილი დავინახე, ამან ყველაფერი გადაწყვიტა.

ბავშვის მამასაც უნდოდა შვილი, მაგრამ ერთად ყოფნაზე ვერ შედგა შეთანხმება. მე წავედი ამერიკაში და იქ გავაჩინე მეორე შვილი. მეშვიდე თვეში ვიყავი, დეპრესიული მდგომარეობა მქონდა. მანამდე ხუთჯერ ვარ ნამყოფ,. ნიუ-იორკში ძალიან კარგი მეგობრები მყავს, მითხრეს, მოდი ჩამოდი და გადაერთე. ჩავედი იმისთვის, რომ მეყიდა კარგი რამეები ბავშვისთვის, რომელსაც ველოდებოდი და ხასიათი გამომეკეთებინა.

ისე გამოვიდა, რომ ტონუსი მომემატა, 43 წლის ვიყავი უკვე და ექიმმა მითხრა, მე არ გირჩევთ, უკან დაბრუნებასო. ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა ამერიკაში ბავშვის გაჩენა, რომ მოქალაქეობა ჰქონოდა. საბოლოოდ ასე გამოვიდა, შემეშინდა, რადგან ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის ბოლო ბავშვი იყო და ვერ გავრისკავდი. საკეისრო კვეთით გავაჩინე და პირველი ორი თვე პრაქტიკულად მარტო ვიყავი. მეგობრებთან ერთად ვცხოვრობდი, მაგრამ ისინი დილას მიდიოდნენ და საღამოს მოდიოდნენ.

რომ ინატრებ ისეთი გაჩნდა, მშვიდი, საყვარელი, წყნარი, არც ტიროდა, კეთილი. გაჩენიდან მესამე დღეს გამიღიმა და დღემდე ასეთია. ამერიკაში დარჩენაზე არასოდეს მიფიქრია. შვილის გაზრდა აქ ბევრად უფრო ადვილია. აქ მყავდა ძიძა, მაქვს სახლი კარი, აგარაკი, დედა მყავს, მეგობრები. არ მაქვს პრობლემა სპექტაკლის დროს ბავშვი დავტოვო.

ამერიკაში უზარმაზარი თანხა ღირს დამხმარე ქალის აყვანა, ასევე ბინაში იხდი გადასახადს. თან იქ რომ შვილი გაზარდო უნდა იმუშაო თან, ამ დროს ბავშვი გახანგრძლივებულ ბაღში ან სკოლაშიო გყავს. იმისთვის ხომ არ გავაჩინე ამ ასაკში, რომ სადღაც გასაზრდელად მყავდეს. აქ დამყავს ცურვაზე, ზაფხულში აგარაკზე, კარგ ხილს ვაჭმევ, იქ არასდროს არ მიფიქრია დარჩენა. სანამ შვილს არ გავაჩენდი მაშინაც არ მიფიქრია, იქ რა უნდა ვაკეთო, ან სხვის ბავშვს მოვუარო ან მაქსიმუმ „მეიქაფი“ ვუკეთო ვიღაცას ან მომსახურე პერსონალი ვიყო.

აქ ვარ მსახიობი, მიღებენ. ვთამაშობ სპექტაკლებს ჩემს საყვარელ პროფესიაში ვარ. მეტსაც გეტყვით, შარშანწინ წავიყვანე პირველად ამერიკაში ნიკალა, მას შემდგე რაც ორი თვის ასაკში ჩამოვიყვანე. დაუმეგობრდა ჩემი მეგობრების შვილებზე, გაგიჟდა ამერიკაზე, ჩამოსვლა არ უნდოდა, მაგრამ ათწლიანი ვიზა მიმთავრდებოდა აგვისტოში და ჩვენ 4 ივლისს წამოვედით უკან. ჩემი მიზანი რომ ყოფილიყო იქ დავრჩენილიყავი ამ მომენტს გამოვიყენებდი.

წაიკითხეთ ასევე: